Blog

  • საბაჟო ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის – კობახიძე

    საბაჟო ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის – კობახიძე

    „ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მუდმივ და ოპერატიულ კოორდინაციაშია საერთაშორისო პარტნიორებთან სანქციების აღსრულების ნაწილში. ჩვენი საბაჟო ადმინისტრაცია ახორციელებს მკაცრ კონტროლს, რათა სრულად გამოირიცხოს საქართველოს ტერიტორიის გამოყენება სანქციების გვერდის ავლისთვის. მხოლოდ 2025 წლის განმავლობაში, საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიღებულ იქნა საბაჟო ოპერაციაზე უარის თქმისა და საქონლის გამომგზავნ ქვეყანაში გაბრუნების 2 658 გადაწყვეტილება. ეს მონაცემი ნათლად ადასტურებს ჩვენი სახელმწიფოს პასუხისმგებლიან დამოკიდებულებას გლობალური უსაფრთხოების მიმართ და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც საიმედო საერთაშორისო პარტნიორის რეპუტაციას.

    საქართველოს მთავრობა მომავალშიც გააგრძელებს საბაჟო სამსახურის ინსტიტუციურ მხარდაჭერას, ზრუნვას თქვენს ღირსეულ პირობებსა და განვითარებაზე, რადგან თქვენი წარმატება პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სიძლიერეზე. კიდევ ერთხელ გილოცავთ პროფესიულ დღეს, გისურვებთ მშვიდობასა და წარმატებებს ჩვენი სამშობლოს საკეთილდღეოდ”,

    განაცხადა “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.

  • გული მეთანაღრება , მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში – ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე –  გივი თარგამაძე

    გული მეთანაღრება , მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში – ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე – გივი თარგამაძე

    გული მეთანაღრება , მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში – ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, გივი თარგამაძემ პენიტენციური დაწესებულების დატოვების შემდგომ განუცხადა.

    „მიხარია, რომ თქვენ გხედავთ. მართლა გეუბნებით, ახალ წელზე ღრმად ჩასუნთქული ველოდებოდი თქვენი სეზონის განახლებას – მოახერხებენ, არ მოახერხებენ… მადლობა, რომ მოახერხეთ. ახლა უკვე, ამოვისუნთქე… იმდენად კრიტიკული მომენტი იყო. რადგან ახლა გაძელით, ესე იგი გაძლებთ.

    პირველ რიგში, რა თქმა უნდა, გული მეთანაღრება იმაზე, რომ მე გამოვედი და ამდენი ხალხი რჩება საპატიმროებში. ნამდვილად ბედნიერი ვიქნებოდი, მე რომ ბოლო გამოვდიოდე და ყველა გამოსული იყოს. სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვწყვეტთ ამას. ჯანმრთელობას ვუსურვებ იმ ხალხს, მხნეობა და გამძლეობა მინდა ვუსურვო.. რამხელა მხნეობა აქვთ, დიდი ხანია დაამტკიცეს. ამიტომ, ჯანმრთელობა და საბოლოოდ ყველაფერი კარგად იქნება. მადლიერება მინდა გამოვხატო იმ ადამიანების მიმართ, ვინც ეს თვეები გვგულშემატკივრობდა და განსაკუთრებით ჩემს ოჯახს ედგა გვერდში. კი, ჩემი ცოლიც, შვილებიც მებრძოლები გოგოები არიან ნამდვილად, მაგრამ უთქვენოდ ბევრად გაუჭირდებოდათ და ამის გამო ძალიან მადლიერი ვარ, მიყვარხართ ყველა“, – განაცხადა გივი თარგამაძემ.

  • გივი თარგამაძემ საპატიმრო დატოვა

    გივი თარგამაძემ საპატიმრო დატოვა

    გივი თარგამაძემ 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ რუსთავის პენიტენციური დაწესებულება დატოვა.

    თარგამაძეს წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის 7-თვიანი პატიმრობა და 2 წლით საჯარო თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიესაჯა. ის 2025 წლის 27 ივნისს ვაკის პოლიციის განყოფილებასთან თავად მივიდა.

  • ჯანსაღი დებატებია საჭირო, ყველასთვის სამართლიანი გარემო უნდა იყოს – ვოლსკი

    ჯანსაღი დებატებია საჭირო, ყველასთვის სამართლიანი გარემო უნდა იყოს – ვოლსკი

    „ნება უნდა აჩვენონ ამასთან დაკავშირებით. მე პირადად არ ვგულისხმობ, რომ ამ ტოქსიკურ სივრცეში შეიძლება შესვლა და რაიმე დებატებზე საუბარი. ტოქსიკურ სივრცეს ვუწოდებ პროპაგანდის იმ ნაწილს, რომელმაც თავის გარშემო გარკვეული „ბაბლი“ იმიტომ შექმნა, რომ პოლიტიკურ პროცესებს ჩაუდგეს სათავეში, არასამთავრობო ორგანიზაციებთან და კონკრეტულ რადიკალურ პარტიებთან ერთად. ამ ველზე დებატების შემოტანა არანაირ შედეგს არ მოიტანს. რასაკვირველია, უნდა იყოს სამართლიანი გარემო ყველასთვის. მავალი თაობა მოდის. ამ თაობის რადიკალებს თუ არ აქვთ ეგეთი სურვილი, შეიძლება გამოჩნდეს პოლიტიკურ ველზე ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმრავლესობის ხედვებისგან საპირისპირო მოსაზრებები. ჯანსაღი დებატებია საჭირო. ჯანსაღი დებატებისთვის მზაობის გამოხატვას საკმაოდ სერიოზულ არგუმენტები სჭირდება. ჯერ ერთი, შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, საითაც მიგვანიშნებდნენ და დღემდე ხელს კრავენ საქართველოს, საით უნდა იმოძრაოს, ეს არის ცეცხლის, დაღუპვის და ნგრევის გზა და ამასთან დაკავშირებით ნებისმიერ დებატებში დამარცხებულები არიან წინასწარ. სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებში პრობლემები ნარჩუნდება, მაგრამ ტენდენციები პოზიტიურია, აქედან გამომდინარე, არგუმენტები სასაუბროდ საკმაოდ შეზღუდული აქვთ. ბევრი ამას მხარს არ დაუჭერს, რასაკვირველია, მაგრამ ვნახოთ, ვცადოთ. არსებობს საზოგადოებრივი მაუწყებელი, სხვა მედიასაშუალებები, სადაც ნებისმიერ შემთხვევაში, კარგი პირობები იქნება დებატებისთვის,”

    ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • ტროტუარზე დგომისთვის ხალხის დაკავება დემოკრატიულ საზოგადოებასთან შეუთავსებელია – ჰიპერი

    ტროტუარზე დგომისთვის ხალხის დაკავება დემოკრატიულ საზოგადოებასთან შეუთავსებელია – ჰიპერი

    “სამწუხაროდ, ეს არ არის იზოლირებული შემთხვევა და ეს ნამდვილად არის ქართული ოცნების სისტემატური და მუდმივი ძალისხმევის ნაწილი – გააჩუმოს განსხვავებული ხმები და დააშინოს მშვიდობიანი მომიტინგეები. ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია, რომ ეს ქმედებები ძირს უთხრის გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას, კანონის უზენაესობას და აბსულუტურად შეუთავსებელია დემოკრატიული საზოგადოებისთვის”.

    განუცხადა ევროსკოპს ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა “ოცნების” სასამართლოს მიერ, ტროტუარზე დგომის გამო, ადამიანებისთვის პატიმრობის მისჯასთან დაკავშირებით.

  • დადასტურდა 8-9 ფაქტორი, რომლებიც მოქმედებენ ფასების ზრდაზე – ქვრივიშვილი

    დადასტურდა 8-9 ფაქტორი, რომლებიც მოქმედებენ ფასების ზრდაზე – ქვრივიშვილი

    საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო რიგით მე-2 შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. შეგვიძლია უკვე თამამად ვთქვათ, რომ ყველა ის, დაახლოებით 8-9 ფაქტორი, რომელიც სახელმწიფომ კვლევის საფუძველზე დააიდენტიფიცირა, როგორც ფაქტორები, რომლებიც მოქმედებენ სამომხმარებლო პროდუქციის ფასების ზრდაზე, დღეს ჩვენი შეხვედრის ბოლოს დადასტურდა და თითოეულ პუნქტზე იდენტური პოზიცია ჰქონდათ კერძო სექტორის წარმომადგენლებს. შესაბამისად, აღნიშნულ გარემო ფაქტორებზე სწორი და ეფექტური რეაგირების შედეგად, ჩვენ ვხედავთ, რომ არსებობს რესურსი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების. მისასალმებელია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავს კერძო სექტორი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების გზას. ჩვენ მივესალმებით ასეთ ინიციატივებს.

    კომისიის ამოცანას წარმოადგენს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირება და შესაბამისად, დღეს გაჟღერებული ინიციატივების ძალიან დეტალური შესწავლა მოხდება კომისიის მხრიდან იმისთვის, რომ დავადგინოთ რამდენად საკმარისია აღნიშნული ინიციატივები იმისთვის, რომ მოხდეს ფასების იმ დონემდე და იმ მასშტაბით შემცირება, რაც ჩვენი ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესშია.

    თქვა ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

  • ზეწოლის მიუხედავად, არ სურთ რუსეთთან კავშირის გაწყვეტა –  ზახაროვა “ქართულ ოცნებაზე”

    ზეწოლის მიუხედავად, არ სურთ რუსეთთან კავშირის გაწყვეტა – ზახაროვა “ქართულ ოცნებაზე”

    “საქართველოში სულ უფრო მეტი მოქალაქე და პოლიტიკოსი ხვდება, რომ ქვეყნის კეთილდღეობის გასაღები არა დაპირისპირებაში, არამედ რუსეთთან თანამშრომლობასა და დიალოგშია. საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე საუბრისას ზახაროვამ აღნიშნა, რომ “სამართლიანობამ იზეიმა, ბოროტება და შავ-ბნელი უწმინდურობა დამარცხდა კეთილი ნებითა და კეთილი ზრახვებით”. ამასთან, მისი თქმით, “რუსეთი და დსთ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორები არიან და რომ ჯერჯერობით ეს არის უალტერნატივო ბაზარი”.

    ამავდროულად, ზახაროვას თქმით, საქართველოში გაზრდილია რუსი ტურისტების რაოდენობაც – “შარშან 11%-ით გაიზარდა და 1,6 მილიონს მიაღწია.[…] გარე ძალების მხრიდან ზეწოლის მიუხედავად, მათ არ სურთ კავშირის გაწყვეტა რუსეთთან, რომლის წყალობითაც რესპუბლიკა აჩვენებს მშპ-ისა და მოქალაქეთა შემოსავლების რეკორდულ ზრდას”.

    აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერი, მარია ზახაროვა.

  • 3 მოქალაქე დააკავეს ტროტუარზე დგომისთვის, სახელმწიფო რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი

    3 მოქალაქე დააკავეს ტროტუარზე დგომისთვის, სახელმწიფო რეპრესიები მოქმედებაშია – ზურაბიშვილი

    დღეს სამი მოქალაქე დააკავეს მხოლოდ ტროტუარზე დგომისთვის. არანაირი დანაშაული, არანაირი მტკიცებულება. მხოლოდ ხელში ჩაგდებული სასამართლო სისტემა, რომელიც პოლიტიკურ ტერორს ახორციელებს. სახელმწიფო რეპრესიები მოქმედებაშია.

    წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

  • 70 ექიმი ზინოვკინასა და სანდერის მკურნალობის მოთხოვნით პენიტენციურს მიმართავს

    70 ექიმი ზინოვკინასა და სანდერის მკურნალობის მოთხოვნით პენიტენციურს მიმართავს

    70 ექიმი ანასტასია ზინოვკინას და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პენიტენციურ სამსახურს მიმართავს და მათთვის სრულფასოვანი სამედიცინო კვლევების დაუყოვნებლიბ ჩატარებასა და შესაბამის მკურნალობას მოითხოვს.

    სპეციალური პენიტენციური სამსახური თვეებია უგულებელყოფს ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას. არაერთი ოფიციალური მიმართვის მიუხედავად, მოთხოვნები არ სრულდება, წერილობითი პასუხი არ არსებობს, ხოლო მათი მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

    სწორედ ამიტომ ჩვენ, ექიმები, პროფესიული და ეთიკური პასუხისმგებლობით მოვითხოვთ რეჟიმის პატიმრებისთვის — ანასტასია ზინოვკინასა და ნანა სანდერისთვის სრულფასოვანი, სამედიცინო კვლევების დაუყოვნებლივ ჩატარებას და შესაბამისი მკურნალობის უზრუნველყოფას. მათ შორის:

    – აუცილებელი ლაბორატორიული და რადიოლოგიური კვლევები

    – ყველა საჭირო ვიწრო პროფილის სპეციალისტის კონსულტაცია დამოუკიდებელი და ობიექტური სამედიცინო შეფასების უზრუნველსაყოფად

    – სამედიცინო გამოკვლევები და მკურნალობა განხორციელდეს შესაბამის კლინიკაში საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტების სრული დაცვით

    – ექიმების მიერ უკვე გაცემული რეკომენდაციები სრულად და უწყვეტად შესრულდეს, დაიწყოს შესაბამისი სამკურნალო პროცესი და უზრუნველყოფილი იყოს: – აუცილებელი მედიკამენტოზური თუ სხვა სახის თერაპია;

    – მკურნალობის პროცესის უწყვეტობა და ეფექტური სამედიცინო მონიტორინგი;

    – ასევე, ჯანმრთელობის მდგომარეობის შემდგომი გაუარესების პრევენცია. ჯანმრთელობაზე ზრუნვა არის ადამიანის ფუნდამენტური უფლება.

    პაციენტის მდგომარეობის უგულებელყოფა ან არასათანადო სამედიცინო დახმარება ეწინააღმდეგება როგორც მედიცინის ეთიკის, ისე ჰუმანიზმის პრინციპებს.

    21-ე საუკუნეში სრულფასოვანი დიაგნოსტიკა და მკურნალობა წარმოადგენს მინიმალურ ჰუმანურ სტანდარტს, რომლის დარღვევა მიუღებელია ნებისმიერ გარემოებაში”- ნათქვამია განცხადებაში

  • ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ.ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს – შარმანაშვილი

    ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ.ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს – შარმანაშვილი

    ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ.ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს – ამის  შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

    „ირაკლი კობახიძე არის საქართველოს პრემიერ-მინისტრი და სად გინახავთ გაურკვეველი რეიტინგის მქონე ადამიანს ასე პირდაპირ ედებატა?! თუმცა ეს მისი გადასაწყვეტია, ირაკლი კობახიძის ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. რაც მთავარია, პოლიტიკურმა ორგანიზაციებმა თავად უნდა განსაზღვრონ, კონკრეტულ შემთხვევაში თავისი პოზიცია ვინ უნდა წარმოადგინოს. თუ ზურა გირჩი ჯაფარიძე გადაწყვეტს, რომ თავისი ორგანიზაციის პოზიცია თვითონ უნდა წარმოადგინოს, ჩვენი ორგანიზაცია გადაწყვეტს, ჩვენს პოზიციას ვინ წარმოადგენს. ჯაფარიძეს საცირკო სანახაობის დადგმის საშუალებას არ მივცემთ. უნდა, აქვს არგუმენტები?! ედებატოს იმას, ვისაც ჩვენი პარტია გამოყოფს. თავად კობახიძე გადაწყვეტს ამის გაკეთებას?! მაშინ თვითონ გააკეთებს. სხვას დაევალება ამის გაკეთება?! სხვა გააკეთებს.[…]დარწმუნებული ვარ, საქართველოში დებატების კულტურის ხელახლა მობრუნებას ხელს შევუწყობთ. ეს ადრე იყო, თუმცა შემდეგ გაქრა. ჩვენდა სამწუხაროდ, ჩვენს ოპონენტებს აუკრძალეს ნებისმიერი კონტაქტი ჩვენთან. ეს თვითონ აქვთ ნათქვამი. მაგალითად, „გამჭვირვალობის კანონზე” როცა იყო საუბარი ამბობდნენ, შინაარსში არ შევიდეთ, ეს მათი მოედანიაო. ასეთი დავალება ჰქონდათ მიღებული,” – აღნიშნა შარმანაშვილმა.