“მშვიდად განისვენე, პაპო ფრანცისკე! ღმერთმა დალოცოს ის და ყველა, ვისაც ის უყვარდა”!
Blog
-

მშვიდად განისვენე პაპო ფრანცისკე! – დონალდ ფრანცისკე
-
“საკნიდან უფრო მძაფრად ჩანს ყველა უსამართლობა” – გელა ხასაიას წერილი იზოლატორიდან
“საკნიდან უფრო მძაფრად ჩანს ყველა უსამართლობა”- “კოალიცია ცვლილებებისთვის” წევრი გელა ხასაია იზოლატორიდან წერილს ავრცებს.
წერილი ზაჰესის იზოლატორიდან:
ვისაც მართლა გწამთ და გჯერათ, იმ ადამიანებს გილოცავთ!
რაღაც მივჯღაბნე და მინდა გაგიზიაროთ, თუ დაგაინტერესებთ.
სასამართლოს დაწყებამდეც ვგრძნობდი, რომ
ჩამსვამდნენ, ამისთვის დილიდანვე ვემზადებოდი. სიმართლე გითხრათ, მეგონა, უფრო მეტ დღეს მომისჯიდნენ. მოსამართლეზე არ გავბრაზებულვარ, წინასწარ ხომ ვიცოდი, რომ ის მოსამართლე კი არა, ჩვეულებრივი მონა იყო. გავბრაზდი შსს-ს იმ გოგოზე, განა იმიტომ, რომ მისგან სამართლიანობას ველოდი, არა, უბრალოდ გამაბრაზა იმან, რომ ბედნიერებას განიცდიდა ჩემი ციხეში გამოკეტვით. მთელი პროცესი ნიშნისმოგებით მიყურებდა და ამაზრზენად იცინოდა, არც კი მალავდა, რომ უდიდეს სიამოვნებას გრძნობდა თითქმის მისი თანატოლის უსამართლოდ ციხეში გაშვებით. ეს ქალი არის ძალაუფლებისგან
ბოროტი, ბედნიერი და ყველაფერზე წამსვლელი. ყველაზე უინტელექტო ქალია ნინო წილოსანის შემდეგ. მარტივად რომ მიგახვედროთ, ის გოგოა, ტიკტოკზე გაპრანჭვის ვიდეოებს რომ დებს და “მიაგის” სიმღერებს ადებს. რასაც მაღლა უბრძანებენ ყველაფერს გააკეთებს, მორალისა და სამართლისგან დაცლილი.აქ, საკანში, მეგონა რომ გამიჭირდებოდა, მაგრამ არა, მე როგორ მივცე საკუთარ თავს წუწუნის უფლება მაშინ, როცა ჩემი მეგობრები დღეებსაც ვერ ითვლიან. არ იციან რამდენ ხანში დატოვებენ ციხეს. მე ვიცი მაინც, რომ 12 დღეში ( უკვე 6-ში) გარეთ ვიქნები.
აქ სულ საბაზე, გიორგიზე, ირაკლიზე და ყველა რეჟიმის ტყვეობაში მყოფ მეგობარზე მეფიქრება. ყველას მეგობრად ვთვლი, მიუხედავად იმისა, რომ მათი ნაწილი მე საერთოდ არ მიცნობს – მე კი ვიცნობ მათ და ეგეთი მეგობრები მინდა მყავდეს – სიმართლისთვის მებრძოლი, იდეის ერთგული და გაუტეხელი მეგობრები.
საკნიდან უფრო მძაფრად ჩანს ყველა უსამართლობა. ახლა კიდევ უფრო მეტის გაკეთება მინდა, რომ ეს ხალხი, რაც შეიძლება მალე დავიხსნათ ტყვეობიდან.
შსს-მ ჩემი პატიმრობის მიზნად განაცხადა, “ჭკუას ისწავლის და გაჩერდებაო.” ჭკუა ნამდვილად ნასწავლი მქონდა მანამდეც, მაგრამ, ახლა უფრო მძაფრად მაქვს ბრძოლის სურვილი, რადგან პატიმრებს ისე ვჭირდებით, როგორც არავის სხვას. გაჩერება კი არა, ტემპს უნდა მოვუმატოთ და ვიბრძოლოთ ბოლომდე. ხვალ და ზეგ რა იქნება არ ვიცი, მაგრამ რაც ზუსტად ვიცი ისაა, რომ მე და ჩემი მეგობრები გავაგრძელებთ ბრძოლას მანამ, სანამ ეს საჭირო იქნება.
პ.ს 26-მდე რუსთაველზე ჩამანაცვლეთ!
ამ “მორწმუნეებმა” დედაჩემთან დარეკვის უფლება არ მომცეს, მილოცვაც პრობლემა გახდა. ერთი კვირა დაიცადე და მერე დაგარეკინებთო. ალბათ, დედაჩემს უნდა ვთხოვო, რომ ერთი კვირის მერე დადგეს მისთვის ეს დღესასწაული, რომ შევძლო მილოცვა.
წერილი დაწერილია 20 აპრილს.”- წერს გელა ხასაია.
-

აჯილდოებდნენ დამნაშავეებს, მათზე შური უნდა გვეძია – პუტინი სუმის დაბომბვაზე
რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის თქმით, სუმის ცენტრზე სარაკეტო იერიში “შურისძიება” იყო.
“იყო თუ არა სამოქალაქო ობიექტი? იყო. მაგრამ იქ მიმდინარეობდა მათი დაჯილდოება, ვინც კურსკის ოლქში დანაშაულები ჩაიდინა”. – თქვა პუტინმა.
როგორც თქვა რუსეთის პრეზიდენტმა, “ამ ადამიანებზე შური უნდა გვეძია”.
“უკრაინის ხელისუფლება თავდაპირველად ცეცხლის შეწყვეტას ადამიანის სიცოცხლით თამაშად განიხილავდა, იქ, როგორც ჩანს, ვიღაც უფრო ჭკვიანი გამოჩნდა, დიდი ალბათობით, უცხოელი კურატორი, რომელმაც ასეთ ინიციატივაზე უარის თქმა ურჩია – ეს წამგებიანი პოზიციაა”.
-
ჩემი ფიქრები მილიონობით კათოლიკესთანაა, რომლებიც პაპ ფრანცისკეს გარდაცვალებას გლოვობენ – ზურაბიშვილი
„მქონდა პატივი, საქართველოს პრეზიდენტის რანგში ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ვწვეოდი და ჩვენს სახელმწიფოებსა და კულტურებს შორის კავშირების გასაძლიერებლად მნიშვნელოვან ნაბიჯებზე შევთანხმებულიყავი“,
ამისშესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილისოციალურ ქსელში წერს.
-
პარლამენტთან პოლიციამ აქციის ორი მონაწილე დააკავა
პარლამენტთან, დაკავებები დაიწყო – როგორც ცნობილია, დაკავებულია 2 მოქალაქე დავით გუნაშვილი და ლევან ძაძაზე.
დაკავებამდე, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება უძღოდა წინ.
მას შემდეგ რაც აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირი გადაკეტეს, პოლიციამ გზის სავალი ნაწილიდან ძალის გამოყენებით გადაიყვანა.
პარლამენტთან ამ წუთებში მოქალაქეები იკრიბებიან და სოლიდარობის აქციას მართავენ. აქციის მონაწილეებმა გუშინ, საპროტესტო აქციაზე დაკავებულ 2 პირს მხარდაჭერა გამოუცხადეს. დაკავებულები – გიორგი ორთოიძე და გიორგი სამხარაძე სამართალდამცველებს აღდგომას ულოცავდნენ, რასაც მათი დაკავება მოჰყვა.
-

პირდაპირ ნაცმოძრაობის აქტივისტებში ჩაეწერა – მაჭარაშვილი ფიშერზე
არაერთხელ ვნახეთ, რომ გერმანიის ელჩი პირდაპირ ნაცმოძრაობისაქტივისტებში ჩაეწერა. ეს სამწუხარო მოცემულობაა, მაგრამ ფაქტია. გარდა ამისა, სხვათა შორის, ის იმასაც კადრულობს, რაც ნაცმოძრაობისზოგიერთ წევრსაც არ უკადრებია.
-
რომის პაპი ფრანცისკე გარდაიცვალა
კათოლიკური ეკლესიის ლიდერი, პაპი ფრანცისკე, გარდაიცვალა. Reuters-ი ამ ინფორმაციას ვატიკანის განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ძვირფასო ძმებო და დებო, ღრმა მწუხარებით გაცნობებთ ჩვენი წმინდა მამის, ფრანცისკეს გარდაცვალების შესახებ“, – განაცხადა კარდინალმა კევინ ფარელმა.
პაპი ფრანცისკე 88 წლის იყო. ბოლო წლებში პაპს ჯანმრთელობის არაერთი პრობლემა ჰქონდა, რის გამოც მისი ჯანმრთელობა სულ უფრო და უფრო უარესდებოდა.
-
ახმეტაში მკვლელობა მოხდა
ახმეტაში მკვლელობა მოხდა.
19 აპრილის ღამეს, საკუთარ საცხოვრებელ სახლთან ახალგაზრდა კაცს უცნობმა პირმა რამდენჯერმე ესროლა და ადგილიდან მიიმალა.
მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
გამოძიება დაწყებულია.
-

გაუგებარია, თუ როგორ ღიად სურს ევროკავშირს ნაციზმის იდეოლოგიის დაბრუნება – ლავროვი
არ არსებობს სიტყვა, რომლითაც ამ ფენომენს დავახასიათებდი და, გულწრფელად, ახლა ირონიულად არ ვამბობ ამას: გაუგებარია, თუ როგორ ღიად სურს ევროკავშირს, დააბრუნოს ნაციზმის ევროპული იდეოლოგია, სადაც ის [ნაციზმი] დაიბადა, სადაც ის განადგურდა, კატეგორიულად აიკრძალა ნიურნბერგის პროცესით, და ახლა ევროპის ტერიტორიაზევე ხელახლა ცოცხლდება და ამ პროცესის ხელმძღვანელები ბრიუსელის ბიუროკრატიის წარმომადგენლები არიან.
ეს ძალიან სამწუხარო მოვლენებია, შემაშფოთებელი მოვლენები. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ მოვითმენთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რაც შეგვიძლია, რათა ამ იდეოლოგიამ თავი ვერ აწიოს, ერთხელ და სამუდამოდ განადგურდეს, და უზრუნველვყოთ, რომ ევროპა დაუბრუნდეს თავის ღირებულებებს, რომელიც არ გულისხმობს ყველას თმის ერთ სტილზე შეჭრას და ყველასთვის იარაღის მიბჯენას იმისთვის, რომ თავს დაესხან ევროპის კონკურენტებს… მათ წინააღმდეგ, ვისი ღირებულებებიც და ხედვებიც არ მოსწონთ ევროპელ ლიდერებს, ფიურერებსა და კომისრებს და ვიმედოვნებთ, რომ ევროპული დედაქალაქების უმრავლესობაში მივიღებთ ისეთ ადამიანებს, ვისაც არ სურს საკუთარი ფესვების დათმობა და გარკვეულ ბიუროკრატიასთან დამორჩილება, განსაკუთრებით ისეთთან, რომელსაც აშკარად ნაციზმის სუნი ასდის.
-
დიახ, ბევრი მძიმე პაციენტისთვის ეს ღვთიური მანანაა, ხოლო ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი – ბოჭორიშვილი
“დიახ, ბევრი მძიმე პაციენტისთვის ეს ღვთიური მანანაა” – საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შესაძლო გაუქმებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“მე პირადად ვიცნობ ათეულობით პაციენტს, ვინც ვიზალიბერალიზაციისა და ევროპული სოლიდარობს წყალობით ისარგებლა ამ უფლებებით (ესაა ადამიანის უფლებები მოქმედებაში) და გამოჯანმრთელდა, თუმცა სამწუხაროდ ყველა არა. სხვადასხვა წყაროებით, ყოველ წელს 7-დან 10 ათასამდე (ან მეტიც) პაციენტი ჩამოდის სამკურნალოდ ევროპაში, რაც 3 მილიონიანი საქართველოსთვის ძალიან ბევრია.
ესაა ევროპა, ესაა ევროპული სოლიდარობა, ესაა საგინებელი ლიბერალიზმი და ესაა თუნდაც ქრისტიანობა, რეალური და არა ფარისევლური – და მე ძალიან მიხარია, როდესაც საფრანგეთის მედიცინა, ერთ ერთი საუკეთესო მსოფლიოში, ხშირად (ყოველთვის თუ არა) ამართლებს ქართველი პაციენტების იმედებს.
თუმცა, სამწუხაროდ, ზოგი მართლა ტერმინალურ სტადიაში ჩამოდის… მაგრამ ღირსეულ და ადამიანურ პირობებში მაინც ხვდება ბოლო წამებს. […] ვთვლი რომ, ძალიან კარგია, როდესაც დაბალი განვითარების ქვეყნის მოქალაქეს აქვს შესაძლებლობა სწორი მკურნალობა ჩაიტაროს განვითარებულ ქვეყანაში – ესაა ჩემთვის გლობალიზაციის ერთ ერთი ყველაზე პოზიტიური შედეგი.
ხოდა, დიახ, ბევრი მძიმე პაციენტისთვის ეს ღვთიური მანანაა, ხოლო ვიზალიბერალიზაციის გაუქმება, სხვა ბევრ დადებით ასპექტს რომ თავი დავანებოთ, უამრავი ქართველი პაციენტისთვის სასიკვდილო განაჩენის ტოლფასი იქნება და ამაზე პასუხისმგებელი 100%-ით რუსული ოცნება და ყველაზე მეტად მისი მხარდამჭერი იქნება.
ზუსტად ვიცი, იმ პაციენტებს, ვინც აქ ვნახე, საქართველოში გადარჩენის არანაირი შანსი არ ექნებოდათ (და აქ ექიმების ბრალი მინიმალურია). ასე რომ, რუსული ოცნების მიერ მოკლულთა სიას მოკლული პაციენტების სახელებიც დაემატება მალე – 65 000 000 ის მომპარავ წილოსანს რომ სულ ფეხებზე ჰკიდია ეს, ეგ ვიცი”. – წერს ბოჭორიშვილი სოციალურ ქსელში.