Category: ახალი ამბები

  • რუსეთის ყოველი დარტყმა მიმდინარე დიპლომატიურ პროცესს ძირს უთხრის – ზელენსკი

    რუსეთის ყოველი დარტყმა მიმდინარე დიპლომატიურ პროცესს ძირს უთხრის – ზელენსკი

    „რუსებმა 50-ზე მეტი დრონი გაუშვეს, რომელთა ძირითადი სამიზნე ენერგეტიკული ინფრასტრუქტურა და სამოქალაქო ობიექტები იყო. დარტყმის შედეგად ხუთი საცხოვრებელი შენობა დაზიანდა. ბოლო მონაცემებით, ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები. ერთ-ერთი რუსული დრონი ევანგელისტური ქრისტიანების სამლოცველოს დაეცა.[…]ვიმედოვნებთ, რომ აშშ, ევროპა და სხვა ჩვენი პარტნიორები თვალს არ დახუჭავენ, რადგან რეალური მშვიდობის მისაღწევად მოსკოვზე ზეწოლაა საჭირო. აგრესორზე ზეწოლის გარეშე ომები არ სრულდება. ასევე, ომები არ სრულდება მათი მხარდაჭერის გარეშე, ვინც ადამიანების სიცოცხლეს იცავს. აუცილებელია ჩვენი ხალხის მხარდაჭერა და შეთანხმებების სწრაფად განხორციელება“,

    ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთის მიერ ოდესაზე განხორციელებულ თავდასხმას.

  • ირანთან ახლოს დიდი არმადა გვყავს – დონალდ ტრამპი

    ირანთან ახლოს დიდი არმადა გვყავს – დონალდ ტრამპი

    „ირანთან ახლოს  დიდი არმადა გვყავს. ვენესუელაზე დიდი. [….] მათ შეთანხმების დადება სურთ. მე ასე ვიცი. არაერთხელ დარეკეს. მათ საუბარი სურთ“,

    აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან დაკავშირებული სიტუაცია ცვალებადია, რადგან მან რეგიონში „დიდი არმადა“ გაგზავნა, თუმცა ფიქრობს, რომ თეირანს ნამდვილად სურს შეთანხმების დადება.

  • ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს

    ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ილია ღუდუშაური დააკავეს

    ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის მოადგილე ილია ღუდუშაური ფინანსთა საგამოძიებო სამსახურმა დააკავა. ინფორმაცია TV პირველს ღუდუშაურის ადვოკატმა დაუდასტურა.

    “ბრალის წარდგენა არ მომხდარა და აქედან გამომდინარე, საქმის მასალებიც არ მაქვს. როგორც ვიცი წუხელ დააკავეს. მე არ ვყოფილვარ, არ შევსულვარ, დღეს უნდა შევიდე. სავარაუდოდ, დღეს იქნება ბრალის წარდგენა და დღეს მომცემენ მასალებსაც. […] რაზე არის დაკავებული, რას ედავებიან ჯერ ვერაფერს ვერ გეტყვით”. – უთხრა ჟურნალისტს ადვოკატმა.

  • საქართველოში უკრაინის ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა

    საქართველოში უკრაინის ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა

    საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად მიხაილო ბროდოვიჩი დაინიშნა.

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაში წერია.

    “დაინიშნოს მიხაილო ფრანკოს ძე ბროდოვიჩი საქართველოში უკრაინის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად”, – წერია ზელენსკის განკარგულებაში.

  • კიდევ ერთი მცდელობა, ოპოზიციაში შექმნან სხვადასხვა მოსაზრება – დებატები დღეს არ არის მიზანშეწონილი – ზურაბიშვილი

    კიდევ ერთი მცდელობა, ოპოზიციაში შექმნან სხვადასხვა მოსაზრება – დებატები დღეს არ არის მიზანშეწონილი – ზურაბიშვილი

    „ქართულმა ოცნებამ“ და კობახიძემ გადაწყვიტეს, რომ თურმე საჭიროა დიალოგი, ერთობა, როდესაც ყველაფერი გააკეთეს იმისთვის, რომ დაპირისპირება დაეთესათ ყველა საკითხზე, ეს იქნებოდა სპორტი, კულტურა, რელიგია… ყველა თემაზე შემოიტანეს დაპირისპირება და დაყოფა. ვისაც რამე გაუვლია ქართული ისტორიის შესახებ, ყველასთვის ნათელია, რომ საზოგადოებრივი ერთობა არის მთავარი დამცველი მექანიზმი რუსეთის მიმართ. რუსეთი არის ის იმპერია, რომელიც ყოფს და ამით ბატონობს, ეს არის მისი ყველა მოქმედების პრინციპი. „ქართული ოცნება“ ამაშიც ამართლებს და ახორციელებს საზოგადოების დაყოფას, დაპირისპირებას, დათესონ სიძულვილი და მაშინ იბატონოს რუსეთმა ქვეყნის გარეთ და შიგნით. ამიტომ, ძალიან უცნაურია მათი დღევანდელი გზავნილები, ძნელი დასაჯერებელია, რადგან წარმოუდგენელია გულწრფელი დიალოგი დაიწყოს, როდესაც სინდისის პატიმრები ციხეში არიან. არავინ არაფერზე დაიხია უკან, ძალაუფლებამ არ მოიხადა ბოდიში ძალადობაზე, როდესაც პოლიტიკური პარტიების ლიდერები ციხეში არიან ან უპირებენ ციხეში დაბრუნებას, როდესაც პარტიების აკრძალავს აპირებენ, ასეთ ფონზე დიალოგზე საუბარი არის საზოგადოების დაცინვა.[…] ნათელი არის, რომ ეს არის კიდევ ერთი მცდელობა, რომ ოპოზიციაში შექმნან რაღაც სხვადასხვა მოსაზრება, ვიღაც გამოვიდეს და თქვას, რომ მე წავალ, მეორემ თქვას, რომ მე არ წავალ და ამაზე ატყდეს კიდევ ერთი დაპირისპირების საგანი. დებატები დღეს არ არის მიზანშეწონილი, გამოუშვან სინდისის პატიმრები, გამოუშვან პოლიტიკური პატიმრები, დაიწყონ საზოგადოებასთან და არა ოპოზიციასთან ახალი, ნამდვილი, სხვა ურთიერთობა – არა ძალადობრივი, არა მუქარით, კანონების მიღებით, რომელიც არავისთან არის განხილული“,

    განაცხადა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა.

  • მარკეტებში უფრო მეტი ქართული პროდუქცია უნდა იყოს, ვიდრე უცხოური – ქვრივიშვილი

    მარკეტებში უფრო მეტი ქართული პროდუქცია უნდა იყოს, ვიდრე უცხოური – ქვრივიშვილი

    “ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, რომ ერთი მხრივ, ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა უზრუნველვყოთ და შესაბამისად, სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასებმა დაიკლოს, მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენთვის განსაკუთრებულ მნიშვნელობას წარმოადგენს, რომ საქართველოში იმპორტზე დამოკიდებულება შემცირდეს, ადგილობრივ წარმოებას ხელი შევუწყოთ […] და ადგილობრივ საცალო ქსელებში უფრო მეტი ქართული პროდუქცია ვიხილოთ, ვიდრე იმპორტირებული უცხოური პროდუქცია”.

    განაცხადა ამის შესახებ, ივანიშვილის ეკონომიკის მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა.

  • ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო.. არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა – ელენე ხოშტარია

    ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო.. არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა – ელენე ხოშტარია

    ოცნების” მორიგი თაღლითური ინიციატივა, ვითომ დებატების შესახებ, გამოხმაურების ღირსი საერთოდ არ არის, თუმცა, ჩვენს მხარეს რამდენიმე გამოხმაურებამ სურვილი გამიჩინა, ჩემი დამოკიდებულება გამეზიარებინა.

    ერთადერთი საკითხი, რაზეც “ოცნებასთან” შეიძლება იდებატო ნებისმიერ ფორმატში, იქნება ეს ღია, დახურული, კრიტიკული თუ არაკრიტიკული ტელევიზია, არის ახალი არჩევნების ჩანიშვნა. ყველა სხვა შემთხვევაში, ყველაზე კეთილშობილურშიც კი, ეს იქნება მათი პოლიტიკურ მეტ-ნაკლებად ნორმალურ მხარედ აღიარება.

    არაღიარების ხაზი ჩვენი, ოპოზიციის, გასავლებია და არა პროპაგანდისტი თაღლითების. თუ დებატი რუსებთან თუნდაც ყველაზე მინიმალურის მომტანია, მაშინ გაუგებარია პარლამენტში რატომ არ შევედით.

    წერს “კოალიცია ცვლილებებისთვის” ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია საპატიმროდან.

  • ზვავის ჩამოსვლის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია

    ზვავის ჩამოსვლის გამო, ნაქერალას უღელტეხილზე მოძრაობა აკრძალულია

    საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, “შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ზვავის მასის ჩამოსვლის გამო, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.”

  • მზად ვართ, რომ ნებისმიერ „ქოცს“ ვედებატოთ და ისინი დავცეთ ბეჭებზე – გრიგოლ გეგელია

    მზად ვართ, რომ ნებისმიერ „ქოცს“ ვედებატოთ და ისინი დავცეთ ბეჭებზე – გრიგოლ გეგელია

    „კომიკურია, როდესაც პოლიტიკური ძალა, რომელიც 6 წლის განმავლობაში გაგვირბის დებატებიდან, რომელმაც ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციონერი ლიდერი და დააპატიმრა, რომელიც ნაბიჯებს დგას სამი მძლავრი ოპოზიციური პარტიის აკრძალვისკენ, ახლა, გვთავაზობს სოფლის მეურნეობაზე და ეკონომიკაზე დებატებს. ეს აჩვენებს იმ პოლიტიკურ გაორებას და ანომალიას, რაც ახასიათებს „ქართული ოცნების“ რეჟიმს. ამავე დროს, მინდა ვთქვა, რომ მთელი რიგი პოლიტიკური წინაპირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში დებატი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. ჩვენ ყოველთვის მზად ვართ, რომ იმ სიმართლით, რომელიც არის ჩვენ მხარეს, ქართველი ხალხის მხარეს და იმ არგუმენტებით, რომელიც წლების განმავლობაში ძალიან მარტივად არის ჩვენ მხარეს, ნებისმიერ „ქოცს“ ვედებატოთ და ისინი დავცეთ ბეჭებზე, რადგანაც ისინი ძალიან დიდი ხანია საკუთარი ხალხისგან გაუცხოებული არიან საკუთარი ხალხისგან, ფაქტებისგან, არგუმენტებისგან და სიმართლისგან, ამიტომ დებატი არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. მე ვფიქრობ, თუ ეს ვინმესთვის პრობლემურია, ეს უნდა იყვნენ „ქოცები“ რომლებსაც არცერთ ძირითად კითხვაზე პასუხი არ გააჩნიათ“

    ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.

  • თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი პასუხისგება მოუწევს, მე პასუხს ჩემ თავზე ვაგებ – კალაძე

    თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი პასუხისგება მოუწევს, მე პასუხს ჩემ თავზე ვაგებ – კალაძე

    “ეს არის ჩვეულებრივი პოლიტიკური სპეკულაციები. მე პასუხისმგებელი ვარ საკუთარ თავზე. დედაქალაქის მერი საგამოძიებო უწყების ხელმძღვანელი ან თანამშრომელი ვერ იქნება. არსებობს შესაბამისი სამსახურები, რომელმაც დანაშაული უნდა გამოავლინოს, პრევენციული ღონისძიებები ჩაატაროს. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, ყველას მოუწევს კანონის წინაშე პასუხისგება”.

    აცხადებს ივანიშვილის თბილისის მერი, კახა კალაძე.