Blog

  • ერთმანეთს უნდა შემოვუძახოთ, ისტორიამ აკრძალა მარცხი.მათი გათვლაა ჩვენთვის არაქათის გამოცლა – მელია

    ერთმანეთს უნდა შემოვუძახოთ, ისტორიამ აკრძალა მარცხი.მათი გათვლაა ჩვენთვის არაქათის გამოცლა – მელია

    ”ყველას მინდა ვთხოვო, ვისთვისაც ჩემი პოზიცია მნიშვნელოვანია, 28 ნოემბერს ბევრი ვიყოთ. სამწუხაროდ, ადამიანებმა რწმენა დაკარგეს, მაგრამ ერთმანეთს უნდა შემოვუძახოთ, ისტორიამ აკრძალა მარცხი. მათი გათვლაა ჩვენთვის არაქათის გამოცლა. ჩვენ უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი გეგმა იმისთვის, რომ მოკლე ვადაში მივაღწიოთ გამარჯვებას, წლების განმავლობაში ამას პირიქით ვაკეთებდით”- ამის შესახებ “კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ მოსამართლისთვის წყლის შესხმის საქმეზე მის სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

    „ორიოდე სიტყვით ვიტყვი, ამ ჭაობიდან ამოსვლა როგორ მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ დარჩება შინაგანი პროტესტი და პროტესტი, რომელიც თავის სიტყვას იტყვის სწორ დროსა და მოცემულობაში. პარტიულ ეგოიზმზე ფიქრი, არამხოლოდ უზნეობაა, არამედ, ჩამორჩენილობაა თავიდან ბოლომდე.

    სირცხვილიც კი არის დღეს ადამიანი პარტიაზე, ფრაქციაზე ფიქრობდეს. ბევრი მიფიქრია პარტიების აკრძალვაზე ციხეში, გაგიკვირდებათ და პარადოქსული პოზიცია მაქვს. თუკი, კვერის დაკვრაა, ამ სიშლეგეს დავეთანხმებოდი, დარწმუნებული ვარ, რეალური ნამდვილი პოლიტიკურობა ნულიდან აშენდება. თავისუფალ ცურვაში უნდა გადავეშვათ ყველა პოლიტიკოსი. ჩვენა ახლა გვჭირდება ხალხის წიაღში საკუთარი თავის აღმოჩენა. ბევრი ადამიანი სამწუხაროდ, ხალხის წიაღში არაა, ბევრი მიზეზის გამო შეიძლება ეს აიხსნებოდეს. პარტიული პოლიტიკა მეათე ხარისხოვანია. სოლიდარობა მინდა გამოვუცხადო ადამიანებს, რომლებიც 29-ე დღეა, შიმშილობენ რუსთაველის გამზირზე, მინდა მათ და ყველა ადამიანს ამ ბრძოლაში გამძლეობა და სიმართლის თქმა ვუსურვო. ეჭვიც არ მეპარება, თუკი მტკიცე ნერვებს გამოვიჩენთ, გამარჯვება იქნება გარდაუვალი.

    არ შეგვეშალოს, რეჟიმის მხრიდან რეპრესიები მხოლოდ მათი საშუალებაა და რასაც ისინი ჩადიან, რწმენაში ჩვენი გატეხაა. დიდი მნიშვნელობა აქვს ერთმანეთში რას ვსაუბრობთ იმასაც კი, რას საუბრობენ ტელე ეთერებში, რას ასხივებენ. შეიძლება აქციაზე ვერ გავიდეს ადამიანი, მაგრამ ფინჯან ყავაზე მეზობელს რომ ესაუბრება, იქაც რწმენას უნდა ასხივებდეს. ყველას მინდა ვთხოვო, ვისთვისაც ჩემი პოზიცია მნიშვნელოვანია, 28 ნოემბერს ბევრი ვიყოთ. სამწუხაროდ, ადამიანებმა რწმენა დაკარგეს, მაგრამ ერთმანეთს უნდა შემოვუძახოთ, ისტორიამ აკრძალა მარცხი. მათი გათვლაა ჩვენთვის არაქათის გამოცლა. ჩვენ უნდა დავგეგმოთ გრძელვადიანი გეგმა იმისთვის, რომ მოკლე ვადაში მივაღწიოთ გამარჯვებას, წლების განმავლობაში ამას პირიქით ვაკეთებდით.

    დავიგეგმოთ გრძელი დისტანციისთვის და ვეცადოთ მაქსიმალურ მოკლე დისტანციაში დავფაროთ…. ერთ-ერთმა პოლიტიკოსმა [სააკაშვილმა] ივანიშვილზე გაყიდული და გარიგებული მიწოდა, ასეთ ადამიანებთან ერთ სივრცეში ვერ ვიქნები. ბევრი მაქვს სათქმელი კონკრეტული ფაქტებით და თავს ვიკავებ. მიუტანენ მას ამას და მის რამდენიმე თანამოაზრეს და მიხარია, რომ მისმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ მისი პოზიცია არ გაიზიარა. მე, ნიკა მელიას, ასეთი ბრალმდებლის გვერდში ერთ ჰექტარზეც კი ვერ მნახავთ”,- აცხადებს მელია.

  • მოსამართლემ კობახიძის წინაამღდეგ მზია ამაღლობელის სარჩელის განხილვა შეწყვიტა

    მოსამართლე დავით აკობიძემ საქმის განხილვა რომელიც მზია ამაღლობელის სარჩელს ეხებოდა ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ, შეწყვიტა. მზია ამაღლობელის ადვოკატების თქმით, ისინი სარჩელით ითხოვდნენ, ირაკლი კობახიძის მიერ გავრცელებული ცრუ ინფორმაციის საჯაროდ უარყოფას.

    გადაწყვეტილება მოსამართლემ ადგილზე თათბირით მიიღო. მისი თქმით, “პოლიტიკური დებატების ფარგლებში გაკეთებულ განცხადებებზე მსგავსი სარჩელი არ დაიშვება.”

    მზია ამაღლობელმა 2025 წლის 07 მაისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას, ირაკლი კობახიძის, მამუკა მდინარაძის და სოზარ სუბარის წინააღმდეგ სარჩელით მიმართა.სარჩელი ორ განცხადებას ეხებოდა: 2025 წლის 10 ივლისს „იმედის“ ეთერში და 23 ივლისს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელში გაკეთებულ კომენტარებს. ორივე შემთხვევაში კობახიძე ამტკიცებდა, რომ ამაღლობელის მიერ ბათუმის პოლიციის მაშინდელ უფროსს, ირაკლი დგებუაძეს სილის გარტყმა თითქოსდა „უცხო ძალების მიერ იყო დაგეგმილი“ და მიზნად პოლიციის დისკრედიტაციას ისახავდა.

  • ნებისმიერ დაწესებულებაში ადამიანის შესახლებისას გაშიშვლება სავალდებულოა – დარახველიძე

    “ჩვენ ვმოქმედებთ კანონის შესაბამისად. კანონით გათვალისწინებულია, რომ პოლიციის კანონიერი მოთხოვნა, მისი დაუმორჩილებლობა, ეს არის სამართლებრივად დასჯადი ქმედება. შესაბამისად, ადამიანი, თუკი სჩადის მსგავს ქმედებას, ბუნებრივია, მის შემთხვევაში ხდება შესაბამისი ღონისძიების გატარება. ჩვენ წარვადგენთ ყველა იმ საჭირო მტკიცებულებას სასამართლოს წინაშე, სადაც განხილული იქნება, თუ რაში გამოიხატა მისი მხრიდან კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობა.

    რაც შეეხება გაშიშვლების ნაწილს, ნებისმიერ დაწესებულებაში, იქნება ეს დროებითი მოთავსების იზოლატორი თუ პენიტენციური დაწესებულება, როცა ხდება ადამიანის შესახლება, სავალდებულოა და ამას გვავალდებულებს ჩვენ სტამბოლის პროტოკოლი, რომ მოხდეს დაზიანების აღწერა. ასევე, ის ჩხრეკის საკითხები, რაც აუცილებელია, რომ მან არ შეიტანოს აკრძალული ნივთი დაწესებულებაში. ეს არის გათვალისწინებული ყველა დაწესებულებაში. ეს არის საერთაშორისო მოთხოვნა, სტამბოლის პროტოკოლის.”

    აცხადებს “ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე.

  • მზია ამაღლობელს მხედველობის შესანარჩუნებლად საჭირო მკურნალობა ამ დრომდე არ უტარდება – საია

    მზია ამაღლობელს მხედველობის შესანარჩუნებლად საჭირო მკურნალობა ამ დრომდე არ უტარდება – საია

    საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) წერს, რომ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს მხედველობის შესანარჩუნებლად საჭირო კვლევები და მკურნალობა ამ დრომდე არ უტარდება. საია-ს ცნობით, მზია ამაღლობელის მხედველობა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსების შემდგომ საგრძნობლად გაუარესდა და საგანგაშო ნიშნულზეა.

    “მზია ამაღლობელს თავისუფლებასთან ერთად, წართმეული აქვს უფლება, ჩაუტარდეს გამოკვლევები იმ კლინიკაში, რომელიც აღჭურვილია მის დიაგნოზთან თავსებადი სამედიცინო ტექნიკით, სათანადო გამოკვლევების შედეგად მიიღოს ინფორმაცია, რა პროცედურებია საჭირო მინიმალურ ნიშნულზე არსებული მხედველობის შესანარჩუნებლად.

    მივმართავთ, საქართველოს იუსტიციის მინისტრს, პაატა სალიას, დაუყოვნებლივ უზრუნველყოს სათანადოდ აღჭურვილ სამედიცინო დაწესებულებაში მზია ამაღლობელისათვის შესაბამისი მაღალტექნოლოგიური გამოკვლევების ჩატარება ორივე თვალზე და კვლევების გათვალისწინებით, დაიგეგმოს მკურნალობა მხედველობის შესანარჩუნებლად.

    მივმართავთ, საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, დაუყოვნევლივ წერილობით შეაფასოს სახელმწიფოს მხრიდან დაცულია თუ არა მზია ამაღლობელის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიღების უფლება. მათ შორის, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი მანდატის შესაბამისად, დაიხმაროს შესაბამისი პროფილის სამედიცინო განათლების სპეციალისტები შეფასების მოსამზადებლად”, – ვკითხულობთ საია-ს განცხადებაში.

  • ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია

    საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ბაღდათში, სოფელ ხანის მიმდებარედ, შერეული ტყის ფერდობზე ხანძარია.

    ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სპეციალური ტექნიკითა და აღჭურვილობით მონაწილეობს 200-მდე მეხანძრე-მაშველი. ადგილზე მიმდინარეობს ცეცხლის ინტენსიური ქრობის პროცესი.

    “საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცოცხალ ძალასა და სპეცტექნიკასთან ერთად, სამუშაოებში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სამი ვერტმფრენიც. ადგილზე მოეწყო საგანგებო შტაბი.დასახლებულ ადგილებზე ცეცხლის გავრცელების საფრთხე არ არსებობს”, – ვკითხულობთ განცხადებაში.

  • ჩვენი მიზანია, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ ცოტა მეტი დრო გვჭირდება – რუბიო

    “ეს არის სამუშაო – ეს არის ცოცხალი დოკუმენტი. ყოველდღიურად, შეტანილი წვლილით, ის იცვლება. იყო რამდენიმე საკითხი, რომელიც ეხებოდა თანასწორობას ან ევროკავშირის და ნატო-ს როლს და ა.შ. და ისინი ერთგვარად გამოვყავით, რადგან ახლახან შევხვდით სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლებს და ეს არის საკითხები, რომელთა განხილვაც მათთან მოგვიწევს, რადგან მათ ეხება. ამიტომ, ფოკუსირებული ვიყავით იმ საკითხებზე, რომლებიც ძირითადად ორმხრივი ხასიათისა იყო. შემიძლია გითხრათ, რომ საკითხები, რომლებიც ღიად რჩება, გადაულახავი არ არის, უბრალოდ მეტი დრო გვჭირდება, ვიდრე დღეს გვაქვს. გულწრფელად მჯერა, რომ ჩვენ ამას მივაღწევთ.[…]დღეს მნიშვნელოვანი ის არის, რომ ჩვენ მნიშვნელოვან პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ ნამდვილად წინ წავედით. ამიტომ, ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რომ ამას ძალიან გონივრულ ვადაში, ძალიან მალე მივაღწევთ. იქნება ეს ხუთშაბათი, პარასკევი, ოთხშაბათი თუ მომდევნო კვირის ორშაბათი, გვინდა, რომ ეს მალე მოხდეს, რადგან დღეიდან ამ საკითხთან გამკლავების დრომდე, მეტი ადამიანი დაიღუპება. მეტი ნგრევა მოხდება. ჩვენი მიზანია, ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს, მაგრამ ცოტა მეტი დრო გვჭირდება“,

    ამის შესახებ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ აშშ-სა და უკრაინის დელეგაციებს შორის ჟენევაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • Free Slots Games at Las Vegas

    Free online slot machine games attract the maximum number of net users in the virtual universe. The game is available to all that have access to the World Wide Web. Players receive the thrill of winning real gallantry slot cash with these slot machines. Internet users may try unique variations (more…)

  • ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, მიწის მასა ჩამოიშალა – დაიღუპა 4 ადამიანი

    ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, მიწის მასა ჩამოიშალა – დაიღუპა 4 ადამიანი

    ქვეშეთი-კობის გზის მშენებლობისას, სოფელ წკერესთან, საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოებისას, სავარაუდოდ, მიწის მასის ჩამოშლის შედეგად, სამშენებლო კომპანიის ხუთი თანამშრომელი – თურქმენეთისა და ჩინეთის მოქალაქეები – მოყვნენ ჩამოშლილი მასის ქვეშ – ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

    ნაპოვნია ოთხი ცხედარი, ხოლო ერთი პირი გადაყვანილია კლინიკაში.

    „ადგილზე მობილიზებულნი არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფები და საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები.

    ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი კონტრაქტორი კომპანიისგან მოითხოვს უსაფრთხოების ნორმების დაცვის მაქსიმალურ გამკაცრებას და სამუშაო წარმოებისას რეგულაციების მკაცრად დაცვას.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი თანაგრძნობას უცხადებს დაღუპულთა ოჯახებს”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • How to Experience The Mobile Casino Experience

    Mobile casinos was an idea that an vulkanvegas entrepreneur came up with when he decided to create an entirely new type of gambling. In the end he realized that what was in his mind could be used as a means of advertising and attracting more players to try out the new gaming experience. Mobile casinos (more…)

  • Online Casino Games for Free – Gamers Get the Best Practice Experience. Experience

    Online casino games for free is a great way for players to try an exciting casino without losing money. There kavbet yeni güncel giriş are many casino games online that players can play that aren’t available in physical casinos. Online casino games are completely free to get a feel of the game and decide whether (more…)