Blog

  • ევროკავშირი საქართველოში რეფორმების მხარდასაჭერად 110 მილიონ ლარს გადმორიცხავს

    {{ARTICLEIMAGE}}
    საქართველომ ევროკავშირისგან 36,8 მილიონი ევროს(110 მილიონი ლარი) გრანტი მიიღო. ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, თანხების გადმორიცხვა ადასტურებს 2017 და 2018 წლებში მთავრობის წინსვლას შემდეგ სფეროებში: სოფლის მეურნეობა და სოფლის განვითარება, მართლმსაჯულება, საჯარო სამსახურის რეფორმა, საკანონმდებლო ჰარმონიზაცია და ბიზნესის მხარდაჭერა, პოლიტიკა განათლებისა და შრომის ბაზრის მიმართებაში.

    ყველა რეფორმის მიზანი წინასწარ არის შეთანხმებული და მათი მიღწევის შეფასება დამოუკიდებელი ანგარიშების საფუძველზე ხდება. ევროკავშირის გადარიცხვები არის გრანტები და მთავრობის მიერ არ უნდა ანაზღაურდეს.

    ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი: “ევროკავშირის თანამშრომლობა მთავრობასთან სექტორული რეფორმების განხორციელების კონტრაქტების ფარგლებში საშუალებას აძლევს მთავრობას მიაღწიოს იმ შედეგებს, რაც ჩვენი დაფინანსების გარეშე შეუძლებელი იქნებოდა. ჩვენი წლიური შეფასებები აჩვენებს ამ პროგრამების მიერ მიღწეულ არსებით ზეგავლენას, მაგალითად, გაუმჯობესდა იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობა, სურსათისა და შრომის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისობა და ბიზნესის განვითარებისთვის გაზრდილი მხარდაჭერა. ეს მხარდაჭერა საქართველოს მოაქლაქეთა ცხოვრებისთვის ხელშესახებ გაუმჯობესებას ქმნის და მე ველოდები, რომ თანამშრომლობა წლების განმავლობაში გაგრძელდება.”

  • საფრანგეთის პირველი ლედი კვლავ ყურადღების ცენტრში

    {{ARTICLEIMAGE}}16 იანვარს საფრანგეთის პირველი ლედი პარიზში, “საფრანგეთის ინსტიტუტში“ ჟურნალისტის და ტელეწამყვანისთვის, სტეფან ბერნისთვის პრემიის გადაცემის ცერემონიალს დაესწრო.


    როგორც ყოველთვის,  ყვითელმა გამოცემებმა მისი ჩაცმულობა და სტილი მყისიერად განიხილეს და აღნიშნეს, რომ ბრიჯიტ მაკრონი ამჯერადაც ელეგანტურად იყო გამოწყობილი. მისი ქვედაბოლოს სიგრძე ერთი შეხედვით შესაძლოა ასაკთან შეუსაბამო ჩანდეს, თუმცა 65 წლის ბრიჯიტ მაკრონისთვის, როგორც თავად აღნიშნავს მოკლე კაბები მისი ფემინისტური პოზიციის გამოხატულებაა.

    პირველი ლედი, ისევე როგორც ფრანგი ქალების უმრავლესობა სტერეოტიპებთან ბრძოლის დემონსტრირებას ახდენს. ის ხაზს უსვამს, რომ თავად ირჩევს ვინ უნდა რომ უყვარდეს (25 წლით უმცროს მოსწავლესთან, საფრანგეთის მომავალ პრეზიდენტთან მის ქორწინებას დღემდე მთელი მსოფლიო განიხილავს) და თავად ირჩევს რა უნდა ეცვას, მიუხედავად ასაკისა.

     

  • სააკაშვილი: დამნაშავეა “ყაზტრანსგაზი”, რომელიც ივანიშვილმა კალაძეს გადაუფორმა

    {{ARTICLEIMAGE}}
    დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ აფეთქებაზე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელ “ფეისბუქის” პირად გვერდზე წერს. ყოფილი პრეზიდენტი დაღუპულების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს და ექიმებს თავდადებული მუშაობისთვის მადლობას უხდის. სააკაშვილის ამბობს, რომ ეს უბედურება კორუფციის, განუკითხაობის და ყველაფრის ჩამოშლის პირდაპირი შედეგია, ხოლო დამნაშავეა “ყაზტრანსგაზი”, რომელიც სააკაშვილის თმით, ბიძინა ივანიშვილმა კახა კალაძეს არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ, პირად საკუთრებაში გადაუფორმა.

    “სამწუხაროდ, თუ ასე გაგრძელდა, კიდევ ახალი ტრაგედიები გველის წინ. საჭიროა ეს მძიმე ვითარება, სასწრაფოდ დასრულდეს! ვიზიარებ დიდ დიღომში აფეთქების შედეგად ყველა დაღუპულის ოჯახის მწუხარებას…დიდი მადლობა მაშველებს და ექიმებს თავდადებული მუშაობისთვის… ამავე დროს,ეს უბედურება პირდაპირი შედეგია კორუფციის და განუკითხაობის, ყველაფრის ჩამოშლის. მათ შორის, “ყაზტრანსგაზის”, რომელიც კალაძეს გადაუფორმა პირად საკუთრებაში ივანიშვილმა, არჩევნებში მხარდაჭერის სანაცვლოდ”…

  • “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებს დამცინავად უთქვამთ, ვიღაც გაზის ბალონს აიტანდაო”:რას იხსენებს ადამიანი, რომელიც სიკვდილს გადაურჩა

    {{ARTICLEIMAGE}}
    ტელეკომპანია “კავკასიის” მემონტაჟე ილია ბუზალაძე, რომელიც 16 იანვრის ღამეს მომხდარი ძლიერ აფეთქების დროს სიკვდილს გადაურჩა, აფეთქებამდე, დღის განმავლობაში მომხდარი ამბის დეტალებს იხსენებს. როგორც მისი მონაყოლიდან ირკვევა, “ყაზტრანსგაზის” თანამშრომლებმა, რომლებიც ადგილზე ბუნებრივი აირის მძაფრი სუნის გამო გამოიძახეს, ტერიტორია აფეთქებამდე საათნახევრით ადრე დატოვეს: “მთელი დღის განმავლობაში გაზის სუნი იდგა, როგორც ახლა გავიგე, დამცინავად უთქვამთ, ვიღაც გაზის ბალონს აიტანდაო – საათნახევრის წასულები იყვნენ ამ ამბამდე. ყველაფერი წესრიგშიაო და წავიდნენ”,ამბობს ილია ბუზალაძე. ის სიკვდილს გადაურჩა, რადგან აფეთქება სწორედ მაშინ მოხდა, როცა ლიფტი დატოვა.

    “სამსახურიდან სახლში დავბრუნდი, ლიფტში მეზობელთან ერთად ვიმგზავრე, მეექვსე სართულზე ჩავიდა, მერე გავიგე, რომ გარდაცვლილა. ლიფტიდან გამოსვლის მერე მოხდა აფეთქება. სახლის კარებამდე ვერ მივედი, ბლოკები დამეცა ზედ – მერე ვცდილობდი, ჩემი ოჯახის წევრები გადამერჩინა, ჩამოვიყვანე ისინი – გზაში საშინელება ხდებოდა – დაღუპულები… კიბეები წესრიგში იყო… ლიფტი მეცხრეზეა გაჩერებული-არ ჩამწყდარა. ღამით აგვიშვეს, მეექვსეზე დანგრეულია საერთოდ, ჩემთან მეცხრეზე არაფერია, ბზარებია ირგვლივ”. 


    ადამიანი, რომელიც გუშინდელ აფეთქებას ბეწვზე გადაურჩა

    ტრაგედია დიდ დიღომში: რა ვიცით ამ დროისთვის


    დიდ დიღომში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო


  • რას წერს HUMAN RIGHT WATCH ქართული მედიის მდგომარეობაზე

    {{ARTICLEIMAGE}}ავტორიტეტული საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Right Watch 2018 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც ტრადიციულა მსოფლიოს 90–ზე მეტ ქვეყანასთან ერთად საქართველოც მოხვდა. სხვადასხვა პრობლემებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი მედიის მდგომარეობას ეთმობა. ანგარიშში ნათქვამია:


    “2017 წლის დეკემბერში პარლამენტმა დაამტკიცა ცვლილებები კანონში მაუწყებლობის შესახებ, რის შედეგადაც საზოგადოებრივ მოუწყებელს მიეცა კომერციული რეკლამიდან შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდის უფლება. ამ ცვლილებას აკრიტიკებენენ კერძო ტელეარხები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რადგან შიშობდნენ, რომ ბიუჯეტიდან დაფინანსებული ტელევიზიის შესვლა ისედაც შემცირებულ სარეკლამო ბაზარზე საფრთხეს შეუქმნის მომცრო, რეგიონალური მაუწყებლების არსებობას და ძირს გამოუთხრის მედიაპლურალიზმს. ამავე არგუმენტებით პრეზიდენტმა კანონს იანვარში ვეტო დაადო, მაგრამ პარლამენტმა ვეტო დაძლია.



    საქართველოს ყველაზე ყურებადი ტელემაუწყებლის მფლობელობასთან დაკავშირებული დავა კვლავ გრძელდება ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში. არხის ყოფილი მფლობელი ამტკიცებდა, რომ ის აიძულეს ტელევიზია საბაზრო ფასზე იაფად გაეყიდა და ახლა საკუთარი უფლებების აღსადგენად იბრძვის. თუმცა რუსთავი2–ის ამჟამინდელი მფლობელი სასამართლო საქმეს ხელისუფლებისგან მართულს უწოდებს, რომლის მიზანი ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის ხელში ჩაგდებაა. ამ საქმემ გააჩინა ეჭვები მედიაში ხელისუფლების ჩარევის შესახებ.



    ოქტომბერში ტვ იბერიამ მაუწყებლობა შეაჩერა და აცხადებდა, რომ ხელისუფლება კრიტიკულად განწყობილი მაუწყებლის დახურვას მათი დამფუძნებლისთვის ფინანსური პრობლემების შექმნით ცდილობდა. არხის მფლობელები აცხადებდნენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებმა შესთავაზეს არხზე უარი ეთქვათ მათი საგადასახადო დავალიანების პრობლემის მოგვარების სანაცვლოდ. ხელისუფლება ბრალდებებს უარყოფს.



    ოქტომბერში რამდენიმე მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა მკაცრად გააკრიტიკა სამოქალაქო სექტორის წევრები მას შემდეგ, რაც 13-მა წამყვანმა ადამიანის უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ერთობლივი კრიტიკული განცხადება მაღალი დონის კორუფციის შესახებ.“