სალომე ზურაბიშვილი ყველაფერს გაურბის და გველაპარაკება სხვა სამყაროზე – უსუფაშვილი

Written by

in

„შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის განცხადებით, სალომე ზურაბუიშვილს დიდი დრო და მცდელობა დაჭირდება, აღმოფხვრას ის ნეგატივი, რაც ახლდა მისი კანდიდატობის და მისი გაპრეზიდენტების მოდელს, რამაც ის სერიოზულად დააზიანა მოქალაქეების თვალში. „ამ დანაწევრებულ, დაყოფილ, დეზინტეგრირებულ საზოგადოებას სჭირდებოდა პრეზიდენტი, რომელიც გააერთიანებდა, შეაკავშირებდა და იმედს გააჩენდა. ამ ყველაფრის ანტიპოდი მივიღეთ ამ ტიპის და ასე არჩეული პრეზიდენტით. სამწუხაროდ, ის თვლის, რომ ესა თუ ის პოლიტიკური პრობლემა, რაც პოლიტიკურია, არ არის მისი პრობლემა, ზურაბიშვილი გაურბის ყველაფერს და გველაპარაკება სხვა სამყაროზე“- აცხადებს დავით უსუფაშვილი.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *