Category: ახალი ამბები

  • რა დაბრკოლება აქვთ, რომ იმოქმედონ, როგორც ევროპულმა სახელმწიფომ – კუბილიუსი “ოცნებაზე”

    ხშირად ვიხსენებ ხოლმე სლოვაკეთის შემთხვევას, როდესაც პრემიერი მეჩიარი ისე იქცეოდა, როგორც საქართველოს მმართველი გუნდი. ახდენდა მართლმსაჯულების პოლიტიზებას, პრობლემა იყო მისი დამოკიდებულება ოპოზიციის მიმართ, მაშინ კომისიამ და საბჭომ თქვეს – “თქვენ უნდა შეცვალოთ თქვენი დამოკიდებულებები და ქმედებები და სანამ ასე არ მოხდება, ჩვენ არ დავიწყებთ გაწევრიანებაზე მოლაპარაკებას”. მაშინ ხალხმა ძალიან სწორი დასკვნა გააკეთა, მათ არჩევნებით შეცვალეს ხელისუფლება.

    საქართველოს მთავრობა ან ცვლის საკუთარ მოქმედებებს ან თუ ვერ ახერხებს ამას რაიმე გავლენის გამო და მე არ ვიცი, რა დაბრკოლება აქვთ, რომ მათ დაიწყონ მოქმედება, როგორც ევროპულმა ხელისუფლებამ, მაშინ დემოკრატია დემოკრატიაა, მაშინ ხალხი, რომელსაც ძალიან სურს ევროკავშირში გაწევრიანება, აკეთებს არჩევანს.

    თქვა ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა ფორმულასთან.

  • ვესაუბრებით სტრატეგია აღმაშენებელს – გვსურს, გამარჯვების პლატფორმა შევქმნათ – ხაბეიშვილი

    “ცხადია, ვესაუბრებით სტრატეგია აღმაშენებელს და ეს გულისხმობს იმას, რომ სხვადასხვა პროდასავლური პარტიებსა და ლიდერებთან ერთად გამარჯვების პლატფორმა შევქმნათ. მივესალმებით ყველას, ვინც ამ გამარჯვების პლატფორმაში საკუთარ თავს დაინახავს და ასევე, მივესალმებით იმ ფაქტს თუ ცალკე პროდასავლური პარტიებიც გააკეთებენ ერთობას. გამიხარდებოდა, სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები მიიღონ. ან ენმ-სთან ერთად გააკეთონ გამარჯვების პლატფორმა, ჩვენ ღია ვართ, და თუ ამას არ აკეთებენ ენმ-სთან, თავად გააკეთონ, აჩვენონ საზოგადოებას თანამშრომლობის მაგალითი. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით პროდასავლური პარტიების ერთობას, იმიტომ, რომ ნაციონალურ მოძრაობის ბაზაზე გაკეთდება მთავარი გამარჯვების ცენტრი”.

    აცხადებს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი.

  • სალომე ზურაბიშვილი უკვე დიდი ხანია, გაღმაა გასული – წულუკიანი

    „აღნიშნული იმის მანიშნებელია, რომ ეს ქალბატონი უკვე ძალიან დიდი ხანია, გაღმაა გასული“

    ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომლითაც პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი თანამშრომლის, პიერ-ალექსანდრე კრევოს შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.

  • 2024 წელს, ივანიშვილის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას – გვარამია

    “მე პოლიტიკაში 2024 წელს, ივანიშვილის ამ ქვეყნის პოლიტიკიდან გასტუმრებაში მივიღებ მონაწილეობას ნებისმიერ შემთხვევაში, ციხეში რომ ვყოფილიყავი, მაინც ვეცდებოდი, რომ ეს გამეკეთებინა, გარეთ მით უმეტეს, მაგრამ რაც შეეხება იმას, თუ რა ფორმით, მე არ მიმიღია ეს გადაწყვეტილება ჯერჯერობით.

    ჩემი განწყობა იმგვარია, რომ მე მაინტერესებს ხალხი, რომელიც ხედავს, აღიარებს ახლებურ მიდგომებს და ხედავს ახლებურად და არამარტო ცვლილებების გამოწვევა შეუძლია, არამედ ცვლილების როგორც ასეთის, ახლებური გააზრება აქვს.

    მე არა ვარ მზად, რომ სხვისი ნაკარნახევი თამაშის წესებით ვითამაშო. ეს არ ეხება ამ შემთხვევაში ნაციონალურ მოძრაობას, ან ვინმეს კონკრეტულად. მე სურვილ არ მაქვს ამისი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ მე თვითონ უნდა დავადგინო წესები იქ, სადაც მე ვიქნები ეს ასე ნამდვილად არ არის. მაგრამ უკვე არსებული და მზა რეცეპტებით სიარული ჩემთვის საინტერესო არ არის და აბსოლუტურად მიუღებელი და წარმოუდგენელია. ამას მე გამოვრიცხავ”

    აცხადებს “მთავარი არხის” დამფუძნებელი ნიკა გვარამია.

  • რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ამას აღიარებს, მათი ჯარის დანაკარგი საშინელია – უოლესი

    “ვფიქრობ, რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ამას რუსები აღიარებენ… რუსი სამხედროების იერარქიაში განხეთქილება ძალიან რეალურია, მსხვერპლის დონე საშინელია.[…] ისინი (რუსები – რედ.) ძალიან, ძალიან ფრთხილად არიან და ცდილობენ არ მოაწყონ პროვოკაცია, შეიძლება ითქვას, რომ ალიანსი ფუნქციონირებს. მე-5 მუხლის შემაკავებელი ფაქტორი მოქმედებს,”

    ამის შესახებ, ბრიტანეთის თავდაცვის მდივანმა ბენ უოლესმა განაცხადა.

  • ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა – ზელენსკი პუტინზე

    “როდესაც მან ჩემი, ჩემი ოჯახის და გარემოცვის მკვლელობის ბრძანება გასცა, ჩვენ ვთქვით, რომ ეს ულტიმატუმიც არ გაუვიდოდა. […] ვინ არის მზად ამ მანიაკთან სალაპარაკოდ? და შემდეგ ჩვენ ვთქვით, რომ დადგებოდა დრო და ომი მაინც დიპლომატიური გზით დამთავრდებოდა, მაგრამ ამ კაცთან საუბარი – ბოდიში, მას ხელები იდაყვებამდე სისხლში აქვს.  […] ყველა სოფელში, რომლის დეოკუპაცია განვახორციელეთ, იყო ნაწამები უკრაინელების მასობრივი საფლავები, ყველაში, გამონაკლისის გარეშე და ყოველ ნაბიჯზე ვამბობდით, როგორ უნდა დავამყაროთ მასთან ურთიერთობა? ყოველ ნაბიჯზე, სულ უფრო ცოტა ადამიანმა სჯეროდა, რომ ის პრეზიდენტი იყო და სულ უფრო მეტი ხვდებოდა, რომ ის უბრალოდ სადისტია”.

    აცხადებს, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

  • ”მოწუვოდებ ხელისუფლებას, გაუშვან სააკაშვილი ევროკავშირში სამკურნალოდ” – ილვესი

    ”პირველ რიგში მინდა შევეხო ჩემი ყოფილი კოლეგის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობას. ის ახლა პატიმრობაშია და დარწმუნებული ვარ, ყველამ ვნახეთ კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ მისი მდგომარეობა სავალალოა. ამიტომ, მინდა მოვუწოდო საქართველოს ხელისუფლებას, რომ გაუშვან ის სამკურნალოდ ევროკავშირში. 2008 წელს, როდესაც რუსეთი საქართველოში შეიჭრა, ჩვენ, ბალტიის ქვეყნების ლიდერები და პოლონეთის პრეზიდენტი, თბილისში ჩავედით სოლიდარობის გამოსახატად. მას შემდეგ 15 წელი გავიდა და დღეს ისევ იგივე სიტუაციაა. რუსეთის ჯარები ისევ იქ არიან და არაფერი შეცვლილა და სწორედ ამან მოიტანა შემდეგ 2014 წელი და უკრაინის ოკუპაცია. თუმცა, კიდევ ერთი რამე არ მიხსენებია: 2009 წელს საფრანგეთის პრეზიდენტმა სარკოზიმ და აშშ-ის პრეზიდენტმა ობამამ გადაწყვიტეს, რომ რაც მოხდა, მოხდა და რუსეთთან ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან უნდა დაეწყოთ. სწორედ ეს გადატვირთვიოს პოლიტიკა მიმდინარეობდა 2009 წლიდან 2014 წლამდე. შემდეგ, ყირიმის ანექსიის შემდეგ, ანგელა მერკელმა ხელი მოაწერა შეთანხმებას რუსეთთან გაზსადენ ჩრდილოეთის ნაკადი 2-ს მშენებლობის შესახებ. სულ ეს არის, რისი თქმაც მინდოდა”.

    ამის შესახებ ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი თომას ჰენდრიკ ილვესი ევროპარლამენტში მიმდინარე უსაფრთხოების კონფერენციაზე საუბრობს.

  • თბილისის ზღვაში ცხედარი იპოვეს

    მაშველებმა თბილისის ზღვაში ცხედარი იპოვეს. თუმცა ჯერ-ჯერობით უცნობია ვის ეკუთვნის ის.

    შეგახსენებთ, რომ უკვე მე-4 დღეა, თბილისის ზღვასა და მიმდებარე ტერიტორიაზე 22 წლის ლუკა ლაცაბიძეს ეძებენ. მისი პირადი ნივთები პოლიციამ თბილისის ზღვასთან იპოვა.

     

  • პენტაგონი წლების განმავლობაში წერილებს შეცდომით მალიში გზავნიდა – Financial Times

    პენტაგონი წლების განმავლობაში წერილებს შეცდომით მალიში გზავნიდა – Financial Times

    Financial Times წერს, რომ  ბეჭდივისას დაშვებული შეცდომის გამო პენტაგონი წლების განმავლობაში წერილებს მალიში გზავნიდა. აშშ-ს შეიარაღებულ ძალებში MIL დომენი გამოიყენება , ხოლო მალის დომენი მსგავსია – ML. ჰოლანდიელი მეწარმის იოჰანეს ზუურბირის თქმით, რომელიც  მალის დომენის სამართავად დაიქირავეს, ეს  10 წელზე მეტია გრძელდება.

    და მიუხედავად იმისა, რომ შეცდომით გაგზავნილი ელ.ფოსტის უმეტესობა სპამია, ზოგიერთი შეტყობინება შეიცავს სენსიტიურ მონაცემებს, კერძოდ, აშშ-ს სამხედროების, კონტრაქტორების და მათი ოჯახების შესახებ.

    პენტაგონმა უკვე განაცხადა, რომ მათ იციან პრობლემის შესახებ და MIL დომენიდან გაგზავნილი ელფოსტა  გაგზავნამდე იბლოკება და შედეგად, მიმღებმა  საკუთარი მონაცემები უნდა დაადასტუროს,  რათა თანდართული ინფორმაცია ნახოს .

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    სეისმური მონიტორინგის ცენტრის ცნობით, საქართველოში 16:02 წუთზე მიწისძვრა მოხდა.

    მათივე ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი დაბა ჩოხატაური, კურორტი ბახმარო იყო და მისი სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდას შეადგენდა.