Blog

  • რას უპირებს კალაძე ელიავას ბაზრობას

    თბილისის მერი ელიავას ბაზრობასთან დაკავშირებულ გეგმებზე საუბრობს. კახა კალაძემ დღეს კომენტარი გააკეთა ელიავას ბაზრობის ტერიტორიასთან დაკავშირებით. თბილისის მერი ამბობს, რომ დღეს არსებული მოცემულობა მიუღებელია და მათი ამოცანა ამ მოცემულობის შეცვლაა, თუმცა კალაძე ჯერჯერობით არ აკონკრეტებს, როგორი იქნება ელიავას ბაზრობის მომავალი. მისი თქმით, განიხილება როგორც ბაზრობის გადატანის, ასევე მის ნაცვლად თანამედროვე სავაჭრო კომპლექსის აშენების იდეა. კალაძე ამბობს, რომ ეს ტერიტორია კერძო საკუთრებაა და წინასწარ განცხადებების გაკეთება არ უნდა, ვიდრე მფლობელთან მოლაპარაკებები არ მოხდება ქალაქის ინტერესების და კერძო საკუთრების უფლების გათვალისწინებით.

  • NATO-ს პასუხი რუსეთის მუქარას

    ჩრდილო ატლანტიკური ალიანსი რუსეთის მუქარაზე კომენტარს აკეთებს. ის, რასაც NATO საქართველოში აკეთებს, ჩრდილოატლანტიკური ალიანსი თავდაცვისუნარიონობის ამაღლებად განიხილავს და არა აგრესიად. 

    “რასაც ჩვენ საქართველოში ვაკეთებთ, ამ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას ზრდის და არა აგრესიის შესაძლებლობებს. საქართველოს უფლება აქვს, გააძლიეროს საკუთარი თავდაცვის შესაძლებლობები, რათა უკეთ შეძლოს საკუთარი ხალხისა და ტერიტორიის დაცვა. ეს არის ის, რასაც NATO საქართველოში აკეთებს”, განაცხადა NATO-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა საქართველოში როსარია პუგლასმა.

    წყარო – “აქცენტი”

  • დავით კირკიტაძე ციხეში დაქორწინდა

    “ნაციონალური მოძრაობის” წევრი დავით კირკიტაძე ე.წ. მატროსოვის ციხეში დაქორწინდა. მისი რჩეული ესთეტიკური ცენტრის გაყიდვების დირექტორი, 27 წლის მარიამ ახობაძეა.

    წყვილის სამოქალაქო ქორწინების გასაფორმებლად სასჯელაღსრულების მე-9 დაწესებულებაში რეესტრის თანამშრომელი მიავლინეს.

    დავით კირკიტაძემ ქორწინების მოთხოვნით ციხის ადმინისტრაციას თავად მიმართა.

    წყარო – პრაიმ ტაიმი

  • თევდორე მღვდლის ქუჩაზე ხანძარია

    ხანძარი თევდორე მღვდლის ქუჩაზე – სავარაუდოდ, საცხოვრებელი სახლი იწვის. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, რომ ხანძარი საცხოვრებელი კორპუსის მეექვსე სართულზე გაჩნდა. ადგილზე 5 სახანძრო-სამაშველო ჯგუფია მობილიზებული.

  • ივანიშვილი რუსულ ბაზებს დენით უფასოდ ამარაგებს – ოქრუაშვილი

    საქართველოს ენერგოსექტორის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) და კომპანია “ინტერ რაოს” შორის მოკლევადიანი კონტრაქტის გაფორმებას თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი აკრიტიკებს. ყოფილი მინისტრი სოციალურ ქსელში წერს კონტრაქტით გამოწვეულ შესაძლო საფრთხეებზე. 

    “ესენი უკვე მავნებლებიც აღარ არიან. უკვე აშკარად მტრები გახდნენ საკუთარი ქვეყნის. გუშინ, ეკონომიკის მინისტრის, გიორგი ქობულიას დავალებით, ხელშეკრულება გააფორმეს აფხაზეთისათვის რუსეთიდან 45 მილიონი კილოვატსაათი ელექტროენერგიის შესყიდვის და უფასოდ მიწოდების შესახებ.

    მარტივად რომ ვთქვათ, რუსულ ბაზებს, ოთხოზორიას მკვლელებს და ათას ნაძირალას, ჩვენი ჯიბიდან ამოღებული ფულით ნაყიდი დენით უფასოდ ამარაგებს ივანიშვილი. მაშინ, როდესაც აქ 100 000-ზე მეტი ბავშვი შიმშილობს და ჯარისკაცს ფორმას ვერ აცმევენ. ენგურჰესი დაცალეს, 50%-ზე მეტი ელექტროენერგია ისედაც უფასოდ აჩუქეს აფხაზებს და დამატებით რუსეთიდან უყიდეს.

    მაგ მავნებლურ სქემას კალაძემ ჩაუყარა საფუძველი, როდესაც ენერგეტიკის მინისტრი იყო. მოვა დრო და ყველას მოეთხოვება”, წერს ირაკლი ოქრუაშვილი. 

    ცნობისათვის: საქართველოს ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, “ენგურჰესის გადატვირთვის თავიდან ასაცილებლად და ოპტიმალური ბალანსის შესანარჩუნებლად, საქართველოს ენერგოსექტორის კომერციულ ოპერატორს (ესკოს) და კომპანია “ინტერ რაოს” შორის მოკლევადიანი კონტრაქტი გაფორმდა”.

    კონტრაქტის შესაბამისად, “ოკუპირებულ აფხაზეთს დეფიციტის დასაფარად 2019 წლის მარტში ერთჯერადად მიეწოდება 45 მლნ კვტსთ ელექტროენერგია, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 20 პროცენტს შეადგენს. რეგიონი ელექტროენერგიას მიიღებს ელექტროგადამცემი ხაზი “სალხინოს” მეშვეობით, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული სისტემის შემადგენელი ნაწილია”.

    ამასთნ, მას შემდეგ, რაც აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება გაიზარდა, საქართველოს მთავრობა ზამთრის სეზონზე პერიოდულად მიმართავდა მსგავსი მექანიზმის გამოყენებას აფხაზეთში მოხმარების დეფიციტის დასაბალანსებლად.

    “აღსანიშნავია, რომ 2018 წელს “ენგურჰესზე” გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60 პროცენტი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიას მიეწოდა, 40 პროცენტი კი, ოკუპირებულ აფხაზეთს, რაც ოპტიმალურთან მიახლოებული პარამეტრებია”.

    როგორც ცნობილია, ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე ელექტრონერგიის ჭარბ მოხმარებას ვეღარ უზრუნველყოფს იქედან გამომდინარე, რომ ყოველი წლის თებერვლის ბოლოს, ენგურჰესზე წყლის დონე კრიტიკულ ნიშნულამდე ეცემა.

  • სამეფო კარის თამაშების ფინალი შოკისმომგვრელი და გრანდიოზული იქნება

    მსახიობმა ემილია კლარკმა, რომელიც სერიალ სამეფო კარის თამაშებში დეინერის ტარგარიენის როლს თამაშობს სერიალის ფანატების ინტერესი მისი ფინალის მიმართ უკიდურესად გაზარდა. მსახიობი ამბობს, რომ ვერავინ გამოიცნობს, როგორ დამთავრდება პოპულარული საგა.
    ჟურნალისტმა რაიან სიკრეტსმა ემილიასთან ინტერვიუ ოსკარის ცერემონიალის დროს აიღო. კითხვაზე, რა ელოდებათ სერიალის თაყვანისმცემლებს კლარკმა მოკლედ უპასუხა: “შოკი. ეს იქნება გრანდიოზული ფინალი.“
    მსახიობმა ჟრუნალისტს უამბო, რომ გადამღებ ჯგუფს დიდი დროის დახარჯვა მოუწია ამ ისტორიის ფინალის შესაქმნელად, რადგან ის რთული და შრომატევადი იყო.

    სერიალ სამეფო კარის თამაშების მერვე სეზონი 14 აპრილს დაიწყება. ამ სეზონში ექვსი ეპიზოდი იქნება. სერიალის მსახიობები პროექტს ნელ–ნელა ემშვიდობებიან და იმ იმიჯსაც იცვლიან, რომელიც სერიალის გადაღებებისთვის სჭირდებოდათ. მაგალითად, ემილია კვლავ წაბლისფერთმიანი გახდა, მეისი უილიამსი (არია სტარკი) საერთოდაც ვარდისფერთმიანი, კიტ ჰარინგტონმა კი თმა მოკლედ შეიჭრა და ულვაში მოუშვა.

  • კოდუების დედა, ბიზნესმენი ლაურა ღაჭავა კოტრდება

    სხვადასხვა ბიზნესის მფლობელი, ყოფილი მაღალჩინოსნის, ერეკლე კოდუას დედა ამბობს, რომ სამკერვალო ქარხანა დახურა, რის შედეგადაც 250 თანამშრომელი სამსახურის გარეშე დარჩა. ამის მიზეზად ლაურა ღაჭავა მის წინააღმდეგ მიზანმიმართულ ქმედებებს ასახელებს.

    “ახლა მოდაში კალაძე, ბაგრატიონი და სხვები არიან, ნაცვლად იმისა, რომ მრავალწლიანი გამოცდილების მქონე ქალ ბიზნესმენს ხელი შეუწყონ, პირიქით ხდება. მითუმეტეს მაშინ, როდესაც დაახლოებით 12 მილიონი სესხი მაქვს აღებული სწორედ ამ ქარხნის გამო და 3.5 მილიონი კიდევ გადასახდელი მაქვს თიბისი ბანკისთვის, ახლა კი ჰაერში ვარ”, აცხადებს ლაურა ღაჭავა.

    მისივე თქმით, “მონკლერი” მისი ყველაზე მსხვილი დამკვეთი იყო, სხვა კონტრაქტები კი ხარჯებსაც ვერ ფარავდა. უწევდა მკერავების ტრანსპორტირების, კვების, დაზღვევის უზრუნველყოფა- “7 წელია, ქარხანა მუშაობს და ამ ხნის განმავლობაში ინვესტიცია მუდმივად უკან ბრუნდებოდა”.

    ღაჭავას თქმით, ამ ფაქტის გამო გაოგნებულები არიან მისი პარტნიორებიც, მათ შორის გერმანელი და პოლონელი დამკვეთები, რომლებისგან ახალი შეკვეთის მიღებას ელოდა, თუმცა მათ საქართველოში ვიზიტი გადადეს, რასაც თიბისი ბანკის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს უკავშირებს.

    “ახალ მინისტრთან შეხვედრა არ მქონია, რა აზრი აქვს. ვფიქრობ და სამწუხაროდ გამოსავალს ვერ ვპოულობ”, ამბობს ლაურა ღაჭავა.

    წყარო – gbc.ge

  • თიბისის საქმე: ბიზნესმენი ავთო წერეთელი პირველ კომენტარს აკეთებს

    თიბისის 17 მილიონიანი სესხის ბენეფიციარი, ბიზნესმენი, “ტვპირველის” დამფუძნებელი ავთო წერეთელი ბანკის მიერ ვალის ჩამოწერის შესახებ ინფორმაციას ტყუილს უწოდებს. ავთო წერეთელი აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძეს მან თავისი ფული ასეხა – აღებული კრედიტი უკვე მის განკარგულებაში იყო და ამ კრედიტს მას მისცემდა, ვისაც უნდოდა.

    “რაც არ უნდა იხტუნაონ, მანდ ფულის გათეთრება გამორიცხულია”,ამბობს წერეთელი.

    ბიზნესმენი აცხადებს, რომ ახლა ვალი ისრაელის კომპანიის Martello Group-ის გადასახდელია. 25 000 -ზე მეტი კი ბანკში მას აქვს შეტანილი.

    ბიზნესმენი განმარტავს, რომ ბანკთან შემხებლობაში მას ხაზარაძე-ჯაფარიძესთან ურთიერთობა არ აქვს, პირადი ურთიერთობები კი სხვაა.

    საქართველოს გენერალური პროკურატურა “თიბისი ბანკის საქმეზე“ დაკავშირებით საქმეს უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე იძიებს. საუბარია 17 მილიონ დოლარზე. 8 იანვარს ცნობილი გახდა, რომ გენერალურმა პროკურატურამ მიმდინარე გამოძიების ფარგლებში “თიბისი ბანკიდან” გარკვეული დოკუმენტაცია ამოიღო.

     

  • დემნა გვასალია ბალენსიაგას პრე-კოლექციებს აუქმებს

    ქართველი დიზაინერი ბალენსიაგას ჩვენებამდე 5 დღით ადრე დასავლურ მედიასთან საუბრისას ამბობს, რომ ის ძალიან წუხს დღევანდელი დიზაინერების მდგომარეობის გამო, ისინი გადაღლილები არიან ამდენი მუშაობით, დიზაინერებს იმაზე მეტს სთხოვენ ვიდრე ეს შესაძლებელია , რაც კოლექციების შემქმნელების მიმართ დიდი უპატივცემულობაა.

    „3 თვე კოლექციის შესაქმნელად? ყველამ იცის რომ ეს პრობლემაა. ხალხი გადაიწვა, შემოქმედები გაგიჟდნენ. გავიაზრე, რომ ასე გაგრძელება აღარ შემიძლია, რადგან შემოქმედებითი პროცესის მიმართ უპატივცემულობაა. სეზონები ძალიან აბსტრაქტულია. გაზაფხულის კოლექციაში ბეწვის ქურთუკს მთხოვენ “ -ამბობს დემნა გვასალია.

    გვასალია მოდის ინდუსტრიას სთავაზობს წელიწადში მხოლოდ ორი ძირითადი ჩვენება გააკეთდეს. გაზაფხული/ზაფხული და შემოდგომა/ზამთარი
    დემნა გვასალია ბალენსიაგას ახალ კოლექციას პარიზის მოდის კვირეულზზე 3 მარტს წარადგენს.

  • “პოლიტიკოსის ჯგუფური სექსის” ფაილი მათიკაშვილმა პოლიციას გადასცა

    “გირჩის” მიერ ჩატარებული ექსპერიმენტის ერთ-ერთი ადრესატი დავით მათიკაშვილი აცხადებს, რომ მან მართლაც მიიღო ჰაკიმ ფაშას სახელით გაგზავნილი “პოლიტიკოსის ჯგუფური სექსის” ფაილი. პოლიტიკოსმა ამის გამო პოლიციას მიმართა.

    “26 თებერვალს, გვიან, რაღაც ფაილი მომივიდა, განვაცხადე პოლიციაში. კანონიც მავალდებულებდა და პირადად ჩემი ინტერესია, არავის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები არ მოხვდეს ჩემს არეალში. დღეს უკვე გამოკითხვის ოქმი გაკეთდა – ჩემი თანდასწრებით გაიხსნა ვიდეო. ვნახეთ, რომ მართალია პარლამენტარის სექსია, მაგრამ საქართველოს არ ეხება. ხუმრობაა, ექსპერიმენტია თუ რა არის, ჯობს, უკეთესად იხუმრონ. გამომძიებელი აქ მოვიდა დილას, გამომძიებლის თანდასწრებით გაიხსნა ეს ვიდეო. ხუმრობის მიზანი რა იყო, გასაგებია, მაგრამ სხვა კუთხითაც უნდა შევხედოთ ამ თემას”, ამბობს დავით მათიკაშვილი.