Blog

  • ნარკოდამოკიდებულთა სავალდებულო მკურნალობისთვის სამედიცინო განყოფილება გაიხსნა – ჯანდაცვის სამინისტრო

    “ნარკომანიით დაავადებული პირების მკურნალობის პროცესის ეფექტიანად განხორციელების მიზნით”, შპს ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრის ბაზაზე სავალდებულო მკურნალობისთვისგანკუთვნილი სამედიცინო განყოფილება გაიხსნა. ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

    “მკურნალობის პროცესში ჩართულია მულტიდისციპლინური გუნდი, რომლის შემადგენლობაში შედიან ნარკოლოგები, სხვადასხვა პროფილის ექიმები, ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. მკურნალობა წარიმართება თანამედროვე კლინიკური გაიდლაინებისა და საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და სრულად იქნება მორგებული თითოეული პაციენტის ინდივიდუალურ საჭიროებებზე”. – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელბულ ინფორმაციაში.

  • საგარეჯოში 1 პირზე იძალადეს, მეორე კი დაჭრეს – დაკავებულია 8 პირი

    საგარეჯოში 1 პირზე იძალადეს, მეორე კი დაჭრეს – დაკავებულია 8 პირი

    საგარეჯოში ერთ პირზე ჯგუფურად იძალადეს, მეორე კი დაჭრეს. შსს-ს ცნობით  დაკავებულია 8 პირი.

    “გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა საგარეჯოს მუნიციპალიტეტში, ანგარიშსწორების მიზნით, 1970 წელს დაბადებულ გ.გ.-ზე ორგანიზებულად, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს. ამავე დაპირისპირებისას ბრალდებულებმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით დაჭრეს 1994 წელს დაბადებული ა.გ და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდა”, – წერს შსს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილით, 225-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ჯგუფურ ძალადობასა და ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 9 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

  • ელჩი წარმოადგენს საქართველოში ჩვენს ინტერესებს – გერმანიის საგარეო ფიშერზე

    ელჩი წარმოადგენს საქართველოში ჩვენს ინტერესებს – გერმანიის საგარეო ფიშერზე

    გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოში თავის ელჩს. წარმოადგენს ჩვენს ინტერესებს საქართველოში – ნათქვამია გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

    “გერმანიის ფედერალური რესპუბლიკა მხარს უჭერს საქართველოში თავის ელჩს. ის წარმოადგენს ჩვენს ინტერესებს საქართველოში. მისი მოვალეობა – იცოდეს, რა ხდება საქართველოში და ესაუბროს ყველა შესაბამის პირს, როგორც ეს ვენის კონვენციაშია მითითებული.

    30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გერმანია საქართველოს დიდი პარტნიორი და მეგობარი იყო. ჩვენი პოლიტიკა არ შეცვლილა. საქართველოს ხელისუფლების ქმედებებმა გამოიწვია გერმანიასთან, ევროკავშირთან და სხვა საერთაშორისო პარტნიორებთან ურთიერთობების გაუარესება. ჩვენ უარვყოფთ ჩვენსა და ჩვენი დიპლომატიური პერსონალის წინააღმდეგ უსაფუძვლო ბრალდებებს.

    ურთიერთობების აღდგენა საქართველოზეა დამოკიდებული”, – აცხადებს სპიკერი.

  • ყველაფრის ფასად გადმოგდებული ”ოცნება” არავის არ სჭირდება. უნდა იყოს შეცვლილი არჩევნების გზით – გიორგი გახარია

    ”ყველაფრის ფასად გადმოგდებული “ოცნება” არავის არ სჭირდება” ქართული ოცნება უნდა იყოს შეცვლილი არჩევნების გზით”. – განაცხადა ამის შესახებ,  “გახარია საქართველოსთვის” ლიდერმა  წულუკიანის საგამოძიებო კომისიის სხომაზე დისტანციურად ჩართვისას.

    • ”თქვენ არ გაქვთ პოზიცია, რომ ყველაფრის ფასად მოდი ხალხის არჩეული ”ოცნება” გადმოვაგდოთ და ჩვენ მოვიდეთ ხელისუფლებაში?” – მიმართა წულუკიანმა ამ კითხვით გახარიას. 

    რაზეც გახარიამ უპასუხა:

    • “ყველაფრის ფასად გადმოგდებული “ოცნება” არავის არ სჭირდება” ქართული ოცნება უნდა იყოს შეცვლილი არჩევნების გზით. მას შემდეგ რაც ქვეყანა ნორმალურ დაბალანსებულ მდგომარეობას, და კარგად იცით თქვენ რასაც ვგულისხმობ, მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი იმ კომისიის შექმნა და იმ გამოძიების დაწყება,  რომელიც გაარკვევს რუსული დროშით საგუშაგოები როგორ გაჩნდა ჩორჩანის ტყეში და ასეთი ბევრი რამეა გასარკვევი და ეს უნდა იყოს ნამდვილი სამართლაინი სასამართლო და ამის მჯერა და მწამს”- უპასუხა გიორგი გახარიამ თეა წულუკიანს. 
  • ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია

    რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ უკანონოდ დაკავებული გიორგი მოსიაშვილი თავისუფალია და ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

    “საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საკითხი განიხილებოდა როგორც ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში გამართულ შეხვედრებზე, ასევე, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე.

    ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

    საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა რუსეთის საოკუპაციო ძალას ეკისრება”, – ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.

  • ბოჭორიშვილის მოადგილემ ირანს სოლიდარობა გამოუცხადა – ირანის საელჩო

    ირანის საელჩოს განცხადებით, „ქართული ოცნების“ მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი თბილისში ირანის საელჩოში „ისრაელის რეჟიმის განხორციელებული თავდასხმისას დაღუპულ მოწამეთა ხსოვნისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე მივიდა და ირანს სოლიდარობა გამოუცხადა.

    ღონისძიებას ხვთისიაშვილი გარდა ასევე თურქმენეთის, ყაზახეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე და ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის, საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეც ესწრებოდნენ.

    “2024 წლის 30 ივნისს და 1 ივლისს, ორშაბათსა და სამშაბათს, თბილისში, ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩოში გაიმართა ღონისძიება, რომელიც ეძღვნებოდა ირანის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ისრაელის რეჟიმის მიერ განხორციელებული შეიარაღებული თავდასხმის დროს დაღუპულ მოწამეთა ხსოვნას.

    ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილი, აგრეთვე თბილისში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები – მათ შორის თურქმენეთისა და ყაზახეთის ელჩები, ერაყის საქმეთა რწმუნებული, ჩინეთის სამხედრო ატაშე, ასევე რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, მათ შორის საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარე, ირანული დიასპორის წევრები და ქართველი ირანისტები.

    მათ საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში გააკეთეს ჩანაწერები, გამოთქვეს თავიანთი სამძიმარი და სოლიდარობა ირანის მიმართ.

    დიდ მადლიერებას ვუცხადებთ ჩვენს მეგობრებსა და პარტნიორებს ამ რთულ პერიოდში გამოჩენილი მხარდაჭერისა და თანაგრძნობისთვის.” – წერია საელჩოს განცხადებაში.

  • მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? შეგეშინდა, წახვედი და „ბლატაობ“? – ალუდა ღუდუშაური გახარიას

    „გიორგი, მოიხედე ერთი წამით, რა დღეში ხარ? მითხარი, რა. რა დღეში ხარ, გამაგებინე? რა იყო შეგეშინდა, წახვედი, ახლა ონლაინ ხარ, გგონია, რომ შორს ხარ, დგახარ და გგონია, რომ “ბლატაობ”, ხომ? ცოტა თავი გააკონტროლე. შენ ეტყობა „თუთაშხიას“ბევრს უყურებდი, გაპარვის ეპიზოდი რომაა, ხომ იცი – „რა საოცრად წავიდაო“. ჰოდა, გაეცი ახლა პასუხები კითხვებს. უყურებ ერთი ამას, “ბლატაობს” აქ…“

    ასე მიმართა  ალუდა ღუდუშაურმა, კომისიის სხდომაზე „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარიას, რომელიც კომისიის სხდომას ერთვება.

  • შარმანაშვილმф 2013 წელს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“ – ზურა ჯაფარიძე

    “შარმანაშვილმф 2013 წელს, რესტორანში დამპატიჟა და ორ ქაბაბს ირტყამდა თავში: „რანაირად წავაგეთ არჩევნებიო“ – წერს საპატიმროდან ”კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი  ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე.

    „ეს მიქანაძე წულუკიანს რომ უყვება, როგორი საშინელებები ჩავიდინეთ სტრასბურგში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე, წულუკიანი რა, იქ არ იყო? თან დელეგაციის ხელმძღვანელი, ანუ მიქანაძის უფროსი არ იყო? წულუკიანი არ იყო, რომ „დააბრიფინგა“, გვეწყინა და ვტოვებთ PACE-სო? ჰოდა, რას უყვება ახალს? რა ვერ გაიგო იქ წულუკიანმა? ან ახლა რომ უყვება წულუკიანს, თუ რაიმე პრობლემა ჰქონდა, იქვე სტრასბურგში ვერ მოვიდა და ვერ თქვა, თუნდაც იგივე შეხვედრებზე, რომ დაბოდიალებდა ეულად დერეფნებში დარტანიანივით ბორდოსფერ პიჯაკში გამოწყობილი? თუ ხედავდა რომ ქვეყანას ვღალატობდი, რა გულმა გაუძლო, რომ იქვე არ მეცა ყელში? „დიფ სთეითის“ ერთ-ორ წარმომადგენელს რატომ არ გადაუღო ფოტო?

    ეს ახალი ამომავალი ვარსკვლავი, შარმანაშვილი, ვოლსკი რომ ჩაანაცვლა ასაკოვანი სპიკერების კვოტაში, 2013 წელს, თუ სწორად მახსოვს, ჯერ კიდევ საქართველოს ელჩი იყო სომხეთში, სააკაშვილის დანიშნული, საპრეზიდენტო არჩევნებზე ვიყავი ჩასული ერევანში, ეუთოს ეგიდით, რესტორანში დამპატიჟა და ორი აგური არა, მაგრამ ორი ქაბაბი ეჭირა და თავში ირტყამდა, ეს რა დაგვემართა, რანაირად წავაგეთ არჩევნებიო. ახლა „დიფ სთეითისგან“ იცავს სამშობლოს.

    P.S და აი, სანამ ამას ვწერდი – რიმა ბერიძე: ჯინ შაჰინმა თავის ქვეყანას მიხედოსო.

    ოზურგეთი რაიონის რაიკომის პირველი მდივანი, რომელიც დარჩა ამ თანამდებობაზე, ანუ გააგრძელა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის მსახურება (ვოლსკის მსგავსად) 1989 წლის 9 აპრილის შემდეგაც, ამერიკელ სენატორზე იძახის – ამერიკას მიხედოსო. ოჰ, დონალდ, შენ რა გითხარი“,- წერს ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.

  • ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი – გახარია მანდატების გაუქმებაზე

    „დღეს, ერთპარტიული რეჟიმის სახით მოქმედმა „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად მისცა ხმა პარტია „საქართველოსთვის“ 12-ვე მანდატის გაუქმებას. ჩვენ ეს ადრეც გვინახავს, კრემლის სახელმძღვანელოდან ამოხეული ფურცელი: იმუნიტეტის მოხსნა, სისხლის სამართლის ბრალდებების გამოგონება და პოლიტიკური ალტერნატივების აღმოფხვრა“

    ამის შესახებ გიორგი გახარია სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში წერს, სადაც მისი პარტიის მანდატების გაუქმებას ეხმაურება.

  • „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატებს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება შეუწყდათ

    ივანიშვილის პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე პარტია გახარია-საქართველოსთვის 12 წარმომადგენელს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება ვადამდე შეუწყვეტა.

    სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენისსაფუძვლით მანდატი შეუწყდა: – გიორგი გახარიას, თეონა აქუბარდიას, ანა ბუჩუკურს, ლევან გოგიჩაიშვილს, ზაზა თავაძეს, ბექა ლილუაშვილს, ნათია მეზვრიშვილს, ბერდია სიჭინავას, კახა ქემოკლიძეს, როინ ქოჩორაშვილს, დიმიტრი ცქიტიშვილს და ზვიად ძიძიგურს.

    იქამდე, 30 ივნისს, გახარია-საქართველოსთვის 12 წარმომადგენლისთვის პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი ივანიშვილის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე დაუჭირეს.