Blog

  • საპრეზიდენტო არჩევნების დროს შესაძლო გაყალბების გარემოებაზე გამოძიება დაიწყო

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველოს პროკურატურამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, კონკრეტულ საარჩევნო უბნებზე კომისიის წევრების მხრიდან სავარაუდო ბიულეტენების ხელმოწერებით დამოწმების და საარჩევნო ყუთებში მოთავსების გამო, “ნაციონალური მოძრაობის” განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო.

    პროკურატურის ინფორმაციით, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან” 24 დეკემბერს მიღებულ განცხადებაში დასახელებული გარემოებების შესწავლის შემდეგ, გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 164-ე და 164 (ტერცია) მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, რაც საარჩევნო კომისიის წევრის მიერ საარჩევნო დოკუმენტის გაყალბებას და არჩევნებთან დაკავშირებული დოკუმენტების, კერძოდ, ბიულეტენების განზრახ გაყალბებას გულისხმობს.

  • რუსეთმა ახალი რაკეტა გამოსცადა

    {{ARTICLEIMAGE}}
    რუსეთი აცხადებს, რომ წარმატებით გამოსცადა ახალი ჰიპერზებგერითი რაკეტა “ავანგარდი”. გამოცდას 26 დეკემბერს თავდაცვის სამინისტროს საკონტროლო ოთახიდან თვალს ადევნებდა პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რომელმაც შემდეგ განაცხადა, რომ ეს იყო “საუკეთესო საჩუქარი ქვეყნისთვის საახალწლოდ”.

    რადიო თავისუფლების ცნობით, რაკეტა ურალის მთებიდან გაუშვეს და მან სამიზნეს შორეულ აღმოსავლეთში, კამჩატკაზე, 6000-მდე კილომეტრის მოშორებით, წარმატებით მიაღწია. 

    “ავანგარდი” ერთ-ერთია იმ რამდენიმე მაღალტექნოლოგიური შეიარაღების სისტემიდან, რომელზეც პუტინმა მარტში, ყოველწლიურ გამოსვლაში ისაუბრა. მაშინ მან თქვა, რომ რუსეთმა ეს იარაღი განავითარა ვაშინგტონის მცდელობის გამო, გაეზარდა ანტისარაკეტო შესაძლებლობები.

  • ქვემო ფონიჭალაში მკვლელობა მოხდა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ქვემო ფონიჭალაში შუახნის კაცი მოკლეს. შემთხვევა ერთ-ერთ სავაჭრო ჯიხურში მოხდა. გარდაცვლილს მრავლობოთი ჭრილობები აღენიშნება. მკვლელობის მოტივი უცნობია. “ინტერპრესნიუსის” ცნობით, მკვლელობის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.

  • 27 დეკემბერს სინოდის სხდომა გაიმართება

    {{ARTICLEIMAGE}}

    საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომა ხვალ, 27 დეკემბერს 12:00 საათზე გაიმართება. სხდომაზე სავარაუდოდ უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობისთვის მხარდაჭერის საკითხსაც განიხილავენ, თუმცა საპატრიარქოში თემის დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ.


    პრეს-სამსახურში ამბობენ, რომ სხდომის დღის წესრიგი ცნობილი არ არის.
    2018 წლის შემოდგომაზე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომემ რუსეთის საპატრიარქოსგან უკრაინის ეკლესიის დამოუკიდებლობა აღიარა. საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალური პოზიცია არ გამოუთქვამს. უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას საჯარო განცხადებებით მიემხრო სინოდის წევრთა ნაწილი. მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდის სხდომას, რომელიც 12 საათზეა დანიშნული, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე უხელმძღვანელებს.





  • ბურჯანაძემ 2018 წელი შეაჯამა:დაგვცინიან (ვიდეო)

    2018 წელი შეაჯამა საგანგებო ბრიფინგზე დღეს “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა. ნინო ბურჯანაძემ ყველა ის პრობლემა ჩამოთვალა, რომელიც, მისი შეფასებით, დღეს ქვეყანაში არსებობს და რის გამოც საქართველო წინ ვერ მიდის. ბურჯანაძემ ახალი კონსტიუციაც ახსენა, რომელიც, მისი თქმით, 2018 წელს, ბიძინა ივანიშვილის სასარგებლოდ შეიცვალა. “დემოკრატიული მორაობის” ლიდერმა განსაკუთრებით მწვავედ ისაუბრა არჩვნებზე და ქვეყანაში შექმჯილ ეკონომიკურ მდგომარეობაზეც.

  • უკრაინამ საომარი მდგომარეობა გააუქმა

    {{ARTICLEIMAGE}}
    უკრაინის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა გააუქმა. ამის შესახებ ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს სხდომის მიმდინარეობისას გახდა ცნობილი.

    “ეს გადაწყვეტილება ემყარება სახელმწიფო უსაფრთხოების მიმდინარე სიტუაციის ანალიზს”, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.

    რადიო თავისუფლების ცნობით, გადაწყვეტილება, საომარი მდგომარეობის გაუქმების შესახებ, ძალაში შევიდა 26 დეკემბრის 14:00 საათიდან. იმავდროულად ქვეყნის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას განზრახული აქვს გააფართოვოს არსებული სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. შესაბამისი დოკუმენტის პროექტი, პოროშენკოს თქმით, მომზადებულია და განსახილველად წარედგინა ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს. სანქცირებულთა სიაში მოხვდებიან ის პირები და ორგანიზაციები, რომლებსაც უშუალო წვლილი მიუღძვით დონეცკისა და დონბასის სახალხო რესპუბლიკებში ჩატრებულ უკანონო არჩევნებსა და ქერჩის სრუტეში გასულ თვის ბოლოს მომხდარ ინციდენტთან, რომლის დროსაც რუსმა სამხედროებმა იარაღის გამოყენებით დაატყვევს სამი უკრაინული გემი და მათი ეკიპაჟები.

    საომარი მდგომარეიობა ქვეყნის ათ ოლქში 26 ნოემბერს, ქერჩის სრუტეში მომხდარი სამხედრო ინციდენტის შემდეგ მიიღეს.

  • ტონობით მანდარინს ნაგავსაყრელზე ყრიან: ვიდეოკადრები ოკუპირებული აფხაზეთიდან

    ოკუპირებულ აფხაზეთში ასეულობით ტონა ნაგავსაყრელზე გადაყრილი მანდარინის კადრები გავრცელდა – ეს ის მანდარინია, რომელიც რუსეთში გასაყიდად ვერ გააქვთ, რადგან სარეალიზაციოდ შესაბამისად არ გამოიყურება. ციტრუსით მდიდარ ოკუპირებულ რეგიონში კი არ არსებობს გადამამუშავებელი საწარმო, ამიტომ ტონობით პროდუქტს ნაგავში ყრიან.