Blog

  • აქ ის არ არის, არც სტამბოლშია მთელი მსოფლიოს გარშემო სირბილს და მის ძებნას ხომ ვერ დავიწყებთ – ზელენსკი პუტინზე

    “მე ვთვლი, რომ კრემლის ლიდერმა საკუთარი ლიდერობის დემონსტრაცია უნდა მოახდინოს და თუ მზადაა მოლაპარაკებებისთვის, მაშინ უნდა შემხვდეს ყოველგვარი წინაპირობისა და მსგავსი რაღაცების გარეშე. მოდი, შევხვდეთ. ჩვენ ახლა ანკარაში ვართ. ამის შემდეგ ვგზავნით ჯგუფს სტამბოლში. აქ ის არ არის, არც სტამბოლში არაა. ჩვენ ხომ არ შეგვიძლია მთელ მსოფლიოში ვირბინოთ და ეს ადამიანი ვეძებოთ..[…] მე ვთვლი, რომ ახლა აშშ და თურქეთი უპატივცემულობას გრძნობენ. არც შეხვედრის დრო, არც შეხვედრის დღის წესრიგი, არც დელეგაციის მაღალი დონე – ეს პირადი უპატივცემულობაა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსები ჩვენ პატივს არ გვცემენ, ეს ისედაც მესმის, თუმცა ეს გრძნობა სარკისებურია… უპატივცემულობა აქვთ ერდოღანის მიმართ, ტრამპის მიმართ. ტრამპი გზავნის ადამიანთა დიდ ჯგუფს, სახელმწიფო მდივან რუბიოს. იქნება სახელმწიფო მდივანი რუბიო, იქნება თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, იქნება უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, სადაა შესაბამისი ადამიანი რუსეთის ფედერაციიდან? ეს უპატივცემულობაა არამხოლოდ უკრაინის, არამედ ყველას მიმართ, პირველ რიგში თურქეთის მიმართ, რადგან შეხვედრა აქ იმართება.”

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვლადიმერ პუტინზე საუბრისას.

  • “დელეგაციას სტამბოლში გავგზავნი, ის იქ 16 მაისსაც დარჩება”- ზელენსკი

    “დელეგაციას სტამბოლში გავგზავნი, ის იქ 16 მაისსაც დარჩება”- ზელენსკი

    “გადავწყვიტე, ჩვენი დელეგაცია სტამბოლში გავგზავნო, მას თავდაცვის მინისტრი უხელმძღვანელებს… ის იქ პარასკევს, 16 მაისსაც დარჩება. მოლაპარაკებების მთავარი მიზანი ცეცხლის შეწყვეტაა… დელეგაციის საკმაოდ დაბალი დონის გათვალისწინებით, რუსეთის ფედერაცია სტამბოლის მოლაპარაკებებს სერიოზულად არ აღიქვამს… ჩვენ პუტინს უნდა შევხვდეთ, ჩვენ აქ ვართ [ანკარაში], მაგრამ ის აქ არაა, არც სტამბოლში. ჩვენ არ შეგვიძლია მის საძებნელად მთელ მსოფლიოში ვიაროთ”

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

  • რა თქმა უნდა, არ ჩავიდოდა თუ მე იქ არ ვიქნებოდი..არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინს არ შევხვდები – ტრამპი

    ”რუსეთ-უკრაინასთან დაკავშირებით არაფერი მოხდება, ვიდრე პუტინს არ შევხვდები[…] არაფერი მოხდება, სანამ ჩემი და პუტინის შეხვედრა არ შედგება. რა თქმა უნდა, ის არ ჩავიდოდა თუ მე იქ არ ვიქნებოდი“,

    ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებს თვითმფრინავის ბორტზე განუცხადა.

  • ზელენსკი მოითხოვდა, პუტინი ჩასულიყო [თურქეთში], საცოდავი ადამიანია – ლავროვი

    ზელენსკი მოითხოვდა, პუტინი ჩასულიყო [თურქეთში], საცოდავი ადამიანია – ლავროვი

    “თავდაპირველად, ზელენსკი მოითხოვდა, რომ პუტინი პირადად ჩასულიყო. ჰო, საცოდავი ადამიანია. მერე კი უფროსმა მეგობრებმა აუხსნეს, რომ ასე სულელურად არ უნდა იქცეოდეს და საჭიროა მოლაპარაკებების გამართვა,”

    განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.

    11 მაისს პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინისგან სტამბოლში პირდაპირი მოლაპარაკებების უპირობო განახლებას ითხოვს. მან კიევს პირდაპირი საუბრების დაწყება 15 მაისიდან შესთავაზა, რის პასუხადაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ თურქეთში შესახვედრად პუტინს პირადად დაელოდებოდა.

  • ეს არის ახალი რეპრესიების ერთ-ერთი ფორმა – ზურაბიშვილი ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე

    ეს არის ახალი რეპრესიების ერთ-ერთი ფორმა – ზურაბიშვილი ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე

    “დაიწყო და გრძელდება ახალი ტალღა, რომელიც პოლიტიკოსებს ეხებათ, დროებითი საგამოძიებო კომისია ამისთვის შეიქმნა. არავინ არ დაიჯეროს, რომ ეს კომისია იმისთვის შეიქმნა, რომ რაღაც სიმართლე, რომელიც 12 თუ მეტი წლის განმავლობაში არ დადგინდა, ახლა დადგინდეს. კომისია შეიქმნა იმისთვის, რომ პოლიტიკოსები დაიბარონ, ის პოლიტიკოსები არ მივიდნენ, (რაც გასაგებია, რატომ არ უნდა მივიდნენ, იმიტომ, რომ არალეგიტიმურია პარლამენტი და მაშასადამე, კომისიაც) და მერე მათ საშუალება მიეცეთ, ისინი დააჯარიმონ, თუ დაიჭირონ. ეს ტალღა დაიწყო და მიმდინარეობს. ეს არის ახალი რეპრესიების ერთ-ერთი ფორმა,”

    ასე გამოეხმაურა, საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წულუკიანის კომისიაზე არგამოცხადების გამო პოლიტიკოსების წინააღმდეგ მიმდინარე საქმეებს.

  • “15 მაისიდან არაგვის კალაპოტში წყლის მატებაა მოსალოდნელი – გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ” – GWP

    “15 მაისიდან არაგვის კალაპოტში წყლის მატებაა მოსალოდნელი – გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ” – ნათქვამია GWP-ის  განცხადებაში.  მათი ცნობით, წყლის მატება გამოწვეულია მცხეთა-მთიანეთის რაიონში მოსული უხვი ნალექითა და შესაბამისად ჟინვალის წყალსაცავში წყლის უხვი შემოდინებით.

    “ბუნებრივ უხვ ნალექთან ერთად მდინარის კალაპოტს შეუერთდება ჟინვალის წყალსაცავიდან გამოშვებული ჭარბი წყალი. წყალდიდობის დროს კაშხლის მდგრადობისა და უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფის მიზნით, ჟინვალის წყალსაცავის საექსპლუატაციო პირობები მკაცრად კონტროლდება “წყალსაცავის ექსპლუატაციის ინსტრუქციის” დოკუმენტით. გთხოვთ, განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინოთ აღნიშნულ პერიოდში მდინარე არაგვის კალაპოტთან გადაადგილებისას”, – წერია ინფორმაციაში.

  • ტრამპისთვის გაგზავნილ  წერილში ამოვიკითხე, რომ სასოწარკვეთილები არიან და დიდ მოტივაციას გვაძლევს – იუკნევიჩიანე “ოცნებაზე”

    ტრამპისთვის გაგზავნილ წერილში ამოვიკითხე, რომ სასოწარკვეთილები არიან და დიდ მოტივაციას გვაძლევს – იუკნევიჩიანე “ოცნებაზე”

    “ჩვენ ველოდებით “მეგობარი აქტის” დამტკიცებას შეერთებულ შტატებში, რომელიც სანქციების კუთხით ძალიან მნიშვნელოვან მესიჯს ატარებს. წარმომადგენლობითმა პალატამ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და სენატიც იმავეს იტყვის. იმედი მაქვს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ხელს მოაწერს მეგობარი აქტს, რომელიც ჩემი აზრით, იქნება სერიოზული ბიძგი ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებისთვის, რადგან ეს იქნება ძალიან ძლიერი მესიჯი. იმედი მაქვს, წევრი სახელმწიფოები უფრო აქტიურები იქნებიან, ჩვენ ამ ანგარიშში მათაც ვაკრიტიკებთ, რომ საკმარისად აქტიურები არ არიან სანქციების კუთხით და ჩვენ მოვუწოდებთ მათ ეს მოთხოვნა შეასრულონ.

    ჩვენ ისევ დავასახელეთ ის ადამიანები, რომლებიც მეტწილად არიან პასუხისმგებელი ამ სიტუაციაზე, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, შალვა პაპუაშვილი, ვახტანგ გომელაური, თბილისის მერი კახა კალაძე და ქართული ოცნების პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი. ეს ადამიანები არიან პასუხისმგებელი საქართველოში მდგომარეობის გაუარესებაზე. “ქართულ ოცნებას” არა მხოლოდ ეშინია, სასოწარკვეთილები არიან. ტრამპისთვის გაგზავნილ ღია წერილში სტრიქონებს შორის ამოვიკითხე, რომ ისინი სასოწარკვეთილები არიან და ეს უფრო დიდ მოტივაციას გვაძლევს, რომ მათ წინააღმდეგ ზეწოლა გავაძლიეროთ. გვაშფოთებს, რომ საქართველოში ევროპულ კონტინენტზე კიდევ ერთი დიქტატურა დამყარდება, მჯერა, რომ წარმომადგენლობით პალატაში ეს ყოვლისმომცველი მხარდაჭერა, სერიოზულ შთაბეჭდილებას მოახდენს სენატზე და ისინიც მიიღებენ ამ კანონს”.

    ამის შესახებ,  განაცხადა ევროპარლამენტარმა, რასა იუკნევიჩანემ “ტვ პირველთან”.

  • დუშეთში, სასტუმროში სავარაუდოდ მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი – შსს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთ სასტუმროში სავარაუდოდ მოწყობილი იყო ე.წ. ქოლცენტრი – საქმესთან დაკავშირებით, ასევე გამოავლინეს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის 14 მოქალაქე, რომლებიც საქართველოში იმყოფებოდნენ კანონიერი საფუძვლის გარეშე.

    “მიგრაციის დეპარტამენტმა აღნიშნული პირების მიმართ, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოდან გაძევების პროცედურები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც განხორციელდა მათი დაკავება და წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების მიზნით, მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში განთავსება.

    იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნულ სასტუმროში, საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებამდე, ცოტა ხნით ადრე იყო ხანძარი, რომელიც პოლიციის მისვლის დროს, უკვე ლიკვიდირებული იყო, სასტუმროში მყოფმა სხვა პირებმა ტერიტორია დატოვეს”, – ნათქვამია განცხადებაში.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-4 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორგანიზებული ჯგუფის მიერ, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტს გულისხმობს.

  • თბილისის ყოფილი ვიცემერი, ირაკლი ხმალაძე, იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

    ქართული ოცნების იუსტიციის მინისტრის მოადგილედ თბილისის ყოფილი ვიცემერი ირაკლი ხმალაძე დაინიშნა. ხმალაძე აქამდე ხმალაძე თბილისის ვიცე-მერის თანამდებობას იკავებდა.

    “ირაკლი ხმალაძე პროფესიით იურისტია. აქვს სახელმწიფო სამსახურში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება”, – წერს იუსტიციის სამინისტრო.

    იუსტიციის ახალ მინისტრად ივანიშვილის პრემიერმინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2 აპრილს პაატა სალია დანიშნა.

  • მტკვარში ოპერაციის დროს 2 ადამიანის ცხედარი ვიპოვეთ – ქალის და კაცის. ერთი პირის ძებნა გრძელდება – საგანგებო

    საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის  ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა, გუშინ, თბილისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, მდინარე მტკვარში გადავარდნილი ავტომობილის ორი მგზავრის ცხედარი იპოვეს, მტკვრის ფსკერიდან ამოტანილია ავტომობილიც.

    სამსაშველო სამსახურის ინფრომაციით, ერთი პიროვნების ძებნა-შველის ოპერაცია კი, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება.

    “სამაშველო ღონისძიებაში, მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულები არიან მყვინთავთა ჯგუფი, წყლის საშუალებები და შინაგან საქმეთა სამინისტროს, შესაბამისი დანაყოფები.

    შემოსული შეტყობინების მიღებისთანავე,მეხანძრე-მაშველების მიერ დაიწყო ძებნა-შველის ღონისძიება, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა წყლიდან ერთი ადამიანის უვნებლად ამოყვანა.

    ძებნა-შველის ოპერაციის დროს, ასევე,ნაპოვნია მამაკაცის და ქალის ცხედრები,რომლებიც გადასვენებულია ექსპერტიზაზე” – წერია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაში.

    ქალის ცხედარი 21 წლის აიტაჯ მამედოვას ეკუთვნის, რომელიც მტკვარში 1-ელი აპრილის ღამეს გადავარდა. აითაჯ ქაზუმოვას ოჯახი ჰესის გახსნას და მტკვრის დონის დაწევას ითხოვდა, თუმცა, მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა. ისინი ცხედრის ძებნას თავისი რესურსებით აგრძელებდნენ.

    ცნობისთვის, თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა. ავტომანქანაში 4 პირი იმყოფებოდა, ერთი მათგანი უვნებლად ამოიყვანეს.