Category: ახალი ამბები

  • “ვინც ივანიშვილს ორუელი წააკითხა, იმან ცოტათი მაინც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ამ აბსურდის თეატრზე” – სააკაშვილი

    “ვინც ივანიშვილს ორუელი წააკითხა, იმან ცოტათი მაინც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ამ აბსურდის თეატრზე” – სააკაშვილი

    ”დედაჩემს ვივამედთან ტვ “ნადეჟდას” და მოპარული ,,რუსთავი 2”-ის წარმომადგენლები დახვდნენ და მისი იურისტები ,,ანტისახელმწიფოებრივ” ქმედებაში დაადანაშაულეს. რატომ მიწა არ გასკდება და არ ჩაიტანს ამდენ უტიფარ და ყოველგვარ ზნეობას მოკლებულ ცრუპენტელას.

    თურმე ქართული სახელმწიფოს შემქმნელის დედა არის ანტისახელმწიფოებრივი და ის დაავიწყდათ, რომ 2012 წელს ივანიშვილის მიერ, საქართველოს წინააღმდეგ შეტანილ, ასობით მილიონი დოლარის სარჩელების მოგერიებას ვერ ავუდიოდით.

    მთელს მსოფლიოს რომ აჩვენეს ტელევიზიით ჩემი წამება, ეს იყო თურმე სახელმწიფოებრივი ქმედება.
    საქართველო რომ რუსეთის კოლონია გახდა ეს ალბათ, საერთოდ სახელმწიფოებრიობის კულმინაციაა. ვინც ივანიშვილს ორუელი წააკითხა, იმან ცოტათი მაინც უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა ამ აბსურდის თეატრზე”,

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წერს და სამთავრობო მედიასაშუალებების წარმომადგენლების მიერ “ვივა მედთან” გიული ალასანიასთვის დასმულ შეკითხვებს ეხმაურება.

  • 20 ივლისის 00:00 საათიდან, უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება იარაღის პოტენციურ მატარებლად – რუსეთი

    „2023 წლის 20 ივლისს, მოსკოვის დროით 00:00 საათიდან, შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდად.

    ასეთი გემების დროშის მქონე ქვეყნები ჩაითვლება უკრაინის კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“

    აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მარცვლეულის დერეფნის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ.

  • რაც ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება – პრიგოჟინი

    “ღირსეულად ვიბრძოდით. რუსეთისთვის ძალიან ბევრი გააკეთეთ. ის, რაც ახლა ფრონტზე ხდება, სირცხვილია, რომელში მონაწილეობაც არ გვჭირდება. და უნდა დაველოდოთ მომენტს, როდესაც სრულფასოვნად მოვახდენთ საკუთარი თავის გამოვლინებას. ამიტომ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ბელარუსში რაღაც დროის განმავლობაში ვიქნებით. […]ვემზადებით, ჩვენს დონეს ვზრდით, დ ა ახალ გზაში, აფრიკაში და, შესაძლოა, სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში დავბრუნდეთ იმ მომენტში, როდესაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ საკუთარი თავებისა და ჩვენი გამოცდილების შერცხვენას არ გვაიძულებენ”

    ამის შესახებ “ვაგნერის”დამფუძნებელმა ევგენი პრიგოჟინმა ბელარუსში “ვაგნერის” მებრძოლებთან სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

  • გამაოგნებელია, როცა ომში მყოფი ხელისუფლება დროს კარგავს კრიმინალზე – ღარიბაშვილი სააკაშვილზე

    უკრაინის ინტერესი და უკრაინის რადა ახსენეთ თქვენ… მინდა გავიმეორო, რამდენიმე დღის წინ კითხვად დავსვი უბრალოდ, საკვირველი კი არა, ეს არის გამაოგნებელი, როცა ომში მყოფი ხელისუფლება იცლის და დროს ხარჯავს, კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე, რომელიც სიმულიანტობით, ასე ვთქვათ, მთელ მსოფლიოს ცდილობს თავს მოახვიოს საკუთარი ძალიან ბევრი ტყუილი, ვითომ იგი მოწამლეს, აწამეს და ა.შ. საერთოდ გაუგებარია და კითხვა მინდა დავსვა საჯაროდ – ეს ხომ არ ადასტურებს კიდევ ერთხელ, ჩვენს მიერ მანამდე გაცხადებულ და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, ხომ არ ამყარებს თუნდაც მათი განსაკუთრებული დაინტერესება სააკაშვილის მიმართ, რომ სამწუხაროდ, უკრაინის ხელისუფლებას სააკაშვილის ჩამოსვლის დროს იყო ინფორმირებული წინასწარ. 

    მე ლოგიკური კითხვები მიჩნდება და ამას ამყარებს ინფორმაცია, რომელიც ჩვენს სამსახურებს ჰქონდათ მიღებული და მტკიცებულებები, რომლებიც მოიპოვა გამოძიებამ იმასთან დაკავშირებით, რომ როცა ჩამოვიდა სააკაშვილი, შემოიპარა კონტეინერით, მან უკრაინაშიც დაარღვია კანონი. უკრაინაშიც ანალოგიურად, უკანონოდ გადაკვეთა საზღვარი, უკრაინის კანონმდებლობით საზღვრის უკანონოდ კვეთა ნიშნავს დანაშაულის ჩადენას. კითხვა ისმის, რატომ არ მოხდა დღემდე რაიმე რეაგირების მოხდენა? მეტიც, არა თუ რეაგირება და გამოძიება არ დაიწყეს, არამედ სააკაშვილი დღემდე იკავებს თანამდებობას თუ არ ვცდები მრჩეველია ის უკრაინის პრეზიდენტის“,

    ამის შესახებ, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, უკრაინის რადაში პატიმრობაში მყოფ საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით დარეგისტრირებულ მიმართვაზე განაცხადა.

  • “საკვირველია, როცა ომში მყოფი ხელისუფლება იცლის და დროს კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე” – ღარიბაშვილი

    საკვირველია, როცა ომში მყოფი ხელისუფლება იცლის და დროს კარგავს ერთ-ერთ კრიმინალზე, რომელიც სიმულიანტობით მთელ მსოფლიოს ცდილობს თავს მოახვიოს საკუთარი ძალიან ბევრი ტყუილი. ვითომ იგი მოწამლეს, აწამეს, კლავენ და ა.შ… საერთოდ გაუგებარია და კითხვა მინდა დავსვა ახლა საჯაროდ, ეს ხომ არ ადასტურებს კიდევ ერთხელ ჩვენს მიერ მანამდე გაცხადებულ მტკიცებულებებს, რომ სამწუხაროდ უკრაინის ხელისუფლება სააკაშვილის ჩამოსვლის დროს იყო ინფორმირებული წინასწარ. მე ლოგიკური კითხვები მიჩნდება…[…]…ამ ტრაგედიის და ყოველდღიური გამოწვევების ფონზე, როცა დრო გაქვს და ერთ-ერთ ლუზერ სიმულიანტზე აკეთებ კომენტარებს და გინდა, რომ ამით რაღაცა დღის წესრიგი შექმნა, ძალიან დიდი კითხვის ნიშნები ისმის და კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს უკვე ჩამოყალიბებულ აზრს და აი ამ ჩვენს მტკიცებულებებს, რომელიც ჩვენ მანამდე ისედაც გვქონდა. აი ეს არის მთელი ფილოსოფია.

    ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრობს.

  • პუტინი სამხრეთ აფრიკაში BRICS-ის სამიტზე დასასწრებად არ ჩავა – Reuters

    გამოცემა Reuters-ი, 19 ივლისს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის პრეზიდენტის ოფისის მიერ გავრცელებული ინფორმაციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი დათანხმდა, რომ Brics-ის სამიტს პირადად არ დაესწრება.

    “ორმხრივი შეთანხმებით, პრეზიდენტი პუტინი სამიტს არ დაესწრება. რუსეთის ფედერაციას საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი წარმოადგენს”. – ნათქვამია განცხადებაში.

    18 ივლისს გავრცელდა სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტის, სირილ რამაფოსას სიტყვები, რომ პუტინის დაკავების შემთხვევაში მისი ქვეყანა რუსეთთან ომის საფრთხის წინაშე დადგება.

    “რუსეთთან ომში ჩართვის გარისკვა ჩვენს კონსტიტუციასთან შეუსაბამო იქნება”. – დასძინა პრეზიდენტმა.

  • EU-ს კარი ღიაა უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და გრძელ ვადაში, საქართველოსთვის – ბერბოკი

    “ჩვენ ვაძლიერებთ NATO-ს როგორც ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოების გარანტორს. ჩვენ ვაძლიერებთ ჩვენს სამხედრო შესაძლებლობას უპრეცედენტო 100 მილიარდ ევროიან პაკეტამდე და ვასრულებთ NATO-ს თავდაცვის ხარჯების მიზნებს. ჩვენ ვაშენებთ ევროპულ ოჯახს, რომელიც ხსნის ევროკავშირის კარს ახალი წევრებისთვის, როგორებიც არიან უკრაინა, მოლდოვა, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები და გრძელ ვადაში, საქართველო”,

    აცხადებს გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი The Guardian-ისთვის დაწერილ სტატიაში.

  • თუ ცალკე გამოვიდა, ნაცმოძრაობისგან დამოუკიდებლად, შეიძლება ბარიერიც ვერ გადალახოს – მდინარაძე გვარამიაზე

    ​”ვერაფერს, იმიტომ, რომ ნიკა გვარამია, ვაშაძე…ყველა არიან ნაცმოძრაობის სახეები და წარმომადგენლები და ნაცმოძრაობას ამ ქვეყანაში არანაირი პერსპექტივა არ აქვს. შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ნაცი რჩება ნაცად და აქვს მათ საერთო წარსული, აწმყო და მომავალი…

    თუ ცალკე გამოვიდა, შეიძლება ბარიერიც ვერ გადალახოს. აი, თუ ცალე გამოვიდა, ნაც. მოძრაობისგან დამოუკიდებლად, უდიდესი ალბათობით ბარიერსაც ვერ გადალახავს.”

    ასე ეხმაურება, “ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ნიკა გვარამიას განცხადებას.

  • კომისია იღებს ცნობებს, რომ რეკომენდაციები არ სრულდება, ეს არაა ოპოზიციის ნარატივი – ვიოლა ფონ კრამონი

    გრძელი სიაა რეკომენდაციების, რომლებიც ამ დრომდე არ არის შესრულებული. მიხეილ სააკაშვილის საკითხი კიდევ ერთი დამატებითია. ეს არ არის რეკომენდაციებში, მაგრამ ვიცით, რომ აქვს გავლენა, ეფექტი პროცესზე. კომისია ყოველდღიურად იღებს ცნობებს, რომ რეკომენდაციები არ სრულდება. ეს არ არის ოპოზიციის ან სხვა საქართველოში სხვა აქტორის ნარატივი, არამედ კომისიის შეფასებაა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ცვლილებები იყოს, მაგრამ ამ დრომდე შესრულებულია მხოლოდ 3, ნაკლებად კრიტიკული რეკომენდაცია. დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მართლმსაჯულების რეფორმა არაა განხორციელებული – იმ ეტაპზეც კი არ არის, რომ ვიფიქროთ, პროცესი დაწყებულია. ეს დიდ იმედგაცრუებას იწვევს. დრო კიდევ არის, ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს, თუ ამის სურვილი მმართველ გუნდს აქვს. მე იცით, რომ ყოველთვის ვემხრობოდი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. ვიცი, რომ ბევრი წევრი სახელმწიფო ასე არ ფიქრობს – მიზეზი საქართველოში განვითარებული მოვლენებია.

    განაცხადა  განაცხადა ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა “ფორმულასთან”.

  • რუსეთი მიზანმიმართულად უტევს მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურას – ზელენსკი

    “რუსი ტერორისტები აბსოლუტურად მიზანმიმართულად უმიზნებდნენ მარცვლეულის შეთანხმების ინფრასტრუქტურას და ყველა რუსული რაკეტა – ეს არის დარტყმა არა მხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ყველასთვის მსოფლიოში, ვინც იბრძვის ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის. […]

    სამხედროებს დაევალათ ხალხის დაცვისა და პორტის ინფრასტრუქტურის გაძლიერება, საგარეო საქმეთა სამინისტროს კი – პარტნიორებთან კონტაქტების გააქტიურება ტერორისტულ სახელმწიფოზე ზეწოლის გასაძლიერებლად და უკრაინული მარცვლეულის ნორმალური ექსპორტის გასაგრძელებლად”,

    აცხადებს, ამის შესახებ, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი და სამხედროებს დაავალა გააძლიერონ პორტის ინფრასტრუქტურა და ხალხის დაცვა.