“ფინეთი NATO-ს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. გილოცავთ! ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას!”,
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინეთს NATO-ში გაწევრიანებას ულოცავს.
“ფინეთი NATO-ს 31-ე ქვეყანა გახდა, ასე დაიწერა ისტორია. გილოცავთ! ეს არის ძლიერი წახალისება და საქართველო ერთგულად გააგრძელებს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას!”,
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ფინეთს NATO-ში გაწევრიანებას ულოცავს.
“ეს მართლაც ისტორიული დღეა, რადგან ძალიან მალე, როგორც გენერალურმა მდივანმა თქვა, ჩვენ მივესალმებით ფინეთს ალიანსში საერთო მაგიდასთან. მინდა ვთქვა, რომ ეს არის ერთადერთი რამ, რისთვისაც შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ ბატონ პუტინს, რადგან მან კიდევ ერთხელ დააჩქარა ის, რისი პრევენციაც სურდა და აიძულა ბევრი ქვეყანა, ეზრუნათ საკუთარ თავდაცვაზე და დარწმუნებულიყვნენ, რომ მათ შეუძლიათ რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავება. ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ ფინეთი ალიანსის 31-ე წევრია”.
განაცხადა აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
“9 აპრილის აქცია უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლისთვის ბრძოლას და ცხადია, ლაზარე არის ადამიანი, ახალგაზრდა, რომელიც იბრძოდა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და შეუძლებელია სხვანაირად იყოს 9 აპრილის აქცია, რომ ეს ახალგაზრდა ადამიანი ჰყავდეთ ტუსაღობაში აყვანილი, როგორც სიმბოლო ევროპული მომავლისთვის ბრძოლის და ამასობაში, ჩვენ მთავარ მოთხოვნად არ დავაყენოთ ლაზარეს გათავისუფლება.
ცხადია, ეს იქნება ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ამ აქციაზე, ისევე როგორც ჩვენი ევროპული პერსპექტივის მიღება, ვგულისხმობ, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებას, სადაც საუბარია დეპოლარიზაციაზე, დეოლიგარქიზაციაზე, სადაც საუბარია, რომ პოლიტიკური პატიმრები არ უნდა ჰყავდეს ამ ქვეყანას, როგორიცაა მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია და მეტიც, მივესალმები ამ ინიციატივას და ვფიქრობ, რომ ეს აქცია იქნება ზეპარტიული, ეროვნული დღე 9 აპრილი, როცა ჩვენმა მოქალაქეებმა საკუთარი ევროპული მომავლისთვის კიდევ ერთხელ, ურყევად უნდა დააფიქსირონ საკუთარი პოზიცია და ერთმანეთი არ უნდა დავტოვოთ მარტო“,
აცხადებს ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.
NATO მთელ რიგ ნაბიჯებს დგამს, რომ გაზარდოს შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნა. ინტენსიურს ხდიან საბრძოლო წვრთნას და დაზვერვით საქმიანობას რუსეთის და ბელარუსის საზღვრებთან. ფინეთის NATO-ში გაწევრიანება კონფლიქტის ესკალაციის რისკს ქმნის, მაგრამ გავლენას არ მოახდენს სამხედრო სპეცოპერაციის შედეგზე. ასეთ პირობებში, ვიღებთ საპასუხო ზომებს ჩვენი მოკავშირე ქვეყნის დასაცავად. რამდენიმე ბელარუსულ თვითმფრინავს აქვს შესაძლებლობა, მოწინააღმდეგის სამიზნეებზე ბირთვული იარაღით მიიტანოს იერიში. გარდა ამისა, გადავეცით ისკანდერების საოპერაციო ტაქტიკური სისტემები, რომლითაც შეუძლიათ როგორც ჩვეულებრივი, ასევე ბირთვული რაკეტები გამოიყენონ.
განაცხადა რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ.
“კრემლში მიაჩნიათ, რომ ეს სიტუაციის მორიგი დაძაბვაა. NATO-ს გაფართოება რუსეთს ფედერაციის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფაა, ჩვენ ამაზე უკვე ვისაუბრეთ და ამ ამბავს სწორედ ასე აღვიქვამთ. და ბუნებრივია, ეს გვაიძულებს, მივიღოთ საპასუხო ზომები ჩვენი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, როგორც ტაქტიკურად ისე სტრატეგიულად,”
რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივნის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ფინეთის NATO-ში გაწევრიანება რუსეთის უსაფრთხოებისა და ეროვნული ინტერესების ხელყოფაა.
ფინეთი უკვე ოფიციალურად NATO-ს 31-ე წევრი სახელმწიფოა. ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პეკა ჰავისტომ გაწევრიანების ოფიციალური პროცესი ცოტა ხნის წინ დაასრულა, როდესაც აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში ოფიციალური დოკუმენტი გადასცა.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ალიანსში გაწევრიანება „ფინეთს უფრო უსაფრთხოს და ნატო-ს უფრო ძლიერს გახდის“.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს 5-წლიანი პატიმრობა შეეფარდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება მოსამართლე ვალერიან ბუგიანიშვილმა გამოაცხადა.
“ამიტომ ჩვენ, ყველა, მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა, უნდა გვესმოდეს რომ დღეს საქართველოს ღირსების და ევროპული არჩევანის დაცვის ხაზი გადის სწორედ ლაზარეს დაცვაზე და ჩვენ ვდებთ პირობას, რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ლაზარე იყოს თავისუფალი და მიიღოს ის პატივისცემა, რომელსაც იმსახურებს ყველასგან.
პირველი – შევუერთდებით აბსოლუტურად ყველა აქციას, რომელიც ლაზარეს დაცვისთვის იქნება; მეორე – ვიმუშავებთ ფართომასშტაბიან, მძლავრ აქციაზე ლაზარეს დასაცავად; მესამე- უკვე გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, რომლებისთვისაც ღირსებს საკითხია ლაზარეს დაცვა და გვექნება სია ყველა იმ ადამიანის, დაწყებული ივანიშვილიდან გაგრძელებული მისი მონა ღარიბაშვილით და დამთავრებული ყველა იმ ბადრაგით, რომელიც ცდილობს მისი ღირსება შელახოს. ყველაფერზე პირობას ვდებ, ყველა აგებს პასუხს”
აცხადებს “დროას” ლიდერი ელენე ხოშტარია და ამორალურს უწოდებს იმ კამპანიას, რომელსაც ხელისუფლება და მის სატელიტები 21 წლის ახალგაზრდას წინააღმდეგ ეწევიან.
წლებია, ვხედავთ რუსეთის სამხედრო გაძლიერებას. მათ შორის ჩრდილოეთით, ფინეთისა და ნორვეგიის სიახლოვეს. ჩვენ ასევე ვხედავთ, პრეზიდენტ პუტინს სურს, გამოიყენოს სამხედრო ძალა მეზობლების წინააღმდეგ. 2008 წელს იყო საქართველო, შემდეგ 2014-ში ყირიმი. გასულ წელს კი სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში. ეს არის ნაწილი რუსეთის ქცევის და სწორედ ამიტომ, გავაძლიერეთ NATO, ჩვენი მზადყოფნა, სამხედრო ყოფნა ალიანსის აღმოსავლეთ ნაწილში და რატომაც დებენ უფრო მეტ ინვესტიციას მოკავშირეები. გასულ წელს უკრაინაში შეჭრა იყო ის, რამაც მიიყვანა ფინეთი და შვედეთი გადაწყვეტილებამდე, რომ NATO-ს წევრობის განაცხადი შეეტანათ. პრეზიდენტ პუტინს სურდა ნაკლები NATO თავის საზღვართან, სურდა, რომ დახურულიყო NATO-ს კარი და აღარ ყოფილიყვნენ ახალი წევრები ევროპაში, მაგრამ ის სრულიად საწინააღმდეგოს იღებს.
განაცხადა NATO-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა ბრიუსელში, NATO-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე.
“დღეს, აზიის განვითარების ბანკმა, საქართველოს 2023-2024 წლების ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გამოაქვეყნა, რომლის მიხედვით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდა არის 4,5 % და 2024 წელს, თუ ყველაფერი კარგად იქნება, 5 %. ასევე, გამოქვეყნდა 2023 წლის ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი – 6 %. ეს იმას ნიშნავს, რომ ინფლაციის გათვალისწინებით, რეალური ეკონომიკა არის მინუსში! ამიტომ გარბის ხალხი საქართველოდან, ამიტომ არ აქვს ამ ქვეყანას პერსპექტივა.
ჩვენნაირ ქვეყანას, პროგრესული, სამართლიანი მთავრობის პირობებში, ყოველწლიურად, ორნიშნა – 10 და მეტპროცენტიანი ეკონომიკური ზრდა უნდა გვქონდეს. დღევანდელი მოცემულობა არის „ოცნების“ ათწლიანი მმართველობის და ქვეყნის ერთპიროვნული მიტაცების შედეგი. ბიზნესის მიმართ მტრული დამოკიდებულება (ანაკლიის პორტი, ნამახვან-ჰესი და ა.შ.), კორუფცია, კონკურენციის შეზღუდვა, სახელისუფლო ბიუროკრატიული წნეხი, ნდობადაკარგული სასამართლო, სადაც სამართალს ვერ იპოვი, მით უმეტეს დროულად – ეს ჩამონათვალი და მრავალი სხვა, არის ეკონომიკის პროგრესის, ე.ი. ჩვენი ქვეყნის განვითარების მტერი.
ვისურვებდი, მომავალში, საქართველოს ჰყავდეს არა ისეთი მთავრობები, როგორიც გვყავდა წარსულში და გვყავს დღეს, არამედ ისეთი, როგორიც ჰყავს მაგალითად ესტონეთს – ჩვენსავით ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკას, რომლის მშპ საქართველოს იდენტური იყო და დღეს, ესტონეთში მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 5,5-ჯერ მეტია, ვიდრე საქართველოში. ეს იმას ნიშნავს, რომ 1990 წელს საქართველოსა და ესტონეთში ერთი და იგივე პროფესიის ადამიანებს ჰქონდათ ერთნაირი ხელფასი, დღეს კი ესტონელს 5,5-ჯერ მეტი ხელფასი აქვს, ვიდრე ქართველს. ხომ მოახერხეს ესტონელებმა?! ჩვენ, ქართველებსაც შეგვიძლია!
ჩვენ გვჭირდება და გვეყოლება ახალი, პროგრესული და ოლიგარქიისგან თავისუფალი მთავრობა. შედეგი ეკონომიკაში არ დააყოვნებს!”
წერს დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.