რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა

Written by

in

რეჟისორი და სცენარისტი ერეკლე ბადურაშვილი 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას რეჟისორის მეგობრი, ხათუნა ხუნდაძე ავრცელებს. როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ერეკლე ბადურაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა 

ერეკლე ბადურაშვილი  არაერთი ფილმის ავტორია, ბოლო პერიოდში ახალ სრულმეტრაჟიან ფილმზე “ხიდი” -ზე მუშაობდა, რომელიც საქართველო-თურქეთის ერთობლივი ნამუშევარია.მისი რე­ჟი­სო­რო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მე­ბი – “ავ­ტო­პორ­ტრე­ტი”(1987), “ცოდ­ვის დღე­სას­წა­უ­ლი”(1990), “თბი­ლი­სი ჩემი სახ­ლია”(1994), “კი­დევ ერთი ქარ­თუ­ლი ის­ტო­რია” (2003); სცე­ნა­რის ავ­ტო­რია ფილ­მე­ბის: “ავ­ტო­პორ­ტრე­ტი”(1987), “ცოდ­ვის დღე­სას­წა­უ­ლი”(1990).

ერეკლე ბადურაშვილი მომღერალ ნინი ბადურაშვილის მამა და მსახიობ ლალი ბადურაშვილის შვილია.

ეროვნული კინოცენტრი რეჟისორის ახლობლებსა და ოჯახს სამძიმარს უცხადებს.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *