Blog

  • “საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს” – სააკაშვილი

    ”როცა ჩვენ რუსებისთვის შემოგვქონდა უვიზო მიმოსვლა, საუბარი იყო ასეულობით – მაქსიმუმ ათასობით ადამიანზე და ისინი იფილტრებოდნენ. მაშინ საქართველოს საპატიმროებში ისხდნენ რუსი ჯაშუშები, ახლა შემოდის მილიონობით. ამათ 11 წელიწადში არ დაუკავებიათ არცერთი ჯაშუში. საქართველოს როდესღაც საამაყო პოლიცია, რუსების ჩაფრებად აქციეს.”

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • მაშინ, როცა ყველა ცდილობს ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის – კრამონი

    „მაშინ, როცა ყველა ცდილობს, რომ ჩინეთისგან ეკონომიკურად უფრო დამოუკიდებელი გახდეს, საქართველო კვლავ სხვა მიმართულებით მიდის”,

    ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ჩინეთში ვიზიტსა და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის მნიშვნელობის შესახებ გაკეთებულ განცხადებებს.

  • “ტროას” ლაინერი საქართველოსთვის პოტენციურად შიდა საფრთხეს წარმოადგენს- გონჩარენკო

    “შემაშფოთებელი სცენები ბათუმიდან – რუსული საკრუიზო ლაინერის პორტში შესვლამ უკმაყოფილო მოქალაქეების პროტესტი გამოიწვია. საზოგადოების აღშფოთების მიუხედავად, ხელისუფლებამ მისი შესვლა დაუშვა. “ტროას” ლაინერი საქართველოსთვის პოტენციურად შიდა საფრთხეს წარმოადგენს”,

    ასე ეხმაურება, უკრაინის რადას დეპუტატი, ოლექსი გონჩარენკო ბათუმში მიმდინარე მოვლენებს.

  • ადრე ბოჩელი, სტინგი, ახლა – დიმა კალდუნი, მე კი ციხეში მაკარგინებთ დროს – სააკაშვილი

    ადრე ბოჩელი, სტინგი, ახლა – დიმა კალდუნი, მე კი ციხეში მაკარგინებთ დროს – სააკაშვილი

    ადრე ტურიზმი იყო ზეიმი. ახლა ტურიზმი არის ფაშიზმი.

    ადრე ბოჩელი, სტინგი, ხულიო და ენრიკე იგლესიასები, ახლა დიმა კალდუნი, საფონოვი, ტრიფონოვი და ა.შ.

    მე კიდევ ციხეში მაკარგინებთ დროს…

    ამის შესახებ, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

  • ქართველები ან დაქვემდებარებაში ყოფნას უნდა შეეგუონ ან ახალი მთავრობა აირჩიონ – ადამ კიზინგერი

    ქართველები ან დაქვემდებარებაში ყოფნას უნდა შეეგუონ ან ახალი მთავრობა აირჩიონ – ადამ კიზინგერი

    “როგორც ადამიანი, რომელსაც ოდესღაც საქართველოს ხელისუფლებასთან ახლო კავშირი ჰქონდა, ვწუხვარ, რომ ისინი დღეს ავტორიტარიზმისკენ მიილტვიან და იმედს უცრუებენ ხალხს.

    საქართველოს მოსახლეობამ უნდა აირჩიოს 1) შეეგუოს რუსეთის დაქვემდებარებაში ყოფნას ან 2) სჭირდება ახალი მთავრობა”

    აშშ-ს ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი ბათუმის პორტში საკრუიზო გემის შემოსვლასა და მოქალაქეების მიერ მოწყობილ საპროტესტო აქციას ეხმაურება.

  • კიევი ტერორისტულ ბუნებას ავლენს – პესკოვი

    “კიევის რეჟიმი მუდმივი ტერორისტული თავდასხმის მცდელობებით თავის ბუნებას ავლენს. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ ასეთი თავდასხმების რისკი მინიმუმამდე დავიდეს.[…]  ბუნებრივია, უსაფრთხოების ზომები გამკაცრდა, რათა სამოქალაქო ობიექტებსა და საცხოვრებელ კვარტლებზე კიევის მხრიდან თავდასხმების მუდმივი საფრთხისგან თავი დავიცვათ. ეს ეხება არა მხოლოდ მოსკოვს, არამედ ყველა რეგიონს, რომლებზეც ასეთი იერიშები მიაქვთ”.

    აცხადებს კრემლის პრესმდივანი, დმიტრი პესკოვი.

  • უპასუხისმგებლო, პოლიტიზებული აქციაა – დავითაშვილი ბათუმის პროტესტზე

    “არც გემის მფლობელი და არც გემი სანქციებში არ იმყოფება, ეს ერთი. მეორე, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ჩვენს განცხადებებსა და პოლიტიკაში თანმიმდევრული ვიყოთ. თანმიმდევრულობა იმას ნიშნავს, რომ ჩვენ მივესალმებით საქართველოში ტურიზმის განვითარებას  […] ასე რომ, როდესაც ასეთ უპასუხისმგებლო აქციებზე ვსაუბრობთ, რომელიც უპასუხისმგებლო ოპოზიციის მიერაა ორგანიზებული – ეს არის სუფთა პოლიტიზებული აქცია. სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობის შეცდომაში შეყვანით, ისინი ახერხებენ, რომ ქვეყანაში დესტრუქციული ქმედებები მოახდინონ და ხელი შეუშალონ არა მხოლოდ ტურიზმის განვითარებას, არამედ, ზოგადად სტაბილურობის უზრუნველყოფას”.

    ეკონომიკის მინისტრი, ლევან დავითაშვილი ბათუმის პორტში გამართულ აქციას გამოეხმაურა.

  • მაგთიკომის განცხადება საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2023 წლის 28 ივლისს გავრცელებულ მორიგ ტყუილსა და მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე 5G აუქციონთან დაკავშირებით

    კომისიის განცხადება შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, ტყუილს და მისი შინაარსი აგებულია იმ ფორმით, რომ მიზანმიმართულად მოხდეს საზოგადოების შეცდომაში შეყვანა. კომისია ცდილობს თავისი წარუმატებლობა 5G აუქციონთან დაკავშირებით (EU-ს რეკომენდაცია) სხვებს გადააბრალოს. აღნიშნულის გათვალისწინებით თავს ვალდებულად ვთვლით საზოგადოებას მივაწოდოთ ობიექტური ინფორმაცია 5G აუქციონთან დაკავშირებით.

    იმისათვის, რომ სრულყოფილი 5G ქსელი აიგოს, საჭიროა ოპერატორ კომპანიას შეძენილი ჰქონდეს სიხშირეები 3400-3700 მგჰც და 700 მგჰც დიაპაზონიდან. რომელიმე სიხშირის შესაბამისი რაოდენობის/ზოლის არ ქონა ხსენებული დიაპაზონიდან გამოიწვევს უხარისხო 5G ქსელს, ასევე, კომისია აუქციონის სხვა სიხშირეებთან მიმართებაში არღვევს კანონით გათვალისწინებულ ტექნოლოგიური ნეიტრალიტეტის პრინციპს, რაც მშვენივრად მოეხსენება კომისიას. მიუხედავად ამისა, კომისიამ 5G ქსელის ასაგებად ისე გამოიტანა სიხშირეები, რომ უპირობოდ უბიძგებდა ოპერატორს სრულყოფილი, ხარისხიანი 5G ქსელის ასაგებად შეეძინა სიხშირე MVNO-ს იძულებითი დაშვების ვალდებულებით.

    აქვე, ყოველგვარი სპეკულაციების გამოსარიცხად, განვმარტავთ (რაც ასევე საჯაროდ არაერთხელ გვითქვამს) რომ „მაგთიკომი“ არ არის წინააღმდეგი საქართველოში არსებობდნენ/ოპერირებდნენ MVNO-ები, თუ ურთიერთობა დაფუძნებული იქნება პარტნიორობაზე, ჯანსაღ ბიზნეს პრინციპებზე და იქნება მომგებიანი/სასარგებლო ორივე მხარისათვის და არა კომისიის ძალდატანებით, სადაც კომისია უკვე განსაზღვრულად მოიაზრება დაძალებითი MVNO-ს მხარედ და არა ნეიტრალურ არბიტრად.

    „მაგთიკომი“ ებრძვის და წინააღმდეგია, როდესაც კომისია არაბუნებრივ ინტერესს ავლენს  იძულებითი MVNO-ის საკითხის მიმართ, იქცევა ტენდენციურად, არაკვალიფიციურად და ცდილობს სათანადო დასაბუთების/კვლევის გარეშე გააჩინოს ან შექმნას არაპროპორციული იძულებითი მექანიზმები, რაც, თავის მხრივ, კომისიის მიერ წინასწარ, ცბიერად დაგეგმილი და ხელოვნური რისკის მატარებელი ხდება „მაგთიკომისათვის“.

    საგულისხმოა, რომ კომისია, რომელიც საჯაროდ და დეკლარირებულად გვევლინება „ფეიკ ნიუსებთან“ მებრძოლად, მოცემულ შემთხვევაში (და ეს არაა პირველი შემთხვევა) თავად არის დეზინფორმაციის მთავარი წყარო და მისი გამავრცელებელი. კომისიის მხრიდან არასაქმიანი და არაეთიკურია იმის გავრცელება, რაც ფაქტობრივად არ ყოფილა. მიუხედავად იმ ფაქტისა, რომ „მაგთიკომმა“ სამუშაო რეჟიმშიც და საჯარო სხდომაზეც კომისიას წინასწარ განუცხადა, რომ 5G აუქციონის პირობები არ ქმნიდა რეალურ ალტერნატივას, რომლის საფუძველზეც „მაგთიკომი“ შეძლებდა საკუთარი სტრატეგიით გათვალისწინებულ სიხშირეების შეძენას იძულებითი MVNO-ის არსებობის გარეშე, კომისიამ „მაგთიკომის“ ეს პოზიცია არ მოისმინა (არ გაითვალისწინა) და, უფრო მეტიც, უსაფუძვლოდ მოხდა ჩვენი დადანაშაულება რომ დავარღვიეთ ის პირობა, რომელიც არც არასდროს გაგვიცია.

    საქართველოში მეხუთე თაობას (5G ტექნოლოგიას) მხოლოდ ერთი ოპერატორი არ დანერგავს. საზოგადოებას და, პირველ რიგში, ჩვენს აბონენტებს გვინდა ვუთხრათ და დავპირდეთ, რომ „მაგთიკომი“ სტანდარტულად, ისევე როგორც სხვა წინა ტექნოლოგიების შემთხვევაში, იქნება კომპანია, რომელიც ყველაზე წარმატებულად და სრულყოფილად დანერგავს მეხუთე თაობას (5G) საქართველოში, ისევე როგორც ეს ყოველთვის აქამდე სხვა ტექნოლოგიებზე გვიკეთებია. ჩვენ გვაქვს ამის სურვილი, კონკრეტული გეგმა, შესაძლებლობა, ფინანსური რესურსი და კვალიფიკაცია. როდის მოხდება ეს? მას შემდეგ, რაც კომისია ტყუილების ტირაჟირების ნაცვლად აირჩევს საქმიან მიდგომას, მოისმენს და გაითვალისწინებს დარგში მოღვაწე სუბიექტების ხმას. დღეს, კომისიამ თავის არასაქმიანი მიდგომებით დროში გადაავადა როგორც ახალი ტექნოლოგიის წარმატებულად დანერგვის შესაძლებლობა, ასევე საქართველოში ასეულობით მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელება. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ნეგატიური მოცემულობა დროის მოკლე პერიოდში შეიცვლება. ჩვენი ხედვაა, რომ დარგის მარეგულირებელი და ავტორიზებული პირები ერთობლივად და კონსტრუქციულად უნდა ზრუნავდნენ ახალი ტექნოლოგიების დასანერგად და ამ მიმართულებით ყველა შესაძლო პრობლემის აღმოფხვრაზე და არა პირიქით, კომისია გვევლინებოდეს მთავარ ბარიერად ახალი ტექნოლოგიის დასანერგად.

     

  • კიევის კონტრშეტევა რომ წარმატებული იყოს, ბირთვული იარაღის გამოყენება მოგვიწევდა – მედვედევი

    “რუსი სამხედროები უკრაინის შეიარაღებული ძალების თავდასხმების მოგერიებით, არამხოლოდ თავიანთ ქვეყანას იცავენ, არამედ ხელს უშლიან გლობალური კონფლიქტის გაღვივებას.

    თუ წარმოვიდგენთ, რომ NATO-ს მხარდაჭერით მიმდინარე უკრაინელების კონტრშეტევა წარმატებული იყო და მათ ჩვენი მიწის ნაწილი წაგვართვეს, მაშინ რუსეთის პრეზიდენტის ბრძანების წესების შესაბამისად, ჩვენ ბირთვული იარაღის გამოყენება მოგვიწევდა”,

    ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი საკუთარ Telegram არხზე წერს.

  • ყველა მოღალატე დაისჯება – კახა ოქრიაშვილი კალაძის განცხადებაზე

    ყველა მოღალატე დაისჯება – კახა ოქრიაშვილი კალაძის განცხადებაზე

    “დილიდან „გამოგორდა“ თბილისის მერი, კალაძე განცხადებით, რომ მიესალმება ნებისმიერ ტურისტს, გინდ ამერიკელი ან ევროპელი იყოს, გინდ – რუსი. ამით მან ტოლობის ნიშანი დასვა რუსეთსა და ამერიკას შორის. გამოდის, მისი აზრით, ისიც არაფერია, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20 % რუსეთის მიერ რომ არის ოკუპირებული. ბატონი კალაძე ტოლობის ნიშანს სვამს ჩვენს მეგობრებსა და მტერს შორის.

    ერთი შეხედვით, კალაძე უვიცია, მაგრამ დიდი ხანია, ამ ნარატივს მთელი „რუსული ოცნება“ ავითარებს. ასე რომ, ახალი არაფერია – ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ საქმე გვაქვს ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებასთან, რომელიც ღიად ღალატობს ჩვენს ქვეყანას.

    ყველა მოღალატე დაისჯება!”,