Blog

  • ვიცე-სპიკერი ჩუგოშვილი მოსამართლის ტონით უკმაყოფილოა

    {{ARTICLEIMAGE}}
    დიდი ხანია, სერგო მეთოფიშვილი გასცდა იმ მანდატს, რასაც მოსამართლე შეიძლება ატარებდეს და იმ ჩარჩოებს, რა ჩარჩოებშიც მოსამართლე შეიძლება პოზიციას აფიქსირებდეს, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა. 

    “მინდა, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს რჩევის სახით ვუთხრა, რომ ასეთი განცხადებები მათ დაზიანებულ რეპუტაციას დამატებით აზიანებს და მათ სახეს ძალიან ცუდად წარმოაჩენს. კარგად დაფიქრდნენ, ეს განცხადებები მათ ეხმარებათ თუ პირიქით – ხელს უშლის. მე ვფიქრობ, რომ ძალიან უშლის ხელს და დამატებით ზიანს აყენებს იუსტიციის საბჭოს. ამ ტონში საუბრის გაგრძელებას მათ არ ვურჩევდი”, განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

  • “ზარი პროკურატურიდან და ეკა გაჩუმდა”:სკანდალი ბესელიას ირგვლივ

    მორიგ “ფეისბუქ-პოსტს” უძღვნის ეკა ბესელიასა და მოსამართლეების თემას, ასევე არასამთავრობოების კრიტიკას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი სერგო მეთოფიშვილი. ის წერს, რომ ბესელიასნაირი პოლიტიკოსები სასამართლო სისტემას დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან, თავად კი ვალდებულია, დაიცვას სასამართლო სისტემისა და მოსამართლეების დამოუკიდებლობა.

    მეთოფიშვილი აღნიშნავს, რომ მოწინავე კვლევითი ცენტრის “ჰერითიჯ ფაუნდეიშენის” სასამართლოს ეფექტიანობის კვლევის მიხედვით, 2018 წელს საქართველო ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-18 ადგილზე გავიდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ და სამხრეთ აზიაში – პირველ ადგილზეა.

    “ამ დროს რას აკეთებენ ბესელია, მისნაირი პოლიტიკოსები და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაცია? პასუხი ვიხილეთ განსაკუთრებით ბოლო დღეებში – პოპულისტური, უსაფუძვლო და შეურაცხმყოფელი განცხადებებით ყველანაირად ცდილობენ მოახდინონ საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დისკრედიტაცია! ყოვლად დაუშვებელია, როდესაც საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენელი (ვგულისხმობ ბესელიასნაირ პოლიტიკოსებს), დიქტატორული მეთოდებით ებრძვიან საკუთარი ქვეყნის სასამართლო სისტემის, ანუ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობას. ისმის კითხვა, რატომ აკეთებენ ამას? პასუხი მარტივია – ცდილობენ, მოიპოვონ გავლენა სასამართლო სისტემაზე და “ჯიბის” სასამართლოდ აქციონ უზენაესი სასამართლო! სწორედ ამიტომ შეეცდებიან, შეიტანონ ცვლილება კანონში და საბჭო ვალდებული გახადონ, ამ პროცესში ჩართონ პოლიტიკოსები და პოლიტიზირებული არასამთავრობო სექტორი და მათი ჩართულობით შეირჩეს მათთვის სასურველი კანდიდატები. იმედია, ხელისუფლების უმრავლესი ნაწილი ასე არ ფიქრობს”, წერს მეთოფიშვილი.

    ეკა ბესელია ამ განცხადებას კომიკურს უწოდებს და ამბობს, რომ მეთოფიშვილი რაც უფრო ხშირად და ბევრს ისაუბრებს საზოგადება, ნათლად დაინახავს, რისთვის იბრძვის ბესელია მის კოლეგებთან ერთად. “ნუ დამახარჯინებთ დროს ისეთი არასერიოზული და კომიკური პერსონების გამო, როგორიც არის მოსამართლე მეთოფიშვილი, რომელიც ანგრევს სასამართლოს იმიჯს. კიდევ დიდხანს თუ ალაპარაკებენ, მეც და ჩემს კოლეგებსაც ძალიან ცოტა დრო დაგვჭირდება იმის დასამტკიცებლად, რისთვის ვიბრძვით. არავინ ისე არ ანგრევს სასამართლოს, როგორც ასეთი მოსამართლეები”, განაცხადა ეკა ბესელიამ.

    პოლიტიკოსს დღეს უფლებადამცველი გიორგი მუხიგულაშვილიც დაუპირისპირდა და ინფორმაციას გაავრცელა, რომლის თანახმადაც ეკა ბესელიამ მოსამართლეების სიაზე სკანდალი მას შემდეგ ატეხა, რაც რიგ გარიგებებში მხილებულმა – რომელიც შეწყალების კომისიას, ფოთის ლიცენზიებსა და ტენდერებს და უამრავ სხვა თემას ეხება, თავდაცვისთვის და ბიზნესის შენარჩუნებისთვის უვადო მოსამართლეობა მოითხოვა და უარი მიიღო. მუხიგულაშვილი ამის შესახებ “ფეისბუქზე” წერს: 

    “ატყდა კივილ წივილი მას შემდეგ, რაც ეკამ ვერ მიაღწია მიზანს და სიის გადათამაშება სკანდალებით სცადა, რა დროსაც ზარი პროკურატურიდან და ეკა გაჩუმდა. მიზანიც რა კარგი ჰქონია – უვადო მოსამართლეობა არავინ მოსთხოვს; პასუხს კორუფციაზე არავინ მოსთხოვს პასუხს არაფერზე, 65 წლამდე ხელშეუხებლობა და 10.000 ლარი ხელფასი”, წერს უფლებადამცველი “ფეისბუქზე” ეკა ბესელია გიორგი მიხიგულაშვილის განცხადებას სისულელეს უწოდებს და ამბობს, რომ ამაზე დროს ვერ დახარჯავს. მოსამართლეობა და პროკურორობა კი არასდროს სურდა. წლების განმავლობაში იყო ადვოკატი და მომავალშიც გეგმავს, რომ ამ პროფესიას დაუბრუნდეს”.

  • თეა წულუკიანი:დროა სიჩუმის, დროა მუშაობის, დროა კრიტერიუმებზე ჩამოყალიბების

    {{ARTICLEIMAGE}}
    იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ ბრიფინგზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებზე ისაუბრა. მისი თქმით, საჭიროა თავისუფალ გარემოში მოხდეს სამართლიან კრიტერიუმებზე ჩამოყალიბება.

    თეა წულუკიანი რომელიმე მოსამართლის შეფასებისგან თავს იკავებს, თუმცა ამბობს, რომ სია ნაჩქარევად  იყო შედგენილი. ამბობს იმასაც, რომ მსჯელობის საგანი უნდა გახდეს საკითხი – შეიძლება თუ არა მომავალში კანდიდატად ისეთი ადამიანის წარდგენა, რომელსაც განაჩენი არასდროს გამოუტანია.

    თეა წულუკიანი უარყოფს, რომ უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეთა სიამ უმრავლესობაში  დაპირისპირება გამოიწვია. მინისტრი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებაში” თანხმდება ყველა, რომ მოსამართლეთა შერჩევამდე ჯერ შერჩევის კრიტერიუმებზე შეთანხმება უნდა მოხდეს.


    “ახლა ალბათ დროა სიჩუმის, მუშაობის, დროა კრიტერიუმებზე ჩამოყალიბების, დროა სიმშვიდის, იმისთვის, რომ პოლიტიკური განცხადებებისგან და ვნებათაღელვისგან თავისუფალ გარემოში ჩვენ, ყველამ შევძლოთ ობიექტურ, სამართლიან კრიტერიუმებზე ჩამოყალიბება და პარლამენტმა, რომელმაც საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, მშვიდ გარემოში შეძლოს გამჭირვალე პროცესის შედეგად შედგენილ სიას უყაროს კენჭი”,განაცხადა წულუკიანმა.

  • საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საპროკურორო საბჭოს ახალი თავმჯდომარე ჰყავს – თეა წულუკიანი პროკურორმა ნანა ხუნჯუამ შცვალა. საბჭოს სხდომაზე დღეს ორი კანდიდატურა დასახელდა, ადვოკატი ირმა ჭკადუა და პროკურორი ნანა ხუნჯუა, მან საბჭოს თავმჯდომარის პოსტი 2 წლით დაიკავა. ნანა ხუნჯუას საპროკურორო თავმჯდომარის პოსტზე წარმატებები უსურვა იუსტიციის მინისტრმა. საბჭოს წევრის ეკა ბესელიას განცხადებით კი, გუნდში არსებული დაპირისპირების ფონზე, ის საბჭოში პოსტს ამ ეტაპზე ინარჩუნებს. საბჭოს კიდევ ერთი წევრი, საპარლამენტო უმცირესობიდან ოთარ კახიძე კი თვლის, რომ საპროკურორო საბჭო ფორმარული უწყებაა, რომელიც პროკურატურის დამოუკიდებლობის იმიტაციისთვის შეიქმნა.

    “საქართველოს პროკურატურის ორგანოები საბოლოოდ აღმასრულებელი ხელისუფლებისგან დამოუკიდებლები ხდებიან. მე მინდა, მივულოცო თითოეულ პროკურორს, საქართველოს პროკურატურას ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. დღეს ჩვენ ხუთწლიანი რეფორმირების პროცესი მივიყვანეთ ლოგიკურ დასასრულამდე, ჩავატარეთ ჩემი თავმჯდომარეობით, იუსტიციის მინისტრის თავმჯდომარეობით ბოლო საპროკურორო საბჭოს სხდომა, რომელსაც მე ვხელმძღვანელობდი და ისე, როგორც ეს მიგვითითა კანონმა და კონსტიტუციამ ავირჩიეთ საბჭოს ახალი ხელმძღვანელი”, განაცხადა წულუკიანმა.

  • მონაწილეობდა თუ არა ვერაზე მომხდარ დაჭრის ფაქტში გია კორკოტაშვილის შვილი – რას ამბობს კორკოტაშვილი

    {{ARTICLEIMAGE}}
    ვერაზე მომხდარ სროლის ფაქტზე ახალ დეტალებს “რუსთავი2” ავრცელებს. ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაპირისპირებაში გია კორკოტაშვილის ვაჟი მონაწილეობდა, თუმცა “ქართული მარშის” აქტივისტი ამბობს, რომ ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს. ამასთან, კორკოტაშვილი ადასტურებს, რომ მისი შვილი და ინციდენტის მონაწილე ერთმანეთს იცნობენ.

    “ვაჟიკო და ზუკა მეგობრები არიან – თუ მონაწილეობდა, იქ უნდა ყოფილიყო და დააკავებდნენ – ისეთი დაძაბული ცხოვრება მაქვს, ეგეთი ჩხუბი ან რამე რომ მოსვლოდა, ეგეთ ამბებში საქმის კურსში არ მაყენებს. ბიჭობაც ყოფნის და ყველაფერი – საჩხუბარი თუა, იჩხუბოს და მოსაფერებელი თუა, მოეფეროს”,განუცხადა რუსთავი 2 -ს გია კორკოტაშვილმა. 

    ორმხრივი სროლა ვერაზე: ახალი დეტალები

  • პრეზიდენტი მინისტრ გახარიას შეხვდა

    საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიცე-პრემიერთან, შინაგან საქმეთა მინისტრთან გიორგი გახარიასთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე პრეზიდენტმა და მინისტრმა სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით მოსაზრებები გაცვალეს.სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური სხვა ინფორმაციას არ ავრცელებს.

  • მინისტრი: ჯვრის მონასტერთან შექმნილი ვითარება, ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება

    {{ARTICLEIMAGE}}
    განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი ჯვრის მონასტრის გარშემო შექმნილ ვითარებაზე კომენტირებისას აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ დროისათვის პრობლემა გადაჭრილია და ჯვრის მონასტერი ღიაა ტურისტებისა და მომლოცველებისათვის, უწყება აპირებს, მოაწესრიგოს მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მდგომარეობა, რათა გარემოვაჭრეთა საქმიანობა მოექცეს “ცივილიზებულ გარემოში”:

    “ცხადია, რომ მონასტერთან შექმნილი ვითარება, ცივილიზებულ გარემოს არ შეეფერება. სწორედ ამიტომ, ჩვენი უწყების ინიციატივით, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო მუნიციპალური განვითარების ფონდთან ერთად უკვე მუშაობს შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტის ჩამოყალიბებაზე, რომლის განხორციელების შემდეგაც, არსებული ვითარება მოწესრიგდება”, აცხადებს მინისტრი.