პრეზიდენტ ზურაბიშვილის პირველი ოფიციალური ვიზიტი 21 იანვარს გაიმართება

Written by

in

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირველ ოფიციალური ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია სალომე ზურაბიშვილის მაღალი დონის შეხვედრები ევროკავშირისა და NATO-ს სტრუქტურების ხელმძღვანელ პირებთან. სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი 23 იანვარს დასრულდება.

როგორც ცნობილია, ზურაბიშვილის ინაუგურაცია 16 დეკემბერს გაიმართა და პრეზიდენტი პირველივე სამუშაო დღეების დროს ამბობდა, რომ მისი პირველი ვიზიტი ევროპაში, მათ შორის ბრიუსელში შედგებოდა.

Comments

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *