Blog
-
მწეველები ფერების აღქმას სწრაფად კარგავენ
ადამიანები, ვინც დღეში ერთ კოლოფ სიგარეტზე მეტს ეწევიან თანდათანობით ფერების აღქმას კარგავენ. ასაკთან ერთად კი ბევრად სწრაფად კარგავენ მხედველობას, ვიდრე არამწეველები. აშშ–ს რატგერსის უნივერსიტეტის მკვლევარის, სტივენ სილვერშტაინის თქმით, მოწევა პრაქტიკულად ორჯერ ზრდის თვალის ბადურის დეგენერაციის რისკს, ასევე ხელს უწყობს თვალის ანთების განვითარებას და თვალის ბროლის გაყვითლებას.კვლევებმა აჩვენა, რომ დიდი რაოდენობით სიგარეტის მოხმარება და თუნდაც კვამლთან მუდმივი კონტაქტი უარყოფითად მოქმედებს თვალის მიერ ფერების და გეომეტრის აღქმაზე. ასეთ დასკვნამდ მეცნიერები ხუთწლიანი დაკვირვების შედეგად მივდნენ. ისინი 5 წლის მანძილზე აკვირდებოდნენ ადამიანებს, რომლებსაც სიგარეტი არასოდეს მოუწევიათ და ამავე ზომის მწეველთა ჯგუფს, რომლის წევრები ბოლო ათი წლის მანძლზე დღეში 20 ღერს ეწეოდნენ.ამ ექსპერიმენტის მონაწილეებს მხედველობა შემდეგი მეთოდით შეუმოწმეს: ეკრანზე ხაზებით დაფარული, ან ფერით შეფერილი მართკუთხედები გამოჰყავდათ, ასევე გეომეტრიული ფიგურები, რომლებიც სხვადასხვა ფერის წრეებისგან იყო შედგენილი.შედეგად გაირკვა, რომ არამწეველებს თითქმის ორჯერ მეტი კონტრასტული მხედველობა ქონდათ და ორ–სამჯერ უკეთ არჩევდნენ გეომეტრიულ ფიგურებს მწეველებთან შედარებით.მკვლევარები ვარაუდობენ, რომ ნიკოტინი და თამბაქოს წვის პროდუქტები არა მხოლოდ აუარესებენ მხედველობის ცენტრების მუშაობას მწეველის ტვინში, არამედ პირდაპირ ზემოქმედებას ახდენენ თვალებზე. ამავე დროს მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მხედველობის კონტრასტულობის გაუარესების მიზეზი შესაძლოა ბადურაში სისხლძარღვების შევიწროება და მის უჯრედებში ოქსიდანტების კონცენტრაციის მომატებაც გახდა. -
სან-ფრანცისკოში Samsung-ის ახალი პროდუქტების პრეზენტაცია დასრულდა
მსოფლიოს ერთ-ერთმა ელექტრონულმა გიგანტმა, Samsung-მა სან ფრანსისკოში ახალი პროდუქტების პრეზენტაცია დაასრულა.
სხვა პროდუქტებთან ერთად ღონისძიებაზე Galaxy Watch Active ანუ იგივე ”ჭკვიანი საათი” წარადგინა. 1.1-ინჩიანი ეკრანის ზომის მაჯის საათს 4GB-იანი RAM-ი და 239 ამპერიანი აკუმულატორი აქვს. დეველოპერებმა ყურადღება ერთ მთავარ ფუნქციაზე გაამახვილეს. Galaxy Watch Active-ს დღეიდან სისხლის წნევის გაზომვა შეუძლია. მას ასევე გააჩნია უსადენო დატენვის ფუნქციაც.
იგი ვერცხლისფერ, შავ, მწვანე და ვარდისფერ მოოქროსფრო ფედერებში იქნება წარმოდგენილი და მის შეძენას 8 მარტიდან შეძლებთ.
სან ფრანსისკოს პრეზენტაციაზე Samsung-მა დასაკეცი 5G მობილური ტელეფონი, Galaxy S სერიის სმარტფონები, უსადენო ყურსასმენები (Galaxy Buds-ი), Galaxy Tab S5e და Galaxy Fit-ი წარადგინა.
-
“ქართული მარში” თბილისის ყველა ცენტრალურ გამზირზე ლგბტ პრაიდის საწინააღმდეგო გამოსვლას აანონსებს
ქართული მარში თბილისის ყველა ცენტრალურ გამზირზე ლგბტ პრაიდის საპროტესტო გამოსვლას აანონსებს. სანდრო ბრეგაძე აცხადებს რომ ლგბტ ადამიანებს ღონისძიების ჩატარარების უფლებას არ მისცემენ. 18-23 ივნისს თბილისშილგბტ პრაიდის კვირეულია დაგეგმილი, რომელსაც ორგანიზებას “თბილისი პრაიდი” უწევს.
“ქართული მარში” გამართავს აქციებს ცენტრალურ მაგისტრალზე, მას შემდგომ რაც გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ მამათმავლები გეგმავენ ე.წ. გეი მარშის ჩატარებას, ჩვენს გვამებზე მოუწევთ გადავლა და ისე ჩატარება ამ სიბილწის ზეიმისა, რომელიც სიბილწის ზეიმიც დაგეგმილი არის ჩვენს დედაქალაქში”-ამბობს ბრეგაძე.
-
სოფელ მარადიდში ადგილობრივებმა ჰესის შესასვლელი გადაკეტეს
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მარადიდში ჰესის შესასვლელთან ადგილობრივმა მოსახლეობამ მთელი ღამე გაათენა. მათ ამ გზით ჰესის შესასვლელი გადაკეტეს, რათა ღამის განმავლობაში იქ მძიმე ტექნიკა არ შესულიყო.
„არ დავიშლებით, სანამ არ გადაწყდება ჩვენი სოფლის მდგომარეობა,“- აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე ალი დიდვანიძე.
„გამოუშვეს მოჭარბებული წყალი თურქეთის ჰესიდან და აქ რაღაც ტექნიკური ხარვეზი ჰქონდათ, როგორც მე ამიხსნეს. დავიწყებთ თუ არა ზარალი ამის შესწავლას და და თუ არის რა ზარალია მიყენებული მოსახლეობაზე და ინფრასტრუქტურაზე. მოეთხოვება კომპანიას და გატარდება ყველა კანონით გათვალისწინებული სანქცია,“- აცხადებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი ჯუმბერ ვარდმანიძე.
ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მდინარე ჭოროხმა დასახლება დატბორა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათი საცხოვრებელი სახლები საფრთხეშია და სოფლის დატბორვას ჰესის მშენებლობას უკავშირებენ. -
თიბისი ეროვნული ბანკის მიმართ დავას წყვეტს. სებ–ი გადაწყვეტილებას მიესალმება
მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას თიბისი ბანკის მმართველობიდან წასვლის შესახებ თიბისი ბანკის განცხადება მოჰყვა, რომელშიც ნათქვამია, რომ ბანკი სებ – ის მიმართ დავას წყვეტს და დაკისრებულ ჯარიმას გადაიხდის. ეროვნული ბანკი ამ გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს დადებითად აისახება ბანკის გამჭვირვალობაზე. საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ორი განცხადება ერთად არის გამოქვეყნებული როგორც საქართველოს ეროვნული ბანკის და თიბისი ბანკის ერთობლივი განცხადება
ბოლო დღეების განმავლობაში, დეტალურად ვიხილავდით თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს, რაზეც გვინდა განვაცხადოთ შემდეგი:
თიბისი ბანკის განცხადება
გამომდინარე იქიდან, რომ თიბისი ბანკი ითვალისწინებს ქვეყნის საინვესტიციო იმიჯისთვის შესაძლო ზიანს და პატივს სცემს ეროვნული ბანკის, როგორც კვალიფიციური რეგულატორის როლს და მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის ბოლო გადაწყვეტილებები გასაჩივრებული იქნა სასამართლოში, თიბისი ბანკი აცხადებს, რომ განახორციელებს სააქციო საზოგადოება თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს რესტრუქტურიზაციას იმდაგვარად, რომ ბანკის დამფუძნებელი აქციონერები არ იქნებიან წარმოდგენილი ს/ს თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში. ისინი ინარჩუნებენ TBC Bank Group PLC (თიბისი ბანკის 100% იანი აქციონერი ლონდონში) დირექტორთა საბჭოში, თავჯდომარის და მოადგილის პოზიციებს. თიბისი ბანკი წყვეტს სასამართლო დავებს ეროვნული ბანკის წინააღმდეგ და გადაიხდის ეროვნული ბანკის მიერ ჯარიმის სახით დაკისრებულ 1 მილიონ ლარს.
ამასთან, თიბისი ბანკი, ეროვნულ ბანკთან ერთად, აგრძელებს მუშაობას კორპორაციული მართვის ხარისხის კიდევ უფრო გაუმჯობესებაზე. თიბისი ბანკის კორპორაციული მართვის თემაზე მესამე პირების მხრიდან კითხვების გამორიცხვის მიზნით, თიბისი PLC ჯგუფი მოახდენს ინტერესთა კონფლიქტის ტრანზაქციების, პროცედურების და მართვის პრაქტიკის შესწავლას საერთაშორისო რეპუტაციული კომპანიის მიერ.
ეროვნული ბანკის განცხადება
საქართველოს ეროვნული ბანკი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას. აღნიშნული დადებითად აისახება ბანკის გამჭირვალობაზე და გაზრდის ნდობას ინვესტორთა მხრიდან, რაც, საბოლოო ჯამში, პოზიტიურ გავლენას იქონიებს როგორც ბანკის, ასევე ქვეყნის საფინანსო სექტორის განვითარებაზე.
ეროვნული ბანკი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თიბისი ბანკი ქვეყანაში და რეგიონში ერთ-ერთი წამყვანი ფინანსური ორგანიზაციაა და დაკომპლექტებულია მაღალი კვალიფიკაციის მქონე აღმასრულებელი მენეჯმენტითა და სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრებით. თიბისი ბანკი ძლიერი და მდგრადი საკრედიტო ინსტიტუტია და სრულად აკმაყოფილებს ეროვნული ბანკის მიერ დაწესებულ ეკონომიკურ ნორმატივებსა და ლიმიტებს.
ამასთან, ეროვნული ბანკი აღნიშნავს, რომ ამ შემთხვევაში, მისი საზედამხედველო ყურადღების საგანს წარმოადგენდა ინტერესთა კონფლიქტის რისკები და ასევე, ინტერესთა კონფლიქტის მარეგულირებელი კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები, რომლებიც 2007-2008 წლების ტრანზაქციებს უკავშირდება.
ეროვნული ბანკი, თავის უფლებამოსილების ფარგლებში, აგრძელებს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს.
ამით ორივე მხრიდან ეს კონკრეტული საკითხი ამოწურულია. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ აღნიშნულ თემებზე სპეკულაციებისგან.– ნათქვამია სებ–ის განცხადებაში
-
“ივანიშვილმა მიაღწია იმას რაც უნდოდა“- გიგი უგულავა ხაზარაძის წასვლაზე
თიბისი ბანკიდან მამუკა ხაზარაძის წასვლას ევროპული საქართველოს ლიდერი ფეისბუქ სტატუსით აფასებს. გიგი უგულავა წერს, რომ მამუკა ხაზარაძეს მეტი არჩევანი არ ქონდა:“პრინციპში სწორი გადაწყვეტილებაა. სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ფაქტია, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში. ამას არც აქციონერები დაუშვებდნენ და არც ქვეყნისთვის იქნებოდა სწორი. კავკასიური ცარცის წრის სცენა გათამაშდა. ხაზარაძემ – ბავშვს ხელს ვერ მოვაძრობ და ხელი გაუშვა. ალბათ ივანიშვილიც გაეშვება. მან მიაღწია იმას რაც უნდოდა. ამოგანგლა ხაზარაძე და ახლა თავი უნდა ამართლებინოს, რომ არაა აქლემი. პროკურატურის საქმე კი დამოკლეს მახვილივით ეკიდება სადმე კუთხეში.
შედეგი: დაზარალდა ქვეყნის იმიჯი. გაღრმავდა ტოტალური უიმედობის და განუკითხაობის განცდა.
დასკვნა: კონსოლიდაცია, ბრძოლა და ამათი გაყრა.
ვადები: ყოველი დღე ძვირფასია“ – წერს გიგი უგულავა -
მამუკა ხაზარაძე თიბისი ბანკიდან მიდის
თიბისი ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე თიბისიდან მიდის. განცხადება ამის შესახებ მან დღეს გაავრცელა. გთავაზობთ განცხადების ტექსტს სრულად:მეგობრებო,
თიბისელებო,ჩემი და თიბისი გუნდის გულშემატკივრებო!უპირველეს ყოვლისა, მინდა მადლობა გადაგიხადოთ 27 წლის განმავლობაში გაწეული მეგობრობისთვის, თანადგომისთვის და ერთად გაკეთებული საქმეებისთვის.ცხოვრებაში დგება ეტაპები, როცა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს იღებ, მეც ბევრჯერ მქონია ასეთი, ახლაც ამ შემთხვევასთან მაქვს საქმე.აღარ განვმეორდები, თუ როგორი შეტევის ქვეშ იმყოფება ჩვენი ჯუფი, ბანკი. შედეგად, ჩვენმა საერთაშორისო აქციონერებმა ერთ თვეში 200 მილიონი დოლარის ზარალი მიიღეს, შესაბამისად, ჩვენმა ქვეყანამაც სერიოზულად იზარალა. ყოველგვარი გამოძიებისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე მოგვაყენეს სერიოზული რეპუტაციული ზიანი ფულის გათეთრების აბსურდულ საკითხთან ვითომდა კავშირში, რომლის არარსებობა საერთაშორისო დონეზეა დამტკიცებული.სამწუხაროდ, არცერთ სახელმწიფო მოხელეს არ გამოუთქვამს სურვილი, პრემიერის და მისი მინისტრების ჩათვლით, შეგვხვედროდნენ და პირადად დაინტერესებულიყვნენ ამ მეტად მნიშვნელოვანი საქმით, როგორც ჩვენი გუნდისთვის, ისე ჩვენი ქვეყნისთვის, მიუხედავად იმისა, რომ რამოდენიმე მათგანს პირადად მივწერე და შესაბამისი დოკუმენტებიც გადავუგზავნე გასაცნობად, პასუხი არავისგან მოსულა. სამაგიეროდ მოვისმინემათი ბევრი კომენტარი საჯარო სივრცეში.მე მივხვდი, რომ მიზანი ჩემი დისკრედიტაციაა, იმასაცმივხვდი, რომ აქ, ჩვენთან, წარმატებას ებრძვიან, მივხვდი, რომ კომპანიის ზრდას საქართველოში ლიმიტი უნდა ჰქონდეს დაწესებული. ჩემზე ასეთი თავდასხმა პირდაპირ აისახება ჩვენი ბანკის რეპუტაციაზე.ბანკი კი არ შეიძლება ხანგრძლივ სასამართლო დავაში იყოს თავის რეგულატორთან, მითუმეტეს თუ ეს უკანასკნელი არაა თავისუფალი თავის გადაწყვეტილებებში, მიუხედავად მისი კანონით მინიჭებული მაღალი ხარისხის დამოუკიდებლობისა.დღეს ლონდონში ბანკის სამეთვალყურეო საბჭომ მიიღო გადაწვეტილება ეროვნულ ბანკთან სამართლებრივი დავის შეწყვეტასთან დაკავშირებით, მხოლოდ და მხოლოდ ბანკის, მისი აქციონერების და დეპოზიტარების ინტერესებიდან გამომდინარე.შესაბამისად, მე მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე, ბანკიდან, რომელიც 500 დოლარიდან რეგიონის უმსხვილეს მოთამაშედ ვაქციე ჩემს გუნდთან ერთად.იმედია, ეს გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს ბანკის მომავალ სტაბილურ და მშვიდ გარემოში განვითარებაზე, მე კი მთელ ჩემს ენერგიას ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანეს – ანაკლიის პროექტის განხორციელებას მივუძღვნი. იმედია, დამცალდება საქმის ბოლომდე მიყვანა.სამშაბათს, როგორც დავპირდი პარლამენტს და საზოგადოებას, ვიქნები კომიტეტის მოსმენაზე, რათა მშვიდად განვიხილო და გავაცნო საქმის დეტალები პარლამენტარებს და საზოგადოებას.ამავე დროს დამოუკიდებლად გავაგრძელებ ჩემი უფლებების სამართლებრივ დაცვას სასამართლო წესით, როგორც კერძო პირი საქართველოში და უცხოეთში.პატივისცემით,მამუკა ხაზარაძე -
“სააკაშვილის ერთპიროვნული ლიდერობით ივანიშვილის დამარცხება გაჭირდება “– ნიკა მელია
ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ნიკა მელია აცხადებს, რომ პარტიის ამოცანა ოპოზიციურად განწყობილ პარტიებთან მჭიდრო ურთიერთობა და დიდი ოპოზიციური გაერთიანების შექმნაა. ტელეკომპანია “კავკასიის“ ეთერში დასმულ კითხვაზე, არის თუ არა თანხვედრაში ნაციონალური მოძრაობის და მიხეილ სააკაშვილის დღის წესრიგი ნიკა მელია პასუხობს, რომ არის შემთხვევები, როდესაც, პარტიისა და მიხეილ სააკაშვილის გზავნილებს შორის ხშირად ხდება აცდენა, მაგრამ ეს ჩვეულებრივი პროცესია.„მიხეილ სააკაშვილის გარეშე შეუძლებელია ივანიშვილის დამარცხება, მაგრამ სააკაშვილის ერთპიროვნული ლიდერობიდათც გაჭირდება მისი დამარცხება“ – განაცხადა მელიამ. ის დარწმუნებულია, რომ სააკაშვილისა და პარტიის ინტერესებს შორის აცდენა არ მოხდება. „თუმცა, თუკი მიზანთან მაინც და მაინც წინააღმდეგობაში მოვა მიხეილ სააკაშვილის ქმედებები, განცხადებები, ჩვენ დავრჩებით ოპოზიციაში. ეს იქნება და ეს“ – განაცხადა მელიამ გადაცემა „ბარიერში“ . მისივე თქმით, თუ სწორი სტრატეგია არ შემუშავდა, ფართო ოპოზიციური გაერთიანების გარეშე არაფერი გამოვა.