Category: ახალი ამბები

  • კარგი იქნება, თუ აშშ იმ შეზღუდვებს მოხსნის, რაც ქართველ მოსამართლეებს დაუწესა – პაპუაშვილი

    “7 თვე გავიდა მას შემდეგ, რაც საქართველოს რამდენიმე მოქალაქეს, მოსამართლეებს ვგულისხმობ, სავიზო შეზღუდვები დაუწესდათ და 7 თვის თავზეც არანაირი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ. ეს მე მაფიქრებს, რომ ამ მოსამართლეების შემთხვევაში, არანაირი მტკიცებულებები არ არსებობს […] აშშ-ს ახალ ელჩსა და მის მოღვაწეობას, რომელიც საქართველოში დაიწყო, ჩვენ იმედით ვუყურებთ. ვფიქრობ, კარგი ნაბიჯი იქნებოდა, თუ აშშ იმ სავიზო შეზღუდვებს მოხსნიდა, რომელიც საქართველოს 4 მოქალაქის მიმართ დაწესებული აქვს. ეს საქართველოსა და აშშ-ს შორის სტრატეგიული პარტნიორობის სულისკვეთების განხორციელების ერთ-ერთი კარგი ნიშანი იქნებოდა – იქიდან გამომდინარე, რომ 7 თვე გავიდა და ფაქტია, რომ არც თავად აშშ-ს და არც საქართველოს მოქალაქეებს პასუხი არ აქვთ იმაზე, თუ რა მტკიცებულებები არსებობს ამასთან დაკავშირებით”

    აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

  • მესამე მსოფლიო ომი 2008 წელს რუსეთის საქართველოზე თავდასხმით დაიწყო – დანილოვი

    “მესამე მსოფლიო ომი დაიწყო 2008 წელს, როცა რუსეთის ფედერაცია თავს დაესხა საქართველოს და მისი ტერიტორიის ნაწილი დაიკავა. მერე იყო 2014 წლის თებერვალი. უბრალოდ, ეს [ომი] იყო “გაციებულ” მდგომარეობაში და ახლა ის აქტიურ ფაზაში შევიდა. ცხელ ფაზაში გადავიდა 2024 წლის 24 თებერვალს და რაც ახლა ხდება ისრაელის ტერიტორიაზე და სხვა ქვეყნების ტერიტორიაზე, უკვე ამის შედეგია.

    უფრო მეტიც, დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ არის ბოლო ომი, რომელსაც უახლოეს მომავალში დავაკვირდებით. სამყარო დიდ მოძრაობაში მოვიდა… და ახლა ბევრი რამ იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად სწრაფად იქნება შესაძლებელი ამ საკითხისთვის ბოლო მოღება, რათა ღმერთმა არ ქნას, რომ მთელ მსოფლიოში გავრცელდეს”

    აცხადებს ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი, ოლექსი დანილოვი.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    უახლოეს დღეებში საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. თბილისში ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

    „სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი) +25+27 გრადუსი; დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 20 ოქტომბერს +22, +24, 21-22 ოქტომბერს +26,+28 გრადუსია მოსალოდნელი.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო) 20 ოქტომბერს +19, +21; ხოლო 21-22 ოქტომბერს +23,+25 გრადუსი.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო) 20 ოქტომბერს +16, +18, ხოლო 21-22 ოქტომბერს +20,+22 გრადუსი.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 20 ოქტომბერს +19, +21; 21-22 ოქტომბერს კი +23, +25 გრადუსია მოსალოდნელი.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 20 ოქტომბერს +17, +19; ხოლო 21-22 ოქტომბერს +22, +24 გრადუსი.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): 20 ოქტომბერს +15, +17; 21-22 ოქტომბერს კი +21, +23 გრადუსია მოსალოდნელი.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 20 ოქტომბერს +10, +12; 21-22 ოქტომბერს კი +16, +18 გრადუსი“,- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • არ მგონია, გონივრული იყოს EU-ზე ვეტოს დადება-პაპუაშვილი “მაუწყებლობის შესახებ” კანონში ცვლილებებზე

    “ვეტოსკენ მოწოდებას რაც შეეხება, მე ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია ვეტოს საკითხზე ფიქრის დროს მოიკითხოს ყველამ ევროკავშირის მოსაზრება. არ მგონია, რომ გონივრული იყოს ევროკავშირზე ვეტოს დადება. ეს ვეტოს დადება იქნებოდა ევროკავშირის დირექტივაზე ვეტოს დადება რაც წარმოუდგენელი მოვლენა იქნებოდა ევროკავშირის რეალობაში საერთოდ”.

    თქვა პარლამნეტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა “მაუწყებლობის შესახებ კანონში” შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით.

  • ქოცების მატარებელი ჩრდილოეთისკენ მიდის, ჰოდა, ჩამოდით პირველივე გაჩერებაზე – ოქრიაშვილი

    ქოცების მატარებელი ჩრდილოეთისკენ მიდის, ჰოდა, ჩამოდით პირველივე გაჩერებაზე – ოქრიაშვილი

    სუს-ის უფროსის, ლილუაშვილის გუშინდელმა გამოსვლამ კიდევ ერთხელ გამიმყარა ეჭვები, რომ საქართველოში რუსეთის აგენტურასთან დაკავშირებით, გაცილებით უარესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე საზოგადოებას და მათ შორის, მეც მეგონა. ლილუაშვილს ორი მთავარი მესიჯი ჰქონდა:

    1. ფარცხალაძეს, რომელიც საქართველოს გენპროკურორი იყო, სულ ცოტა ხნის წინ რუსული პასპორტი არჩია ქართულს და მარტო ესეც საკმარისია, რომ რუსად ვაღიაროთ – სულაც არ მიიჩნევს აგენტად. ლილუაშვილი გვევლინება რუსეთის აგენტების მფარველად საქართველოში.

    2. ყველამ ხმა ჩაიწყვიტეთ, ხელისუფლებაში ჩვენ უნდა დავრჩეთ, თუ გინდათ, რომ რეგიონში ატომური ბომბი არ აფეთქდესო. ჩვენ, “რუსმა ქოცებმა“ უნდა ვმართოთ და ვძარცვოთ ეს ქვეყანა, მაგრამ თან, თუ ბომბი მაინც აფეთქდა, ვერ დაგიცავთო. რისი და ვისი დამცველები არიან, ხომ ხედავთ, რუსულ პასპორტებს იმზადებენ და დედაბუდიანად რუსეთში გასაქცევად ემზადებიან. ისრაელმა ვერ დაიცვა თავი 500 მოიერიშე თავდამსხმელისგან და ესენი დაიცავენ ატომური ბომბისგან რეგიონს და საქართველოს?!

    ორი მიმართვა მაქვს: სიმართლე ყოველთვის იმარჯვებს და  საქართველო, უკრაინა და ნათელ მხარეს მდგომი მსოფლიო აუცილებლად გაიმარჯვებს. და მეორე – მივმართავ “ქოცბანდაში“ დარჩენილებს და მათ მხარდამჭერებს: უკვე რამდენჯერ დამტკიცდა, რომ “ქოცების“ მატარებელი ქართველი ხალხის ნების საწინააღმდეგო, ჩრდილოეთის მიმართულებით მიდის. ჰოდა, ჩამოდით პირველივე გაჩერებაზე!

    გამარჯვება ჩვენი იქნება!

    აცხადებს  დეპუტატი კახა ოქრიაშვილი პარლამენტში სუს-ის უფროსის გამოსვლაზე.

  • ოჩამჩირეში მინიმუმ 3 წელი დასჭირდება, რომ პორტმა დიდი გემების მიღება შეძლოს- ლილუაშვილი

    “ვის უნდა ესიამოვნოს საქართველოში განცხადება საოკუპაციო ძალების მხრიდან კიდევ ერთი ფორპოსტის შექმნის თაობაზე, თუმცა მინდა გითხრათ, ცოტა პატარა ისტორიას მოგიყვებით, ოჩამჩირის ე.წ. პორტის ინფრასტრუქტურა, იმ სახით, რა სახითაც ის დღეს ემსახურება იქ შესულ მცირე წყალწყვის ნავებს, კატარღებს, საპატრულო კატარღებს და ა.შ. შეიქმნა 2009 წლიდან 2011 წლამდე.

    არსებული ინფრასტრუქტურა, რაც იქ არსებობს ვერ უზრუნველყოფს მსხვილი და დიდი ხომალდების, მათ შორის წყალქვეშა თუ წყალზედა სამხედრო ფრეგატების და ა.შ. მიღებას. რომ გარდაიქმნას არსებული ინფრასტრუქტურა დასჭირდება სულ მცირე 3 წელიწადი”,

    აცხადებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი, გრიგოლ ლილუაშვილი.

  • აშშ-ს ინტერესები შეიძლება ის იყოს, რომ ჩვენ რუსეთთან სულ დაპირისპირებული ვიყოთ – ინჯია

    ჩინეთი ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას უპირობოდ აღიარებს და იცავს. რაც შეეხება ჩინეთისა და რუსეთის ურთიერთობას. ჩინეთთან ურთიერთობით, რუსეთთან მიმართებაში, შეიძლება, ჩვენ უფრო მეტი მოვიგოთ და უფრო მეტი სართო რაღაც ვნახოთ ჩვენთვის მტკივნეული საკითხის გადაწყვეტისთვის, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობა ჰქვია. შეიძლება, ამაში გარკვეულად დიდი როლი ყველა ქვეყანამ შეასრულოს – 30 წელია, განცხადებებისა და შეშფოთების მეტი არაფერი ყოფილა. იმიტომ არ ყოფილა, რომ იმათ [დასავლეთს] არ აწყობთ, ჩვენ ეს საკითხი რუსებთან დავალაგოთ. იმათ აწყობთ, რომ ეს დაპირისპირება სულ იყოს. ჩინეთს კი აქ ეს ინტერესები არ აქვს. აშშ-ს ინტერესები აქ შეიძლება ის იყოს, რომ ჩვენ რუსეთთან სულ დაპირისპირებული ვიყოთ.

    თქვა ევროპელი სოციალისტების წევრმა, ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე

  • “სოლიდარობა ირაკლი ბებუას” – 24 ოქტომბერს პარლამენტთან აქცია დაანონსდა

    24 ოქტომბერს, 19:00 საათზე, პარლამენტთან აფხაზეთის ე.წ ხელისუფლების მიერ უკანონოდ დაკავებული ირაკლი ბებუას მხარდამჭერი აქცია გაიმართება.

    2020 წლის 30 სექტემებრს, მაშინ, როდესაც სეპარატისტული რეგიონი “დამოუკიდებლობისა და გამარჯვების” დღეს აღნიშნავდა, საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუამ გალში, რაიონული კულტურის სახლის ფასადზე მიმაგრებული დროშა, რომელზეც სეპარატისტული რეგიონის დე ფაქტო სახელმწიფო სიმბოლოები იყო გამოსახული – დაწვა. ამ ფაქტის შემდეგ, გალში, ბებუას საცხოვრებელ სახლში ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც, ბრალის დამძიმების მიზნით საოკუპაციო რეჟიმის მილიციამ მას ხელყუმბარა “ჩაუდო.” აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სასამართლომ ირაკლის 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

    დღეს მისი ჯანმრთელობის მგომარეობა საგანგაშოდ მძიმეა. მესამე წელია საქართველოს მოქალაქე ჩვენი ეროვნული ღირსების დაცვის გამო საოკუპაციო რეჟიმის უკანონო ტყვეა, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მის გასათავისუფლებლად ქმედით ნაბიჯებს არ დგამს და ოჯახთან მხოლოდ სტანდარტული, შაბლონური დაპირებებითა და ტექსტებით ურთიერთობენ.

    ირაკლი იმსახურებს ჩვენს მხარდაჭერასა და სოლიდარობას. ვიკრიბებით სამშაბათს, 19:00 საათზე – პარლამენტთან”, – წერენ ორგანიზატორები.

    ირაკლი  ბებუა ამ დრომდე ოკუპანტების ტყვეობაში რჩება. ის 2020 წლის 30 სექტემბერს დააკავეს და ამავე წლის  8 დეკემბერს ე.წ. სასამართლომ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

  • ფარცხალაძემ დატოვა საქართველო, შესაძლოა რუსეთში, ან სხვა ქვეყანაში გაფრინდეს – ლილუაშვილი

    “მან დატოვა საქართველოს საზღვარი, საით გაფრინდა და საით გაფრინდება ეს პერსონალური ინფორმაციაა, შესაძლოა სხვა ქვეყანაში გაფრინდეს და შეიძლება რუსეთში გაფრინდეს”.

    სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის თქმით, აშშ-ის მიერ სანქცირებულმა საქართველოს ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ საქართველოს ტერიტორია დატოვა და მისი ადგილსამყოფელი უცნობია.

  • ჰამასს და პუტინს აქვთ საერთო მიზანი, გაანადგურონ მეზობელი დემოკრატია – ბაიდენი

    ჰამასი და პუტინი წარმოადგენენ სხვადასხვა საფრთხეებს, თუმცა მათ აქვთ საერთო მოტივი: მათ ორივეს სურთ მეზობელი დემოკრატიის სრულად განადგურება. როცა ტერორისტები პასუხს არ აგებენ ჩადენილი ტერორისთვის, როცა დიქტატორები პასუხს არ აგებენ აგრესიის გამო, მათ უფრო მეტი ქაოსი, სიკვდილი და აგრესია მოაქვთ.

    ისინი მოქმედებას აგრძელებენ და საფრთხის ფასი ამერიკისთვის და მთელი მსოფლიოსთვის იზრდება. თუ ჩვენ არ შევაჩერებთ პუტინს მისი ძალაუფლებისადმი წყურვილის და უკრაინაზე კონტროლის დამყარების მისწრაფების გამო, ის არ შემოიფარგლება მხოლოდ უკრაინით”,

    განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.