Category: ახალი ამბები

  • რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ირანი ისრაელს აღიარებს! – რეზა ფეჰლევი

    რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ირანი ისრაელს აღიარებს! – რეზა ფეჰლევი

    ირანის ტახტის მემკვიდრემ, რეზა ფეჰლევიმ განაცხადა, რომ ირანში რეჟიმის შეცვლის შემდეგ, ქვეყანა დაუყოვნებლივ აღიარებს ისრაელს, დაიწყებს აშშ-თან ურთიერთობების ნორმალიზებას.

    “შტატებთან ურთიერთობები ნორმალიზდება, ხოლო ჩვენი მეგობრობა ამერიკასთან და მის ხალხთან აღდგება.[…]ისრაელის სახელმწიფოს დაუყოვნებლივ ვაღიარებთ. ჩვენ ვეცდებით ‘აბრაამის შეთანხმებების’ გაფართოებას ‘კიროსის შეთანხმებებამდე,’ რაც გააერთიანებს თავისუფალ ირანს, ისრაელსა და არაბულ სამყაროს.”-განაცხადა ფეჰლევმა.

  • „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს ოფიციალური საჩივრით მიმართა –  ფილმის წაშლასა და ბოდიშს მოითხოვს

    „ქართულმა ოცნებამ“ BBC-ს ოფიციალური საჩივრით მიმართა – ფილმის წაშლასა და ბოდიშს მოითხოვს

    ”ქართულმა ოცნებამ” BBC-ის ოფიციალური საჩივრით მიმართა და ფილმის წაშლასა და ბოდიშს მოითხოვს. ამის შესახებ,  “ქართული ოცნების”  პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.მისი თქმით, “თუ BBC არ გამოასწორებს დარღვევას, შემდეგი ეტაპი არის ბრიტანეთის კომუნიკაციების ბიუროსადმი მიმართვა. თუ იქაც არ აღმოიფხვრა დარღვევა, ამის შემდეგ გვექნება შესაძლებლობა მივმართოთ დიდი ბრიტანეთის სასამართლოს”.

    საჩივრით ოცნება ითხოვს:

    • ფილმისა და მასთან დაკავშირებული მასალების აღება შესაბამისი პლატფორმებიდან
    • ბიბისის მხრიდან მკაფიო და საჯარო ბოდიშის მოხდა, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა გამოიყენეს კამიტი. ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე ინფორმაციის გავრცელებისთვის, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა ფიზიკური ძალა გამოიყენეს იმ პირობებში, როცა შეკრებების მონაწილეები მათზე თავდასხმას არ ახორციელებდნენ, ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე გაკეთებული მტკიცებისთვის, თითქოს ქართული ოცნების ინტერესები რუსეთის ინტერესებთან თანხვედრაშია.

    “გუშინ ოფიციალური საჩივრით მივმართეთ ბიბისის. აღნიშნული ფილმი და თანმხლები პუბლიკაციები შეიცავს სერიოზულ და დაუდასტურებელ ბრალდებებს, რომლებიც არღვევს თავად ბიბისის სარედაქციო სტანდარტებს, დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის (ofcom) მაუწყებლობის კოდექსს და პასუხისმგებლობიანი ჟურნალისტიკის ფუნდამენტურ პრინციპებს. პირველ რიგში, საქმე გვაქვს სიზუსტის ვალდებულების უხეშ დარღვევასთან – ბიბისიმ მის პუბლიკაციაში ფაქტად წარმოადგინა მტკიცება, თითქოს საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა აქციების დროს გამოიყენა ქიმიური ნივთიერება კამიტი. ეს მტკიცება არ ეფუძნება არცერთ გადამოწმებულ, დამოუკიდებელ ან სანდო წყაროს. პირიქით – გამოძიებით დადასტურდა, რომ აღნიშნული ნივთიერება შსს-ს არათუ არასდროს გამოუყენებია, ის მას მფლობელობაშიც არასდროს ჰქონია.ბიბისი თავის პუბლიკაციებში ასევე მცდარად წარმოაჩენს ფაქტებს ისე, თითქოს შეკრების მონაწილეები სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ძალადობრივ ქმედებებს არ ახორციელებდნენ და მიუხედავად ამისა, სამართალდამცავმა ორგანოებმა მაინც დაშალეს შეკრებები.გარდა ამიმსა, ბიბისი ცრუდ და სანდო მტკიცებულებების გარეშე ამტკიცებს, თითქოს ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი მონაწილეობდა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული ძალადობრივი შეკრებების დაშლასთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.მიუკერძოებლობის დარღვევა – პროგრამაში, ფილმში და სხვა პუბლიკაციებში განვითარებულია ერთმხრივი ნარატივი და საქართველოს ხელისუფლებას წარმოადგენს, როგორც ძალადობრივი ქმედებების ორგანიზატორებს, პრორუსულს, რუსული ინტერესების მხარეს დგომს და ა.შ. ამავე დროს, იგნორირებულია ხელისუფლების პოზიცია, სამართალდამცავი ორგანოების ოფიციალური განმარტებები და ის კონტექსტი, რომელიც აუცილებელია მოვლენების ობიექტურად გასაანალიზებლად.მესამე საკითხი ეხება სამართლიანობისა და პასუხის უფლების უგულებელყოფას – ბიბისიმ საქართველოს ხელისუფლებას მძიმე ბრალდებებთან დაკავშირებით მიმართა რამდენიმე დღით ადრე. ეს პრაქტიკა ეწინააღმდეგება თავად ბიბისის სარედაქციო წესებს, რომლებიც მძიმე და რეპუტაციულად დამაზიანებელი ბრალდებების შემთხვევაში ითხოვს რეალურ კომუნიკაციას ადეკვატური ვადის დაცვით”- თქვა პაპუაშვილმა.

  • საქართველო არაა ქვეყანა, სადაც გასაქცევად აქვთ საქმე – ქადაგიშვილი აშშ-ის ვიზებზე

    საქართველო არაა ქვეყანა, სადაც გასაქცევად აქვთ საქმე – ქადაგიშვილი აშშ-ის ვიზებზე

    საიმიგრაციო ვიზის შეჩერება რას ნიშნავს? არის ქვეყნები, სადაც ემიგრაცია სჭირდებათ, გამომდინარე იქიდან, რომ იმ ქვეყნებში, გარკვეულ მიზეზთა გამო – პოლიტიკური, სოციალური, ეკონომიკური ან საომარი მოქმედებების გამო – მოსახლეობას ემიგრაციაში წასვლა უწევს. სწორედ მათთვის არის ეს საიმიგრაციო ვიზები. მოხარული ვარ, რომ საქართველო არ არის ის ქვეყანა, სადაც ხალხს გასაქცევად აქვს საქმე. შესაბამისად, ეს ჩვენთვის არ უნდა იყოს ტრაგედიის მანიშნებელი.

    რაც შეეხება ჩვეულებრივ ვიზებს, ეს იქნება სასწავლო, ეკონომიკური საქმიანობისთვის, უბრალოდ, ამერიკაში სხვადასხვა საქმიანი თუ სამოგზაურო ვიზები, ეს ჩვეულებრივად გაგრძელდება.

    თქვა ივანიშვილის წარმომადგენელმა, ირაკლი ქადაგიშვილმა.

  • ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა, დაიწყო გამოძიება – სუს

    ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა, დაიწყო გამოძიება – სუს

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ქართული ოცნების მთავრობის ადმინისტრაციის ვებ – გვერდზე გაზპრომთან გარიგების დეტალების გამოქვეყნებაზე გამოძიება დაიწყო.

    ქართული ოცნება თითქმის 10 წელია გაზპრომთან გარიგების დეტალებს მალავს.

    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა საბოტაჟის და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო. გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან შემოსული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციის ვებგვერდზე განხორციელდა სავარაუდო კიბერთავდასხმა და გარკვეული მანიპულაციები, რაც მიზნად ისახავდა არასწორი ინფორმაციის საჯარო სივრცეში გავრცელების გზით საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას, მათ შორის ქვეყნისთვის დამაზიანებელი პოლიტიკური და ეკონომიკური შედეგების დადგომას.
    სავარაუდო დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ სხვადასხვა მედიასაშუალებასა და სოციალურ ქსელში დაიწყო საკითხის გაშუქება. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან მოხდა მყისიერი რეაგირება – სახელმწიფო ინტერესების დაზიანების აღმოფხვრის მიზნით, პრევენციულად, მედიის წარმომადგენლებს, ასევე ცალკეულ პირებს, მიეცათ რეკომენდაცია, რომ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეეკავებინათ. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 318-ე და 284-ე მუხლებით მიმდინარეობს”- ნათქვამია განცხადებაში.

    13 იანვარს რუსულმა სამთავრობო ენერგეტიკულმა კომპანია გაზპრომმა საკუთარ ტელეგრამარხზე დაწერა, რომ 2025 წელს საქართველოსთვის რუსული გაზის მიწოდება 40.4%-ით გაზარდეს.

  • იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი – აშშ-ის საელჩო საქართველოში საიმიგრაციო ვიზების შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს

    იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი – აშშ-ის საელჩო საქართველოში საიმიგრაციო ვიზების შეჩერებაზე განცხადებას ავრცელებს

    აშშ-ს საელჩო საქართველოში სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემის შეჩერების საკითხზე.

    “პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელი გადასახადის გადამხდელებისთვის. სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი.
    2026 წლის 21 იანვრიდან სახელმწიფო დეპარტამენტი დროებით აჩერებს ყველა საიმიგრაციო ვიზის გაცემას შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის: ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამის თანამეგობრობა, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, მიანმარი, კამბოჯა, კამერუნი, კაბო ვერდე, კოლუმბია, კოტ დივუარი, კუბა, კონგოს რესპუბლიკა, დომინიკის თანამეგობრობა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, ჩრდილოეთ მაკედონია, პაკისტანი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა ლეონე, სომალი, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი”- ნათქვამია განცხადებაში.

    ხშირად დასმული შეკითხვები:

    რა ბედი ეწევა ჩემს საიმიგრაციო ვიზის გასაუბრების თარიღს?

    საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებს, რომლებიც ზემოთ აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეები არიან, შეუძლიათ განაცხადის წარდგენა და გასაუბრებაზე დასწრება. დეპარტამენტი გააგრძელებს გასაუბრების თარიღების ჩანიშვნას, თუმცა პაუზის პერიოდში ამ მოქალაქეებზე საიმიგრაციო ვიზები არ გაიცემა.

    არსებობს თუ არა გამონაკლისები?

    ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს წარადგენენ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიაში არ შედის, ეს პაუზა არ გავრცელდება.

    ექნება თუ არა გავლენა ამ პაუზას ჩემს ამჟამად მოქმედ ვიზაზე?

    არა. ამ მითითების ფარგლებში არც ერთი საიმიგრაციო ვიზა არ გაუქმებულა. შეერთებულ შტატებში შესვლასთან დაკავშირებული შეკითხვებით, გთხოვთ, მიმართოთ შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტს (DHS).

    ეს პაუზა ვრცელდება თუ არა ტურისტულ ვიზებზე?

    არა. ეს პაუზა ვრცელდება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზა აპლიკანტებზე. ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო ვიზებია.

  • „ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს.ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ  – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

    „ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს.ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი

    “„ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს.ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ” – ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი, აბას არაღჩი Fox News-სთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ირანს ანტისამთავრობო აქციებთან დაკავშირებით დემონსტრანტების ჩამოხრჩობის და სიკვდილით დასჯის გეგმები არ აქვს.

    „ჩამოხრჩობის გეგმა არ არსებობს. შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, რომ ჩამოხრჩობის საკითხი არ დგას… ჩვენ სრულად ვაკონტროლებთ სიტუაციას. ჩვენ არ ვცდილობთ დაძაბულობის მაღალ დონეს, რაც შეიძლება ყველასთვის კატასტროფული იყოს“, – თქვა არაღჩიმ.

    აბას არაღჩიმ ასევე უარყო ინფორმაცია, რომ ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს ათასობით ადამიანი დაიღუპა და განაცხადა, რომ მკვლელობები „ისრაელის შეთქმულების“ გამო მოხდა, რომელიც დიდი რაოდენობით მსხვერპლის გამოწვევას ისახავდა მიზნად.

    „როდესაც გარედან ტერორისტული ელემენტები შემოვიდნენ ამ საპროტესტო აქციებში, დაიწყეს პოლიციის ძალების, პოლიციის თანამშრომლებისა და უსაფრთხოების ძალების მიმართულებით სროლა. იქ იყვნენ ტერორისტული ჯგუფები.ისინი შემოვიდნენ და გამოიყენეს „დაეშის“ სტილის ტერორისტული ოპერაციები. მათ პოლიციელები დაიჭირეს, ცოცხლად დაწვეს, თავები მოჰკვეთეს და დაიწყეს სროლა პოლიციელებისა და ასევე ხალხის წინააღმდეგ. შედეგად, სამი დღის განმავლობაში ჩვენ ფაქტობრივად ტერორისტების წინააღმდეგ ვიბრძოდით და არა მომიტინგეების წინააღმდეგ.

    უნდა ავხსნა და ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მათ სურდათ მსხვერპლის რაოდენობის გაზრდა. რატომ? იმიტომ, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ თუ მკვლელობები მოხდება, ის ჩაერევა. მათ სურდათ მისი ამ კონფლიქტში ჩათრევა. ეს ზუსტად ისრაელის შეთქმულება იყო. მათ სიკვდილიანობის რაოდენობის გაზრდა დაიწყეს ჩვეულებრივი ადამიანების, პოლიციელების მკვლელობით, სხვადასხვა ქალაქში ერთგვარი ბრძოლის დაწყებით“, – თქვა არაღჩიმ.

  • აშშ 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს, მათ შორის საქართველოსთვის

    აშშ 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს, მათ შორის საქართველოსთვის

    აშშ 75 ქვეყნისთვის საიმიგრაციო ვიზების გაცემას აჩერებს, მათ შორის საქართველოსთვის, მიზანია, გამკაცრდეს კონტროლი იმ აპლიკანტებზე, რომლებიც შესაძლოა მომავალში აშშ-ისთვის “საზოგადოებრივ ტვირთად”

    სახელმწიფო დეპარტამენტის მემორანდუმი, რომელიც პირველად Fox News Digital-მა მოიპოვა, საკონსულოს თანამშრომლებს ავალებს, მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე უარი თქვან ვიზების გაცემაზე, სანამ უწყება სკრინინგისა და შემოწმების პროცედურებს გადახედავს.

    ამ ქვეყნების სიაში შედის სომალია, რუსეთი, ავღანეთი, ბრაზილია, ირანი, ერაყი, ეგვიპტე, ნიგერია, ტაილანდი, იემენი და სხვა ქვეყნები.

    ქვეყნების სრული სია:

    ავღანეთი, ალბანეთი, ალჟირი, ანტიგუა და ბარბუდა, სომხეთი, აზერბაიჯანი, ბაჰამები, ბანგლადეში, ბარბადოსი, ბელარუსი, ბელიზი, ბუტანი, ბოსნია, ბრაზილია, მიანმარი (ბირმა), კამბოჯა, კამერუნი, კაბო-ვერდე, კოლუმბია, კოტ-დ’ივუარი, კუბა, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, დომინიკა, ეგვიპტე, ერიტრეა, ეთიოპია, ფიჯი, გამბია, საქართველო, განა, გრენადა, გვატემალა, გვინეა, ჰაიტი, ირანი, ერაყი, იამაიკა, იორდანია, ყაზახეთი, კოსოვო, ქუვეითი, ყირგიზეთი, ლაოსი, ლიბანი, ლიბერია, ლიბია, მაკედონია, მოლდოვა, მონღოლეთი, მონტენეგრო, მაროკო, ნეპალი, ნიკარაგუა, ნიგერია, პაკისტანი, კონგოს რესპუბლიკა, რუსეთი, რუანდა, სენტ-კიტსი და ნევისი, სენტ-ლუსია, სენტ-ვინსენტი და გრენადინები, სენეგალი, სიერა-ლეონე, სომალია, სამხრეთ სუდანი, სუდანი, სირია, ტანზანია, ტაილანდი, ტოგო, ტუნისი, უგანდა, ურუგვაი, უზბეკეთი და იემენი.

    ვიზების დამუშავების შეჩერება დაიწყება 21 იანვარს და გაგრძელდება განუსაზღვრელი ვადით , სანამ დეპარტამენტი სრულად არ გადააფასებს იმიგრანტული ვიზების გაცემის პროცესს.

    ფედერალურმა უწყებებმა სომალიის მიმართ ყურადღება გაამკაცრეს მას შემდეგ, რაც მინესოტაში გამოაშკარავდა მასშტაბური თაღლითობის სკანდალი, რომელიც გადასახადის გადამხდელთა მიერ დაფინანსებული სოციალური პროგრამების ბოროტად გამოყენებას ეხებოდა. გამოძიების მიხედვით, საქმეში მონაწილე მრავალი პირი სომალიის მოქალაქე ან სომალიელ-ამერიკელია.

    2025 მთელ მსოფლიოში დიპლომატიურ მისიებს გაუგზავნა დეპეშა, რომლითაც კონსულებს დაავალა ე.წ. „საზოგადოებრივი ტვირთის“ დებულების ფარგლებში ახალი, მკაცრი შემოწმების წესების ამოქმედება.

    ეს მითითებები კონსულებს ავალდებულებს, უარი უთხრან ვიზებზე იმ აპლიკანტებს, რომლებიც სავარაუდოდ დაეყრდნობიან სახელმწიფო სოციალურ დახმარებებს. შეფასებისას გათვალისწინებული იქნება მრავალი ფაქტორი, მათ შორის ჯანმრთელობა, ასაკი, ინგლისური ენის ცოდნა, ფინანსური მდგომარეობა და შესაძლო საჭიროება გრძელვადიანი სამედიცინო მომსახურებისთვის.

    „სახელმწიფო დეპარტამენტი გამოიყენებს თავის მრავალწლოვან უფლებამოსილებას, რათა არ დაუშვას იმ პოტენციური იმიგრანტების შემოსვლა, რომლებიც მომავალში აშშ-ისთვის საზოგადოებრივ ტვირთად იქცევიან და ბოროტად გამოიყენებენ ამერიკელი ხალხის გულუხვობას,” — განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ტომი პიგოტმა.

    75 სახელმწიფო დეპარტამენტი ხელახლა არ გადააფასებს იმიგრაციის დამუშავების პროცედურებს, რათა თავიდან იქნას აცილებული იმ უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემოსვლა, რომლებიც სოციალური დახმარებისა და ბენეფიტების მიღებას შეეცდებიან.”

    ტრამპის ადმინისტრაციამ დაბრუნების პირველ წელს 100,000-ზე მეტი ვიზა გააუქმა

    მიუხედავად იმისა, რომ „საზოგადოებრივი ტვირთის“ დებულება ათწლეულებია არსებობს, მისი გამოყენება სხვადასხვა ადმინისტრაციის დროს მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა, ხოლო კონსულებს ისტორიულად ფართო დისკრეცია ჰქონდათ ამ სტანდარტის გამოყენებაში.

    იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტი კონსულებს დიდი ხანია აძლევს უფლებას, აპლიკანტები მიუღებლად ცნონ „საზოგადოებრივი ტვირთის“ საფუძველზე, თუმცა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 2019 წელს ამ ცნების განმარტება გააფართოვა და უფრო ფართო სოციალური ბენეფიტებიც ჩართო. ეს გაფართოება სასამართლოში გასაჩივრდა და ნაწილობრივ დაბლოკილ იქნა, სანამ ბაიდენის ადმინისტრაციამ ის საბოლოოდ არ გააუქმა.

  • რიკოთზე, რამდენიმე ასეული მეტრი გარეგანათების კაბელები მოიპარეს – გზებს დეპარტამენტი

    რიკოთზე, რამდენიმე ასეული მეტრი გარეგანათების კაბელები მოიპარეს – გზებს დეპარტამენტი

    გუშინ 13 იანვარს, რიკოთზე გარეგანათების კაბელები მოიპარეს. გზებს დეპარტამენტის ცნობით, ქურდობის შესახებ შსს-ს შეატობინეს.

    “აღნიშნული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დასჯად ქმედებას და ქმნის რეალურ საფრთხეს საავტომობილო მაგისტრალზე მოძრავი ავტოტრანსპორტის უსაფრთხო გადაადგილებისთვის.

    ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე ახორციელებს დაუყოვნებელ რეაგირებას და დაზიანებულ მონაკვეთებზე გარე განათების ქსელის აღდგენის სამუშაოებს, თუმცა, აღდგენის პროცესი გარკვეულ დროს საჭიროებს და ამ პერიოდში გადაადგილების საფრთხე იზრდება.

    გუშინ, 13 იანვარს, თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის 185-ე კილომეტრზე, რამდენიმე ასეული მეტრი გარე განათების კაბელის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით, ეცნობა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რასაც მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

    საავტომობილო გზების დეპარტამენტი თითოეულ მსგავს ფაქტზე გაამკაცრებს კონტროლს და დაუყოვნებლივ მიმართავს შესაბამის ორგანოებს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებების გასატარებლად.

    მოვუწოდებთ მოქალაქეებს, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებებისგან და ასევე, ნებისმიერი საეჭვო ფაქტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ შესაბამის სამსახურებს”. – ნათქვამია გზების დეპარტამენტის განცხადებაში.

  • აშშ ახლო აღმოსავლეთის ბაზებიდან პერსონალს გაიყვანს – Reuters

    აშშ ახლო აღმოსავლეთის ბაზებიდან პერსონალს გაიყვანს – Reuters

    აშშ ახლო აღმოსავლეთში არსებული ძირითადი სამხედრო ბაზებიდან პერსონალის გაყვანას იწყებს. Reuters-ს ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა მიაწოდა, ანონიმურობის პირობის დაცვით.მანამდე, Reuters-ს სამმა დიპლომატმა განუცხადა, რომ კატარში მდებარე აშშ-ის ალ-უდეიდის საჰაერო ბაზის პერსონალის ნაწილს ქვეყნის დატოვება ოთხშაბათს საღამომდე ურჩიეს.

    ალ-უდეიდი აშშ-ის უდიდესი ბაზაა ახლო აღმოსავლეთში, სადაც დაახლოებით 10 ათასი სამხედროა დისლოცირებული.

    სამშაბათს აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ მომიტინგეების სასტიკი დარბევის ფონზე ირაკლის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყველა შეხვედრა გააუქმა და ირანელებს მიმართა: “ბევრი დახმარება გზაშია, სხვადასხვა ფორმით, მათ შორის ეკონომიკურიც”.

  • 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

    18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

    18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება.

    თბილისში 15-16 იანვარს ცივი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 17 იანვარს მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -3, -5, დღისით +2, +4 გრადუსი.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): მოსალოდნელია ნალექიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით ღამით +1, +3, დღისით +5, +7 გრადუსია მოსალოდნელი.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): მოსალოდნელია ნალექი, უმეტესად თოვლის სახით. ჰაერის ტემპერატურა ღამით -1, -3, დღისით +4, +6 გრადუსი იქნება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): დროგამოშვებით მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -10, დღისით -1, -3 გრადუსი.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): დროგამოშვებით თოვლია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -13, -15, დღისით -5, -7 გრადუსი.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -6, -8, დღისით +1, +3 გრადუსი.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -5, -7, დღისით +2, +4 გრადუსი.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია თოვლი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -12, -14, დღისით -2, -4 გრადუსი.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან თოვლი და ქარბუქია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა ღამით -18, -20, დღისით -6, -8 გრადუსი.