When it comes to on-line gambling, couple of games supply the exact same level of exhilaration and anticipation as roulette. The rotating wheel, the clicking noise of the sphere, and the possibility of winning huge make it one of the most preferred gambling establishment games worldwide. To even more boost your roulette experience, numerous on the (more…)
Blog
-
ჯაკო ჩარკვიანს და კიდევ 4 პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ
თბილისის საქალაქო სასამართლომ სპარის თანამშრომელზე თავდასხმის საქმეზე დაკავებული მამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო ჩარკვიანი და კიდევ 4 ადამიანი პატიმრობაში დატოვა.
ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის გარდა, პროკურატურა ჩარკვიანს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვასაც ედავება.
ცნობისთვის, მაღაზია სპარის თანამშრომლის ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტზე ბრალდება ჯამში 6 ადამიანს აქვს წარდგენილი.
დღეს, 7 ნოემბერს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა იგივე საქმეზე ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებულ “ოცნების” აქტიურ მხარდამჭერს მანჩო გიორგობიანსაც.
-
რეჟიმმა გააღრმავა ქვეყნის წინაშე არსებული ყველა პრობლემა – პროევროპული პარტიები
“რეჟიმმა გააღრმავა ქვეყნის წინაშე არსებული ყველა პრობლემა” – პროევროპული პარტიები – ახალი, გირჩი-მეტი თავისუფლება, დროა, ეროვნულ-დემოკრატიული პარტია, ევროპული საქართველო, თავისუფლების მოედანი და ფედერალისტები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
“ივანიშვილის დამნაშავე რეჟიმის მხრიდან პოლიტიკური დევნის გაძლიერება ჩვენი საზოგადოების კიდევ უფრო ძლიერი წინააღმდეგობის საფუძველი გახდება, მით უმეტეს მაშინ, როდესაც პოლიტიკურმა პატიმრებმა და მათი ოჯახის წევრებმა ბოროტებასთან შეუგუებლობის და სიმტკიცის მაგალითი გვიჩვენეს.
ქართული ოცნება საკუთარ თავს ტრადიციული ქართული ღირებულებებისა და ოჯახური ფასეულობების დამცველად წარმოაჩენს მაშინ, როდესაც ყალბი ჩვენებებისა და შეთითხნილი საქმეების გამოყენებით, მშობლები და შვილები, ცოლები და ქმრები, დები და ძმები ერთმანეთს წლობით დააცილა და ოჯახები მრავალწლიანი განშორებისათვის გაწირა.
ივანიშვილის რეჟიმმა გააღრმავა ქვეყნის წინაშე არსებული ყველა პრობლემა: მისივე აღიარებით, კორუფცია და თანამდებობის გამოყენებით, მოქალაქეების ხარჯზე გამდიდრება რეჟიმის წარმომადგენელთა ცხოვრების წესია, მისი მიზანმიმართული მცდელობის შედეგად, საქართველო უფრო და უფრო შორდება თავისუფალ სამყაროს, და მარტო რჩება მტრის, რუსეთის წინაშე, რაც ჩვენს სახლემწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობას უქმნის სასიცოცხლო საფრთხეს.
რეჟიმი ცდილობს ქვეყნის განათლებას, ჯანდაცვას და სოციალური დახმარების სისტემაც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ნაცვლად, მისი ძალაუფლების შენარჩუნებისთვის გამოიყენოს და ამისთვის ადმინისტრციულ კონტროლს და რეპრესიებს აღრმავებს.
მას სურს საქართველოს მოქალაქეებს საბოლოოდ წაართვას სახელმწიფო, რათა დაუსჯელად განაგრძოს ჩვენი სამხედროების, მასწავლებლების, პენსიონრების, ბავშვების თუ სტუდენტების ძარცვა.
მაგრამ ყველა ამ მცდელობის მიუხედავად, მან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მაინც ვერ გატეხა.
რეჟიმს მმართველობაში დარჩენის სახალხო, საერთაშორისო და მორალური ლეგიტიმაცია აღარ აქვს და ამიტომ დგას მთლიანად სიცრუესა და რეპრესიებზე.
ჩვენს შორის მრავალი განსხვავება არსებობს, მაგრამ ყველას გვაერთიანებს საერთო ამოცანა: მშვიდობიანი ბრძოლის შედეგად შევცვალოთ ხალხის მძარცველი კორუმპირებული კრიმინალების რეჟიმი, გავათავისუფლოთ უსამართლოდ დატყვევებული მწერლები, ექიმები, სტუდენტები, მსახიობები და პოლიტიკოსები; გადავარჩინოთ საქართველოს დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა და დავიმკვიდროთ ადგილი ჩვენს ბუნებრივ ისტორიულ წიაღში, ევრო-ატლანტიკურ სივრცეში.
ქართველმა ხალხმა ამ ერთი წლის განმავლობაში, გაბედული და თანმიმდევრული ბრძოლით დაამტკიცა, რომ ის იმსახურებს სამართლიან, უსაფრთხო და თავისუფალ ქვეყანაში ცხოვრებას და არ დაუშვებს კონსტიტუციის ხელყოფას. მათ ნებას ივანიშვილის რეპრესიები წინ ვერ აღუდგება.
ჩვენ, დემოკრატიული პოლიტიკური პარტიები, ბოლომდე ვიბრძოლებთ იმისთვის, რომ ძალაუფლება დაუბრუნდეთ მათ, ვისაც ის რეალურად ეკუთვნის – ქართველ ხალხს.” – ნათქვამია განცხადებაში.
-
უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი გააუპატიურა – პროკურატურამ 1 პირს ბრალი წარუდგინა
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის გაუპატიურების და ორი არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების ჩადენის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს.ინფორმაციას გენერალური პროკურატურა ავრცელებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველი ორი არასრულწლოვანის თანდასწრებით, უმწეო მდგომარეობაში მყოფი, ასევე არასრულწლოვანი გააუპატიურა” – წერია განცხადებაში
დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
-
კახეთში აღვკვეთეთ შეკვეთილი მკვლელობა – შსს-მ 18 წლის ბიჭი დააკავა
“კახეთის პოლიციის დეპარტამენტში კომპლექსურად ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ ბრალდებულს საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტის, ელმურაზ მამედოვის შეკვეთითა და დავალებით, უნდა მოეკლა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში მცხოვრები ერთ-ერთი პირი, იმ მოტივით, რომ ამ უკანასკნელმა ელმურაზ მამედოვს უარი განუცხადა დაშინებით მოთხოვნილი ფულადი თანხის – 200 000 ამერიკული დოლარის გადახდაზე.
ბრალდებულმა დავალება სისრულეში ვერ მოიყვანა, ის სამართალდამცავებმა შეკვეთილი მკვლელობის მომზადების, ასევე ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს.
მისი პირადი ჩხრეკის შედეგად, ამოღებულია “მაკაროვის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდითა და მასში მოთავსებული ვაზნებით.
დაკავებული დანაშაულს აღიარებს. გარდა ამისა, დანაშაულში ბრალდებულის მონაწილეობა დასტურდება მის მიმართ ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებით, მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დათვალიერებით და სხვა მტკიცებულებებით.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-109-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.
დაკავებულთან და კრიმინალურ ავტორიტეტ ელმურაზ მამედოვთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დადგენისა და მათ მიერ ჩადენილი სხვა შესაძლო დანაშაულების გამოვლენის მიზნით, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება” – თქვა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ ბრიფინგზე.
-
„გელა გელაძეს მოვაძრობ თანამდებობიდან, მდინარაძიანად! „ოცნებას“ ეგენი აყირავებენ” – მანჩო გიორგობიანი
“ოცნების” აქტიურ მხარდამჭერს, სასამართლომ ჯგუფური ძალადობის საქმეზე მანჩო გიორგობიანს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა- გადაწყვეტილება მოსამართლე არსენ კალატოზიშვილმა გამოაცხადა.
ბრალდებულის სახაზინო წესით დანიშნულმა ადვოკატმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ეკიპირება სასამართლოში ფსიქიატრიული დაწესებულებიდან მოხდა, სადაც მას ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდა.
- “ათი წელი არ ავმდგარვარ საწოლიდან, რაც ჩემი შვილი მოკვდა და ახლა ციხის შემეშინდება?.. ყველაფერზე თანახმა ვარ, ყველაფერია კამერებზე… ყველაფერს მოვაწერე ხელი,” — განაცხადა გიორგობიანმა სასამართლო პროცესზე (ტექსტი “რადიო თავისუფლება”)
პროკურორი გიორგი დოლაკიძე გიორგობიანისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს აღკვეთის ღონისძიების სახით. აცხადებს ასევე რომ მაღალია მანჩო გიორგობიანის მხრიდან მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.
- „შესაძლოა მივიღოთ კიდევ უფრო აგრესიული ქმედებები მანანა გიორგობიანის მხრიდან, არსებობს შურისძიების საფრთხე დაზარალებულებზე, მითუმეტეს, რომ ისინი მის საცხოვრებელ სახლთან ახლოს მუშაობენ ისევ“, — განმარტავს პროკურორი.
“რადიო თავისუფლების” ცნობით, სასამართლო პროცესის დატოვებისას, გიორგობიანმა დარბაზში დაიძახა — “გელა გელაძეს მოვაძრობ თანამდებობიდან მამუკა მდინარაძიანად, ეგენი აყირავებენ “ოცნებას”, მე მაგას არ დავუშვებ”.
-

”ჩინეთი ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა..გვაქვს საერთო ღირებულებები ” – ირაკლი კობახიძე
ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გავაფართოოთ ჩვენი თანამშრომლობა მსოფლიოს მრავალ სხვადასხვა ქვეყანასთან. ეს ჩვენი ხედვაა და გვიხარია, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა გვაქვს, ხელი მოვაწერეთ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას და გვაქვს უვიზო რეჟიმი ჩინეთთან, რაც გვეხმარება ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქციის განვითარებაში, ჩვენი ეკონომიკის გაძლიერებაში, პოლიტიკური პოზიციების განმტკიცებაში. ეს ჩვენთვის ძალიან ძვირფასია. ამიტომ, ჩინეთთან გაღრმავებული თანამშრომლობა ჩვენთვის ძალიან ღირებულია.
ირანთან დაკავშირებით, ჩვენ არ გვაქვს ურთიერთობების განსაკუთრებული ინტენსიფიკაცია, მაგრამ ეს ჩვენი სამეზობლოა. ჩვენ გვაქვს ურთიერთობები ირანთან და ასეთია ამჟამინდელი სიტუაცია. იგივეა სხვა ქვეყნებთანაც, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, თურქეთთან, ყველა სხვა მეზობელ ქვეყანასთან, რომლებსაც იგივე პოზიცია აქვთ, ისინიც ცდილობენ, განავითარონ პარტნიორობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანასთან.
კიდევ ერთხელ, ჩინეთი, რა თქმა უნდა, ძალიან განსაკუთრებულ როლს ასრულებს. ჩინეთზე უნდა ითქვას, რომ ის ამჟამად ერთადერთი მშვიდობიანი ზესახელმწიფოა მსოფლიო პოლიტიკაში. სწორედ ამიტომ გვაქვს საერთო ღირებულებები, ჩვენ ვიზიარებთ საერთო ღირებულებებს. სწორედ ამიტომ არის ჩვენთვის განსაკუთრებით ღირებული ჩინეთთან თანამშრომლობის გაღრმავება.
-

შევწყვიტოთ უცხოეთში ცალ-ცალკე სიარული, ვიაროთ ერთად, საკუთარი თავის კასტინგი კი არაა, ქვეყნის გადარჩენის საკითხია – სააკაშვილი
„1) უნდა შევწყვიტოთ ცალ-ცალკე უცხოეთში სიარული, ეს სიარული საკუთარი თავის კასტინგი კი არა, ქვეყნის გადარჩენის საკითხია, უნდა ვიაროთ ყველამ ერთად და გამოვიდეთ ერთი ფრონტით. ცალ-ცალკე სიარული ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენს ევროპელ და ამერიკელ მეგობრებზე.
2) უნდა შევწყვიტოთ ქართულ ოპოზიციურ არხებზე ერთმანეთის ჩაჩეხვა. ზოგიერთი ოპოზიციური ჯგუფი ფულს იყენებს თავისი თავის მაქსიმალურად წარმოსაჩენად და სხვების ჩასაჩექმად. ეს აზიანებს საერთო საქმეს.
3) უნდა დავივიწყოთ ყველა ძველი წყენა, ის თუ ვინ, როდის, რა პოზიციაზე იყო და ყველამ სამიზნე გავასწოროთ ივანიშვილზე. გუშინ, ერთი ტელეწამყვანი ამტკიცებდა, რომ მე სხვა ოპოზიციონერებს „გაყიდულები“ ვუწოდე. ეს არის სრული სიცრუე. ჯერ ერთი, ეს არ არის ჩემი ტერმინოლოგია და მეორე, შეიძლება პრეტენზიები მქონდეს, რომ ჩვენი თანამებრძოლები წარსულში არასწორად არჩევდნენ ალიანსებს, ცუდი აქტორების გავლენის ქვეშ ხვდებოდნენ, მაგრამ ამას დღეს ჩვენი საერთოდ აღარანაირი მნიშვნელობა აღარ აქვს, ჩვენი საერთო მიმართულება ემთხვევა ერთმანეთს და ამიტომ ერთმანეთს უნდა ჩავკიდოთ ხელი და ვიაროთ ამ მიმართულებით, გამარჯვებამდე. ძალა ერთობაშია!“
ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
-

დამნაშავეები არიან დონორები, რომ ეჭვის თვალით ვუყურებთ ყველა ტრანზაქციას – პაპუაშვილი
“ის, რომ ჩვენ ეჭვის თვალით ვუყურებთ ნებისმიერ ასეთ ფულად ნაკადს საქართველოში, ამაში დამნაშავე არიან ის დონორები, რომლებმაც სახელი გაიფუჭეს, ნებისმიერ ასეთ თანხის ნაკადის მოძრაობას ქართველი ხალხი უყურებს ეჭვით. ეს არის სწორედ ევროკავშირის ელჩის, სხვადასხვა ქვეყნის ელჩების და დონორების დამსახურება, რომ ისე გაიფუჭეს სახელი, რომ ნებისმიერი ასეთი ტრანზაქცია ქართველ ხალხში განგაშს იწვევს, ხომ არ არის ეს რაიმე თანხები, რაც მიმართულია ქვეყნის დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრისკენ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ამოცანა ზუსტად ესაა და მაგიტომაც ვერ შედგა 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის მცდელობა, რომ ეს გარედან იყო მხარდაჭერილი, იმიტომაც ვერ შედგა რამდენიმე წინასწარ დაანონსებული რევოლუცია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური არის მოწოდების სიმაღლეზე და ეჭვის თვალით უყურებს ამგვარ ტრანზაქციებს”.
ივანიშვილის წარმომადგენელი, შალვა პაპუაშვილი მანიპულაციას და დეზინფორმაციას უწოდებს, აშშ-ს კონგრესმენების მიმართვას სახელმწიფო მდივან მარკო რუბისათვის, რომ ოცნების “ანტიამერიკულ” რიტორიკაზე საპასუხო ზომები მიიღოს.
-
ე.წ. ქურდულ სამყაროსთან დაკავშირებულ 43 ადამიანს ბრალი წარედგინა
ე.წ. კანონიერი ქურდობის, ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობის, ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და ე.წ. კანონიერი ქურდობისთვის მიმართვის საფუძველზე 43 პირს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას პროკუარტურა ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ სპეცოპერაციის დროს სამართალდამცველებისთვის გახსნილი ცეცხლის საპასუხო ღონისძიების შედეგად ლიკვიდირებულმა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა „ქურდულ საერთოში“ გადასახდელი თანხის შემცირების მიზნით „ქურდული სამყაროს“ წევრებსა და კრიმინალურ ავტორიტეტებს მიმართა. საკითხის მოსაგვარებლად „ქურდული სამყაროს“ წევრების მონაწილეობით გაიმართა მოლაპარაკებები და გარჩევები. აღნიშნულ პერიოდში მირზა ალიევმა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ ერთ-ერთ კრიმინალურ ავტორიტეტს აღმოუჩინა ფინანსური დახმარება. ქურდული გარჩევის გზით საბოლოდ მიღწეული იქნა შეთანხმება, რის სანაცვლოდაც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერმა მირზა ალიევმა „ქურდული სამყაროს“ წევრებს გადასცა საერთო ჯამში 6 000 აშშ დოლარი. ბრალდებულებისგან 34 პირი სამართალდამცავებმა ჩატარებული ღონისძიების შედეგად დააკავეს.
ექვს პირს ბრალდება დაუსწრებლად, ხოლო სამ პირს ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებაში წარედგინათ. ბრალდებულებს ბრალდება ქურდული სამყაროს წევრობის, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „კანონიერ ქურდისთვის/ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის ფაქტებზე წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ბრალდებულების ნაწილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ხოლო ერთ ბრალდებულს, რომელმაც გამოძიებასთან ითანამშრომლა, საპატიმრო გირაო 3000 ლარის ოდენობით შეეფარდა. ბრალდებულების ნაწილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო კანონით დადგენილ ვადაში იმსჯელებს”, – აცხადებენ პროკურატურაში.