გიორგი ქობულია თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება

Written by

in

ეკონომიკის მინისტრი გიორგი ქობულია მისი თანამდებობიდან შესაძლო წასვლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება.

“როგორც ხედავთ, აქ ვარ. ვაგრძელებ მუშაობას. მე ვემსახურები საქმეს და ვემსახურები ამ ქვეყნის საქმეს. ვვარაუდობ, რომ შესაძლებელია ეს ვიღაცას არ მოეწონოს და ზუსტად ეს ხალხია, ვინც ყრის ჭორებს, მაგრამ მე ამ სამუშაოს და მართალი საქმის სამსახურს გავაგრძელებ მანამდე, სანამ აქ ვარ”, – განუცხადა ქობულიამ ჟურნალისტებს დღეს პარლამენტში ვიზიტისას, სადაც იგი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის ანგარიშის წარდგენას დაესწრო.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *