Blog

  • “მზად ვარ დავუდგე თავდებში გიორგი ჩახუნაშვილს!” – კლინიკა „დიაკორის” დამფუძნებელი რამაზ ყურაშვილი

    ”მზად ვარ, დავუდგე თავდებში ჩემ კოლეგას და დიდი ხნის მეგობარს, სახელოვან პედიატრს გიორგი ჩახუნაშვილს”

    აცხადებს, ამის შესახებ, კლინიკა „დიაკორის” დამფუძნებელი რამაზ ყურაშვილი.

  • 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე დაკავებულ 7 პირს პატიმრობა შეეფარდა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული საქმის ფარგლებში 7 პირს, ვლადიმერ გველესიანს, ნიკა გვენცაძეს, მამუკა ლაბუჩიძეს, გურიელ ქარდავას, ზურაბ ჭავჭანიძეს, კონსტანტინე კოკაიას და კობა ეპიტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

    მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. აღნიშნულ საქმეზე ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს.

  • ბაჩო ახალაიას ცოლი სუს-ში დაიბარეს

    თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას ცოლი ანი ნადარეიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს. ამის შესახებ ინფორმაციას ის Facebook-ზე ავრცელებს.

    ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რას უკავშირდება ანა ნადირაძის სუს-ში დაბარება.

    ამასთანავე, დღეს შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ბაჩო ახალაია. საქმე 4 ოქტომბრის აქციის ღამეს,  პროპაგანდისტული სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს უკავშირდება, სადაც  ტელეკომპანია “იმედის” მტკიცებით, პაატა ბურჭულაძისა და მისი საუბარია ჩაწერილი. ჩანაწერის ავთენტურობა დადასტურებული არ არის.

    გამოკითხვაზე შესვლამდე მან ჟურნალისტებთან თქვა, რომ ჩანაწერი ფალსიფიცირებულია და აღნიშნა, რომ “არა თუ სიტყვა, არამედ ბგერაც კი არ არის მისი”.

    ბაჩო ახალაია აღნიშნავს, რომ პაატა ბურჭულაძე ოჯახის ახლობელია და  კომუნიკაცია, შეხვედრა დაახლოებით 1 თვის წინ ჰქონდა. რაც შეეხება მურთაზ ზოდელავას,  ახალაიას თქმით, ზოდელავა მისი მეზობელია და შესაბამისად, ხშირად ნახულობდა.

  • მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა  – ბადრი ჯაფარიძე

    მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა – ბადრი ჯაფარიძე

    ”ძალადობა დასაგმობია, მაგრამ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ ჰყოლოდა სინდისის პატიმრები, ადამიანები, რომელთაც თავისი ქვეყნის ევროპული მომავლის დაცვა უნდათ.

    ცხადია, კრიტიკა ამაზეა მიმართული – ძალადობრივ ქმედებას ყოველთვის გმობდა ევროპარლამენტი და პარტნიორები.

    მე თავად ვარ გადატრიალების მსხვერპლი, როდესაც 1990-1992 წლებში ვიყავი პარლამენტის წევრი.

    ამ გადატრიალების, რეალური დამხობა როცა მოხდა, ზოგი წევრი დღეს ხელისუფლებაშია – მე ვიცი, რა უბედურებაა ქვეყნისთვის, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.

    მხოლოდ არჩევნების გზით უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლა და თითოეულ ქართველს უნდა სჯეროდეს, რომ ეს შესაძლებელია

    თქვა ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ.

  • 4 ოქტომბრის მოვლენებზე კიდევ 1 ადამიანი დააკავეს – ჯამში დაკავებულია 46

    ”ოცნების” შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 4 ოქტომბრის საქმეზე  კიდევ ერთი ადამიანი გ.ქ დააკავეს – ჯამში, 46 ადამიანია დაკავებული.

    მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

    “შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, უწყვეტ რეჟიმში ატარებენ შესაბამის ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებებს, იმ პირების გამოვლენისა და დაკავების მიზნით, რომლებმაც 4 ოქტომბერს, თბილისში ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს. აღნიშულ სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კიდევ ერთი პირი – გ.ქ. დააკავეს.

    პოლიციის მიერ ჯამში დაკავებულია 46 პირი. სამართალდამცველები აგრძელებენ მოპოვებული მტკიცებულებების კომპლექსურ შესწავლას, რათა დანაშაულში მონაწილე ყველა პირის მიმართ შესაბამისი სამართლებრივი ზომები გატარდეს.

    გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს”- ნათქვამია განცხადებაში.

  • დამნაშავეებსაც აქვთ პროფესია – პაპუაშვილი ექიმ ჩახუნაშვილზე

    დამნაშავეებსაც აქვთ პროფესია – პაპუაშვილი ექიმ ჩახუნაშვილზე

    “ჩავარდა ხელისუფლების დამხობა, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა მოყვება ამ ყველაფერს. ის, ვინც ბედავს სითამამეს, მათ შორის კონკრეტულად ეს ადამიანი, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციის ეზოში შეიჭრა და სხვებსაც მიუთითებდა, რომ იქ შესულიყვნენ, თუკი ეყო ამ ადამიანს იმის სითამამე, რომ დაეღვია კანონი და შესულიყო პრეზიდენტის რეზიდენციის ტერიტორიაზე, მაშინ უნდა ეყოს იმის სითამამეც, რომ მიიღოს ამაზე პასუხისმგებლობა. ცხოვრება არ არის თვითმომსახურების მაღაზია – რასაც გინდა აიღებ და რასაც გინდა არ აიღებ. ასეა, მით უმეტეს, როდესაც ადამიანებს ცხოვრებისეული გამოცდილება აქვთ…

    ყველას აქვს რაღაც პროფესია, დამნაშავეებსაც აქვთ თავისი პროფესია… ქურდსაც, ყაჩაღსაც და ხელისუფლების დამამხობელსაც. პროფესიული მიზნით დისკრიმინაცია ვერ მოხდება და იმის გარჩევა, რომ უმუშევარი დავიჭიროთ და არაუმუშევარი არ დავიჭიროთ. ეს რა მორალია, საერთოდ გაუგებარია.

    მარტივია საკითხი, არის ცხადი, რომ იგეგმებოდა ხელისუფლების დამხობა, იყო მოწოდება ხელისუფლების დამხობისკენ, არის ცხადი, რომ დაიწყო ასრულება ამ მოწოდების და ვხედავდით ადამიანებს, რომლებიც შეიჭრნენ პრეზიდენტის რეზიდენციაში…

    ეს არის აბსოლუტური სისულელე, რასაც საუბრობენ. დისკრიმინაცია ადამიანების პროფესიის მიხედვით არ ხდება, არც ასაკის, არც წარმომავლობის და არც კანისფერის მიხედვით, ყველა ვინც ჩაიდინა დანაშაული, შინაგან საქმეთა სამინისტროს ვალდებულებაა, რომ მოიძიონ, მოიკვლიონ და შესაბამის პასუხისგებაში მიეცენ”

    აცხადებს, ქართული ოცნების ერთპარტიული პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

    გუშინ, 9 ოქტომბერს 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით აკადემიკოსი, 71 წლის ექიმი გიორგი ჩახუნაშვილი საკუთარ სახლში დააკავეს.

  • დაკავებულებს შორის არის ჩვენი გუნდის 3 წევრი – ”კოალიცია ცვლილებებისთვის”

    ”კოალიცია ცვლილებებისთვის” განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ  4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კოალიციის 3 წევრია დაკავებული.

    მათი ინფორმაციით, დაკავებულია გუკო ქარდავა, მანუჩარ მიქელაძე და ირაკლი ჩხვირკია.

    “ივანიშვილის რეჟიმმა გააძლიერა პოლიტიკური რეპრესიები საქართველოს პატრიოტი მოქალაქეების წინააღმდეგ.

    შედეგად, ქვეყანაში გვყავს ახალი პოლიტიკური პატიმრები. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, დაკავებულია 45 ადამიანი, მათ შორის ქალები, 70-ს გადაცილებული და მძიმე დაავადების მქონე ადამიანები. უკანონოდ დაკავებულებს შორის არიან “კოალიცია ცვლილებისთვის” გუნდის წევრებიც: გუკო ქარდავა, მანუჩარ მიქელაძე და ირაკლი ჩხვირკია.

    შსს-ს ქმედებები, ყოველდღიური ბრიფინგები და დაკავების მეთოდები ემსახურება მშვიდობიანი წინააღმდეგობის მოძრაობის დაშინებასა და ამ გზით მიტაცებული ძალაუფლების შენარჩუნებას. დღეს, როგორც არასდროს მნიშვნელოვანია ჩვენი სამართლიანი პროტესტის გაძლიერება და გაფართოება. ამიტომ, ყოველ დღე ჯიუტად რუსთაველზე! ბრძოლა გრძელდება ბოლომდე, გამარჯვებამდე! თავისუფლება რეჟიმის ტყვეებს! “- ნათქვამია განცხადებაში.

  • 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 1 პირი დააკავეს, ჯამში – 45

    ქართული ოცნების შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით კიდევ ერთი ადამიანი დააკავეს. საქმეზე ჯამში 45 ადამიანია დაკავებული. მათ 9-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

    “მათ შორის არიან, როგორც აქციის ორგანიზატორები, ასევე, ის მონაწილეები, რომლებმაც კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით” – აცხადებს შსს.

  • 4 იქტომბრის აქციის საქმეზე კიდევ 8 პირი დააკავეს – ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი

    4 ოქტომბრის აქციასთან დაკავშირებული გამოძიების ფარგლებში სამართალდამცველების მიერ დაკავებულია კიდევ 8 პირი: ზ.ა., ⁠ა. დ., ⁠ი. ჩ.,⁠ ხ.გ., გ.ჩ., გ.მ., რ.მ., ი.დ., ხოლო 4 პირი მიმალვაში იმყოფება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელევს.

    აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, ჯამში დაკავებულია სულ 44 პირი.

    “სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 4 ოქტომბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ აქციის მონაწილეების მიმართ გავრცელებული არაერთი საჯარო მოწოდების მიუხედავად – შეკრება-მანიფესტაცია ყოფილიყო მშვიდობიანი და არ გასცდენოდა კანონით დადგენილ ფარგლებს, ბრალდებულებმა ათონელის ქუჩაზე კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები განახორციელეს.

    ვიდეოსამეთვალყურეო მასალების გაშიფვრისა და სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელებული კადრებიდან ირკვევა, რომ ბრალდებულების ნაწილი სამართალდამცველებს სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა და პოლიციელების მისამართით ისროდა სხვადასხვა მძიმე საგანსა და ქვებს. გარდა ამისა, ისინი ცდილობდნენ საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში შეჭრას, რა დროსაც დააზიანეს სასახლის ეზოს ჯებირები.

    გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 222-ე, 225-ე და 317-ე მუხლებით მიმდინარეობს.

    საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ შესაბამის საგამოძიებო მოქმედებებს, დანაშაულის ჩამდენი სხვა პირების იდენტიფიცირებისა და მათი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის მიზნით” – წერია სამინისტროს განცხადებაში.

  • ბაჩო ახალაია ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე გამოკითხვაზე დაიბარეს – შსს

    თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოკითხვაზეა დაბარებული ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით.

    შსს-ში არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რომელი საქმის გამო დაიბარეს ახალაია.

    ბაჩო ახალაია შსს-ს კრიმინალურ დეპარტამენტში 10 ოქტომბერს, 13:00 საათზე უნდა გამოცხადდეს.