დღეს ევროკავშირსა და აშშ-ს შორის უკვე პირდაპირი, ხელჩართული ბრძოლა მიდის და იმას ვხედავთ, რომ რასაც ჩვენ, ხალხის ძალა 2-3 წლის წინ ვამბობდით, იმაზე ახლა უკვე აშშ ძალიან ღიად საუბრობს – აქ საუბარია პრობლემებზე, უსამართლო განცხადებებზე, ორმაგ სტანდარტებზე […]
ზოგადად, არცერთი გაერთიანება არ არის ილუზია და თვითმიზანი. ნებისმიერი გაერთიანება არის შენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე […] საქართველოში უკვე ქართველი ხალხი ხედავს იმას, რასაც ჩვენ ადრე ვამბობდით და რაც სიმართლის სახით კულისებიდან გამოგვქონდა.
Blog
-

რასაც ხალხის ძალა 2-3 წლის წინ ვამბობდით, იმაზე ახლა უკვე აშშ საუბრობს – გურამ მაჭარაშვილი
-

ამოღებულია უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ნარკოტიკი შსს-მ 2 დღეში 39 პირი დააკავა
შს მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, ბოლო 2 დღეში ქვეყნის მასშტაბით დააკავეს 39 პირი. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 260-ე და 273-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
“საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, 24-საათიან რეჟიმში აგრძელებენ დანაშაულთან ბრძოლას, შესაბამისი საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ხასიათის ღონისძიებების გატარების გზით. სამართალდამცველების მიერ, ბოლო 2 დღის განმავლობაში, ქვეყნის მასშტაბით, ჩატარებული საპოლიციო და პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ამოღებულია 31 ერთეული უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
აღნიშნული ღონისძიებები სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისსა და საქართველოს ყველა რეგიონში ჩაატარეს. პოლიციელებმა დაკავებულების პირადი, საცხოვრებელი სახლების, დამხმარე სათავსოებისა და ავტომანქანების ჩხრეკისას, ნივთმტკიცებად ამოიღეს დიდი რაოდენობით ცეცხლსასროლი და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარები, მჭიდები და ასეულობით ვაზნა. ასევე, ამოღებულია დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ შემცირებულია სიცოცხლისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. აღნიშნული სტატისტიკური მონაცემები სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ გატარებული ეფექტიანი საპოლიციო და მათ შორის პრევენციული ხასიათის ღონისძიებების შედეგია.
ჩვენი მიზანია, საზოგადოებისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა და აღნიშნული მიმართულებით პრევენციული ხასიათის საპოლიციო ღონისძიებები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.” – განაცხადა უწყების ბრიფინგზე დარახველიძემ.
-

საქართველოს ტერიტორიულ წყლებში უკრაინის მიერ სანქცირებული გემი დგას – აი ფაქტი
2026 წლის 30 იანვარს საქართველოს ტერიტორიულ წყლებში პირველად შემოვიდა ნავთობტანკერი “სილვარი” (IMO 9291262). გემი, უკრაინის დაზვერვის მონაცემებით, “ჩრდილოვანი ფლოტის” ნაწილია. ინფორმაციას “აი ფაქტი” არცელებს.
უკრაინამ ტანკერი 2025 წლის 13 დეკემბერს დაასანქცირა. 2024-2025 წლებში ამ გემის მფლობელი და მმართველი კომპანიები, აშშ-სა და ბრიტანეთის მთავრობებმა დაასანქცირეს. ამ ფაქტის შემდეგ გემი ინდური კომპანიის მართვასა და საკუთრებაში გადავიდა.
“ტანკერმა, ღია მონაცემთა წყაროების მიხედვით, რუსეთის ნოვორასიისკის ნავთობტერმინალი 29 იანვარს, გამთენიისას დატოვა. საქართველოს წყალში მისი სიგნალი პირველად 30 იანვარს, ღამის 1 საათისთვის ფიქსირდება.მანამდე, მონაცემები უცნობია, რადგან რუსეთიდან გამოსვლის შემდეგ სიგნალის გადამცემი სისტემა გემს გათიშული ჰქონდა. ტანკერმა ყულევში 24 000 ტონამდე ნავთობი ან ნავთობპროდუქტი ჩამოტვირთა (რაოდენობა გამოთვლილია გემის წყალში ჩაძირვის მაჩვენებელზე დაყრდნობით – გადმოტვირთვის შემდეგ ჩაძირვის მაჩვენებელი 12.6-დან 9.5-მდე შემცირდა).AIS სისტემის გათიშვის გარდა, ეს გემი სხვა, “ჩრდილოვანი ფლოტისთვის” დამახასიათებელ კრიტერიუმებსაც აკმაყოფილებს. equasis.org-ზე არ იძებნება ავტორიტეტული კომპანიის მიერ გემისთვის მიცემული დაზღვევა. ტანკერი 21 წლისაა. 2022 წლიდან მოყოლებული სამჯერ შეიცვალა სახელი, ექვსჯერ მმართველი კომპანია, ორჯერ – მფლობელი და ექვსჯერ დროშა. გემს 2005 წლიდან 2022 წლის აგვისტომდე MATTERHORN SPIRIT ერქვა. 2022 წლის აგვისტოში გემი ირანული საზღვაო იმპერიის ნაწილი გახდა. მას THEMIS 1 დაარქვეს, მფლობელი THEMIS LINES INC გახდა, მმართველი კი – KOBAN SHIPPING LLC. სწორედ ეს მმართველი კომპანია დაკავშირებულია ირანულ ქსელთან.ტანკერის მართვაში სხვადასხვა დროს მონაწილეობდნენ Fractal Marine DMCC, Koban Shipping LLC, Oceanlink Maritime DMCC და Armada Global Shipping DMCC. ყველა ეს კომპანია, რომელიც 2024 წლის ივნისამდე მართავდა ან ფლობდა გემს, სანქცირებულია სხვადასხვა ქვეყნის (გაერთიანებული სამეფო, აშშ, ევროკავშირი) მიერ. ახლა გემს ინდური კომპანია LASIGLIA INVESTMENT INC ფლობს და მმართველი არის FLEET TANQO PVT LTD.
განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს Fractal Marine DMCC – დუბაიში (არაბთა გაერთიანებულ საემიროებში) დაფუძნებული გადამზიდავი კომპანია. უკრაინის მთავრობა მას თვლის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ერთ-ერთ მთავარ ოპერატორად: 2023 წლის დასაწყისში იგი შედიოდა რუსული ნავთობის სამ უმსხვილეს გადამზიდთა რიგებში. Fractal Marine მართავდა 28 ტანკერისგან შემდგარ ფლოტს, რომელიც რუსული ნავთობის გადაზიდვაში მონაწილეობდა”, – წერს “აი, ფაქტი”
-

ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად ატარებს ე.წ. დიფ სთეითის ხაზს – კობახიძე
„აბსოლუტურად ლოგიკურია. საქართველოს მაგალითზე ჩანს, რა პროცესები ვითარდება ჰელსინკის კომისიაში. თქვენ გახსოვთ, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ჰელსინკის კომისია გამოიყენებოდა, როგორც მთავარი ინსტრუმენტი საქართველოს ინტერესების წინააღმდეგ. ამაში იყო ჩართული კონკრეტულად ჯო უილსონი.ამ ყველაფერს ფარდა აეხადა იმ ინფორმაციით, რომელიც გავრცელდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველა ხედავს, რომ ჰელსინკის კომისია ძალიან აქტიურად ატარებს ე.წ. დიფ სთეითის ხაზს. საქართველოს მაგალითზეც ძალიან კარგად ჩანს ეს ყველაფერი“
განაცხადა, “ქართული ოცნების” პრემიერმა, ირაკლი კობახიძემ.
-

თუ განათლების სისტემას ფუნდამენტურად არ დავხვეწავთ და არ შევცვლით, ფსევდო განათლების რეჟიმში დავრჩებით – ქადაგიშვილი
„როგორც კი რეფორმა დაიწყო, ძირეულ რეფორმასთან დაკავშირებით ყველამ თავისი შიშები გამოავლინა. საქართველოში ოთხ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს და 64 უნივერსიტეტი გვაქვს – ეს ერთგვარ ბიზნესად იქცა. კარგად ვიცით, რომ ყველა ეტაპზე განათლების ხარისხის პრობლემა გვაქვს. ტექნიკურ საკითხებსა და საინჟინრო სპეციალობებზე უმძიმესი მდგომარეობაა – ანალოგიური მდგომარეობაა ჰუმანიტარული თუ ფუნდამენტური მიმართულების კუთხითაც. სახელმწიფოს აქვს პოლიტიკა, რომ რესურსებით მოახდინოს საგანმანათლებლო, ინტელექტუალური, მატერიალური და ფინანსური რესურსების ისე კონსოლიდირება, რომ ისეთი ძლიერი საუნივერსიტეტო კერა მივიღოთ, რომელიც ყველა მიმართულებით განათლების ხარისხის უპირობო აწევის შესაძლებლობების გაჩენას უზრუნველყოფს. რეფორმა რთულია, შეკითხვებიც ბევრია, ვიღაცისთვის მტკივნეულიც კი – ყველას ობიექტური თუ სუბიექტური წუხილი შეიძლება გააჩნდეს. ჩვენ თუ ჩვენ განათლების სისტემას ფუნდამენტურად არ დავხვეწავთ და არ შევცვლით, ფსევდო განათლების რეჟიმში დავრჩებით.[…]გამოცხადდა მიზანი და გზები და ამასთან დაკავშირებით ახლა კონკრეტული სჯა-ბაასია. ამიტომ, მთავრობამ უნდა თქვას რა არის მისი ჩარჩო-ხედვა. ამ ჩარჩო-ხედვაში იქნება დისკუსიები, რომელსაც ძალა აქვს. მთავრობამ თავისი ექსპერტული თუ სხვა მონაცემების ანალიზის შედეგად დაინახა, რომ ეს ოპტიმალური გამოსავალია და თქვა, რომ ასე ვხედავო. საინტერესოა სხვა ექსპერტის თუ პროფესურის ხედვაც, მაგრამ მთავრობამ თავისი კონსოლიდირებული პოზიცია უნდა თქვას”,
ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან განათლების რეფორმაზე საუბრისას განაცხადა.
-

დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ემიგრაციიდან, არც სამზარეულოდან – ხოშტარია “ოცნებას”
„საკმაოდ სასარგებლოა ნერვიული აშლილობის ზღვარზე მყოფი „ქოცების“ ყურება. პირდაპირ მიგვითითებენ ჩვენი ბრძოლის სისწორეზე და სტრატეგიის შედეგიანობაზე.
დიახ! არ გაღიარებთ არც რუსთაველიდან, არც პარტიებიდან, არც ციხეებიდან, არც ეკრანებიდან, არც ემიგრაციიდან და არც სამზარეულოდან. მადლობა შეხსენებისთვის, რომ თქვენ არსებობას ჩვენი აღიარება სჭირდება – ვერ ეღირსებით!
ახლა მე იმ ადგილიდან მოგმართავთ, რომელშიც ვითომ იმისთვის ჩამსვით, რომ მაიძულოთ გაღიაროთ. ოღონდ გამოუტყდით თქვენს თავებს, რომ ჩვენ ორს შორის ცუდად თქვენ ხართ და არა მე.
„გიყვარვარ თუ გკიდივარ“ კანონის დარეგისტრირება, გროტესკის ახალი მწვერვალია. მთელ ამ მძიმე ამბებთან ერთად, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება, არ მტოვებს განცდა, რომ მაიმუნი შეიპარა თვითმფრინავის საჭესთან. ბოლომდე!“
ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია „ქართული ოცნების“ დეპუტატის, არჩილ გორდულაძის განცხადებას, რომ „პარლამენტის თანხმობის შემთხვევაში, შესაძლოა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, რომელიც არ ცნობს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას და საჯაროდ მოუწოდებს ანალოგიური ქმედებისკენ“.
-

ერთი აფთიაქი რომ გაიხსნება, გვერდით იხსნება რამდენიმე, ეს ტვირთია ბიზნესზე – სარჯველაძე
“არ სჭირდება დიდი სტატისტიკა და ანალიტიკა, ყველას გვინახავს, სახლთან ახლოს რამდენიმე დასახელების აფთიაქი გვერდი-გვერდ.რა საკვირველია ეს უცნაურად გამოიყურება, ყველამ ვიცით მაგალითად, ევროპის ქვეყნებში როგორ არის, მე პირადად არსად მინახავს რამდენიმე კონკურენტი ფარმაცევტული ქსელი გვერდი-გვერდ ხსნიდეს აფთიაქს, ჩვენთან, ერთი რომ გაიხსნება, მის გვერდით იხსნება რამდენიმე დასახელების აფთიაქი.ბუნებრივია, რომ ეს გარკვეულ ტვირთს აჩენს ბიზნესზე და ეს ტვირთიაისახება ფასში”
აცხადებს ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე.
-

ქვემო ქართლში ყველის 4 არალეგალური საწარმო გამოვავლინეთ. შეუჩერდათ საწარმოო პროცესი – სეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვემო ქართლში ყველის 4 არალეგალური საწარმო აღმოაჩინეს. ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
“სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორებმა რეგიონში ყველის ოთხი არალეგალური საწარმო გამოავლინეს. ინდმეწარმე გ. ბ. (მისამართი ქ. რუსთავი, მშენებელთა ქუჩის მ/ტ) ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სააგენტოს სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდა. ამასთან, ობიექტზე აღინიშნა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევა და კრიტიკული შეუსაბამობები.
ასევე, სააგენტოს მიერ მინიჭებული სავალდებულო აღიარების გარეშე საქმიანობდნენ (ნედლის რძის თერმული გადამუშავება) შპს ,,Cheese line” (ს/კ 426520883, მის: გარდაბანი, სოფ. თელეთი), ინდმეწარმეები ა. ს. (მის: გარდაბანი, სოფ. თელეთი) და ზ. მ. (გარდაბანი, სოფ. თელეთი). ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ და შეუჩერდათ საწარმოო პროცესი.
სურსათის ეროვნული სააგენტო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბიზნესოპერატორებს, დროულად მიმართონ სააგენტოს სავალდებულო აღიარების მოთხოვნით. აღიარება არის რეგისტრირებული ბიზნესოპერატორის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადასტურება. ბიზნესოპერატორი, რომლის საქმიანობა დაკავშირებულია ცხოველური წარმოშობის სურსათის წარმოებასთან (გარდა პირველადი წარმოებისა) ან/და გადამუშავებასთან, ვალდებულია საქმიანობის დაწყებამდე განცხადებით მიმართოს სურსათის ეროვნულ სააგენტოს. იმ შემთხვევაში თუ ბიზნესოპერატორის საქმიანობა სრულად შეესაბამება კანონით დადგენილ მოთხოვნებს, მას ენიჭება უვადო აღიარება.” – ნათქვამია განცხადებაში.
-

არალეგიტიმური ”ქართულ ოცნების” წარმომადგენლებს საკუთარი ხალხი ტერორისტებად მიაჩნიათ – მიხელსონი
საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარ ხალხს ტერორისტებად მიიჩნევენ. ჩემთვის პატივია ვიდგე იმ კეთილ ევროპელებს შორის, რომლებმაც არ დაივიწყეს ქართველი ხალხის თავისუფლების სურვილი და რომლებიც ეწინააღმდეგებიან რუსეთის მცდელობას, გააფართოვოს თავისი იმპერია საქართველოს ხარჯზე.
ესტონეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიხელსონი სოციალურ ქსელში წერს და აზიარებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის პოსტს იმის თაობაზე, რომ „ბრიუსელი პრეზიდენტის სასახლეზე თავდასხმას არც დაგმობს და არც გაემიჯნება“.
-

კალაძეც არ მოგვიყვანოთ აქ! ისედაც ციხეში ცუდი სუნია! ან ქალთა ციხეში წაიგვანეთ – სააკაშვილი
“თქვენი ჭირიმე, ძალიან გთხოვთ ახლა კალაძეც არ მოგვიყვანოთ აქ!
ისედაც, ბოლო დროს, ციხეში განსაკუთრებით ცუდი სუნი დადგა.
ან ქალთა ციხეში წაიყვანეთ ან სულაც ივანიშვილის ზოოპარკის, ყაველაშვილის მიერ დაცარიელებული ზებრის გალიაში ჩასვით, SPARE US ! :)”
წერს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.