ბასილაშვილის დასანანი მარცხი 18 წლის მეტოქესთან – ნიკა მაიამის დაემშვიდობა

Written by

in

მაიამის მასტერსის 1/8 ფინალში ნიკოლოზ ბასილაშვილი 18 წლის კანადელ ჩოგბურთელს ფელიქს ოჟე ალიასიმს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ორ სეტში, 6:7, 4:6 დამარცხდა.

ბასილაშვილი მაიამის მასტერსზე მე-17 ჩოგნად იყო განთესილი და მარცხის მიუხედავად  ATP-ის რეიტინგში პოზიციას არ დაკარგავს.

ფელიქსი ჩოგბურთის ნამდვილი აღმოჩენაა, ექსპერტები მას ძალიან დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. იგი შემდეგ ეტაპზე კირიოსისა და ჩილიჩს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *