თბილისის მერია გზებზე გადასასვლელი საფეხმავლო ხიდების დემონტაჟს გეგმავს

Written by

in

თბილისის მერია გზაზე გადასასვლელი საფეხმავლო ლითონის ხიდების დემონტაჟს გეგმავს. მათ ნაცვლად კი ზებრა გადასასვლელები და შუქნიშნები მოეწყობა.
ეს ინიციატივა დღეს კახა კალძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე წარადგინა.


კალაძის ინფორმაციით დედაქალაქში არსებული 39 ასეთი ხიდადან უმრავლესობა არ არის მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მოქალაქეების საჭიროებებზე. გარდა ამისა, საკმაოდ მოუხერხებელია ამ ხიდებზე ასვლა–ჩამოსვლა. კალაძემ მერიის სიახლოვეს მდებარე ხიდის მაგალითი მოიყვანა, რომელიც მისი თქმით სრულიად უფუნქციოა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *