Category: ახალი ამბები

  • მდინარე ლიახვში მოზარდი დაიხრჩო

    გორის რაიონის სოფელ ტირძნისში მდინარე ლიახვში 10 წლის ბიბჭი დაიხრჩო. შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა.

    არსებული ინფორმაციით, მოზარდი სოფელში სტუმრად იმყოფებოდა და მდინარეში საბანაოდ ჩავიდა.

  • “შესაძლოა, გაყალბების და მანიპულაციის მცდელობა იყოს“–კობახიძე პოლონელი ექიმის მიერ სააკაშვილის ნიმუშის ფარულად გატანაზე

    ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე თვლის, რომ პოლონელმა ექიმმა სააკაშვილის ნიმუშის სამედიცინო დაწესებულებიდან ფარულად გამოიტანა, შესაძლოა, გაყალბებისა და მანიპულაციის მიზნით სცადა.

    როგორც კობახიძე ამბობს, საკითხზე პოლონეთის ხელისუფლებამ განმარტება უნდა გააკეთოს.

    „ამას ერთადერთი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს, ეს არის გაყალბება. არა ექსპერტული გადმოსახედიდან, მგონია, რომ მხოლოდ გაყალბებისთვის შეიძლება გამოიყენო ნიმუშები, რომელიც ერთ-ერთმა ექიმმა ფარულად წამოიღო. ამასთან დაკავშირებით განმარტებები უნდა მოვისმინოთ, მათ შორის პოლონეთის ხელისუფლების მხრიდანაც. როგორც ვიცი, მათი ინიციატივა იყო საქართველოში ამ ექიმები ჩამოსვლა. მათ დასჭირდებათ ოფიციალური განმარტების წარმოდგენა, რა მოხდა, რატომ მოხდა. ეს სერიოზულ მოკვლევას საჭიროებს. აშკარად ვხედავთ, რომ მანიპულაციის მცდელობა იყო. სხვა მიზნით როგორ უნდა გამოიყენო ეს ნიმუშები, არ ვიცი“,- განაცხადა კობახიძემ.

    სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მესამე პრეზიდენტთან ოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმისგან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, კერძოდ, მსჯავრდებულ  სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას”.

  • ჯანმო-მ აღიარა, რომ შაქრის შემცვლელმა ასპარტამმა შეიძლება კიბო გამოიწვიოს. რატომ არ ხდება მისი აკრძალვა

    იმის მიუხედავად, რომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ(WHO) შაქრის შემცვლელ ასპარტამს, რომელიც ათიათასობით საკვებსა და სასმელში გვხვდება, “შესაძლო კიბოს გამომწვევის” კლასიფიკაცია მიანიჭა,  ექიმები მის აკრძალვას არ ჩქარობენ. საქმე იმაშია, რომ შიშის აღმძვრელი ფორმულირება რეალურად მხოლოდ იმაზე მიუთითებს, რომ მეცნიერებს უბრალოდ არ აქვთ სანდო მტკიცებულება იმისა, რომ ასპარტამი კანცეროგენია. გარდა ამისა, ადამიანების უმეტესობა მას დაშვებულ ლიმიტზე ნაკლები რაოდენობით იყენებს.

    ასპარტამი გვხვდება ფართოდ გავრცელებული პროდუქტების ეგრეთ წოდებულ დიეტურ და უშაქრო ვერსიებში, საღეჭი რეზინიდან და კბილის პასტებიდან იოგურტებამდე, მაგრამ ძირითადად ისეთ სასმელებში, როგორიცაა Diet Coke, Coke Zero, Pepsi Max და 7 Up Free და საკმაოდ ფასეული თვისება აქვს:  ის შაქარზე 200-ჯერ უფრო ტკბილია და თითქმის არ შეიცავს კალორიებს.

    1980-იან წლებში მისი გამოჩენის დღიდან ასპარტამმა  მრავალი დავა გამოიწვია მის სარგებელსა და უსაფრთხოებაზე.

    ჯანმო-ს სპიკერის დოქტორ ფრანჩესკო ბრანკას თქმით, რომელიც დიეტისა და სურსათის უვნებლობის განყოფილებას ხელმძღვანელობს, მრავალმა კვლევამ მიანიშნა, რომ ასპარტამი შეიძლება არც ისე სასარგებლო იყოს ჯანმრთელობისთვის, მაგრამ  რეალურ ზიანზე საუბარიც გადამეტებულია და მხოლოდ მაშინ არის გამართლებული, თუ მოხმარება დიდი რაოდენობით ხდება.

    ყველაზე მეტად, ასპარტამის ჭარბი დოზა გაზიანი სასმელების ყველაზე დიდ მოყვარულებს – ბავშვებს ემუქრება.

    ასპარტამი პირველად  კიბოს კვლევის საერთაშორისო სააგენტოს (IARC) ექსპერტებმა შეაფასეს, რომელიც WHO-ს ნაწილია. ამავდროულად, IARC იყენებს კიბოს რისკის ფაქტორების საკუთარ კლასიფიკაციას, დადასტურებული ფაქტებიდან გამომდინარე:

    კიბოს ცალსახად იწვევს:  მოწევა, ალკოჰოლი, მზის ზემოქმედება, რადიაცია.

    კიბოს გამოწვევის მაღალი ალბათობით ხასიათდება: შეწვის დროს გამოთავისუფლებული პროდუქტები, წითელი ხორცი, ღამის ცვლაში მუშაობა, ინსექტიციდები, როგორიცაა DDT

    კიბოს შესაძლო გამომწვევთა შორის არიან: შაქრის შემცვლელები, როგორიცაა ასპარტამი, გამონაბოლქვი, ტყვია, პარიკმახერად მუშაობა.

    თეორიულად შესაძლებელია, მაგრამ არ არის დოკუმენტირებული, რომ იწვევენ კიბოს: ყავა, პარაცეტამოლი, ვერცხლისწყალი, ნედლი ნავთობი.

    IARC-მ ასპარტამი მოათავსა „შესაძლოა კიბოს გამომწვევი“ ნივთიერებების კატეგორიაში, რომელიც, სხვათა შორის, მოიცავს ისეთ მოულოდნელ კანდიდატს, როგორიცაა ალოე. ეს  სამი კვლევის საფუძველზე მოხდა, რომლებმაც ამ დამატკბობლის ღვიძლის კიბოს გარკვეული ტიპის რისკთან კავშირი დაადგინეს.

    მახასიათებელი “შესაძლოა” ეხება მხოლოდ სამეცნიერო მტკიცებულებების სიმყარეს. მტკიცებულებები უფრო დამაჯერებელი რომ ყოფილიყო, ასპარტამი უფრო მაღალი რისკის კატეგორიაში გადაინაცვლებდა.

    ამ შემთხვევაში, დოქტორ მარი შუბაუერ-ბერიგანის თქმით, ეს უფრო მეტად არის შეთავაზება სამეცნიერო საზოგადოებისთვის, რომ ეს შაქრის შემცვლელი უფრო მეტი ყურადღებით შეისწავლონ.

    საშიშია თუ არა შაქრის შემცვლელები

    სხვათა შორის, ერთ-ერთი მთავარი კითხვა ღიად რჩება: ზუსტად როგორ (თუ, რა თქმა უნდა, ეს მეცნიერულად დადასტურებულია)  შეუძლია ასპარტამსხელი შეუწყოს კიბოს განვითარებას.

    ჯანმო-ს ანგარიშებიდან გამომდინარეობს, რომ ადამიანის ორგანიზმში ასპარტამი სწრაფად იშლება კომპონენტებად – ფენილალანინად (არომატული ალფა-ამინომჟავა), ასპარტინის მჟავად და მეთანოლად. მაგრამ ეს იგივე ნივთიერებები გვხვდება ბევრ სხვა საკვებში, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ კიბოსთან. გარდა ამისა, კვლევებმა აჩვენა, რომ ასპარტამი პირდაპირ არ იწვევს ადამიანის დნმ-ში კანცეროგენულ მუტაციებს, თუმცა შესაძლოა გაზარდოს ანთებითი პროცესების დონე.

    ფრენსის ჰანტ-ვუდის, დამატკბობლებისა და დაბალკალორიული საკვების საერთაშორისო ასოციაციის გენერალური მდივნის თქმით, მეცნიერთა უახლესი კვლევა „კიდევ ერთხელ ადასტურებს ასპარტამის უსაფრთხოებას“.

    „ასპარტამი, ისევე როგორც ყველა დაბალკალორიული ან უკალორიო შაქრის შემცვლელი, დაბალანსებული დიეტის სახით გამოყენებისას ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას შეამცირონ შაქრის მიღება, რაც საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი მიზანია“, – ხაზს უსვამს ის.

    არსებობს ასპარტამის უსაფრთხო დოზები?

    ჯანმოს მიერ რეკომენდირებული  გაზირებული სასმელის  მოხმარების დღიური დოზა (იმ პირობით, რომ საშუალო ქილა შეიცავს დაახლოებით 200 მგ ასპარტამს) არ უნდა აღემატებოდეს:

    85 კგ წონის მამაკაცებისთვის – 17 ქილა გაზირებულ სასმელს.

    72 კგ წონის ქალებისთვის – 14,4 ქილა

    10 წლის ბავშვებისთვის 32 კგ წონით – 6,4 ქილა

    ეს, რა თქმა უნდა, არა სასურველი, არამედ ზედა ზღვარია. ალბათ იშვიათად თუ მოიძებნება ადამიანი, ვინც დღეში 17 ან მეტ ქილა კოკა–კოლას დალევს, თუმცა ბავშვების შემთხვევაში “ზედა ზღვრის“ გარღვევა შესაძლებელია.

    ექიმ ბრანკას აქვს ასეთი  რჩევა აქვს:

    „თუ თქვენ გაქვთ არჩევანი, დალიოთ კოლა დამატკბობლით თუ შაქრით, ვფიქრობ, თქვენ უნდა გააკეთოთ მესამე არჩევანი – დალიოთ ჩვეულებრივი წყალი და ამით შეამციროთ როგორც შაქრის, ასევე დამატკბობლების მოხმარება“, – ამბობს ის.

  • “მე რა შუაში ვარ?“–გიული ალასანია პოლონელ ექიმთან დაკავშირებულ ინციდენტზე

    საქართველოს პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია ამბობს, რომ მან არაფერი იცის პოლონელი ექიმების შესახებ, რომელთა ჯგუფის ერთ–ერთ წევრს იუსტიციის სამინისტრო მიხეილ სააკაშვილის ნიმუშის ფეხსაცმლით გატანაში ადანაშაულებს. გიული ალასანია ამბობს, რომ ამ ინციდენტის შესახებ არაფერი იცის.

    ამასთან, გიული ალასანია ამბობს, რომ  გაუგებარია მისკენ „რატომ იშვერენ ხელს“.

    „ალბათ, კომენტარი გაკეთდება იმ ინტერესიდან გამომდინარე, რომელიც დღეს ამ ადამიანის მიმართ არის, ყოველ შემთხვევაში, დასავლეთში ძალიან დიდი ინტერესია, ალბათ, ყველაფერი გაირკვევა, ასე დამალული დიდ ხანს ვერ დარჩება, მე ასე მგონია და ალბათ, შემდგომ კომენტარებს მოვისმენ. ალბათ, იქითა მხარეც თავის განმარტებას გააკეთებს, არ ვიცი. არ ვიცი, ჩემკენ ხელს რატომ იშვერენ იმიტომ, რომ მე არცერთ დონეზე არ ვყოფილვარ, ერთადერთი თანხმობას ვაძლევდი ხოლმე, რომ თანახმა ვარ. მე რა გზით უნდა მიმეწოდებინა [ინფორმაცია] იმ ექიმებისთვის, მათთან კონტაქტი არცერთ დონეზე არ მქონია და როგორ უნდა განმემარტა? უნდა განემარტათ თვითონ იმათ, ვინც ჩამოიყვანა და ვინც ამ ხალხთან კონტაქტში იყო, მე რა შუაში ვარ?“ – განაცხადა გიული ალასანიამ და ასევე განმარტა, რომ არ იცის, არსებობდა თუ არა რაიმე პროტოკოლი, რომელიც პოლონელ ექიმებს უნდა დაეცვათ.

    სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა მიხეილ სააკაშვილთან პოლონელი ექიმების ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება და კადრები გაავრცელა. განცხადების თანახმად, ვიზიტის განმავლობაში, ერთ-ერთი პოლონელი ექიმის მხრიდან ადგილი ჰქონდა „გაუგებარ ინციდენტს“, –მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილისგან აღებული ნიმუში, პოლონელმა ექიმმა გადაახვია ქაღალდში და ცდილობდა მის მალულად გატანას ფეხსაცმლის მეშვეობით. ამასთან, უწყება განმარტავს, რომ ოფიციალური წესით აღებული ნიმუშის გატანის უფლება მათ მისცა სამსახურმა, შესაბამისად, აღნიშნული ქმედება „ექიმის მხრიდან სამედიცინო ეთიკურ და სამართლებრივ ნორმებთან შეუსაბამო საქციელს კიდევ უფრო მეტად მატებს ბუნდოვანებას”.

  • იაპონიაში საქართველოს ელჩს თავს დაესხნენ

    ტოკიოში საქართველოს ელჩს, თეიმურაზ ლეჟავასა და მის მძღოლს თავს დაესხნენ.  იაპონური მედიის ცნობით, თავდასხმა ტოკიოში, საქართველოს საელჩოსთან ახლოს მოხდა.

    ელჩი საელჩოს მიმდებარე ტერიტორიაზე მანქანით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მის წინ მიმავალმა მანქანამ გააჩერა, მანქანიდან კაცი გადმოვიდა და ელჩის ავტომობილის მისამართით დაიწყო ყვირილი. მოგვიანებით კი მანქანასთან მიიჭრა და იქიდან მძღოლისა და ელჩის გადმოყვანა სცადა.

  • ვაგნერელები უკრაინაში რჩებიან, თუმცა საომარ მოქმედებებში აქტიურად არ მონაწილეობენ – რაიდერი

    “რუსული კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის დაქირავებული მებრძოლები უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე რჩებიან, თუმცა საომარ მოქმედებებში აქტიურად აღარ მონაწილეობენ”,

    ამის შესახებ, პენტაგონის პრესმდივნმა პეტ რაიდერმა განაცხადა.

  • მოგვიწევს მოწოდება, რომ ცოტა მეტი სიღრმით დაინტერესდნენ და ნუ გახდებიან „პიარული“ სტრატეგიის ბრმად შემსრულებლები – სარჯველაძე  ევროპარლამენტარებზე

    მოგვიწევს მოწოდება, რომ ცოტა მეტი სიღრმით დაინტერესდნენ და ნუ გახდებიან „პიარული“ სტრატეგიის ბრმად შემსრულებლები – სარჯველაძე ევროპარლამენტარებზე

    “მერწმუნეთ, ისინი ვერცერთ შემთხვევაში ვერ შეძლებენ თქვან მაგალითად, კონკრეტული სამკურნალო პროცედურა, რომელიც სააკაშვილს სჭირდება და საქართველოში არ არსებობს სერვისი უზრუნველყოფილი. ყველა ხვდება, რომ ეს არის რეალობა. ამიტომაც მოიხსენიებენ, რომ სატელევიზიო რეპორტაჟში გასული ფოტოების მიხედვით აკეთებენ ამ დასკვნებს და არ ეყრდნობიან კვალიფიციურ, დამაჯერებელ საფუძველს მოთხოვნების წამოყენებისას. ასეთ ფონზე, რასაკვირველია, მოგვიწევს მოწოდება, რომ ამ საკითხზე ცოტა მეტი სიღრმით დაინტერესდნენ და ნუ გახდებიან იმ პიარული სტრატეგიის ბრმად შემსრულებლები, რომელი სტრატეგიაც დასახა ცოტა ხნით ადრე სააკაშვილმა და მისმა გარემოცვამ. როგორც ჩანს, თვითონ სააკაშვილიც კი აღარ ლობირებს ამ სტრატეგიას, რომელიც დაგეგმა თითქოს მის გარდაცვალების ქრონიკასთან დაკავშირებით, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების თაობაზე. ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ დღეს სააკაშვილის უფლებები პირნათლად და ზედმიწევნით არის დაცული. ამის გათვალისწინებით, არავის აქვს რაიმე განსხვავებული დასკვნის გაკეთების შესაძლებლობა და საფუძველი. ყველამ ასეთი ტიპის განცხადებებისას, ამ თემასთან შეხებისას აუცილებლად პატივი უნდა სცეს სუვერენული სახელმწიფოს, საქართველოს სუვერენიტეტს”,

    აცხადებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე.

  • მაღალმთიან რეგიონებში “„მთის დღეები” ეწყობა, ხევსურეთი ისევ არაა სიაში – მარგარეტ დაიაური

    “მაღალმთიან რეგიონებში “„მთის დღეები” ეწყობა, ხევსურეთი ისევ არაა სიაში” – ამის შესახებ, სოციალურ ქსელში, ხელოვანი მარგარეტ დაიაური წერს, რომელიც შატილის სკოლაში ხელოვნების მასწავლებლად მუშაობდა.

    „მთის დღეები” ეწყობა მაღალმთიან რეგიონებში და ხევსურეთი ისევ არაა სიაში.
    სირცხვილი !

    ეტყობა თავადვე ეუხერხულებათ, იმ ულამაზესი და მისტიური კუთხის ნახვა, რომელიც უპატრონოდ მიაგდეს და რომლისთვისაც არც დენი, არც გზა, არც მობილური კავშირი, არც სამედიცინო პუნქტი, სუფთა წყალი, საფეხმავლო ხიდები, ციხე-ქალაქების რესტავრირება და საერთოდ, კარგი ინფრასტრუქტურა ვერ გაიმეტეს.

    ნეტა როგორ სძინავთ ღამე, როცა იციან მთაში როგორ უჭირს ხალხს ელემენტარული პირობებისა და ხელშეწყობის გარეშე, როცა იციან რომ მათი დახმარება შეუძლიათ და არ ეხმარებიან, რა სიზმრებს ნახულობენ ?!

    მთაში ცხოვრება, მხოლოდ 5 %-ია რომანტიკა, დანარჩენი 95 %-ი შრომა და გადარჩენისთვის ბრძოლაა.

    საქართველოს მთავრობა ხევსურეთს არ სჭირდება რომანტიზება, დახმარება სჭირდება ! ხო და კიდევ, შეგერგოთ „ხინკლის დღეები”, მთის ლუდის მიყოლება არ დაგავიწყდეთ” – წერს ამის შესახებ, მარგარეტ დაიაური.

    ცნობისთვის, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, „მთის დღეები“ წელს მეორედ გაიმართება. თუშეთი – ომალო, იმერეთი – გორდი, რაჭა – შოვი, სვანეთი- უღვირის ტბა, ყაზბეგი – ელიას ტყის მიმდებარედ, გურია – ბახმარო, ეს ის ადგილებია, სადაც წელს მთის კვირეული 15 და 22 ივლისს გაიმართება თუმცა მათ შორის ხევსურეთი არ არის.

  • ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში აფეთქება მოხდა – დაიღუპა 1 თანამშრომელი

    რუსეთში, ურალის ატომურ სადგურზე აფეთქება მოხდა – რუსული სამთავრობო გამოცემა Ria Novosti წერს, რომ ინციდენტის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, თუმცა არ კონკრეტდება მისი ვინაობა.

    შემთხვევა დღეს, 14 ივლისს ადგილობრივი დროით 9:13 საათზე მოხდა.

    ავარია ურალის ელექტროქიმიურ კომბინატში მოხდა, როგორც ცნობილია დაირღვა დაქვეითებული ურანის ჰექსაფტორიდით სავსე ბალონის ჰერმეტულობა.

    • „სიტუაცია ლოკალური ხასიათისაა და შემოიფარგლება საწარმოო უბნის ტერიტორიით.
      არ არსებობს მოსახლეობის დასხივების, ტერიტორიის ქიმიური დაბინძურების, გარემოს რადიოაქტიური და ქიმიური დაბინძურების საფრთხე“, – ნათქვამია რუსეთის ფედერალური სამედიცინო – ბილოგიური სააგენტოს განცხადებაში.

    ურალის ელექტროქიმიური ქარხნის 24 თანამშრომელი დამატებით შემოწმებას გადის, მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, – წერს რუსული გამოცემა TASS-ი.

    ეს არის ურანის გამდიდრების უდიდესი ობიექტი მსოფლიოში.

    მოსახლეობას სთხოვენ, სიმშვიდე შეინარჩუნონა, დარჩნენ სახლებში და არ გააღონ ფანჯრები.

    ქარხანამ განაცხადა, რომ რადიაციის დონე ადგილზე და მიმდებარე ტერიტორიაზე ნორმალურია.

  • პაპილომა ვირუსზე აცრა ბიჭებისთვის 10-დან 12 წლამდე იქნება შესაძლებელი

    პაპილომა ვირუსზე ბიჭებისთვის აცრა 10-დან 12 წლამდე იქნება შესაძლებელი  – ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით, შესაბამისი ცვლილება პროფილაქტიკური აცრების ეროვნულ კალენდარში შევიდა. ბრძანება გამოქვეყნებისთანავე ამოქმედდა.

    “ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია (აპვ) – აცრა ტარდება 10 – 11 – 12 წლის გოგონებისა და ბიჭების ასაკობრივ ჯგუფში, აცრების კურსი არის ორდოზიანი, აცრებს შორის მინიმალური ინტერვალია 6 თვე. ვაქცინაციის დაწყების მინიმალური ასაკია 9 წელი”, – აღნიშნულია დოკუმენტში.