Category: ახალი ამბები

  • ბათუმში სასტუმროს 22-ე სართულიდან უცხო ქვეყნის მოქალაქე გადმოვარდა

    ბათუმში 22– ე სართულიდან გადმოვარდნის შედეგად მამაკაცი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით ის უცხო ქვეყნის მოქალაქეა.იგი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

    შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, ეს იყო თვითმკვლელობა და გადმოვარდნას სხვა მიზეზი ჰქონდა.

  • სოციოლოგი სემ გრინი:პუტინის ქმედებები შეიძლება შეიცვალოს.არასწორია მისი მომავალი ქმედებების პროგნოზირება წარსულის საფუძველზე

    ბრიტანელ-ამერიკელი სოციოლოგი და რუსეთის სპეციალისტი სემ გრინი ლონდონის კინგს კოლეჯიდან დღეს თავის substack–ში ასახავს ანალიტიკურ შეცდომებს, რომლებიც შეიძლება დაუშვან პუტინის მომავალი ქცევის წინასწარმეტყველების მცდელობისას მასზე დაკვირვების საფუძველზე.

    აი, ასეთი პროგნოზების ერთი მაგალითი: ბოლო კვირებში მოდური გახდა ვარაუდი, რომ პუტინი შეეცდება მოკლას ვაგნერის ხელმძღვანელი ევგენი პრიგოჟინი,  მიყენებული დამცირებისთვის შურისძიების სახით (თვით CIA-ს დირექტორი უილიამ  ბერნსიც კი აღმოჩნდა ჩართული მსგავს საუბრებში).

    ეს დასკვნა ეფუძნება ვარაუდს, რომ პუტინი შურისმაძიებელია და ახორციელებს მკვლელობის მცდელობებს მის კრიტიკოსებზე, პოლიტიკურ ოპონენტებზე ან მათზე, რომლებსაც ის აღიქვამს “მოღალატეებად”.

    „ბერნსის ვარაუდი, რომ შურისძიება მოხდება, ემყარება წარსული ქცევის ნიმუშების ანალიზს: რადგან პუტინმა წარსულში შური იძია არალოიალობის გამო, სავარაუდოა, რომ ის მომავალშიც ასე გააგრძელებს. და ანალიზის ამ მიდგომაში ფუნდამენტურად ცუდი არაფერია – გარდა იმისა, რომ მან ომის წინ დაგვაღალატა ”- წერს სემ გრინი.

    „უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა, ყველა რისკითა და ხარჯებით, რაც მას მოჰყვა, არსებითად იყო პუტინის წინა ქცევების კანონზომიერების  დარღვევა“, – აღნიშნავს სოციოლოგი.

    იმის ნაცვლად, რომ დავსვათ კითხვა “რა გააკეთა პუტინმა წარსულში?” და პასუხის მომავალზე ექსტრაპოლირება მოვახდინოთ, უნდა იკითხოთ: “რატომ რეაგირებდა პუტინი ამ სტიმულზე კონკრეტულად ამგვარად?” და შემდეგ შეეცადეთ გამოიყენოს მისი სააზროვნო პროცესი შემდგომ გარემოებებზე, წერს გრინი. და ეს სულაც არ არის პუტინის თავში შეღწევის მცდელობა, რაც შეუძლებელია. ამოცანა იმაში მდგომარეობს, რომ “წავიკითხოვთ პუტინის ქცევა, როგორც იმ შესაძლებლობების და გამოწვევების ანარეკლი, რომლებსაც ის აღიქვამს გარემომცველ სამყაროში“–ამბობს სემ გრინი.

    „სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ბერნსის მეთოდი ემყარება იმას, რომ პუტინის მოქმედების ჩვევები  სტაბილურია, ასე რომ, ის მომავალში გააგრძელებს ისეთი რამის კეთებას, რაც წარსულში გააკეთა. ჩემი მეთოდი გამომდინარეობს იქიდან, რომ პუტინს აქვს სტაბილური აზროვნების ჩვევები და არა მოქმედებები. რატომ? იმის გამო, რომ გარემოებები იცვლება და მათი ცვალებადობის კვალდაკვალ, პუტინი სწავლობს“, – ამტკიცებს სოციოლოგი.

    მისი აზრით, ამით შეიძლება აიხსნას, თუ რატომ არის თავისუფალი ევგენი პრიგოჟინი, რომელმაც მოაწყო შეიარაღებული აჯანყება, ხოლო იგორ გირკინი, რომელიც მხოლოდ სოციალურ ქსელებში  ლანძღავდა პუტინს, ციხეში. ეს ნიშნავს, რომ პუტინის გადმოსახედიდან პრიგოჟინმა ამოწურა თავისი ძალა, შემდგომი რეპრესიები მხოლოდ დამატებით პრობლემებს შექმნის, ან უბრალოდ პრიორიტეტი არ არის .

    მისთვის, პოლიტოლოგის ვარაუდით, უფრო მნიშვნელოვანია იმ ორგულების პოვნა, რომლებსაც ჯერ არ დაუწყიათ მოქმედება – აქედან მოდის ჭორები გენერლების წმენდისა და გირკინის დაპატიმრება. „ამას დაუმატეთ პუტინისა და თავდაცვის მინისტრის შოიგუს აშკარა სურვილი, გააჩუმონ მათ მიერ ომის წარმოების კრიტიკოსები და  დაასკვნით, რომა გირკინის დაპატიმრება სასარგებლო სიგნალს უგზავნის “სავარძლის დანარჩენ გენერლებს“, რომ არსებობს გარკვეული ხაზები, რომელთა გადაკვეთა არ შეიძლება“, – თვლის სემ გრინი.

  • გაიხსნება ქართულ–რუსული უნივერსიტეტი, რომელსაც მთლიანად რუსეთის ფედერაცია დააფინანსებს–პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელი

    ევგენი პრიმაკოვის სახელობის ცენტრის ხელმძღვანელი გაზეთ საქართველო და მსოფლიოსთან ინტერვიუში სანკტ–პეტერბურგში „ ქართულ–რუსული დიალოგის “ ფარგლებში გამართული ფორუმის შესახებ ყვება, რომელსაც მისი თქმით რუსეთის ფედერაციის უმაღლესი სასწავლებლების პროფესორები, ქართველი და რუსი ექსპერტები ესწრებოდნენ. დიმიტრი ლორთქიფანიძე ამბობს, რომ ფორუმზე განიხილეს ქართულ–რუსული უნივერსიტეტის შექმნის საკითხი, რომელიც სტუდენტებისთვის უფასო იქნება და მას მთლიანად რუსეთის ფედერაცია დააფინანსებს. ლორთქიფანიძის თქმით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს ადგილის ძებნა, სადაც ეს უნივერსიტეტი განთავსდება:

    “ეს იქნება უნიკალური სასწავლებელი, რომელსაც მთლიანად რუსეთის მხარე დააკომპლექტებს. ვფიქრობთ, სექტემბრის ბოლოს უნივერსიტეტის შესახებ გარკვეული სურათი გვექნება“–ამბობს დიმიტრი ლორთქიფანიძე.

    ამავე ინტერვიუში დიმიტრი ლორთქიფანიძე რუსეთ–საქართველოს შორის სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაზეც საუბრობს და რუსული გამოცდილების გადმოტანაზე საქრათველოში სხვადასხვა საკითხებში.

    პრიმაკოვის ფონდის ხელმძღვანელის თქმით, ფორუმზე საუბარი იყო რუსეთ–საქართველოს შორის ავიაბილეთების ფასის გადახედვაზე და ითქვა, რომ მოხდება სახელმწიფოს მხრიდან სუბსიდირება, რადგან ბილეთები ძვირია.

  • აშშ-ს დაზვერვა ადასტურებს ბელორუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსებას – CNN

    აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სააგენტომ განაცხადა, რომ „არ აქვს საფუძველი ეჭვი შეიტანოს“ რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებაში, რომ ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტია ბელორუსიას გადაეცა. ამის შესახებ CNN დაზვერვის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იუწყება.

    აღნიშნულია, რომ გასულ თვეში პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე პუტინმა განაცხადა, რომ პირველი ბირთვული ქობინი ბელორუსის ტერიტორიაზე იქნა გადატანილი.

    აშშ და დასავლელი ოფიციალური პირები საჯაროდ არ ადასტურებენ, რომ ბელორუსს რაიმე იარაღი გადაეცა. მაგრამ აშშ-ს დაზვერვის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ანალიტიკოსებს “არ აქვთ საფუძველი ეჭვი შევიტანონ” პუტინის განცხადებებში და არ აქვთ საფუძველი ეჭვი შეიტანონ, რომ იარაღის გადაცემაში “გარკვეული წინსვლა არსებობს“.

    ოფიციალური პირები არ ასახელებენ რატომ ფიქრობენ ასე. მათ აღიარეს, რომ აშშ-ს დაზვერვისთვის რთულია ამ იარაღის თვალყურის დევნება, თუნდაც სატელიტური სურათებით.

    ამ თვის დასაწყისში აშშ-მა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა განუცხადეს CNN-ს, რომ ბელორუსს, როგორც ჩანს, არ დაუსრულებია საჭირო საცავის განახლება ტაქტიკური ბირთვული იარაღის შესანახად და რომ ხელმისაწვდომი სატელიტური გამოსახულება არ აჩვენებდა მომზადების ან უსაფრთხოების ნიშნებს, რაც სტანდარტი იქნებოდა რუსული ბირთვული ობიექტისთვის. თუმცა, სხვა წყაროებმა განუცხადეს CNN-ს, რომ ბელორუსში არის საბჭოთა ეპოქის სხვადასხვა ობიექტები, სადაც შეიძლება იარაღის ნაწილი განთავსდეს.

    ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ გასულ თვეში თქვა, რომ აგრესიის ფონზე რუსულ ტაქტიკურ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა “ყოყმანის გარეშე”. თუმცა, აშშ-ს დაზვერვას არ სჯერა, რომ ლუკაშენკოს ექნება კონტროლი არსენალზე. ოფიციალური პირების თქმით, ის, სავარაუდოდ, მთლიანად რუსეთის მიერ იქნება კონტროლირებადი.

    აშშ-ს დაზვერვას ასევე არ სჯერა, რომ იარაღის გადატანა ბელორუსიაში შეცვლის გლობალურ ბირთვულ ლანდშაფტს ან გაზრდის ბირთვული ინციდენტის რისკს, რადგან ისინი შეინახება საწყობებში და გაკონტროლდება რუსული ძალების მიერ.

  • 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გავერთიანდებით – გახარია

    ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის არცერთ სხვა პოლიტიკურ სუბიექტთან არ გაერთიანდება. ამის შესახებ განცხადება პარტიამ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

    “ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი”. – ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

  • პუტინი თავს ესხმის არამხოლოდ უკრაინას, არამედ საერთაშორისო წესრიგს – ბერბოკი

    რუსეთის პრეზიდენტის მუქარა ხაზს უსვამს, რომ ის თავს ესხმის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ საერთაშორისო წესრიგს. ის არ წყვეტს მარცვლეულის და სამოქალაქო გემების იარაღად გამოყენებას. მთელმა მსოფლიომ მკაფიოდ განაცხადა, რომ ეს მიუღებელია, ამიტომ ხორციელდება ძლიერი ზეწოლა. გაეროს გენერალურმა მდივანმა გარკვევით თქვა: ვერ დაგვაშანტაჟებენ და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ხორბალი საწყობებში არ გაფუჭდეს.

    განაცხადა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა.

  • “ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!“–გახარიას პარტია

    “ჩვენი გუნდი 2024 წლის არჩევნებისთვის არცერთ პარტიასთან არ გაერთიანდება. წერტილი!“– ეს განცხადება პარტია “საქართველოსთვის” სოციალურ ქსელში გამოქვეყნდა. ეს არის პასუხი კითხვაზე, ვისთან აპირებს გაერთიანებას გახარიას გუნდი, რომელიც განსაკუთრებით მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც სტრატეგია აღმაშენებლისა და ნაციონალური მოძრაობის გაერთიანების შესახებ გამოცხადდა, ოპოზიციაში კი მოსალოდნელ გაერთიანებებზე დაიწყო საუბარი.

  • მკვდარი მკვდარს აეკიდა – წულუკიანი ენმ-ზე და “სტრატეგია აღმაშენებელზე”

    როგორც ქართველები ვიტყვით ხოლმე – მკვდარი მკვდარს აეკიდა და აქედან რა თქმა უნდა, არ ველოდებით არავითარ შედეგს. ეს ქვეყნისთვის არ არის კარგი იმიტომ, რომ ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, საქართველოს ნამდვილად სჭირდება ახალი პოლიტიკური გაერთიანებები, სასურველია ახალგაზრდებისგან შექმნილი, რომლებიც კომპეტენტურ, სერიოზულ და რაც მთავარია, პატრიოტულ საფუძვლებზე ოპონირებას გაუწევენ მმართველ ძალას და ასე განვითარდება ქვეყანა, ეს გაერთიანება ამგვარად ნამდვილად ვერ შეირაცხება.

    განაცხადა სპორტისა და კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა.

  • მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას საინტერესო ლიდერებით – სააკაშვილი

    “მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით. განსაკუთრებით მივესალმები იმ პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით თუ კონკრეტულ ადამიანებს როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტული

    მომენტისთვის ამის მიხედვით დადგინდება მომავალი პრემიერიც და მინისტრებიც.

    თან არ დაგვავიწყდეს, რომ ,,ხელისუფლება” კოშმარულ სიზმარშიც კი არ უშვებს იმას, რაც მე გავაკეთე 2012-ში – კერძოდ კი ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას. მაგრამ მოუწევთ და რაც უფრო დროზე დაუშვებენ საკუთარ თავში ამ აზრს, მით უკეთესი მათთვის და რა თქმა უნდა ქვეყნის მომავლისთვის.

    განსაკუთრებით მინდა ვთქვა გიორგი ვაშაძეზე. მან მოასწრო და იყო ვარდების რევოლუციის პირველ ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმატორი, არა მხოლოდ იუსტიციის სახლების, არამედ ბევრი სხვა ძალიან საინტერესო იდეების გენერატორი.

    შემდეგ ის აღმოჩნდა კიევში, სადაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა უკრაინელ დეპუტატებს და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ასევე საერთაშორისო არენაზე.

    მის სიტყვას ნამდვილად აქვს წონა მთელს უკრაინაში, რაც უკრაინის საბოლოოდ გამარჯვების შემდეგ ძალიან სასარგებლო იქნება.

    რა თქმა უნდა, ამ წლებში ამ წლებში ჩვენ გვიკამათია და არც ყველაფერზე ვთანხმდებოდით, მაგრამ მის როლს მე ვაფასებ როგორც ძალიან დადებითს ქართულ პოლიტიკაში და უკიდურესად სასარგებლოდ ახალ გაერთიანებაში”

    საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა” და “სტრატეგია აღმაშენებლის” გაერთიანებას ეხმაურება.

  • დღევანდელი პოლონეთის დასავლეთი, სტალინის საჩუქარია, დაავიწყდათ ეს ვარშავაში ჩვენს მეგობრებს? შევახსენებთ – პუტინი

    მსურს შეგახსენოთ, ასეთი აგრესიული პოლიტიკა პოლონეთისთვის როგორ დასრულდა. დასრულდა 1939 წლის ეროვნული ტრაგედიით, როცა პოლონეთი დასავლელმა მოკავშირეებმა მიაგდეს გერმანული საომარი მანქანის მიერ “შესაჭმელად” და ფაქტობრივად დათმო თავისი დამოუკიდებლობა და სახელმწიფოებრიობა, რომელიც დიდწილად საბჭოთა კავშირის წყალობით აღდგა. და სწორედ საბჭოთა კავშირის წყალობით, სტალინის პოზიციის წყალობით, პოლონეთმა დასავლეთით მნიშვნელოვანი მიწები მიიღო, გერმანიის მიწები. ეს სწორედ ასეა, დღევანდელი პოლონეთის დასავლეთ ტერიტორიები არის სტალინის საჩუქარი პოლონელებისთვის. ჩვენს მეგობრებს ვარშავაში ეს დაავიწყდათ? შევახსენებთ.

    ამის შესახებ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უსაფრთხოების საბჭოს კრებაზე