Category: ახალი ამბები

  • “ხომ არ ჩავკეტოთ ეს ქვეყანა?!’ – ქადაგიშვილი რუსებისთვის გასამართ გამოფენა-გაყიდვაზე

    ”საქართველო არის ღია ეკონომიკა და ჩვენ რა გვინდა ეხლა რომ საქართველოს ეკონომიკა დავკეტოთ?! ანუ გამოფენა- გაყიდვების გაზრდის მიზნით მიმდინარეობს გამოფენა და ვამბობთ რომ ეს ხომ არ არის საფრთხის შემცველი. ანუ ინვესტიციის მოზიდვა საფრთხის შემცველი ხომ არ არის? ხომ არ ჩავკეტოთ ეს ქვეყანა?! ანუ თქვენ გინდათ თქვათ, რომ იმის გამო რომ შეიძლება რუსეთის მოქალაქემ შეიძინოს ბინა ბათუმში, იზრდება თუ არა საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის ხარისხი? არ იზრდება ეგრე აგრესიის ხარისხი.”

    ასე ეხმაურება “ოცნების” დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი ბათუმში, რუსებისთვის უძრავი ქონების გამოფენა- გაყიდვის გამართვის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას.

  • მთავრობამ, შესაძლოა, ქართველი მებრძოლები ჩამოსვლისთანავე რუსეთს გადასცეს – მამულაშვილი

    “ხელისუფლება ატარებს პრორუსულ პოლიტიკას და ზედმეტია ლაპარაკი თავის მოქალაქეების დაცვაზე, მით უმეტეს მოქალაქეების, რომლებიც ფაქტიურად კონფრონტაციაში არიან, პირდაპირ ფიზიკურ კონფრონტაციაში არიან რუსეთთან. ეს უფრო დიდ საშიშროებას გვიქმნის მხოლოდ იმ მხრივ, რომ საქართველოს მთავრობა, არაადეკვატური მთავრობა შეიძლება წავიდეს თანამშრომლობაზე და გადასცეს საკუთარი მოქალაქეები [უკრაინიდან] საქართველოში ჩამოსვლისთანავე რუსეთს. მგონი, ამაზეც არის გათვლილი სწორედ ეს პროვოკაცია, იმიტომ, რომ ეს არის, შემიძლია დავარქვა დაშინების პოლიტიკის ნაწილი რუსეთის…

    ეს არის იმ მებრძოლთა ნაწილი, ვისი გვარების გარკვევაც შეძლეს საქართველოს მთავრობასთან კოლაბორაციაში. სულ სხვადასხვა დანაყოფებიდან არიან ბიჭები, ქართული ლეგიონის დანაყოფებიდან, ესენი არ არიან ერთი დანაყოფის წევრები. უბრალოდ, ვიზეც ხელი მიუწვდებოდათ, სწორედ ის ინფორმაცია არის გადაცემული”,

    ამის შესახებ, ქართული ლეგიონის მეთაური  მამუკა მამულაშვილი აცხადებს, რითიც რუსული პროპაგანდისტული მედიის, TASS-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, რუსეთმა ქართული ლეგიონის 70-მდე წევრი, მათ შორის მამუკა მამულაშვილი, დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ.

  • Royal Caribbean-ს ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა ამის ნაცვლად მივიღეთ ეს სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ – სააკაშვილი

    „აი, ასეთი ტერმინალის მშენებლობა შეაჩერეს ბათუმში 2012-ში. Royal Caribbean-ს ხმელთაშუა ზღვიდან ძირითადად ამერიკელი ტურისტები უნდა შემოეყვანა.

    ისინი დახარჯავდნენ ძალიან ბევრ ფულს და საქართველოს მთელს მსოფლიოში გაუთქვამდნენ სახელს.

    ამის ნაცვლად მივიღეთ ეს სიმახინჯე, რაც გუშინ ვიხილეთ. ეს უბედურება სასწრაფოდ უნდა დავასრულოთ!“,

    ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

  • ღარიბაშვილი ანადგურებს საკუთარ ერს – კიზინგერი ჩინეთში ვიზიტზე

    ღარიბაშვილი ანადგურებს საკუთარ ერს – კიზინგერი ჩინეთში ვიზიტზე

    “პრემიერმინისტრი ღარიბაშვილი ანადგურებს საკუთარ ერს”

    ასე ეხმაურება აშშ-ს ყოფილი რესპუბლიკელი კონგრესმენი, ადამ კინზინგერი პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ჩინეთში ვიზიტს.

  • კობახიძის ფილოსოფიით, პატრიოტები ქაჯები, ის და მისნაირი კი კარგი ტიპები არიან! – ოქრიაშვილი

    კობახიძის ფილოსოფიით, პატრიოტები ქაჯები, ის და მისნაირი კი კარგი ტიპები არიან! – ოქრიაშვილი

    გუშინ ნამდვილმა ქართველმა პატრიოტებმა ბათუმიდან “რუსკი კარაბლი” გააბუნძულეს. გამოგორდა ივანიშვილის მთავარი მონა კობახიძე და ამ პატრიოტებს, ქართველი ხალხის საუკეთესო ნაწილს, ქაჯები უწოდა. ეს ის კობახიძეა, ოკუპანტი ქვეყნის მაღალჩინოსანი, გავრილოვი რომ ჩამოიყვანა და საქართველოს პარლამენტში საკუთარი სავარძელი დაუთმო, რაც პოლიტიკური მეძავობის უმაღლესი გამოვლინება იყო.

    კობახიძის ფილოსოფიით, ქართველი პატრიოტები ქაჯები, ის და მისნაირი მონები კი კარგი ტიპები არიან! ამ პატარა ისტორიაში კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ “რუსული ოცნება”, აბსოლუტურად ღიად, არა მარტო რუსულ საქმეს აკეთებს საქართველოში, ქართული საქმის დაზიანების ხარჯზე, არამედ პირდაპირ მუშაობს რუსული საქმის დამნერგავ ცენტრად.

    მიკვირს იმ მოსახლეობის 25%-ის, ვინც 300-500 თუნდაც 800-ლარიან ხელფასს იმაში იღებს, რომ 4 წელიწადში ერთხელ ხმას აძლევს ოცნებას და შიშის და მოსყიდვის მეშვეობით ხელისუფლების შენარჩუნებაში ეხმარება. “რუსული ოცნება” ამ “გადაგდებული ძვლის” დაკარგვის შიშში ამყოფებს მოსახლეობის 25%-ს. გამოდის, რომ ხელისუფლება ღალატის გზაზე აყენებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის მეოთხედს. როგორც კი ჩვენ, თქვენი დახმარებით შევცვლით ამ ხელისუფლებას, მოსახლეობას გავათავისუფლებთ ყველანაირი, მათ შორის, პირველ რიგში, საარსებო წყაროს, ანუ შემოსავლის დაკარგვის შიშისგან და ამ მოღალატე ხელისუფლების შეცვლის პირველივე დღიდან შემოვიღებთ მინიმალურ ხელფასს, რომელიც იქნება $400, ხოლო საშუალო ხელფასი საქართველოში $1000-დან დაიწყება.

    თქვა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა, კახა ოქრიაშვილმა.

  • რუსეთმა ქართული ლეგიონის 70-მდე წევრი დამნაშავედ დაუსწრებლად ცნო

    რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა უკრაინის მხარეს მებრძოლ ქართული ლეგიონის 70 წევრს ბრალი დაუსწრებლად წაუყენა. ამის შესახებ, ინფორმაციას, ინფორმაციას რუსული სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია ავრცელებს TASS-ი ავრცელებს. 70 პირს შორის არის ლეგიონის ლიდერიც, მამუკა მამულაშვილი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში ამბობენ, რომ მამულაშვილი იბირებდა ქართველებს ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების წინააღმდეგ.

    “ამჟამად ლეგიონის 70-ზე მეტი დაქირავებული მებრძოლი დაუსწრებლად არის გასამართლებული.დადგინდა, რომ 2014 წელს, მამულაშვილმა შექმნა ქართული ლეგიონი და წევრები საქართველოდან აიყვანა, რათა დონეცკის სახალხო რესპუბლიკის მთავრობის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებებში მიეღოთ მონაწილეობა”, – ნათქვამია განცხადებაში.

     

  • რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლაზე ხალხის ასეთი რეაქცია არავის უნდა უკვირდეს – დეგნანი

    “რუსული საკრუიზო ლაინერის შემოსვლას ბათუმში მოჰყვა რეაქცია საქართველოს მოქალაქეებისგან და ვფიქრობ, ეს რეაქცია ბუნებრივი იყო. ქართველები არაჩვეულებრივი, სტუმართმოყვარე ხალხია, მაგრამ არავინ უნდა ელოდოს, რომ ეს ხალხი სიამოვნებით დახვდება აქ ადამიანებს, რომლებმაც მათი მიწების ოკუპაცია მოახდინეს და ხელს უშლიან ადამიანებს, რომ სახლში დაბრუნდნენ. ამიტომ, ვთვლი, რომ ხალხის ასეთი რეაქცია არავის უნდა უკვირდეს”,

    საქართველოში შეერთებული შტატების ელჩი, კელი დეგნანი ბათუმში, კრუიზით ჩამოსული ოკუპანტების წინააღმდეგ გამართულ პროტესტს ეხმაურება.

  • გინდათ, რომ საქართველო ჩრდ. კორეასავით საბოლოოდ ჩაკეტილი ქვეყანა იყოს?! – ქადაგიშვილი ბათუმში პროტესტზე

    “ჩვენ რა გინდათ, ანუ რას მივაღწიოთ, რომ საქართველო ჩრდილოეთ კორეასავით საბოლოოდ ჩაკეტილი ქვეყანა იყოს და თუ სადმე რუსი არსებობს და ეს რუსი შეიძლება რომელიმე გემზე, რომელიმე თვითმფრინავზე იყოს, ამიტომ ჩვენ ყველაფერს უნდა საბოტაჟი და ობსტრუქცია გამოვუცხადოთ?! როცა მიზანმიმართულად გვექნება მცდელობა, რომ ვიღაცაზე მივიტანოთ ასე ვთქვათ გარკვეული ის, და მერე იმისგან მივიღოთ უკან პასუხი, ეს იწვევს ესკალაციას, მეტი არაფერი”,

    აცხადებს “ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ქადაგიშვილი.

  • სენატმა რობინ დანიგანი საქართველოში აშშ-ს ელჩად ოფიციალურად დაამტკიცა

    სენატმა საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის თანამდებობაზე რობინ დანიგანი ოფიციალურად დაამტკიცა. დანიგანი აღნიშნულ თანამდებობაზე კელი დეგნანს ჩაანაცვლებს.

    დანიგანი სახელმწიფო დეპარტამენტის ევროპისა და ევრაზიის ბიუროში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საკითხებში სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.

  • რუსი, რომლისთვისაც სსრკ არსებობს და ქართველი, რომელიც მას დასდევს – მიზნისკენ მიდიან – ვოლსკი

    ჩემთვის ის რუსი მოქალაქე, რომელიც რაღაც განცხადებას აკეთებს და ხაზს უსვამს, რომ საბჭოთა კავშირი არ დანგრეულა და მისთვის საბჭოთა კავშირი არსებობს, რუსი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ეროვნების ადამიანი და ის ქართველი, რომელიც მუშტი-კრივით დასდევს ამ კონკრეტულ ადამიანს, ვფიქრობ, რომ ერთიც და მეორეც გარკვეული მიზნისკენ მიდის შეგნებით თუ შეუგნებლად. პროვოკაციულია ეს ყველაფერი. არ რცხვენიათ მაინც? იმ პერიოდის ხელისუფლებამ ხელი მოაწერა იმას, რომ საქართველოა დამნაშავე – არა მარტო იმაში, რომ ომი დაიწყო ფართომასშტაბიანი, არამედ ის, რომ რუსების პროვოკაცია მოახდინეს და რუსები იძულებული გახადეს რომ შემოსულიყვნენ საქართველოში

    განაცხადა ქართული ოცნების დეპუტატმა გია ვოლსკიმ.