Category: ახალი ამბები

  • ირანის რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირებს ვხედავთ – გერმანიის კანცლერი

    ირანის რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირებს ვხედავთ – გერმანიის კანცლერი

    „თუ რეჟიმს ძალაუფლების შენარჩუნება მხოლოდ ძალის გამოყენებით შეუძლია, მაშინ ის ფაქტობრივად დასრულებულია. მჯერა, რომ ახლა რეჟიმის ბოლო დღეებსა და კვირებს ვხედავთ.[…] ებისმიერ შემთხვევაში, რეჟიმს არჩევნების გზით ლეგიტიმაცია აღარ აქვს. მოსახლეობა რეჟიმის წინააღმდეგ აჯანყდა“,

    ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა ინდოეთში ვიზიტისას განაცხადა.

  • საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – ზურაბივილი

    საქართველოში ტერორმა მმართველ ელიტამდეც მიაღწია – ზურაბივილი

    საქართველოში ტერორმა სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის შემდეგ, მმართველ ელიტამდეც მიაღწია: მინისტრები (თავდაცვის მინისტრი, სახელმწიფო უსაფრთხოების მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი) ციხეში არიან! ყოფილ პრემიერ-მინისტრ, თავდაცვის მინისტრ და შინაგან საქმეთა მინისტრ ღარიბაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა! რეჟიმი პოზიციებს თმობს

    ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე წერს.

  • მზია ამაღლობელი საქართველოს რეჟიმმა ერთი წლის წინ დააპატიმრა – იუკნევიჩიანე

    მზია ამაღლობელი საქართველოს რეჟიმმა ერთი წლის წინ დააპატიმრა – იუკნევიჩიანე

    „მზია ამაღლობელი, რომელიც ევროპარლამენტმა სახაროვის პრემიით დააჯილდოვა, სიმართლისა და დემოკრატიისთვის ბრძოლის განსახიერებაა. ევროპა ქართველი ხალხის გვერდით დგას!“

    ამის შესახებ ლიეტუველი ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე სოციალურ ქსელში წერს.

  • ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში შეასახლეს

    ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში შეასახლეს

    “ოცნების” ყოფილი პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში შეასახლეს.

    პროკურატურა ყოფილ პრემიერს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლის მესამე ნაწილს დიდი ოდენობით უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავებოდა.

    “ოცნების” პრემიერმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალი აღიარა და პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რის შედეგადაც, მას 5-წლიანი პატიმრობა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა მიესაჯა.

  • “პირადი ტრაგედიაა” – ვოლსკი ღარიბაშვილის დაკავებაზე

    “პირადი ტრაგედიაა” – ვოლსკი ღარიბაშვილის დაკავებაზე

    “ძალიან ძნელია. დიდი ხანია ეს პროცესი გრძელდება. ჩემი დამოკიდებულება პირადად ირაკლის, მისი ოჯახის მიმართ ყოველთვის იყო თბილი, მეგობრული. საქმიანი ურთიერთობა ძალიან ბევრი მქონია, ბევრი პოზიტიური განვითარება მახსოვს და რასაკვირველია, ჩემთვის ეს პირადი ტრაგედიაა და საერთოდ, გუნდისთვის ტრაგედიაა.
    იგივე ბიძინა ივანიშვილისთვის ძალიან რთული წარმოსადგენი იყო, რომ ადამიანი, რომელიც ჩვენს გუნდში იყო, ყოველთვის მყარად იდგა თავის პოზიციაზე, გადადგამდა ისეთ ნაბიჯს, რომელიც იმ პრინციპებს უპირისპირდება, რითაც დაბრუნდა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში. განაცხადა ამის თაობაზე, არაერთხელ გააფრთხილა ყველა.
    და თუკი ეს დანაშაული არსებობს, მითუმეტეს მან აღიარა, მისასალმებელია აღიარება, მაგრამ თავად დანაშაული არის ძალიან მძიმე, სამართლებრივად არ ვიცი როგორ შეფასდება, მე არ ვარ პროკურორი, არც მოსამართლე, მაგრამ მორალურად საკმაოდ მძიმეა მოსასმენადაც და გასათავისებლადაც.”

    აცხადებს ივანიშვილის დეპუტატმა, გია ვოლსკი.

  • რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როცა შენს ყოფილ თანაგუნდელებს აკავებენ – კალაძე

    რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როცა შენს ყოფილ თანაგუნდელებს აკავებენ – კალაძე

    რა თქმა უნდა, ძალიან სამწუხარო და ცუდია, როდესაც შენ ყოფილ თანაგუნდელებს აკავებენ. არის კონკრეტული ბრალდებები, ეს ძალიან სამწუხარო და გულდასაწყვეტია, როდესაც ასეთი რამ ხდება. სხვა დანარჩენი, დაველოდოთ გამოძიებას.

    ამბობს თბილისის მერი კახა კალაძე.

  • იძულებით ვწყვეტთ საქმიანობას, მოხალისეობრივად განვაგრძობთ კონსულტაციებს – უფლებები საქართველო

    იძულებით ვწყვეტთ საქმიანობას, მოხალისეობრივად განვაგრძობთ კონსულტაციებს – უფლებები საქართველო

    უფლებები საქართველო განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგად იძულებით წყვეტს საქმიანობას.

    ” არსებული ვითარებიდან გამომდინარე, უნდა გაგვეკეთებინა განცხადება, რომ 2026 წლის პირველი იანვრიდან „უფლებები საქართველო“ 29 წლის შემდეგ წყვეტს საქმიანობას — აჩერებს წარმომადგენლობას ძალადობის და ფემიციდის მსხვერპლთა მიმდინარე 200-მდე საქმეზე ადგილობრივ და საერთშორისო სასამართლოებში; უპატრონოდ ტოვებს ევროსასამართლოში გაგზავნილ 500-მდე საქმეს, მათ შორის აგვისტოს ომით დაზარალებულთა საქმეებს; აღარ მიიღებს მონაწილეობას საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელების განხილვაში, ყოველდღიურად ვეღარ გაუწევს უფასო კონსულტაციას და დახმარებას უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ათეულობით მოქალაქეს, რომლებსაც კიდევ შერჩათ სამართლის პოვნის იმედი.

    დიახ, ე.წ. ხელისუფლების დიდი ძალისხმევის შედეგად “უფლებები საქართველო“ პირველად 29 წლის შემდეგ დადგა საქმიანობის იძულებით შეჩერების ფაქტის წინაშე. მაგრამ, ჩვენ ეს ვერ შევძელით. გადავწყვიტეთ, არ ვუღალატოთ საკუთარ მორალს, პროფესიას და რაც მთავარია, ადამიანებს, რომლებსაც ვჭირდებით. ამიტომ, დღეიდან, 2026 წლის 12 იანვრიდან „უფლებები საქართველოს“ იურისტები სრულიად მოხალისეობრივ საწყისებზე გააგრძელებენ უფასო სამართლებრივი კონსულტაციების გაწევას და განსაკუთრებულ შემთხვევებში, სამართლებრივ დახმარებას და წარმომადგენლობას.

    მათ, ვისაც გჭირდებათ უფასო სამართლებრივი კონსულტაცია:

    დაგვიკავშირდით „უფლებები საქართველოს“ ცხელ ხაზზე 577 541 655 ყოველ დღე 11-საათიდან-18 საათამდე, ან მოგვწერეთ ორგანიზაციის ფეისბუქის გვერდზე. მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის და საჭიროების შემთხვევაში, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე სხვა დროს (24/7-ზე)

    სამშაბათს და ხუთშაბათს, 11:00-16:00 საათამდე მობრძანდით პირისპირ კონსულტაციებზე „უფლებები საქართველოს“ ოფისში (მის. ა. გახოკიძის 11ა, საბურთალო)”, – აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.

  • ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა და 1 მლნ ლარის ჯარიმა შეეფარდა

    ირაკლი ღარიბაშვილს 5 წლით პატიმრობა და 1 მლნ ლარის ჯარიმა შეეფარდა

    პროკურატურამ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა – ”ოცნების” ყოფილ პრემიერს 5 წლის თავისუფლების აღკვეთა და 1 მილიონი ლარის ოდენობით ჯარიმა განესაზღვრა.

    “საქართველოს პროკურატურამ ბრალდებულ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რომლის თანახმადაც ყოფილ პრემიერ-მინისტრს, საქართველოს სსკ-ის 194-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის, სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თ/აღკვეთა განესაზღვრა.მასვე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით. მას ასევე სახელმწიფოს სასარგებლოდ ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა.ირაკლი ღარიბაშვილი აღიარებს ჩადენილ დანაშაულს და ეთანხმება საპროცესო შეთანხმების პირობებს. პროკურატურის შუამდგომლობა საპროცესო შეთანხმების თაობაზე, სასამართლომ უკვე დააკმაყოფილა”, – აცხადებს პროკურატურა.

  • არ მაინტერესებს რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ – კალაძე

    არ მაინტერესებს რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“ – კალაძე

    „არ მაინტერესებს რა გეგმები აქვს „ნაციონალურ მოძრაობას“, რა გადაწყვეტილებებს იღებენ. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს სახელებსა და გვარებს, ვინ სად და როგორ იქნება. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის რადიკალური დაჯგუფება, მოღალატეები, ქვეყნის მტრები, გარედან იმართებიან, ყველა მათი გაკეთებული განცხადება და ნაბიჯი ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ არის გადადგმული .[…]ბრალის აღიარება რა საჭიროა? ყველაფერი ცხადი და ნათელი იყო. მთელი თვეები მიმდინარეობდა კამპანია, რომ რევოლუციას ახდენდნენ, სახელმწიფო გადატრიალებას, ამ ყველაფრის შესრულებაც დაიწყეს. სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებებმა იმოქმედეს მყისიერად, უმაღლეს დონეზე ჩაატარეს შესაბამისი ოპერაცია, ამ რადიკალების ჯგუფს არ მისცეს სახელმწიფო გადატრიალების უფლება. გახსოვთ, როგორ მიმდინარეობდა პროცესები“,

    ასე გამოეხმაურა კახა კალაძე, „იმედის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირებაა და „პარტიის თავმჯდომარის პოსტზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძე ჩაანაცვლებს“.

  • 14 იანვარს მოსალოდნელია თოვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი

    14 იანვარს მოსალოდნელია თოვა, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 13 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, ზოგან ძლიერი, მთაში თოვლის სახით. 14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია თოვა, ზოგან ძლიერი, დასავლეთის ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი.

    „მთიან რაიონებში მოსალოდნელია ნისლი, ქარბუქი, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, გზებზე ლიპყინული და ზვავსაშიშროება.დიდთოვლობის, ქარბუქის, ხილვადობის გაუარესების, ლიპყინულის და ზვავსაშიშროების გამო საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მატება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)-აღნიშნულია ინფორმაციაში.