Category: ახალი ამბები

  • “პატრულმა ყველა შემომსვლელი ხომ არ შეიძლება ტიკ-ტოკში ეძებოს” – გომელაური

    “ამ ქალბატონის გვარი ახლა პირველად გავიგე, არ ვიცი, თუ დარღვეული აქვს, პასპორტში თუ ჩარტყმული აქვს ხოლმე, იქიდან გამომდინარე ჯარიმდებიან ხოლმე, ან ქვეყანაში არ უშვებენ, ან ჯარიმდებიან, როგორც კანონია. პატრულის თანამშრომელმა იცის, არმიის წევრი ვინ არის რუსეთში, ან, რა ვიცი, მთელ მსოფლიოში? ყველა შემომსვლელზე ხომ არ შეიძლება ფეისბუქში ეძებონ და ტიკ-ტოკში ეძებონ, სტუმარი რომ ჩამოდის, ვინ რისი წარმომადგენელია, აქედან გამომდინარე, თუ პასპორტში ჩარტყმული აქვს და დარღვეული აქვს, რა თქმა უნდა, დააჯარიმებენ”,

    ასე პასუხობს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური რუსეთის არმიის წევრის საქართველოში ყოფნაზე კითხვას.

  • IDF-ი აცხადებს, რომ ღაზას სექტორში “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი მოკლეს

    ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) აცხადებს, რომ ღაზას სექტორში “ჰამასის” ერთ-ერთი ლიდერი, ჰასან ალ-აბდულა მოკლეს.  ჰასან ალ-აბდულა სარაკეტო თავდასხმებზე იყო პასუხისმგებელი.

    IDF ამბობს, რომ  შეტევა მას შემდეგ განხორციელდა, რაც ისრაელის თავდაცვის ძალებმა ალ-აბდულას ადგილმდებარეობის შესახებ ინფორმაცია დაზვერვისგან მიიღეს.

    როგორც ცნობილია, საჰაერო თავდასხმებს “ჰამასის” ტერორისტული ორგანიზაციის კიდევ რამდენიმე წევრი შეეწირა.

  • სულ ამოდიან თბილად, სიყვარულით მერე მიდიან – მლეთაში ლომისის ტაძრის წინამძღვარი რუსებზე

    ” ესენი სულ ამოდიან ასე, ჩვენ არანაირი დაძაბულობას არ გვიქმნიან ისინი, ყოველთვის რაღაცნაირად თბილად, სიყვარულით მერე მიდიან.” –  აცხადებს მლეთაში ლომისის ტაძრის წინამძღვარი მამა დავით ბურდული რუსებზე საუბრისას.

    “ძალიან საფრთხილო თემაა ამ საზღვარზე ასეთი განცხადებები და მე მინდა ვთხოვო ჟურნალისტებსაც, რომ როდესაც რაღაც რეპორტაჟს აკეთებენ, რომ ძალიან ფრთხილად გააკეთონ ეს რეპორტაჟი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს ე.წ დროებითი საზღვარია და ძალიან სიფრთხილეა საჭირო, რომ ზედმეტი გაღიზიანება აღარ გავაკეთოთ ჩვენ. […] ესენი სულ ამოდიან ასე, ჩვენ არანაირი დაძაბულობას არ გვიქმნიან ისინი, ყოველთვის რაღაცნაირად თბილად, სიყვარულით მერე მიდიან. ასეთი განცხადებები, რომელიც გავიდა ერთ-ერთი ტელევიზიის არხზე, უფრო მეტ დაძაბულობას შეგვიქმნის ჩვენ აქ და ჩვენი თხოვნაა შემდეგში ჟურნალისტებმა გაითვალისწინონ ეს საკითხი”, – ამბობს ლომისის ტაძრის წინამძღვარი.

    დღეს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძემ სოფელ მლეთაში ჩავიდა და ლომისის წმინდა გიორგის ტაძართან დაკავშირებით ისაუბრა. გუშინ გავრცელდა კადრები, სადაც ჩანს, რომ ადგილზე რუსი სამხედროები არიან ასულები.

  • სტატუსს მთავრობა ქართველი ხალხის სახელით მიიღებს – პაპუაშვილი

    საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის წევრობის განაცხადი ქართველი ხალხის სახელით გააკეთა და რა თქმა უნდა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს საქართველოს მთავრობა ქართველი ხალხის სახელით მიიღებს. ეს არის ის, რაზეც ჩვენი კონსტიტუცია და საერთაშორისო სამართალია დაფუძნებული. ვინც ცდილობს, რომ ასეთი მიდგომები უარყოს, ეს ტიპური რუსული სტილია – როდესაც, ქვეყანაში არა სახელმწიფო და მთავრობა იგულისხმება, არამედ, იგულისხმება რაღაც ჯგუფები, რომლებიც მას მოსწონს […] ის შედეგები, რაც ჩვენ ამ ბოლო პერიოდში ვაჩვენეთ, იმის ოპტიმიზმს მაძლევს, რომ ამას სათანადოდ დაინახავენ, შეაფასებენ და აქედან გამომდინარე, იმედი მაქვს, პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება.

    განაცხადა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან.

  • “მიშამ ძალით ჩამომიყვანა, დამადგა ლოს-ანჯელესში ჩემს საქმროსთან და უთხრა, ია ცოლად მომყავსო.. როგორც ყველა თავის ქალს, ძალიან ცუდად მომექცა ” – ია ფარულავა

    “მიშამ[სააკაშვილი] ძალით ჩამომიყვანა, დამადგა ლოს-ანჯელესში ჩემს საქმროსთან და უთხრა, ია ცოლად მომყავსო.. როგორც ყველა თავის ქალს, ძალიან ცუდად მომექცა ” – ტელეწამყვანმა ია ფარულავამ ამის შესახებ,  ნანუკა ჟორჟოლიანთან გადაცემაში “სხვა ნანუკა” ისაუბრა”.

    ”ერთი ადამიანის სიყვარული იყო ძალიან ძლიერი, რომლის გამოც მე გავბედე, ’98 წელს ჩამოვედი საქართველოში ამერიკიდან. მაშინ ხალხი გარბოდა და მე ჩამოვედი. […] აი, ამ ადამიანის სიყვარულმა გამაბედინა, მაგრამ სამწუხაროდ მალევე აღმოჩნდა, რომ მე ვიყავი ჩვეულებრივი მანიპულაციის მსხვერპლი და მაშინ ჯერ კიდევ გამოუცდელი ვიყავი და არ ვაქცევდი ყურადღებას ნიშნებს. ადამიანი რომ გაგაფრთხილებს ერთი, ორი, სამი და რომ არ აქცევ ყურადღებას დებილი რომ ხარ ხომ ხვდები რომ არასწორად იქცევი მაგრამ არ ვამტყუნებ ამ სიყვარულს. […] ყველა ელოდება, რომ აღმოვთქვა ერთ მშვენიერ დღეს და ვთქვა, ვინ არის. […] მიხეილ სააკაშვილი, ვინ იქნება? […] მიშამ ჩამომიყვანა ძალით, ქალო, მიშა დამადგა ლოს ანჯელესში იმ ჩემს საქმროსთან სახლში და მითხრა და ჩემს საქმროს უთხრა, “მე ია ცოლად მიმყავს” და მე მეტი რა მინდოდა? არ იცოდი ეს ამბავი?!  […] როგორც ყველა თავის ქალს, ძალიან ცუდად მომექცა მეც. […] მიშაზე, პიროვნებაზე, შემიძლია ვთქვა [ცუდი] იმიტომ, რომ ძალიან კარგად ვიცნობ მიხეილს, მაგრამ როგორც პოლიტიკოსზე, მე ცუდს არასოდეს არ ვიტყვი. […] ყველაფერს ვპატიობ იმიტომ, რომ მან საქართველოსთვის ძალიან ბევრი რამე გააკეთა და არ დასცალდა და კიდევაც ბევრს გააკეთბდა, მაგრამ, როგორც ქალი, მიშა, არ გეწყინოს, შენ მე ცუდად მომექეცი და შენ ეს ძალიან კარგად იცი…” – ამბობს ია ფარულავა.

  • მართლმორწმუნეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია, ეს მოვლენა შერყვნილი ღონისძიებაა – საპატრიარქო

    მართლმორწმუნეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია, ეს მოვლენა შერყვნილი ღონისძიებაა – საპატრიარქო

    საქართველოს საპატრიარქო ჰელოუინის დღესასწაულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და აცხადებს, რომ “ეს მოვლენა იყო და რჩება ეკლესიის წიაღში დაბადებულ, მაგრამ წარმართობის მიერ შერყვნილ ღონისძიებად, რომლის დროსაც უფლისა და მის წმინდანთა ხატებისა და წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის ნაცვლად მსვლელობა და დროსტარება ეძღვნება მასკულტურის პერსონაჟებისა და დაცემული ძალების, დემონების პერსონიფიკაციებს”.

    “ჰელოუინის შესახებ სხვა და სხვა გადმოცემა არსებობს. მასთან დაკავშირებული ძირითადი ისტორია ნიმუშია იმისა, თუ როგორ შეიძლება ღვთისსათნო ტრადიცია შეერწყას თვისობრივად უცხოს და სრულიად გადაგვარდეს.

    ადამიანთა უმრავლესობა ჰელოუინს აკავშირებს წარმართულ ირლანდიურ დღესასწაულ “სამაინთან” და კარლოს დიდთან (742?-814);

    თავისი იმპერიის განათლების მიზნით კარლოს დიდმა დაიწყო ირლანდიელი მართლმადიდებელი ბერების გადმოსახლება მატერიკზე და მათი ხელმძღვანელობით მონასტრებისა და სასწავლებლების დაარსება, რამაც ხელი შეუწყო ევროპის ინტელექტუალურ წრეებში ირლანდიური ტრადიციების გავრცელებას;

    თუმცა, მართლმორწმუნე ბერებთან ერთად ფრანკთა და მეზობელ ტერიტორიებზე დამკვიდრდნენ პანთეისტური (მაგ.: იოანე სკოტ(უს) ერიგუენა) და სხვა არაორთოდოქსული ცნობიერების ირლანდიელებიც.

    როგორც ჩანს, VIII-IX სს.-ში სწორედ მათ გადმოიტანეს ირლანდიიდან “სამაინი” და სხვა წეს-ჩვეულებები, რომელთა მიმართაც მართლმადიდებელი ირლანდიელი ბერები თავიდანვე უარყოფითად იყვნენ განწყობილნი.

    დასავლეთიდან მოსული ეს ტალღა შეხვდა აღმოსავლეთიდან მოწოლილ ხატთაყვანისმცემელ მიგრანტებს, რომლებიც ხატებითა და წმ.ნაწილებით დატვირთული გაურბოდნენ ხატმებრძოლი იმპერატორების ტერორს ბიზანტიაში;

    დევნილები რომის ეკლესიის მაშინდელმა მმართველებმა, – რომის პაპებმა შეიწყნარეს, რომლებიც განუყოფელი ქრისტიანული ეკლესიის ნაწილს წარმოადგენდნენ.

    პაპმა გრიგოლ II-მ 727 წელს საეკლესიო კრება მოიწვია ხატთაყვანისცემის დასამტკიცებლად. პაპმა გრიგოლ III-მ 732 წელს რომის ეკლესიაში დაადგინა ყოველთა წმინდანთა დღესასწაული და მის თარიღად I ნოემბერი განაჩინა, ხოლო პაპმა გრიგოლ IV-მ 835 წელს ეს დღესასწაული საყოველთაოდ აქცია;

    ყველა სხვა საეკლესიო დღესასწაულის მსგავსად, ყოველთა წმინდანთა დღეც წინა დღის მწუხრით იწყებოდა (ჰელოუინი ნიშნავს Halloween – All Hallows Eve – ყველა წმინდანის მწუხრს), რომელის დროსაც სამღვდელოება და მრევლი ხატებითა და წმინდა ნაწილებით ლიტანიობით უვლიდა ტაძრებსა და ქალაქებს.

    ეს დღესასწაული დამკვიდრდა დასავლეთ ევროპის ქრისტიანთა შორის;

    როგორც ჩანს, კალენდარული დამთხვევის გამო, კაროლინგური აღორძინების ეპოქაში მომხდარი ეს შეხვედრა – ირლანდიურ სამონასტრო-საგანმანათლებლო ცენტრებს მიტმასნილი წარმართული ატავიზმისა (,,სამაინის“ ელემენტები) და რომაული საეკლესიო დღესასწაულისა ხალხმა ერთმანეთთან დააკავშირა, რასაც დაემატა X საუკუნეში დადგენილი ყოველთა მიცვალებულთა დღე (რომელიც 2 ნოემბერს, ყოველთა წმინდანთა დღის შემდეგ, ) აღინიშნებოდა;

    ასე დაედო სათავე დიდ აღრევას.

    რეფორმაციის შედეგად კი წმინდანთა თაყვანისცემა გაუქმდა დასავლეთ ევროპასა და ამერიკის კონტინენტის ქრისტიანთა უდიდეს ნაწილში;

    *ხოლო XVII-XIX საუკუნეებში, ძირითადად ამერიკაში, ჩამოყალიბდა თითქმის ყველა ის ტრადიცია, რომელსაც ვხვდებით დღევანდელ ჰელოუინზე;

    მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე შოუბიზნესის ინდუსტრია ცდილობს ჰელოუინის გამიჯვნას რელიგიური რიტუალისგან, ეს მოვლენა იყო და რჩება ეკლესიის წიაღში დაბადებულ, მაგრამ წარმართობის მიერ შერყვნილ ღონისძიებად, რომლის დროსაც უფლისა და მის წმინდანთა ხატებისა და წმინდა ნაწილთა თაყვანისცემის ნაცვლად მსვლელობა და დროსტარება ეძღვნება მასკულტურის პერსონაჟებისა და დაცემული ძალების, დემონების პერსონიფიკაციებს.

    ამდენად, მართლმორწმუნეთათვის ჰელოუინი სრულიად მიუღებელია” – წერს საპატრიარქო.

  • სალომე ზურაბიშვილი ერთ-ერთი პარტიის საარჩევნო შემადგენლობისთვის განიხილება – კობახიძე

    ის [სალომე ზურაბიშვილი] ცდილობდა, რაღაცნაირად საკუთარი თავზე მიეწერა ის გადაწყვეტილება, რომელიც მწიფდება ევროკავშირში, თუმცა, იმპიჩმენტის პროცესმა მას ეს გეგმა ჩაუშალა. ახლა რაღაცნაირად ცდილობს, ისევ შემოაბრუნოს ეს პროცესი, თუმცა ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვის არის განწირული. ვიცით, რომ მას აქვს პოლიტიკური გეგმები. როგორ წარიმართება ეს პროცესი, ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა, სერიოზულად განიხილება მისი საარჩევნო პროცესში ჩართვის საკითხი. საუბარია ერთ-ერთი პარტიის შემადგენლობაში კანდიდატად არჩევნებში მონაწილეობაზე. ეს, რეალურად, დადებითად აისახება ჩვენ საარჩევნო შედეგზე. რაც უფრო მეტი 2-3%-იანი პარტია შეიქმნება ასეთი პოლიტიკოსების მონაწილეობით, მით უკეთესი ქართული ოცნებისთვის. 

    აცხადებს  ქართული ოცნების თავჯდომარე, ირაკლი კობახიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილზე.

  • ბიზნესის კეთების მხრივ, საქართველო მსოფლიოში საუკეთესო ადგილია – ღარიბაშვილი

    საქართველოს ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება აქვს გაფორმებული. ასევე არის FTA, შეთანხმება არსებობს დსთ-ს ქვეყნებთან, თურქეთთან, ჩინეთთან და არაბეთის გაერთიანებულ საამიროებთან. ჩვენ ვვითარდებით, როგორც რეგიონული ჰაბი. ეს შეთანხმებები ინვესტორებს უზარმაზარ ბაზრებზე აძლევს წვდომას. ჩვენი მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა ინვესტორებს უბიძგებს, უფრო მეტად ისარგებლონ იმ ფაქტით, რომ ჩვენ წვდომა 2,3-მილიარდიან სამომხმარებლო ბაზარზე გვაქვს. ასევე, მოლაპარაკებები მიმდინარეობს ისრაელსა და სამხრეთ კორეასთან. გასული ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ ბიზნესის კეთების თვალსაზრისით, საქართველო მსოფლიოში საუკეთესო ადგილი გამხდარიყო. საგადასახადო განაკვეთი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია.

    თქვა საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აბრეშუმის გზის ფორუმზე სიტყვით გამოსვლის დროს.

  • საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში – სენატორი პიტ რიკეტსი

    ოკუპირებულ აფხაზეთში საზღვაო ბაზის განთავსების შესახებ მოსკოვის განცხადებას ასევე გამოეხმაურა რესპუბლიკელი სენატორი პიტ რიკეტსი. მისი თქმით, საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში.

    „შავი ზღვა ევროპის მომავლის გრავიტაციული ცენტრი ხდება და ეს ასევე არის რუსეთს, შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის, დიდი ძალების კონკურენციაში, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თეატრი. უკრაინაში პუტინის უკანონო ომმა, რეგიონი ყურადღების ცენტრში მოაქცია, როგორც რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ერთ-ერთი ფრონტის ნაწილი. პუტინს შავი ზღვისთვის არაფერი სურს უკეთესი გარდა იმისა, რომ ის რუსეთის ტბად, მისი საჰაერო სივრცე კი ფრენის აკრძალულ ზონად აქციოს. გამამხნევებელია, რომ უკრაინის ბოლო თავდასხმებმა ყირიმს და სევასტოპოლის პორტზე, რუსეთის შავი ზღვის „დიდებულ“ ფლოტს უკან დაახევინა და მისი საზღვაო დომინირება კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა იმდენად, რომ ის ახლა აფხაზეთში ეძებს სეპარატისტ მეგობრებს, ახალი საზღვაო ბაზისთვის. საქართველომ ცალსახად უნდა უარყოს, მის სუვერენულ ტერიტორიაზე რუსეთის ძალაუფლების თამაში“, – განაცხადა სენატორმა რიკეტსმა.

  • საქართველო იყო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე, შავ ზღვას პუტინი თავის ორბიტაზე ხედავს – შაჰინი

    “საქართველო, რა თქმა უნდა, იყო რეგიონში პუტინის რევანშისტული პოლიტიკის პირველი სამიზნე, მაგრამ სამწუხაროდ, არა უკანასკნელი. შავი ზღვის რეგიონი, ვლადიმირ პუტინისთვის ფოკუსის კრიტიკულ ზონად იქცა, რამდენადაც ის ახორციელებს თავის აგრესიულ დღის წესრიგს. 2008 წელს, პუტინმა განახორციელა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის ანექსია, რადგან საქართველო დემოკრატიის გზაზე წინ მიიწევდა. 2014 წელს, მან უკანონოდ მოახდინა ყირიმის ანექსია, როდესაც უკრაინელებმა მკაფიოდ აიმაღლეს ხმა ევროკავშირის წევრობის მხარდასაჭერად და 2022 წელს, რუსეთი კიდევ ერთხელ შეიჭრა უკრაინაში, როდესაც გააცნობიერა, რომ ჩაგვრის მისი ტაქტიკა არ იმუშავებდა. შავი ზღვა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან პუტინი მას თავის ორბიტაზე ხედავს. რუსეთში ზოგი მას საკუთარ ტბადაც კი მოიხსენიებს. ის [ვლადიმირ პუტინი], შავ ზღვას ისტორიულად და სტრატეგიულად, თავისი იმპერიის ნაწილად მიიჩნევს. [შავი ზღვის რეგიონი ასევე მნიშვნელოვანია იმის გამო,] რომ შავ ზღვაში ასევე არის ნატოს არაწევრი სამი და ორი ასპირანტი ქვეყანა. მათთვის შავი ზღვა კრიტიკული ეკონომიკური დამაკავშირებელია და როცა რუსეთის ქცევა შეუმჩნეველი ან უკონტროლო ხდება, ეს გავლენას ახდენს მათ უსაფრთხოებაზე და ეკონომიკებზე”.

    განაცხადა “ამერიკის ხმის” ცნობით, სენატორმა ჯინ შაჰინმა.