Blog

  • მელანია ტრამპის იდეალური საგაზაფხულო გარდერობი

    მელანია და დონალდ ტრამპი კორეიდან დაბრუნების შემდეგ ფოტოგრაფებმა თეთრ სახლთან გადაიღეს. მელანიას ელეგანტური საგაზაფხულო ჩაცმულობა როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე, მედიის განხილვის თემა გახდა. მშვენიერი ფორმის თეთრ კაბასთან და საგაზაფხულო თემატიკის მოსასხამთან ერთად მას ფეხზე ქრისტიან ლაბუტინის ნარინჯისფერი ფეხსაცმელი ეცვა. ეს ბრენდი აშშ–ს პირველი ლედის საყვარელი ბრენდია, ისევე როგორც მანოლო ბლანიკი. ამ ორი ბრენდის ფეხსაცმელი მის გარდერობში უხვად არის.

    შაბათ–კვირას ამერიკის პრეზიდენტი და პირველი ლედი პალმ ბიჩზე, მარ–ა–ლაგოში მდებარე სახლში გაემგზავრნენ. აქვე გეგმავენ ისინი აღდგომის გატარებას.

  • ქობულეთში მაღაზიიდან შესაწირი ყუთი მოიპარეს

    ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ აჭყვისთავში გვიან ღამით  მაღაზია გაქურდეს. სოფელი ტაძრის მშენებლობისთვის თანხას აგროვებდა, შესაწირი ყუთი კი მაღაზიაში იყო განთავსებული, რომელიც მძარცველებმა წაიღეს. შესაწირ ყუთში დაახლოებით 700 ლარი იყო, ქურდებმა ასევე საკვები პრუდუქტებიც წაიღეს. 

    მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.

  • ეკონომიკის ახალმა მინისტრმა 2012 წელს ნაციონალურ მოძრაობას 35 000 ლარი შეწირა

    ეკონომიკის ახალმა მინისტრმა, ნათია თურნავამ 2012 წლის აგვისტოში ერთიან ნაციონალურ მოძრაობას 35 000 ლარი შესწირა. ინფორმაციას ამის შესახებ ტაბულა ავრცელებს.
    ნათია თურნავა 2000–2006 წლებში ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. შემდეგ კერძო სექტორში გადაინაცვლა, სადაც 2000 წელს დაინიშნა. მან თანამდებობა ვარდების რევოლუციის შემდეგაც შეინარჩუნა, 2006 წლის ბოლოდან კი კერძო სექტორში გადაინაცვლა და 2006-2013 წლებში  საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის დირექტორთა საბჭოს წევრი, საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იყო. 2013 წლიდან 2018 წლამდე თურნავა ბიძინა ივანიშვილის დაარსებული საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილედ მუშაობდა, ვიდრე კვლავ ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს დაუბრუნდებოდა. 2019 წლის 18 აპრილს კი ეკონომიკის მინისტრის პოსტზე გიორგი ქობულია შეცვალა.
  • ათივე შვილი ჩვენია, 6 სუროგაციით გვყავს გაჩენილი- უკრაინის მოქალაქე

    „ათივე შვილი ჩვენია, 6 სუროგაციით გვყავს გაჩენილი. უკრაინის მოქალაქე ვარ, სოხუმში ბინა ვიქირავეთ და იქ ვაპირებდით საცხოვრებლად გადასვლას. არანაირ ტრეფიკინგს ადგილი არ ჰქონია. ჩემი ოჯახი საქართველოში უკვე 10 დღეა, რაც იმყოფება. ისინი თბილისიდან ზუგდიდის გავლით აპირებდნენ აფხაზეთში გადასვლას და დოკუმენტების მოწესრიგებას ელოდებოდნენ. ახლა რუსეთში ვარ და ვაპირებ აფხაზეთში ჩავიდე,“ – განცხადება უკრაინის მოქალაქემ გააკეთა, რომლის მეუღლის წინააღმდეგაც ზუგდიდში  ტრეფიკინგის ბრალდებით გამოძიება დაიწყო

    გავრცელებული ინფორმაციით, არასრულწლოვანები უკრაინის მოქალაქეები არიან და ბინა რამდენიმე დღით მათმა მეურვემ იქირავა. უკრაინის მოქალაქე ამტკიცებს, რომ ბავშვები მისი შვილები არიან. თუმცა ადგილობრივებს ეჭვი აქვთ რომ ქალს ბავშვები აფხაზეთში გასაყიდად გადაყავდა.ტრეფიკინგის ბრალდებას უარყოფს მამაკაცი და აცხადებს, რომ ბავშვების მამაა.

    „ათივე შვილი ჩვენია, 6 სუროგაციით გვყავს გაჩენილი. უკრაინის მოქალაქე ვარ, სოხუმში ბინა ვიქირავეთ და იქ ვაპირებდით საცხოვრებლად გადასვლას. არანაირ ტრეფიკინგს ადგილი არ ჰქონია. ჩემი ოჯახი საქართველოში უკვე 10 დღეა, რაც იმყოფება. ისინი თბილისიდან ზუგდიდის გავლით აპირებდნენ აფხაზეთში გადასვლას და დოკუმენტების მოწესრიგებას ელოდებოდნენ. ახლა რუსეთში ვარ და ვაპირებ აფხაზეთში ჩავიდე,“ – განაცხადა უკრაინის მოქალაქემ.

    ზუგდიდში ინტოქსიცირებული 10 ბავშვის თანმხლებ ქალთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

  • ზუგდიდში გამოძიება, ინტოქსიცირებული 10 ბავშვის თანმხლებ ქალთან დაკავშირებით, ტრეფიკინგის ბრალდებით დაიწყო

    კვებითი ინტოკსიკაციის ნიშნებით ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში 10 ბავშვი შეიყვანეს, მათ შორის ერთი შვიდი თვის გოგონაა. არსებული ინფორმაციით, ბავშვები ზუგდიდში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში ქალთან ერთად ცხოვრობდნენ. ისინი უკრაინის მოქალაქეები არიან. ექიმის ინფორმაციით, მათ სპეციალიზირებულ კლინიკაში, კერძოდ, ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანენ.

    ქალთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.  ქალი ამტკიცებს რომ ისინი მისი შვილები არიან თუმცა გამოძიებამ დაადგინა რომ 10 ბავშვიდან ოთხი 2017 წელს არის დაბადებული. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ გამოძიებამ უკრაინელი მოქალაქის მიმართ გამოძიება ტრეფიკინგის ბრალდებით დაიწყო.  საგამოძიებო უწყებაში აცხადებენ, რომ აღნიშნული პირი ბავშვების ოკუპირებულ აფხაზეთში გადაყვანას გეგმავდა.

  • სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს და ასევე ამ ძეგლის აღდგენას – ზურაბიშვილი დავით გარეჯზე

    საქართველოს პრეზიდენტმა,  სალომე ზურაბიშვილმა ევროპა ნოსტრას ჯგუფთან ერთად, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი დაათვალიერა.

    ამის შესახებ მან ვიდეომასალა ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გაავრცელა, სადაც ის დავით გარეჯის აღდგენის აუცილებლობაზე საუბრობს და იმასაც აღნიშნავს, რომ ვერ ითმენს ვერც საზღვრის დადგენის საკითხი.

    „აქ ყველაფერში ჩანს, რომ აუცილებელია, ძალიან სწრაფად დაიწყოს ამ ძეგლის აღდგენა. სწორედ ამას ემსახურება ევროპა ნოსტრას მიერ დავით გარეჯის საფრთხის ქვეშ მყოფ ძეგლად გამოცხადება. აუცილებელია, ამ საქმეს სასწრაფოდ შევუდგეთ და ასევე სასწრაფოდ უნდა შევუდგეთ საზღვრის დადგენის საკითხს, რომელიც ვეღარ ითმენს,” – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. 

  • ჩინეთი საქართველოს ფაროსანასთან საბრძოლველად სპეციალურ ტექნიკას გადმოსცემს

    ჩინეთი საქართველოს სპეციალურ ტექნიკას გადმოსცემს, რომელიც ქვეყანაც “აზიურ ფაროსანასთან” ბრძოლაში დაეხმარება.  თვილისსში ოფიციალური დოკუმენტი აღჭურვილობის მისაღებად უკვე გაფორმდა.  სპეციალისტებს იმედი აქვთ, რომ აღჭურვილობა ქვეყანას ფაროსანასთან ბრძოლაში დიდ დახმარებას გაუწევს და მოსახლეობას მავნებლისგან დაიცავს. აღნიშნული ტექნიკა საქართველოში გაზაფხულზე, ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაწყებამდე შემოვა.

    დოკუმენტს ხელი მოაწერა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ხოლო ჩინეთის მხრიდან, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში, ძი იანჩიმ.

    „წლევანდელი წელი მავნებელთან ბრძოლის მიმართულებით გარდამტეხი უნდა იყოს. შარშან გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესი. წელს ჩვენი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად გაიზარდა. შარშან გვქონდა 150-მდე ერთეული ტექნიკა; წელს დონორების დახმარებით, მათი რაოდენობა 250-ია. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში საკმარისი გამოცდილებაც დაგვიგროვდა იმისთვის, რომ ჩვენ თხილის ხარისხიანი მოსავალი მივიღოთ, თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან ერთად, ინტეგრირებული ბრძოლის ღონისძიებების გეგმა გვაქვს. მეთხილე ფერმერებს დავეხმარებით, როგორც შეწამვლის აპარატებით, ისე სხვა მიმართულებებით“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

  • სოფელ მეჯვრისხევიდან რუსმა სამხედროებმა მწყემსი გაიტაცეს

    19 აპრილს გორის რაიონში სოფელ მეჯვრისხევთან, საოკუპაციო ხაზთან რუსმა სამხედროებმა  მწყემსი გაიტაცესს. ადგილობრივების ინფორმაციით, 45 წლის გოჩა ფიდიური სოფლის მიმდებარედ ოკუპანტებმა იმ დროს დააკავეს, როცა ის საქონელს აძოვებდა.მწყემსი, სავარაუდოდ, ცხინვალის დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. მას ბრალად ე.წ. საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა ედება.

    მომხდართან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. 

  • ლიბერთი ბანკის დაყაჩაღებისთვის 3 ახალგაზრდა დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ლიბერთი ბანკის“ დაყაჩაღების ფაქტი დანაშაულის ჩადენიდან 24 საათში გახსნა – დაკავებულია 3 პირი. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის პირველმა  მოადგილემ, კახა საბანაძემ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა.

    საბანაძის თქმით,  19 აპრილს დილის საათებში სამი შეიარაღებული ნიღბიანი პირი თავს დაესხა ლიბერთი ბანკის ვარკეთილის ფილიალს, იარაღის მუქარით გაიტაცა თანხა 2030 ლარამდე და მიიმალა. ყაჩაღებმა სხეულის დაზიანება მიაყენეს ბანკში მყოფ ორ მოქალაქეს, რომლებიც საავადმყოფოში გადაიყვანეს. დაშავებული მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

    ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მტკიცებულებათა ერთობლიობით, კერძოდ: საქმეში არსებული მოწმეთა ჩვენებებით, რომლებმაც დეტალურად აღწერეს დანაშაულის მზადების და შემდგომი განვითარების პროცესი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცებებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით და სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისისა და იმერეთის პოლიციის თანამშრომლების მიერ ერთობლივად დაკავებულ იქნა 2000 წელს დაბადებული ნიკოლოზ ჯანიაშვილი, 1998 წელს დაბადებული გურამ ხვადაგიანი, 1998 წელს დაბადებული ამირან ლაკვახელიანი. სამივე მათგანი წარსულში ნასამართლევია.

    პოლიციამ ბანკიდან გატაცებული თანხა ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

  • “ამ ქალთან მუშაობა შეუძლებელია“– ლაშა ჟვანიამ სალომე ზურაბიშვილის მუდმივ პრეტენზიებს ვერ გაუძლო

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის, ლაშა ჟვანიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ ინფორმაცია გუშინ გახდა ცნობილი. ამის შესახებ მან თავად დაწერა ფეისბუქ გვერდზე. ის მოვალეობის შესრულებას 1 მაისიდან შეწყვეტს.
    ჟვანიამ სალომე ზურაბიშვილის მიმართ ფეისბუქზე თბილი სიტყვებიც დაწერა:
    “ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა საიდან ვემსახურები ჩემს ქვეყანას, მაგრამ სჯობს იქედან, სადაც საკუთარი თავი ჯერ არ ამომიწურავს. მარტში მივმართე ჩემს რჩეულ პრეზიდენტს და მთავარსარდალს – მისი შეხედულებისამებრ, მისთვის ხელსაყრელ დროს გამათავისუფლოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობიდან. პრეზიდენტისთვის ხელსაყრელი დრო 1 მაისია.
    ახლა, პირველი მაისიდან მე ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ვაგრძელებ მუშაობას ჩემს ტკბილ და ბრძენ პატრიარქთან.
    მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის ამ მაღალი და დიდი პასუხისმგებლობის მონდობისთვის. როგორც ადრე, არც მომავალში, ჩემი ეკლესიის ტკბილ მეთაურთან მუშაობის დროს, დავიშურებ ჩემს სიყვარულით სავსე, მართალ სიტყვას და თავდადებას ჩემი სახელმწიფოს მეთაურის მიმართ.
    დიდი სოლომონ ბრძენის, ღვთისგან თავმდაბლად თხოვნის შედეგად მიღებულ გონიერ გულს გისურვებთ ყოველ გადაწყვეტილებასა და ქმედებაში მრავალგზის ცილწამებულო, მაგრამ ქვეყნისთვის ყველა დაბრკოლებაზე მაღლა მდგომო პრეზიდენტო, რათა გაარჩიოთ კეთილი და ბოროტი, მართალი და ტყუილი და თქვენი სახელმწიფოს მეთაურობით, ოთხი დღის უიმედოდ დატირებული ლაზარესავით აღდგეს საქართველოს დიდება და ჩვენი საზოგადოების თითოულმა წევრმა იგრძნოს სიკეთე პირველი ქალი პრეზიდენტის მეთაურობის, რათა ისრაელის კიდევ ერთი წმიდა დიდი მეფე დავითის დარად ერთსულვნად, თქვენი თაოსნობით გვეთქვას – “უფალი მეფობს”!“ –წერს ლაშა ჟვანია ფეისბუქ გვერდზე, სადაც სალომე ზურაბიშვილის და პატრიარქის ფოტოს აქვეყნებს.
    ლაშა ჟვანია თავადაც წერს, რომ სალომე ზურაბიშვილს თანამდებობიდან წასვლის სურვილის შესახებ ჯერ კიდევ მარტში შეატყობინა. სალომე ზურაბიშვილმა მაშინ ჟვანია არ გაუშვა. კულუარული ინფორმაციით ჟვანიამ წასვლა სალომე ზურაბიშვილის მუდმივი პრეტენზიების გამო გადაწყვიტა. ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობენ, რომ პრეზიდენტს ჟვანიასთან მუდმივად ქონდა შენიშვნები, ხშირ შემთხვევაში დაუსაბუთებელი.

    წყაროები, რომელთაც საკუთარი ვინაობის დასახელება არ სურთ, ამბობენ, რომ სალომე ზურაბიშვილს საკუთარი მეგობარი ქალბატონები, რომლებსაც მასზე დიდი გავლენა აქვთ, ხშირად ეუბნებოდნენ, რომ ბევრი რამის უკეთ გაკეთება შეიძლებოდა, ვიდრე ამას ჟვანია აკეთებდა. მუდმივი პრეტენზიებისგან ლაშა ჟვანია დაიღალა და ბოლოს სალომე ზურაბიშვილს უთხრა, რომ პირველი მაისის შემდეგ თანამდებობაზე უბრალოდ აღარ დარჩებოდა.

    როგორც ადმინისტრაციის თანამშრომლები ამბობენ, ლაშა ჟვანია კერძო საუბრებში ამბობდა, რომ “ამ ქალთან მუშაობა შეუძლებელია“.