Blog

  • გამჭვირვალობის კანონი საბაბია, რომც არ ყოფილიყო, საქართველოს მოლაპარაკებებს არავინ გაუხსნიდა – ქადაგიშვილი

    გამჭვირვალობის კანონი საბაბია, რომც არ ყოფილიყო, საქართველოს მოლაპარაკებებს არავინ გაუხსნიდა – ქადაგიშვილი

    “თუ ვინმე საქართველოს არჩევნებში ჩარევას ცდილობს, ასეთი განცხადებების გამკეთებლები არიან. ამ განცხადებების მიზანია, რომ რამენაირად ოპოზიციის რეანიმირება მოახდინონ. გამჭვირვალეობის კანონი საბაბად არის მოყვანილი, რომელსაც ევროპაში “რუსული” დაარქვეს. ეს კანონი [უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ] რომც არ ყოფილიყო, საქართველოს მოლაპარაკებებს არავინ გაუხსნიდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა კვლევა აჩვენებს, რომ საქართველო წამყვანი სახელმწიფოა კანდიდატ ქვეყნებს შორის, მოლაპარაკებას არ გახსნიდნენ, რადგან საბოლოოდ ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას შეიძლება არჩევნებზე მინიმალური შედეგიც ვერ მიეღო. ამიტომ, რაღაცნაირად ცდილობენ, რომ არჩევნებზე ხელისუფლება დააზიანონ და ოპოზიციას შანსი გაუზარდონ. რაც შეეხება დახმარებებს, ეს არის სესხი, რისი აღებაც ქვეყანას ყველგან შეუძლია. ამ მცირე ამოცანების გამო ქვეყნებს შორის ათწლეულებისას ჩამოყალიბებული ურთიერთობები ეწირება. არჩევნების შემდეგ ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, მაგრამ

    მაინც ხინჯი რჩება საზოგადოების აღქმაში. მსოფლიო პოლიტიკას ვარდისფერი სათვალით არ უნდა ვუყუროთ, ხშირად პარტნიორებს შორის აზრთა სხვადასხვაობაა რიგ საკითხებზე. ჩვენ ევროინტეგრაციის მიზნებს არ ვცვლით, მაგრამ ამ ეტაპზე, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და საუკეთესო მიზნებისთვის პოზიციები გაგვაჩნია, რაც ზოგიერთი გლობალური მოთამაშის ინტერესებში არ შედის”,

    ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი გერმანიის ელჩის, პიტერ ფიშერის განცხადებას.

  • რანაირი ცხოვრების წესიც უნდა ჰქონდეს ადამიანს, ეკლესია ჩაქოლვას ვერ დათანხმდება..ჰომოსექსუალებს საბჭოთა კავშირში, კაგებე იჭერდა.. – საბა ინწკირველი

    არავინ მინახავს, ვინც ამერიკაში ჩამოსვლით ორიენტაცია შეიცვალა. ორიენტაციის შეცვლა თუ უნდა ადამიანს, ნებისმიერ ადგილზე შეიძლება ეს მოხდეს.

    […] უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ გეი-პროპაგანდას უწყობდნენ ხელს და ამისგან უნდა დაეცვათ უკრაინელი მართლმადიდებლები – ეს ცნობილი განცხადებაა, მათ შორის, მგონი, რუსეთის პატრიარქმაც განაცხადა ეს. […] ეს არის ისეთი იდეოლოგიური რამ, რაც მოქმედებს ადამიანზე. არავის არ უნდა, ვიღაც რომ მოვიდეს და შენი შვილი ასეთი გახადოს, გეშინია. ეტყვი, რომ სიკვდილი მირჩევნია, არ მინდა, რომ ჩემი შვილი ასეთი გახდეს.

    მარტო ჰომოსექსუალიზმი არ არის პრობლემა. პრობლემაა ოჯახში ცოლს რომ ღალატობს ადამიანი, გამართობელი თამაშობები, მემთვრალეობა, ეს ყველაფერი პრობლემაა ეკლესიისთვის და მათ შორის ის თემებიც, რითიც მანიპულირება ხდება, რომ დასავლეთის დადანაშაულება მოხდეს. დასავლეთი არ იყო ჩვენთან და რუსეთში ვიყავით, მაგრამ არ იყო ასეთი ხალხი?

    საბჭოთა კავშირში ჰომოსექსუალებს კაგებე იჭერდა და აგზავნიდნენ შპიონებად სხვადასხვა დაწესებულებაში, მათ შორის რელიგიურ ორგანიზაციებში და იყენებდნენ იმისთვის, რომ ჰყოლოდათ “დავერბოვკებული” ადამიანები – უარესი უზნეობა იყო. უზნეობას როცა ვამბობთ ჩვენ, უზნეობა ყოველთვის იყო და დასავლეთში ყველაფერი კარგი არ არის.

    ეკლესია ბევრ რაღაცას ვერ დათანხმდება ვერასდროს, მაგრამ ეკლესია ვერც იმას დათანხმდება, რანაირიც არ უნდა იყოს ადამიანი, რანაირი ცხოვრების არჩევანიც არ უნდა ჰქონდეს, ის ჩაქოლო, მოკლა, გაანადგურო და არ ჰქონდეს მას უფლება, რომ იცხოვროს.

    ეკლესიაში ასეთი მაგალითი გვაქვს ავაზაკის, რომელსაც არანაირი კეთილი თვისება არ გააჩნდა და ყველანაირი ბოროტება გააჩნდა, ღმერთმა შეიწყალა. ჩვენ ყველა იქიდან ვართ მოსული, რომ ცოდვა არ გვაქვს ჩადენილი?

     თქვა ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსმა საბა ინწკირველმა

  • მშვიდობიანად რომ გავაგრძელოთ განვითარება და წინსვლა, ამის საშუალება არის ევროპა – ნინო ქათამაძე

    ”დღევანდელი დღე არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ არჩევნები გამოვიყენოთ ზუსტად იმისთვის, რომ ის სიტყვა, რასაც ჰქვია შევცვალოთ, ნამდვილად შეიცვალოს ყველაფერი უკეთესობისკენ. ჩვენ არ უნდა შევუერთდეთ იმ სახელმწიფოს, რომელიც დღეს ომის დამწყებია, ჩვენი დაცვა ერთადერთი საშუალება, ერთადერთი ის, რომ მშვიდობიანად გავაგრძელოთ განვითარება და წინსვლა არის ევროპა და ევროპული ინსტიტუტები,“ 

    აცხადებს  ამის შესახებ ნინო ქათამაძე.

  • მიზანმიმართულად მომივარდა, სამაგიეროდ, მიიღო საკადრისი პასუხი – წილოსანი ლეთოდიანზე

    “მიზანმიმართულად მომივარდა, სამაგიეროდ, მიიღო საკადრისი პასუხი” –  წერს ამის შესახებ, “ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი.

    ”უკვე ძალიან მეცოდებიან ოპოზიციური ტელევიზიები, საკუთარი ნიუსების პოპულარიზაციისთვის ხმამაღალი ჰედლაინების კეთება რომ უწევთ – „ნინო წილოსანს მონა ეძახეს“
    არ გაინტერესებთ ვინ იაქტიურა ამჯერად?! ნათია ლეთოდიანმა, რომელიც ვითომ შემთხვევით მოხვდა იმ ადგილას, სადაც მე ვიმყოფებოდი. ის გახლავთ “დროას” პოლიტ საბჭოს წევრი, ცნობილი აქტივისტი, აგრესორი და ზიზღის გამავრცელებელი. რა თქმა უნდა, იცოდა თავისი ბელადი ლაკასგან, რომ ამ შეხვედრაზე ვიქნებოდი და სწორედაც, რომ მიზანმიმართულად მომივარდა. სამაგიეროდ, მიიღო საკადრისი პასუხი და სამომავლოდაც, ყველა შემთხვევაში აუცილებლად მიიღებს საკადრის პასუხს.
    ისე, აჯობებს საკუთარ უფროსს მიუვარდეს, რუსული რუბლებით რომ იკვებება”. – წერს ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში.

    ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ ქართული ოცნების დეპუტატს, ნინო წილოსანს პროტესტით დახვდნენ და მონა უწოდეს. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მმართველი პარტიის დეპუტატები მერიოტში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან შესახვედრად იყვნენ მოსული. მოქალაქე ნათია ლეთოდიანმა წილოსანს უთხრა, რომ მას “რუსეთში ცხოვრება სიამოვნებს”, რაც თავისუფალი ადამიანებისთვის ტრაგედიაა.

  • გზავნილია, NATO-ში ინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, გაჩერებულია – ზურა ჯაფარიძე

    გზავნილია, NATO-ში ინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, გაჩერებულია – ზურა ჯაფარიძე

    ეს არის პასუხი, ალბათ, ჩვენი დასავლელი პარტნიორებისგან რუსული კანონის მიღებაზე და იმ ანტიდასავლურ რიტორიკაზე, რომელსაც ქართული ოცნება ეწევა ამ ქვეყანაში უკვე რამდენიმე წელია. ის, რომ საქართველოს ხსენება აღარ არის და აღარ არის დაფიქსირებული თუნდაც დადასტურება იმისა, რაც ჩაიწერა თავის დროზე ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებაში, პოლიტიკური გზავნილია მთელი სამყაროსთვის, მარტო ჩვენთვის არა, რომ საქართველოს აღარ განიხილავენ ისეთ პარტნიორად, როგორც იქ განიხილავდნენ და ის, რომ საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესი, ფაქტობრივად, არის გაჩერებული.

    რეალურად, ვართ სიტუაციაში, როდესაც ევროპიდან გვეუბნებიან, რომ ევროინტეგრაციის პროცესი გაჩერდა და NATO-დან გვეუბნებიან, რომ NATO-ში ინტეგრაციის პროცესი არის გაჩერებული.

    განაცხადა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურა ჯაფარიძემ.

  • ხელისუფლებამ ევროპისკენ გზა გაგვიყინა! – სალომე ზურაბიშვილი

    დღეს ევროპისკენ გზა გაიყინა, გაგვიყინა ეს გზა ამ ხელისუფლებამ, რომელმაც გადაუხვია ქვეყნის კონსტიტუციას, უარი უთხრა საკუთარ ამომრჩეველს. მე ვიყავი ნაწილი იმ კამპანიის, რომელმაც ჯერ ოცნება მოიყვანა სათავეში, მერე მე ვიყავი საპრეზიდენტო კანდიდატი, ყველა ეს კამპანია იყო სწორედ იმაზე აგებული, რომ ჩვენი საგარეო კურსი, ჩვენი ქვეყნის განვითარება იყო იმისკენ მიმართული, რომ გვეშენებინა ევროპული სახელმწიფო, გადაუხვის ამ გზას და ჩვენ გაგვყინეს.

    თქვა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სამოქალაქო მოძრაობა აირჩიე ევროპას დაფუძნებაზე.

  • 2008-ში NATO-ს ჩანაწერი გარკვეულწილად მაპროვოცირებელი იყო ომის პროცესის დაწყების – წილოსანი

    “მთელი დილაა ვხედავთ ჟრიამულს ოპოზიციურ ველში, განსაკუთრებით თვალში მომხდა ბუკა პეტრიაშვილის პოსტი, სადაც ის პარალელს ავლებს 2008 წელს NATO-ს სამიტზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც ნამდვილად (შეიძლება, ასე დადასტურებულად არა, მაგრამ არაერთი შეფასებით) მოყვა 2008 წლის საომარი პროცესები საქართველოში. ამიტომ, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარალელს ავლებენ 2008 წლის NATO-ს ჩანაწერზე, რომელსაც მოყვა ესკალაცია და საომარი დაძაბულობა, რაც ქვეყნისთვის უმძიმესი დაღია და ამას ისურვებენ და ამას უჭერენ მხარს, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება შეფასებული.[…]არაერთი შეფასებით, 2008 წლის NATO-ს ჩანაწერით და იმ პირობებში, როცა NATO-ს შემადგენლობაში საქართველო ვერ იქნა შეყვანილი და სამწუხაროდ, განსაკუთრებული მოწყვლადობა ჰქონდა ქვეყანას, გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი და რუსეთის მხრიდან გავხდით მსხვერპლი ამ ძალადობის და რეალურად, ომის პროცესების დასაწყისის”

  • ”ოცნება” ანადგურებს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას – ლექსმანი

    2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, რომელიც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს. დღეს საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს და ანადგურებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ამ დამანგრეველ ტენდენციებს შემოაბრუნებს.

    წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი X-ზე.

  • პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

    პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 11 ივლისს, 13 მსჯავრდებული შეიწყალა.

    “საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 13 მსჯავრდებული შეიწყალა. 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული” – წერია ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.

  • ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა – ბორელი

    “ჩვენ ვნახეთ პუტინის მიერ ხალხის ხოცვა ჩეჩნეთში, სირიაში. ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც ვლადიმირ პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს და ნახევარი გულით გამოვეხმაურეთ პუტინის ქმედებას, როდესაც ის 2014 წელს ყირიმის ანექსიას ახორციელებდა. არ გვინდოდა იმის დანახვა, რაც აშკარა იყო. პუტინს სურს, რუსეთი კვლავ დომინირებდეს სამეზობლოში. პუტინი არ თმობს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს, ეს არის პრობლემა. რუსეთი კვლავ იმპერიასავით იქცევა და პუტინს სურს, აღადგინოს იმპერია – იქნება ეს მეფის იმპერია თუ საბჭოთა იმპერია. 2022 წლის თებერვალში, როდესაც მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა, ჩვენ გამოვფხიზლდით ამ საშინელ რეალობაში და ცუდად მომზადებულნი აღმოვჩნდით. გავიღვიძეთ და შემდეგ მივხვდით, რომ არ ვიყავით მზად ამ გამოწვევისთვის. 75 წლის წინ საბჭოთა კავშირი წარმოჩინდა, როგორც საფრთხე ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ჩვენ ვუპასუხეთ ერთიანობითა და ძალით. დღეს კი ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის იმავე გზის გაგრძელება”.

    აცხადებს, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.