“გუშინ ბრიუსელში მსურველთა კოალიციის შეხვედრიდან, სულ მცირე, ერთი კონკრეტული შედეგი მივიღეთ: თურქეთმა მზადყოფნა გამოხატა, უკრაინაში მომავალი დამზღვევი ძალის საზღვაო განზომილებაზე პასუხისმგებლობა აიღოს”, – აცხადებს იოზვიაკი.
Blog
-
თურქეთი მზადაა, უკრაინაში დამზღვევი ძალის საზღვაო განზომილებაზე იყოს ვალდებული – იოზვიაკი
“თურქეთი მზადაა, უკრაინაში დამზღვევი ძალის საზღვაო განზომილებაზე იყოს ვალდებული ” – ამის შესახებ, რადიო თავისუფლების ევროპული ბიუროს უფროსი, რიკარდ იოზვიაკი პლატფორმა X-ზე წერს. -

“პროკურატურამ, მოდი და გაგვესაუბრე, წულუკიანს რად არ ეახლეო” – გვარამია
“პროკურატურამ, მოდი და გაგვესაუბრე, წულუკიანს რად არ ეახლეო”
წულუკიანის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, პროკურატურამ “კოალიცია ცვლილებისთვის” კიდევ ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია დაიბარა.
-
“პროკურატურა” მიბარებს წულუკიანთან რატომ არ მიხვედიო -ზურა ჯაფარიძე
“ახლა “პროკურატურა” მიბარებს წულუკიანთან რატომ არ მიხვედიო
მერე “სასამართლო” დამიბარებს პროკურატურაში რატომ არ მიხვედიო
ვაი თქვე &₾ეებო”აცხადებს “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე .
-
რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას სანქციების გამოშვებით – წილოსანი
„სამწუხაროდ, სანქციები ძირითად შემთხვევაში, კონკრეტული პოლიტიკური ზეწოლის და ზემოქმედების საშუალებად გამოიყენება. ამ შემთხვევაში მცირედ გაუგებარია, ვისზე ზემოქმედებისთვის არის აღნიშნული [სანქციები] მიმართული. გენერალურმა პროკურორმა, პირობითად, უნდა გამოიძიოს, მათ შორის, „ნაცების“ რეჟიმის დანაშაულები, ის უმნიშვნელოვანესი დარღვევები და დანაშაულები, რომელიც სახელმწიფო გადატრიალებას უკავშირდება. თუ ამ ადამიანის და მასთან ერთად სხვა სამართალდამცავების მუშაობის შეფერხებას ემსახურება ეს სანქცია, რა თქმა უნდა, საკმაოდ გაუგებარია თავად სანქციების მიზნობრიობა. ამ შემთხვევაში კითხვას ვსვამთ – რა შედეგი სურს ჩვენს მეგობარ ქვეყანას ამ სანქციების გამოშვებით და შემთხვევით ხომ არ უკავშირდება ეს კონკრეტულ პოლიტიკურ მიზნებს?! კითხვა იმიტომ არის რიტორიკული, რომ ითხოვს პასუხს თავად სანქციების დამწესებლისგან,“
ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო წილოსანმა განაცხადა, რითაც გაერთიანებული სამეფოს მიერ 4 ქართველი თანამდებობის პირის დასანქცირებას გამოეხმაურა.
-
ოთხი საჯარო ბაღიდან დირექტორები გაათავისუფლეს – ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს განმარტება
თბილისის ოთხი საჯარო ბაღიდან დირექტორები გაათავისუფლეს. საუბარია მე-17, 38-ე, 28-ე და პირველი საჯარო ბაღების დირექტორებზე.
ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა, კერძოდ, ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებდა სააღმზრდელო პროცესს.
„თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში ორგანიზაციული ცვლილებების გატარებასთან ერთად, დაიწყო კომპლექსური მონიტორინგის პროცესი, რომლის მიზანია ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო და ადმინისტრირების პროცესის შესაბამისობის შეფასება არსებულ სტანდარტებთან და მოთხოვნებთან. კომპლექსური მონიტორინგი ხორციელდება როგორც ადმინისტრაციული, ისე სააღმზრდელო მიმართულებით. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მნიშვნელოვანი ხარვეზები. საბავშვო ბაგა-ბაღის გამართულ ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია ბაღის დირექტორი, რომელიც წარმოადგენს სააგენტოს მინდობილ პირს. რამდენიმე ბაღში გამოვლენილმა დარღვევების სიმძიმემ აჩვენა, რომ ბაღის მენეჯერები ვერ ართმევდნენ თავს მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც თავის მხრივ ზიანს აყენებს სააღმზრდელო პროცეს.
შესაბამისად, გათავისუფლდა ოთხი საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორი და რამდენიმე თანამშრომელი; ზოგიერთი დასაქმებულის მიმართ გატარდა სხვადასხვა სახის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები.
აღსანიშნავია, რომ მონიტორინგი, რომელიც უზრუნველყოფს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში სააღმზრდელო თუ ადმინისტრაციული პროცესის კანონთან თუ სხვადასხვა სტანდარტებთან შესაბამისობის დაცვას, მუდმივია და გაგრძელდება“,- აღნიშნავენ სააგენტოში.
-

წარმოგიდენიათ, რა მოხდება, მთელი ოპოზიცია რომ ციხეში ჩაგვსვან? ისეთი ამბები დატრიალდება, ისე დაიმტვრევენ თავს – ვაშაძე
წარმოგიდენიათ, რა მოხდება, მთელი ოპოზიცია რომ ციხეში ჩაგვსვან? დახმარება გაჩერდება, ქვეყანა SWIFT-დან გაითიშება, ეკონომიკა გაჩერდება – ისეთი ამბები დატრიალდება, მგონი, სჯობს გააკეთონ კიდეც – ისე დაიმტვრევენ თავს, შეიძლება ვეღარც მოსულიერდნენ”- ამის შესახებ „სტრატეგია – აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ, “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“ განაცხადა.
„პარლამენტი არალეგიტიმურია და შესაბამისად, ამ პარლამენტის მიერ შექმნილი რაღაც – კანონგარეშეა. კონსტიტუცია საგამოძიებო კომისიის შექმნას ოპოზიციის გარეშე არ ითვალისწინებს, ამიტომ ორმაგ უკანონობასთან გვაქვს საქმე. მე ჯერ უარი არაფერზე არ მითქვამს, ჯერ მინდა თეა წულუკიანისგან მივიღო პასუხი, მოვა თუ არა რუსთველზე. ოფიციალურად ჯერ არც ოქმი და არც წერილი მომსვლია. თეა წულუკიანმა ჯერ იმას გასცეს პასუხი, თუ რატომ არის ამდენი ადამიანი პოლიტპატიმრობაში, მათ მშობლებს დაელაპარაკოს, თქვას, რატომ სცემეს ახალგაზრდები დეკემბერში პოლიციელებმა. სტრასბურგით ამაყობს და თავი მოაქვს, მაგრამ იქიდანაც გამოაპანღურეს, როცა იქ ვაი დელეგაციით ჩავიდა. რომელ სტრასბურგის სტანდარტში ჯდება ის კანონები, რომლებსაც ისინი იღებენ? ქვეყანაში უმძიმესი პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზია და კომისიის მიზანია, რომ ყველაფერზე იყოს საუბარი, გარდა კრიზისა და პრობლემებისა, რომელიც საზოგადოებაშია. მოვიდეს და წამოიყვანოს თავისი კომისიის წევრებიც!
მათ მაინც მოუწევთ ახალი არჩევნების დანიშვნა და გარემოებების შემზადებას ცდილობენ, ეს კი მათ სისუსტეზე მეტყველებს. მათ რომ ხალხის არ ეშინოდეთ, ტელევიზიების გაჩუმებას და ხალხთან ბრძოლას დაიწყებდნენ? თუ ძლიერი ხარ, რატომ ებრძვი მოქალაქეებს, ტელევიზიებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს? წადი და დანიშნე არჩევნები! 4 მიმართულებით აქვთ შეტევა – პარტიებისა და არასამთავრობო სექტორის აკრძალვა და მედიისა და პროტესტის შეზღუდვა. მიუხედავად იმისა, რომ „ოცნება“ პრობლემებს ჩვენ გვაბრალებს, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, თუ რას იტყვიან ძალაუფლებაზე ჩაბღაუჭებული ვიგინდარა, ნამუსგარეცხილი და გონდაკარგული ადამიანები.
წარმოგიდენიათ, რომ მთელი პოლიტიკური სპექტრი ციხეში ჩასვან, რა მოდება შემდეგ? ვინმესთვის დაგვჭირდება შემდეგ ახსნა, დასასანქცირებლები არიან თუ არა? მოქმედი პოლიტიკოსის დაჭერა დიდ რეზონანს გამოიწვევს. გგონიათ, რომ შემდეგ საქართველოს გარეთ ფეხს გაადგამენ? ყველა დახმარება გაჩერდება, SWIFT-დან გაითიშება საქართველო და ეკონომიკა გაჩერდება, მყისიერად ისეთი ამბები დატრიალდება, მგონი, სჯობს გააკეთოს და ვნახოთ ერთი, რა მოუვათ. ისე დაიმტვრევენ თავს, შეიძლება ვეღარც მოსულიერდნენ“, – ამბობს ვაშაძე.
-

რუსეთთან მიმართებაში სამშვიდობო ხედვა გვაქვს, 20% ოკუპირებული აქვთ, მაგრამ ამ ვითარებაშიც პრაგმატულ ხედვებს მივუყვებით… – კობახიძე
”ჩვენ სამშვიდობო ხედვა გვაქვს ჩვენი ურთიერთობის მიმართულებით რუსეთთან. დაახლოებით 20% ჩვენი ტერიტორიის არის ოკუპირებული რუსეთის ფედერაციის მიერ და ამ პირობებშიც კი, ძალიან მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვებს მივუყვებით. არ გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობები რუსეთის ფედერაციასთან, მაგრამ ამავდროულად ინტენსიურ ეკონომიკურ პოლიტიკას ვახორციელებთ და სავაჭრო პარტნიორობა გაგვაჩნია რუსეთის ფედერაციასთან და ესეც არის ჩვენი ხედვის ნაწილი. [….] რაც შეეხება ალიანსებს ძალიან მკაფიო ხედვა გვაქვს, ჩვენი მთავარი პრიორიტეტია გავხდეთ ევროკავშირის წევრი სახელმწიფო, გარკვეული გამოწვევები გვაქვს ამ მიმართულებით, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ მშვიდობის აღდგენით ჩვენს რეგიონში, განსაკუთრებით უკრაინაში, საქართველოს ინტეგრაცია იქნება უფრო ინტენსიური და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს. მთავარი არის მშვიდობა განვითარებისა და ქვეყნებს შორის სწორი ურთიერთობებისთვის.”
ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – “პარტნიორობა მულტიპოლარულ ეპოქაში“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
-

პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის მამაკაცი დააკავეს
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 14 წლის გოგონას მიმართ ჩადენილი პედოფილიის და გარყვნილი ქმედების ფაქტზე, 45 წლის კაცი დააკავეს.
მათივე ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, Facebook-ის ყალბი გვერდების გამოყენებით, 14 წლამდე ასაკის ბავშვებს უკავშირდებოდა. ბრალდებული მათ არასრულწლოვანი ბიჭის ან გოგოს სახელით ეცნობოდა, შედიოდა ბავშვებთან კომუნიკაციაში, რის შემდეგაც სექსუალური შინაარსის საკითხებზე იწყებდა საუბარს და მათგან გაშიშვლებას და ვიდეოზარის განხორციელებას მოითხოვდა.
„2025 წლის თებერვალში, ბრალდებული, 14 წლის გოგონას Facebook-ით დაუკავშირდა, მოტყუებით მოიპოვა მისი ნდობა, რის შემდეგაც მუქარით აიძულა შესულიყო აბაზანაში, ჩართულიყო ვიდეოზარით, გაშიშვლებულიყო და ინტიმური მოქმედებები განეხორციელებინა, პარალელურად, მიმოწერის და ვიდეოზარით საუბრის დროს, თავადაც სექსუალური ხასიათის მოქმედებებს ახორციელებდა. ბრალდებული არასრულწლოვანზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას თვეების განმავლობაში ახდენდა.
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, დაზარალებული არასრულწლოვანის მომართვის შემდეგ, გამოძიება მყისიერად წარმართა და გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა მისი მობილური ტელეფონი და კომპიუტერული ტექნიკა. გაიშიფრა პედოფილიაში მხილებული პირის მიმოწერა და ყალბი პროფილები, რის შემდეგაც გამოძიებამ დუშეთის რაიონის მცხოვრები 45 წლის მამაკაცი დანაშაულში ამხილა.
ბრალდებულის ტელეფონში ნანახი იქნა სოციალური ქსელების ყალბი პროფილები, რომლის გამოყენებითაც მამაკაცს ათეულობით არასრულწლოვანთან განხორციელებული აქვს კომუნიკაცია. გარდა ამისა, ნანახი იქნა პორნოგრაფიული და პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური საქმეზე გამოძიებას აგრძელებს, რომლის ფარგლებშიც შესწავლილი იქნება ბრალდებულის ყველა დანაშაულებრივი ეპიზოდი.
სამსახური გამოძიებას არასრულწლოვანების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით წარმართავს და ბავშვების უფლებებს საქმის ყველა ეტაპზე დაიცავს.
დანაშაული 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივით პედოფილიაში მხილებული პირების ელექტრონული რეესტრი შეიქმნება და ასეთი პირების მიმართ სასჯელის მოხდის და საპატიმროს დატოვების შემდეგ მკაცრი მონიტორინგი განხორციელდება.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს ყველა მოქალაქეს ინტერნეტ სივრცეში პედოფილიის, სექსუალური გამოძალვის, პირადი ცხოვრების კადრებით შანტაჟის შემთხვევებზე მიაწოდონ ინფორმაცია ცხელის ხაზის – 199 მეშვეობით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.
-
განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, სანამ საქართველო არ შეცვლის ტრაქეტორიას – დევიდ ლამმი
” განვიხილავთ ყველა შესაძლებლობას, სანამ საქართველო არ შეცვლის ტრაქეტორიას” – აცხადებს საქართველოში გაერთიანებული სამეფო განცხადებას ავრცელებს, სადაც ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის დევიდ ლამმი.
“მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის წარმომადგენლების მიმართ გაუგონარი ძალადობის კადრები შოკის მომგვრელი იყო. 100 დღეზე მეტი გავიდა და ხელისუფლებამ არ დააყენა შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხი, მიუხედავად ქართული ოცნების მტკიცებისა, რომ ისინი საკუთარი მოქალაქეებისთვის დემოკრატიულ მომავალს აშენებენ.
დღევანდელი ჩვენი სანქციები აჩვენებს, რომ გაერთიანებული სამეფოსთვის პასუხისმგებლობისგან თავის არიდების ასეთი უხეში მეთოდები მიუღებელია. ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენს ხელთ არსებული ყველა შესაძლებლობის განხილვას, მანამ სანამ საქართველო არ შეცვლის ამჟამინდელ ტრაექტორიას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ქართველ ხალხს და მათ კონსტიტუციურ უფლებას ისარგებლონ ფუნდამენტური თავისუფლებებით და განაგრძონ ევროპულ გზაზე სვლა”, – თქვა მან.
-
მიზანი საქართველოში სუვერენიტეტის საფუძვლების შერყევაა – ბითაძე სანქციებზე
ძალიან სამწუხაროა, რომ დიდმა ბრიტანეთმა, ასეთი დიდი ისტორიის მქონე სახელმწიფომ, დღეს ძალიან კარგად შეითავსა აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის ძალიან არასწორი დამოკიდებულება საქართველოს, როგორც სახელმწიფოს მიმართ და პრაქტიკულად, ერთწინადადებიანი განმარტებით უწესებს სანქციებს საქართველოს ძალოვანი სტრუქტურის იმ წარმომადგენლებს, რომელთა მუშაობაზეც, პრაქტიკულად, ამ ქვეყნის უსაფრთხოება დგას.
ეს მიზანმიმართული ქმედებაა იმისთვის, რომ ერთი მხრივ, საქართველოში სუვერენიტეტის საფუძვლები შეირყეს, მეორე მხრივ კი ნათლად იკვეთება მცდელობა, საქართველოს აგრძნობინონ, რომ ჩვენი ქვეყანა დამოუკიდებელი სახელმწიფო კი არა, არამედ, ამ შემთხვევაში, ბრიტანეთის კოლონიაა, რაც, ბუნებრივია, თვითონ ბრიტანეთის რეპუტაციას აკნინებს.