Blog

  • 24-ე სკოლის კვების ობიექტში ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოვლინდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

    24-ე სკოლის კვების ობიექტში ჰიგიენური ნორმების დარღვევა გამოვლინდა. ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.  ობიექტი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე საწარმოო პროცესი შეუჩერდა.

    „სურსათის ეროვნულ სააგენტოში შემოსული შეტყობინების საფუძველზე, თბილისის დეპარტამენტის ინსპექტორებმა არაგეგმურად შეამოწმეს თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ბაქოს ქ. N-1 ში მდებარე 24-ე საჯარო სკოლის კვების ობიექტი -„შპს სისა“ (ს/კ 432551865). შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობა (ჰიგიენური ნორმების დარღვევა). ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა და შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა საწარმოო პროცესი.

    სურსათის ეროვნული სააგენტო განაგრძობს სკოლის და სკოლამდელი დაწესებულებების კვების ობიექტების შემოწმებას.

    სააგენტო მოუწოდებს მომხმარებელს დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვოს ცხელ ხაზზე – 15 01.

    სამომხმარებლო ბაზრის ერთობლივი მონიტორინგი და მოსახლეობის აქტიური ჩართულობა სურსათის ეროვნულ სააგენტოს საშუალებას მისცემს, დროულად გამოავლინოს და აღმოფხვრას შეუსაბამობები“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

  • უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო, ანდრეი ერმაკის სახლს ჩხრეკს

    უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი ერმაკის სახლში ჩხრეკას ატარებს.

    როგორც „უკრაინსკაია პრავდა“ წერს, ადგილზე დაახლოებით ათი ოფიცერი იმყოფება.

    რამდენიმწ წუთის წინ, ერმაკმა დაადასტურა, რომ ანტიკორუფციული ბიურო (НАБУ) და ანტიკორუფციული პროკურატურა (САП-ი) ნამდვილად ატარებს ჩხრეკას მის სახლში, რათა შეამოწმონ მისი შესაძლო კავშირები კორუფციონერ ტიმურ მინდიჩის დანაშაულებრივ სქემასთან.

    ”დღეს ჩემს სახლში [უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო] НАБУ და [პროკურატურის სპეციალიზებული ანტიკორუფციული სამსახური] САП საპროცესო მოქმედებებს მართლაც ატარებენ.გამომძიებლებს არანაირი დაბრკოლება არ აქვთ. მათ ბინაზე სრული წვდომა მიეცათ და ადგილზე ჩემი ადვოკატები იმყოფებიან, რომლებიც სამართალდამცავებთან თანამშრომლობენ. ჩემი მხრიდან, [გამოძიებასთან] სრულიად ვთანამშრომლობ.”- წერს ანდრეი ერმაკი.

     

  • პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმა მიწევს – ზაზა თავაძე პოლიტიკიდან წავიდა

    “პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმა მიწევს” – გახარია საქართველოსთვის პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, ზაზა თავაძემ პოლიტიკიდან წასვლის შესახებ სოიცალურ ქსელში დაწერა.

    “დიდ მადლობას გიხდით ყველა თანამოაზრეს, თანამებრძოლს, მხარდამჭერს და საერთოდ ყველას — ვისაც მოსწონდა, ან მეტიც, არც მოსწონდა ჩემი პოლიტიკაში ყოფნა.თქვენი მხარდაჭერა, კრიტიკაც და განსხვავებული აზრიც, ყოველთვის იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი.დღეს მიმაჩნია, რომ არც ისე მარტივი — ალბათ, უფრო რთული, მაგრამ ასევე პასუხისმგებლიანი ნაბიჯის გადადგმა მიწევს: კვლავ დავუბრუნდე ჩემს პროფესიულ, საადვოკატო-საკონსულტაციო საქმიანობას, სადაც პოლიტიკაში მოსვლამდე ვიყავი და იმავდროულად პარალელურად ბოლომდე მივიყვანო ჩემი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი გერმანიაში. კერძოდ, ვიურცბურგის უნივერსიტეტში, სადაც PhD ნაშრომის დაცვის დასკვნით ეტაპზე ვიმყოფები.მადლობა კიდევ ერთხელ ყველას მხარდაჭერის, ნდობისა და თანამშრომლობისთვის.მუდმივად მიგულეთ თითოეული თქვენგანის მეოხად და გულშემტკივრად!” – წერს ზაზა თავაძე.

  • რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს?! – კალაძე

    რა არის იმაში ცუდი, რომ სპორტსმენი სახელმწიფოს მიმართ მადლიერებას გამოხატავს?! – კალაძე

    „არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი „ნაცი“ რაღაცას თუ გააპროტესტებს. ცუდი რა არის იმაში, როდესაც სპორტსმენი გამოხატავს მადლიერებას სახელმწიფოს მიმართ. ბოლო წლების განმავლობაში სახელმწიფომ სპორტის მიმართულებით ძალიან ბევრი კარგი საქმე გააკეთა. თქვენ როგორ ფიქრობთ, ის შედეგები რაც მივიღეთ კალათბურთში, ფეხბურთში, ძიუდოში ან სპორტის სხვა სახეობებში, ეს შემთხვევით მოვიდა? ეს ყველაფერი არის ზუსტად იმის შედეგი, რომ სპორტსმენებმა იშრომეს თავდაუზოგავად, მათთვის შეიქმნა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, პირობები. ამას უდიდესი მნიშვნელობა აქვს სპორტსმენისთვის. მაგალითად, ფეხბურთელი რომელიც საზღვარგარეთ რომელიმე კლუბში თამაშობს და თავის ნაკრებში სათამაშოდ ჩამოდის, ფიქრობს მხოლოდ და მხოლოდ ერთ რამეზე – როგორ აჩვენოს თავისი საუკეთესო შესაძლებლობები. გიორგი შერმადინს მთელი დარბაზი ტაშს უკრავდა. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს 30 ცალი „ნაცი“ რაღაცას თუ გააპროტესტებს. საბედნიეროდ, მსგავსი ადამიანები არიან უმცირესობაში. ხოლო ქვეყნის უმრავლესობა რეალურად ხედავს, რა ხდება, რა პროცესები მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ. ლიბერალური ფაშიზმი მსოფლიოში მარცხდება და რა თქმა უნდა, დამარცხებულია საქართველოშიც“

    ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, მედიასთან საუბრისას განაცხადა.

  • შსს-მ ორი რუსი ოპოზიციონერი აქტივისტი სისხლის სამართლის წესით დააკავა

    ქართული ოცნების შს სამინისტროს ცნობით, დაკავებულია რუსეთის ორი მოქალაქე – ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა. მათ ბრალად ედებათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადმოკვეთა.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით, უკანონოდ შემოვიდნენ და ბოლო სამი წლის განმავლობაში უკანონოდ იმყოფებოდნენ საქართველოს ტერიტორიაზე.გარდა ამისა, ვლადიმირ დუბოვსკიმ და ალინა საველიევამ თავშესაფრის მოთხოვნით, არაერთხელ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, რაზეც მათ უარი ეთქვათ, ვინაიდან ისინი ვერ აკმაყოფილებდნენ, თავშესაფრის მაძიებელთათვის არსებულ კრიტერიუმებს.აღნიშნულ პირებთან დაკავშირებით, მიგრაციის დეპარტამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მათ მიერ გასაჩივრდა 2 ინსტანციის სასამართლოში, თუმცა ორივე ინსტანციამ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.საბოლოოდ, მიმდინარე წლის 12 ნოემბერს სასამართლომ ორივე მათგანის მიმართ გამოსცა დაკავების განჩინება, რის საფუძველზეც სამართალდამცველებმა ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა ბრალდებულის სახით დააკავეს”, – აცხადებს შსს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს.

    დაკავებულებს მეგობრები მეორე დღეა ეძებენ. მათი ცნობით, ისინი “გაიტაცეს”.

    ვლადიმირ დუბოვსკი და ალინა საველიევა მოძრაობა “მწვანე სოლი – ჩემი სამშობლოს” ლიდერები არიან. ვოლოდიმირ დუბოვსკი ალექსეი ნავალნის შტაბის კოორდინატორი იყო ვლადივოსტოკში. მან რუსეთი 2021 წელს დატოვა. 2024 წლის დეკემბერში რუსეთის ხელისუფლებამ ის “ტერორისტებისა და ექსტრემისტების რეესტრში” შეიყვანა.

  • Begreifen Umschreiben von Plagiaten: Was Sie Benötigen sollten

    Plagiat ist ein schwerwiegendes Verbrechen in der akademischen und beruflichen Welt und kommt in zahlreichen Formen vor. Eine häufige Art von Plagiat ist das Umschreiben Plagiat, das bedeutet, dass jemand anderes die Arbeit von einer anderen Person nimmt und nur neu formatiert, ohne der ursprünglichen Autor Rückmeldung zu geben. In diesem Aufsatz (more…)

  • экономический календарь форекс альпари

    Экономический календарь Альпари: как использовать экономические события и новости в трейдинге

    экономический календарь альпари

    Новость способна поменять вектор движения актива, увеличить скорость роста или повысить падение. Для начинающих трейдеров здесь мало что понятного, и это нормально. Но даже новичкам можно научиться пользоваться Экономическим календарем от Альпари и легко зарабатывать на нем. Также для Вас работает служба поддержки, где можно получить консультацию ведущего специалиста в удобное для Вас время.

    экономический календарь альпари

    Лучшие форекс брокеры

    Итак, представляем вашему вниманию экономический календарь Альпари, и именно о нем и пойдет речь в данном обзоре. Наверняка многие узнали себя в начале карьеры, а если нет, то данная статья поможет подобных ситуаций избежать. Когда стоимость актива получит сильный импульс (в обычный день цена проходит 0.5-1%, в этом же случае она должна сделать скачок на 3-15%).

    Реклама на сайте

    Для каждого трейдера это станет незаменимой помощью для ориентации в сфере торговли. Наш экономический календарь автоматически обновляется после публикации новых данных. События отображаются в хронологическом порядке с указанием времени и даты. Динамика рынка труда, равно как и демографическая ситуация, могут повышать или снижать долю активного населения. В целом рост этого показателя может кратковременно повысить уровень безработицы, а снижение, хоть и является Нефть дорожает пятую сессию кряду негативным, может формально занижать уровень безработицы.

    Как пользоваться в реальной торговле?

    • Второй подход заключается в торговле на важных экономических событиях.
    • На скрине показано, когда выходит сильная новость, напротив нее проставлено 4 восклицательных знака.
    • Если изменения не столь критичны, то после таких движений начинается коррекция в обратную сторону, на которой многие и зарабатывают.
    • Альпари является членом Финансовой комиссии — международной организации, которая занимается разрешением споров в сфере финансовых услуг на международном валютном рынке.
    • Все вышеперечисленные публикации способны задать новый тренд на рынке.
    • Вы должны осознавать все риски, связанные с торговлей на валютном рынке, и при наличии любых сомнений и вопросов мы рекомендуем консультироваться с независимыми финансовыми советниками.

    Чем больше разных каналов используется для получения данных, тем более выгодным для трейдера будет этот бесплатный информационный центр, который синхронизируется и обновляется в реальном времени. Между прочим, https://forexby.com/ брокеры и маркет-мейкеры предлагают FXStreet своим клиентам в качестве инструмента для торговли. Это доказательство того, что это надежный, уважаемый и широко используемый инструмент. Последний вы можете распознать по «бычкам» (на срине ниже именно он). В календаре Инвестинга важность новости обозначена так называемыми «бычками» (чем их больше, тем весомее новость) и, как следствие, за ним закрепилось подобное наименование. Дальнейшие наши рассуждения в данном разделе носят субъективный характер.

    На какие отчеты стоит обращать особое внимание

    Чем больше восклицательных знаков (максимально найти альпари календарь в гугле – три), тем больший скачок может сделать курс. Сайт предоставляет для анализа все предыдущие значения конкретного экономического показателя. Их можно рассматривать не только в цифровом представлении, но и в виде экономический календарь альпари графиком. Рядовым участникам рынка гораздо важнее знать, какое влияние на рынок окажет та или иная новость.

    экономический календарь альпари

    Если какой-то актив многие решают покупать, цена на него будет расти. По сути, цена – это результат действий миллионов трейдеров по всему миру. Закон экономики гласит, что если что-то много покупают, то цена на него будет расти, так как есть спрос.

    В крайнем случае можно было бы настроить уведомления в браузере или на мобильном. Это было бы куда полезнее, так что брокеру еще есть над чем работать. Никто никогда до последнего не может быть уверен в исходе заседания Центробанка, или сколько на самом деле в США создано новых рабочих мест.

  • თუ უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიებს დატოვებს, საომარ მოქმედებებს შევწყვეტთ – პუტინი

    “უკრაინასა და აშშ-ს შორის ჟენევაში გამართული მოლაპარაკებების შემდეგ, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს 28 პუნქტი დაეყოთ ოთხ კომპონენტად, ეს ყოველივე გადმოგვეცა ჩვენ. საბოლოო ჯამში ვთანხმდებით, რომ ეს შესაძლოა, იყოს მომავალი შეთანხმებების საფუძველი.[…]თუ უკრაინელი სამხედროები დატოვებენ იმ ტერიტორიებს, რომლებიც ახლა ოკუპირებული აქვთ, მაშინ ჩვენ შევწყვეტთ საომარ მოქმედებებს, თუ ისინი არ გავლენ, მაშინ ამას ისედაც მივაღწევთ სამხედრო შესაძლებლობებით”.

    განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

  • თუ აქცია სადმე უნდა ტარდებოდეს – EU-ს საელჩოსთან – გია ვოლსკი

    თუ აქცია სადმე უნდა ტარდებოდეს – EU-ს საელჩოსთან – გია ვოლსკი

    ერთი წელი სრულდება მას შემდეგ, რაც კობახიძემ უარი განაცხადა ევროინტეგრაციის პროცესზე“ – სრული აბსურდია. ფაქტია, მას შემდეგ სრულწლოვანებაში შევიდა ახალგაზრდების გარკვეული ჯგუფი, რომელიც ძალიან ადვილად მოატყუეს. მათ აჩვენეს კობახიძის განცხადება. იდეაში, ლაპარაკი იმაზე იყო, რომ ჩვენ აღარ მოგმართავთ მოლაპარაკების პროცესის დაწყებაზე, ვინაიდან თქვენგან იგივე შანტაჟს ველით, რაც კანდიდატის სტატუსის მიღების დროს მოხდაო. მცდელობა რეალური იყო. არ გაძლევთ კანდიდატის სტატუსსო, ჩამოვიდნენ საგარეო საქმეთა მინისტრები და ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდეს. აქედან გამომდინარე, თუ კობახიძემ თქვა, რომ ჩვენ არ მოგმართავთო, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ ამ მიმართულებით არ ვმუშაობთ. პირიქით, თქვა, რომ 2028 წლისთვის ჩვენ მზად ვიქნებით, თუმცა ხვალვე შეგვიძლია რამდენიმე თემაზე მოლაპარაკების პროცესი გავხსნათ. ეს არის რეალობა.

    მეორე მწარე რეალობაა, რომ იქამდე, სწორედ იმიტომ რომ ომში არ ჩავერთეთ, რუსეთს ეკონომიკური სანქციები არ დავუწესეთ, ჩვენი ეკონომიკა არ დავანგრიეთ, გამჭვირვალობის კანონი მივიღეთ, ლგბტ პროპაგანდა ავკრძალეთ, გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე კობახიძე გააკეთებდა განცხადებას, განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა. ასე რომ, ერთი წელი გავიდა ივნისში უკვე ამ პროცესის ასე დაზიანებიდან. კობახიძეს ბრიფინგზე არცერთი სიტყვა არ უთქვამს, რომ ჩვენ რაიმე შევაჩერეთ. თუკი ვინმე მიტინგს უნდა აწყობდეს, თუკი სადმე მიტინგი უნდა ეწყობოდეს, ეს უნდა ეწყობოდეს ევროკავშირის საელჩოსთან, რომ მოითხოვონ, რატომ გააჩერეთ.

    ჩვენ სხვა თემებზე ვიდავოთ, სხვა თემებზე დავუპირისპირდეთ ერთმანეთს, მაგრამ ნუ დავხოცავთ ერთმანეთს იმისთვის, რომ მთავრობა არ შედის ომში, ეკონომიკურ თუ სამხედრო დაპირისპირებაში. ამის გულისთვის ჩვენ ნუ დავუპირისპირდებით ერთმანეთს. საზოგადოება გახლიჩეს. ეს არის საშინელება. ეს არის დივერსია ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც ახალგაზრდები ახალგაზრდებს დააპირისპირეს.

    თქვა ივანიშვილის დეპუტატმა, გია ვოლსკიმ ინტერპრესნიუსის ცნობით.