Category: ახალი ამბები

  • ყველას ვისაც ვესაუბრე პარტიებიდან, ყველა მხარს უჭერდა სტატუსის მინიჭებას – ჰერჩინსკი

    “როგორც ევროკავშირის ელჩს თბილისში, შეხვედრები მქონდა ყველა დაინტერესებულ მხარესთან, ყველა პარტიასთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ორგანიზაციებთან, მეცნიერებთან – არავინ არ გამოსულა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების წინააღმდეგ. ყველას, ვისაც გავესაუბრე, მმართველი პარტიიდან, ოპოზიციური პარტიებიდან, ყველა მხარს უჭერდა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას”,

    აცხადებს ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.

  • ელენე ხოშტარია რუბლებით სუნთქავს, ზურა-გირჩი კი, ბოდიში და, ჩახდილი დარბოდა – კალაძე

    „არ ვიცი, ზურა-გირჩმა და ელენე ხოშტარიამ როგორ უნდა დაგაბულინგოს, წარმოუდგენელია. ამით უნდა გავერთოთ. მათ რომ პოზიტიურად ისაუბრონ ჩვენზე, პოლიტიკოსებზე, ნორმალურ, პატიოსან ადამიანებზე, ეს უნდა იყოს სირცხვილი და პირიქით – როდესაც ეს მდგომარეობა აქვთ და ასეთ ქმედებებს ახორციელებენ, საამაყო უნდა იყოს. ელენე ხოშტარია რუბლებით სუნთქავს და ზურა-გირჩი, ბოდიში და, ჩახდილი დარბოდა, როგორ შეიძლება მათი მხრიდან დაბულინგდე, უნდა იხუმრო, ასეთი რაღაცები გაატარო და გაერთო“

    ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • ”ჰამასი“ ტერორისტული ორგანიზაცია არ არის, მოჯაჰედების ჯგუფია – ერდოღანი

    „ჰამასი“ არ არის ტერორისტული ორგანიზაცია, ეს არის მოჯაჰედების ჯგუფი, რომელიც თავის მიწას იცავს.[…]თქვენ შეგიძლიათ დასავლეთთან ერთად „ჰამასი“ ტერორისტულ ორგანიზაციად განიხილოთ. დასავლეთი თქვენთან დიდ ვალშია, მაგრამ თურქეთს თქვენი ვალი არ აქვს“,

    ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

  • წავლენ, თავისი ბელადის, ცოცხალი ადამიანის მავზოლეუმს გააკეთებენ – მდინარაძე ენმ-ზე

    წავლენ, თავისი ბელადის, ცოცხალი ადამიანის მავზოლეუმს გააკეთებენ – მდინარაძე ენმ-ზე

    რაღაცას იბოდიალებენ [ენმ] და ჩვენ უნდა გავცეთ პასუხი, რას ნიშნავს ეს. რა ვიცი, რას ნიშნავს?! ნიშნავს იმას, რომ არეულ-დარეულები არიან და დავალების შესრულებაც კი უჭირთ. ნაცმოძრაობა, რეალურად არ არსებობს. ეს არის სატელევიზიო პროდუქტი. ნაცმოძრაობის ტელევიზიები აცოცხლებენ რაღაც ვირტუალურ პარტიას, რომელიც რეალურად არ არსებობს.

    წავლენ, თავისი ბელადის, ცოცხალი ადამიანის მავზოლეუმს გააკეთებენ, ჩამოკიდებენ პიჯაკებს და დადებენ ბოტასებს და ასეთი საქმიანობით არიან დაკავებულები. მერე ერთმანეთს ჭამენ შიგნით და რეალურად, იმაზე ბრძოლა მიდის, ვინ გაანაწილებს შიგნით თანხებს, იმ თანხებს, რომლებიც თავის დროზე ბიუჯეტიდანაა მოპარული და ვის ექნება გავლენა პარტიის შიგნით.

    რეალურად, ნაცმოძრაობა არ არსებობს, მათმა ტელევიზიებმა 2-3 თვის განმავლობაში ამათი სისულელეები, მავზოლეუმების გახსნები, შიდა დაპირისპირებები თუ არ დაპირისპირებები რომ არ გააშუქონ, პარტია, როგორც ასეთი არ არსებობს. ექსტრემისტული, რადიკალური, ფაშისტური მიმდინარეობის პირთა ჯგუფია.

    თქვა ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ.

  • იმედია, ზურაბიშვილიც ხვდება სიტუაციის სიმძიმეს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს – სააკაშვილი

    “პრეზიდენტ ზურაბიშვილს ემუქრებიან სისხლისსამართლებრივი დევნით, თანაც ნიშანდობლივია, რომ შეწყალების საქმეებზე.
    საქართველო ერთადერთი ქვეყანაა მსოფლიოში, სადაც პრეზიდენტებს შეწყალების საქმეებზე “ასამართლებენ”. ეს ადამიანურად სრულიად მიუღებელია და სახელმწიფოებრივად დამღუპველი.
    ამ თამაშ-თამაშში ოლიგარქი ბოლოს უღებს ყველაფერს, რაც სახელმწიფო ინსტიტუტებისგან დარჩა. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ ამის შეჩერებას.
    იმედია, თავად სალომე ზურაბიშვილიც ხვდება სიტუაციის სიმძიმეს და გადადგამს ქმედით ნაბიჯებს, თუნდაც როგორც რუსეთის აგენტის, ფარცხალაძის მოქალაქეობის საკითხის შემთხვევაში და სხვადასხვა თანამდებობებზე კანდიდატების არდამტკიცების მიმართულებით. ქალბატონი პრეზიდენტის მხრიდან მხოლოდ რიტორიკა ვერ უშველის ვერც ქვეყანას და ვერც პირადად მას.”

    ამის შესახებ, პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს.

  • არგუმენტი არ არსებობს, რატომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი – კალაძე

    კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორებთან, კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგა და მთელი რიგი ცვლილებები განხორციელდა. ოპტიმიზმით ვარ განწყობილი და მგონია, ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისთვის, რომ ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. უბრალოდ, არგუმენტი არ არსებობს, თუ რატომ არ უნდა მიეცეს ქვეყანას აღნიშნული სტატუსი. არც იმაში ვარ დარწმუნებული, რომ არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული. პირიქით, მგონია, რომ დადებითი გადაწყვეტილება მიიღება, რადგან რეალურად, მართლა ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ რეფორმები განხორციელებულიყო.

    თბილისის მერი კახა კალაძე კანდიდატის სტატუსზე.

  • კეზერაშვილს, ივანიშვილს და მერაბიშვილს არაფორმალური მმართველობის ფეტიში აქვთ – მელია

    ჩემთვის დათო კეზერაშვილი, ვანო მერაბიშვილი და ბიძინა ივანიშვილი რა თვალსაზრისით არიან იცით, ერთნი? არცერთი მათგანი ხალხის ინტერესს არ ასახავს და არაფორმალური მმართველობის ფეტიში აქვთ. ეს არის რუსული სტილის მმართველობა, რაც არ უნდა თქვან, რა არგუმენტიც არ უნდა მოიყვანონ, ფაქტი არის ჯიუტი – მიუხედავად ყველაფრისა, როცა მივულოცეთ გამარჯვება და ხალხი 5 დღეში გაყარეს, ამას ივიწყებენ, დემოკრატიულ პროცესზე თქვეს უარი.

    განაცხადა ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ ნიკა მელიამ TV პირველის ეთერში.

  • საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე – ვარჰეი

    “ჩვენ შევაფასეთ ბოლო დროს განვითარებული მოვლენები, რომელიც ეხება 12 ძირითად პრიორიტეტს, რომელიც იქნება საქართველოს გაფართოების ანგარიშში.

    საქართველოს ძალისხმევა კარგად არის მიღებული. საქართველო ეკუთვნის ევროკავშირის ოჯახს და ის მიიღებს ყველა მხარდაჭერას ევროკავშირის გზაზე”.

    წერს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი, საქართველოს პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ.

  • გაერო-ში ისრაელის ელჩი, ანტონიო გუტერეშის დაუყოვნებლივ გადადგომას ითხოვს

    “ვაღიაროთ,„ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა, პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება” – გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე, გენერალური მდივნის, ანტონიო გუტერეშის ეს განცხადება,  ისრაელის ელჩმა, გილად ერდანმა გააკრიტიკა და მისი დაუყოვნებლივ გადადგომა მოითხოვა.

    • „მნიშვნელოვანია ასევე ვაღიაროთ, რომ „ჰამასის“ თავდასხმა ვაკუუმში არ მომხდარა. პალესტინელი ხალხი 56-წლიან მახრჩობელა ოკუპაციას ექვემდებარება. მათ დაინახეს, რომ მათ მიწა ძალადობას განიცდის და მასზე დასახლებები ჩნდება; მათი ეკონომიკა დაიხრჩო; მათი ხალხი განიდევნა და მათი სახლები დაინგრა. მათი მდგომარეობის პოლიტიკური გადაწყვეტილების შესახებ მათი იმედები გაქრა”, – განაცხადა გუტერეშმა.

    ანტონიო გუტიერეშის ეს  განცხადება, გაეროში ისრაელის ელჩმა,  გილად ერდანმა გააკრიტიკა:

    • “არ არსებობს გამართლება და არ აქვს აზრი იმათთან საუბარს, ვინც იჩენს გულისხმიერებას ისრაელის მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი საშინელი ქმედებების მიმართ”, – განაცხადა ელჩმა.

    მოგვიანებით, გილად ერდანმა გაერო-ს გენერალურ მდივანს, ანტონიო გუტერეშს დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოუწოდა.

    • „გენერალური მდივანი, რომელიც ბავშვების, ქალებისა და ხანდაზმულების მასობრივი მკვლელობის კამპანიას გაგებით ეკიდება, არ არის შესაფერისი გაერო-ს ხელმძღვანელობისთვის. მე მას დაუყოვნებლივ გადადგომისკენ მოვუწოდებ. არავითარი გამართლება და აზრი არ აქვს მათთან საუბარს, ვინც ისრაელის მოქალაქეებისა და ებრაელი ხალხის წინააღმდეგ ჩადენილი ყველაზე საშინელი სისასტიკეების მიმართ თანაგრძნობას გამოხატავს. უბრალოდ სიტყვები არ არსებობს“, – წერს ამის შესახებ,  ისრაელის ელჩი სოციალურ ქსელ x-ში.
  • ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს დეოკუპაცია – პაპუაშვილი 3+3-ის ფორმატში მონაწილეობაზე

    „პირველი ნაბიჯია – საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. სიმბოლიზმები და რიცხვების დასახელება მხოლოდ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს ცალკეული ჯგუფებისთვის. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს დეოკუპაცია.[…] ფორმატი, სადაც წარმოდგენილია ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა გამორიცხულია,”,

    ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სადაც ლავროვმა ივარაუდა, რომ 3+3-ის სრულფასოვანი ფორმატი, შესაძლოა, ახლო მომავალში ამოქმედდეს.