Category: ახალი ამბები

  • გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება – კობახიძე

    „ირაკლი ბერაიას გადადგომის მოთხოვნა არის აბსოლუტურად არასერიოზული. მან გამოხატა სინანული იმ განცხადების გამო, რომელიც გააკეთა. ახლა არის ოპოზიციონერი დეპუტატების ჯერი, მათ უმრავლესობის წევრებისთვის, ბევრ რამეზე აქვთ ბოდიში მოსახდელი, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ მათ ღირსება არ ეყოფათ ბოდიშის მოსახდელად. უბრალოდ არ აქვთ ღირსება, რომ ბოდიში მოიხადონ იმ უზრდელური, შეურაცხმყოფელი განცხადებებისთვის, რომლებსაც ჩვენი ოპოზიციონერები, სალომე ზურაბიშვილით დაწყებული, თეონა აქუბარდიათი დამთავრებული აკეთებდნენ. ღირსება არ აქვთ და ამ განცხადებებისთვის ვერ მოიხდიან ბოდიშს. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი უზრდელობს. როგორ შეიძლება პრეზიდენტმა იუზრდელოს?! პარლამენტის ქალი დეპუტატები უზრდელობენ…

    ზოგადად, პარლამენტს არ შეშვენის არც შეურაცხმყოფელი განცხადებები, არც ამ მასშტაბის აგრესია და ა.შ. ესეც ძალიან სამწუხაროა. შეიძლება თითოეულ ჩვენგანს ჰქონდეს გარკვეული წვლილი ამაში შეტანილი, რაც ძალიან ცუდია.[…] განსაკუთრებით სამწუხარო არის ის, რომ ამ ყველაფერში, პარლამენტის შიგნით, განსაკუთრებულ როლს ასრულებენ ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები. ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ მეტი ქალი პარლამენტში ნიშნავდა ნაკლებ აგრესიას, თუმცა პირიქით ხდება. კაცი ოპოზიციონერები ხმას არ იღებენ, ქალი ოპოზიციონერი დეპუტატები საუბრობენ. მეტიც, კაცი დეპუტატები ოპოზიციიდან იფარებენ ქალ დეპუტატებს. ორივე სუსტია. კაცები რომ ჩუმად არიან, ეს მათი სისუსტეა და ქალები რომ უზრდელობენ, ეს მათი სისუსტეა. როცა აქუბარდია, სამნიძე და სხვები უზრდელობენ, ესეც მათი სისუსტის გამოვლინებაა. უზრდელობა არის სისუსტის გამოხატულება და პლუს ამას „ბოდიშს“ როცა არ იხდი, ესეც სისუსტის გამოხატულებაა. უზრდელები უნდა მოვიკითხოთ იმ პარტიაში, რასაც ჰქვია კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, სავსეა უზრდელებით ეს პოლიტიკური პარტია, ქალიან-კაციანად უზრდელობენ“,

    ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

  • ამოარტყან „პანჩური“ და გააგდონ! არ მოვეშვები მანამ არაკაცი ბერაია თანამდებობას არ დატოვებს – ელისაშვილი

    „ვიდრე პარლამენტიდან არ გამაგდებენ, მანამ ამ ამბავს არ მოვეშვები. მეორე დღეა სხდომიდან მაძევებენ. ეს ჩვეულებრივი ამბავი არ არის, ქალს ამაზრზენი შეურაცხყოფა მიაყენა მთელი საქართველოს გასაგონად, საზიზღრობები ილაპარაკა უღირსმა კაცმა, რომელიც თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეა. ჩვენს გარშემო ერთმანეთს ბომბებს ესვრიან და ამ პოზიციაზეა ბერაია, რომელსაც ორი გრამი კაცობა არ აქვს, რომ თანამდებობიდან წავიდეს. გუშინ ვთქვი, რომ თუ თანამდებობიდან არ წავა, მე წავალ კომიტეტიდან-თქო. თავდაცვის კომიტეტში ვრჩები და არ მოვეშვები მანამ, ვიდრე ეს უღირსი და არაკაცი ბერაია თანამდებობას არ დატოვებს. არაერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან და მითხრეს, რომ ჩემს პოზიციას იზიარებენ. უმრავლესობაშიც არიან კაცებიც და ისინი თავს უხერხულად გრძნობენ. ბერაიამ თან თავისი თავი დაისამარა და თან დარტყმა მიაყენა მის გუნდს, რომელიც იძულებულია ღობე-ყორეს მოედოს და დაიცვას. ამ ამბავს რაც უფრო დიდი ხანი გაწელავენ, მით უფრო ცუდი მათთვის. და, დედა და ცოლი მყავს. თეონა აქუბარდია უპატრონოა? მის ოჯახის წევრ ქალს ასე რომ უთხრან, სწორია? “ქართული ოცნების” წევრები დადგებიან და ყანწებით ქართველ ქალებს ადღეგრძელებენ. ეს როგორ უნდა გააკეთონ, სანამ ეს სამარცხვინო კაცია აქ. ამოარტყან პანჩური და გააგდონ,”

    ამის შესახებ ” მოქალაქეების” დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა სხდომათა დარბაზის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

  • [პატრიარქის გადადგომის შესახებ] ყველა წინააღმდეგი ვიქნებით – მეუფე ანტონი

    „[პატრიარქის გადადგომის შესახებ] ყველა წინააღმდეგი ვიქნებით, ყველა წინააღმდეგი ვართ. არცერთი მღვდელმთავარი არ არის, რომელიც მხარს დაუჭერს პატრიარქის გადადგომას. შანსი არ არის, იმიტომ, რომ პატრიარქი არის პატრიარქი, ის არის მხცოვანი და პატივს იმსახურებს ყველა ჩვენგანისგან, ჩვენი მაკურთხებელია და მთელ საქართველოს უყვარს. [თუ მაინც დადგა გადადგომის საკითხი], მაინც შევეწინააღმდეგებით. აბსოლუტურად შევეწინააღმდეგებით.

    აქ არის ერთიანობა. არამც და არც არ დადგება ეს საკითხი! [პატრიარქმა გადადგომის] საკითხი თვითონ შეიძლება გამოიტანოს, მაგრამ ჩვენ შევეწინააღმდეგებით. [გადადგომის] მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს“

    აცხადებს ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტის, მეუფე ანტონი.

  • 8 ნოემბერს ველოდებით შეფასებას, ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს – პაპუაშვილი

    რაც შეეხება თავად ამ სტატუსის საკითხს, ჩვენ 8 ნოემბერს ველოდებით შეფასებას, 8 ნოემბერი არის ილია ჭავჭავაძის დაბადების დღე, ჩვენ აღვნიშნავთ ილიაობას. მე დარწმუნებული ვარ, რომ ის იდეები, რომელიც ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა და საიდანაც ჩვენ, მათ შორის თანამედროვე ევროპულობის გაგება გვაქვს, ქართული ევროპულობის გაგება გვაქვს, მე იმედი მაქვს, 8 ნოემბერს ეს შრომა დაფასდება და გვექნება შესაბამისი პოზიტიური შეფასება.

    აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რუსთავი ორის ეთერში კანდიდატის სტატუსზე.

  • ფარსი ნარატივი, თითქოს საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოს – კობახიძე რუსების შემოსვლაზე

    ამ ენაზე, სხვათაშორის, ძალიან ბევრი, ათასობით და ათი ათასობით ჩვენი მოქალაქე საუბრობს, ესეც რომ იცოდეს სალომე ზურაბიშვილმა. ეს ერთი. ანუ ენა რა შუაშია, მე არ ვიცი, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო ის ქსენოფობიური კამპანიები, რომლებიც ხორციელდებოდა საქართველოში. ყალბი ნარატივი იყო, რომ თითქოს ეს საფრთხეს შეუქმნიდა ქვეყანას და ასე შემდეგ. იყო სამი ტალღა შარშან ამ ქსენოფობიური კამპანიის, წელსაც იყო ერთი ტალღა ამ ქსენოფობიური კამპანიის. სინამდვილეში ხომ გაირკვა, რომ სრული ფარსი იყო საუბარი ამ საფრთხეებთან დაკავშირებით.

    ასე უპასუხა ქართული ოცნების თავმჯდომარემ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს ეხებოდა.

  • არანაირი არგუმენტი არ არსებობს თუ რატომ არ უნდა მოგვცენ კანდიდატის სტატუსი – კალაძე

    „თავიდანვე ვიმსახურებდით აღნიშნულ სტატუსს, თუმცა არასამართლიანი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. ვიცით რატომ, რას აპირებდნენ და რისთვის უნდოდათ ამის გამოყენება.

    მოგვცეს კონკრეტული გეგმა, რომელიც უნდა შესრულებულიყო. ყველაფერი ზედმიწევნით გაკეთებულია, გარდა ამისა იყო დამატებითი მოთხოვნები და ესეც შესრულებულია. დარწმუნებული ვარ და გვჯერა, რომ ქვეყანა კანდიდატის სტატუსს მიიღებს, არანაირი ლოგიკა, არგუმენტი არ არსებობს იმისა თუ რატომ არ უნდა მოგვცენ სტატუსი. შეიძლება რამე განსაკუთრებული არ იყოს, მაგრამ პოლიტიკური თვალსაზრისით, კანდიდატის სტატუსის თემა ისეთ დონეზე აწიეს, რომ მნიშვნელოვანია და ჩვენი მხრიდან ყველაფერი იქნა გაკეთებული, რომ სტატუსი მიიღოს ქვეყანამ“,

    ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა

  • მაქვს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე, ბერაიას ენით მაფრთხილებენ.. არ ვაპირებ გაჩუმებას, არ იმუშავებს შანტაჟი – აქუბარდია

    “პირად ცხოვრებაზე აქცენტი მისი მხრიდან, ასეთი ბინძური მეთოდები, ეს ხომ სუს-ის მეთოდია. დიდი ბოდიშით, მაგრამ სუს-ის ე.წ. კრებსები ვინმეს დაავიწყდა? დაზარალებულის სტატუსიც კი აქვთ პროკურატურიდან ჟურნალისტებს მიღებული, რომ აღარაფერი ვთქვათ დიპლომატებზე, პოლიტიკოსებსა თუ სასულიერო პირებზე. შესაბამისად, ამ მოცემულობაში, ეს იყო გაფრთხილება, რომ თუ არ გაჩუმდები, რაღაც ფაბრიკაციებს, სავარაუდოდ, ფიქრობენ.

    მე არ ვმუშაობ განათლების კომიტეტში, მე ვმუშაობ თავდაცვის უშიშროების კომიტეტში და მე მაქვს დაშვება სახელმწიფო საიდუმლოებაზე. თუ ისინი ფიქრობენ, რომ იმდენად რთული მოცემულობის მოადგილე ვარ, რომ არ შეიძლება გაკავება ჩემი, გაბედონ და ჩამომართვან დაშვება საიდუმლოებაზე. ამ შემთხვევაში, სუს მაძლევს ამ დაშვებას და არა – ირაკლი ბერაია. მაგრამ, როდესაც ირაკლი ბერაიას ენით მაფრთხილებენ, მე არ ვაპირებ გაჩუმებას და ეს არის ჩემი გაფრთხილება, მათ შორის თუ რამე გეგმა არსებობს დამატებით, რომ გამაჩუმონ, არ იმუშავებს ეს ფორმა მათი არც შანტაჟი, არც ზეწოლა”,

    ამის შესახებ, დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ ფორმულას დღეში განაცხადა.

  • “მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, მოეგონ გონს და დროულად ჩაბარდნენ” – ბრეგაძე გაქცეულ პატიმრებზე

    გიდასტურებთ იმ ფაქტს, რომ სამი პატიმარი გაიქცა სამედიცინო დაწესებულებიდან, როდესაც ისინი იქ იყვნენ მიყვანილი. მეტ ინფორმაციას, ამ ეტაპზე, ვერ გაგიზიარებთ. მიმდინარეობს შესაბამისი ოპერატიული და სამძებრო ღონისძიებები. ვისარგებლებ თქვენი ეთერის საშუალებით და მოვუწოდებ ამ სამ პიროვნებას, დროულად მოეგონ გონს, ჩაბარდნენ სამართალდამცველებს და იქნებ ამით მაინც შეამცირონ თავიანთი პასუხისმგებლობა იმ დანაშაულის გამო, რომელიც მათ დღეს ჩაიდინეს”,

    ამის შესახებ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე საუბრობს და ავერსის კლინიკიდან გაქქცეულ სამ პატიმარს მიმართავს.

  • უნდა დასრულდეს პოლიტიკა, რომელიც ჩაგვრაზე, ძალადობაზე და უღირსობაზეა აგებული – ხაზარაძე

    “საქართველოს შვილები ვართ, რაც ჩვენთვის ნიშნავს  ტრადიციებს,  ღირსებას, კულტურას, რომელშიც ქართველი კაცი ქალის  ღირსების მცველი იყო.
    ამ დროს, პარლამენტის უმაღლესი ტრიბუნიდან ვისმენთ ქალების ლანძღვას, შეურაცხყოფას და ბულინგს, რაც ირიბად დასაშვებს  ხდის ქალებზე  სიტყვიერ და ფიზიკურ ძალადობას და ახალისებს ფემიციდს.
    გუშინდელ ინციდენტს შეესწრო არაერთი დეპუტატი სხვადასხვა პარტიიდან.  როგორ უნდა ისხდეთ ჩუმად ასეთ დროს?
    უნდა დასრულდეს პოლიტიკა, რომელიც ჩაგვრაზე, ძალადობაზე და უღირსობაზეა აგებული.”

    აცხადებს  “ლელო- საქართველოს” თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების დეპუტატი კაცების მხრიდან, ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების შეურაცხყოფასა და მათი მისამართით უცენზურო გამონათქვამებზე.

  • ბერაიას აღმოაჩნდა იმხელა ვაჟკაცობა და ღირსება, გამოვიდა, მოიბოდიშა – მდინარაძე

    ბერაიას აღმოაჩნდა იმხელა ვაჟკაცობა და ღირსება, გამოვიდა, მოიბოდიშა – მდინარაძე

    “როდესაც ადამიანს აღმოაჩნდება იმდენი ვაჟკაცობა, რომ მიხვდება ძალიან გადააჭარბა, ამას არ ვდავობ, არ შეიძლება იმის თქმა, რაც თქვა გუშინ, მაგრამ ამის შემდეგ, მიუხედავად ასეთი ნათქვამისა, მას აღმოაჩნდა იმხელა ვაჟკაცობა და ღირსება, რომ გამოვიდა, მოიბოდიშა, არ არის მარტივი ამბავი. ისე რომ გამწარდები და ემოციურად იმ დონეზე მიხვალ ისეთ რაღაცას იტყვი, რაც თქვა, რომელსაც არაფერი ამართლებს, მაგრამ გამოხვალ შემდეგ და ბოდიშს მოიხდი. მეორე მხრიდან ამ დროს, ათასჯერ უარეს შეურაცხყოფაზე ბოდიშის მოხდა კი არა სინანულის ნატამალიც არ გვინახავს, მათგან მორალის კითხვას ვერ მივიღებთ”.

    თქვა “ოცნების” დეპუტატმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციასა და ირაკლი იბერაიაზე.