Category: ახალი ამბები

  • 2024 წელს რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებით იწყებს, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია – პრეზიდენტი

    ახალ, 2024 წელს რუსეთი უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობისა და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის მუდმივი, გაუმართლებელი თავდასხმებით იწყებს. ახლა, როცა სადღესასწაულო დღეები უნდა იდგას, საქართველო უკრაინის მიმართ სოლიდარულია.

    წერს X-ზე საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

  • რუსულ რაკეტებს მიზნისთვის რომ მიეღწიათ, კატასტროფა იქნებოდა.. მეტი საბრძოლო მასალ გვჭრდება! – ზალუჟნი

    „დღეს უკრაინის შეიარაღებული ძალების საჰაერო ძალებმა 10-დან 10 რუსული აერობალისტიკური რაკეტა X-47M2 „კინჟალი ჩამოაგდეს Patriot სისტემების მეშვეობით. ეს რეკორდია. რაკეტები მიზანს რომ მოხვედროდა, შედეგები კატასტროფული იქნებოდა. მადლობა პარტნიორებს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსებისთვის. საფუძველი არ არსებობს იმის სავარაუდოდ, რომ მტერი ამაზე გაჩერდება. ამიტომ მეტი სისტემა და მათთვის საბრძოლო მასალა გვჭირდება,”

    ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი „ტვიტერის“ პირად გვერდზე წერს.

  • ” ბოლო 24 საათში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა, რუსეთის ნამდვილ განზრახვას აჩვენებს” – მიშელი

     “ყველასთვის, ვისაც სჯერა ჭორების, რომ რუსეთი ნამდვილად დაინტერესებულია სამშვიდობო მოლაპარაკებებით, უკრაინაში ბოლო 24 საათის განმავლობაში გაშვებული დრონების რეკორდული რაოდენობა აჩვენებს მოსკოვის ნამდვილ განზრახვას. შეტევები კიდევ უფრო ცინიკურია იმის გათვალისწინებით, რომ მათი ინტენსივობის ზრდა ემთხვევა ახალ წლის არდადეგებს. უკრაინის სული არ შეიძლება დაირღვეს. ევროკავშირი დგას უკრაინასთან.”

    განაცხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა სოციალურ ქსელში.

  • ტოკიოს აეროპორტში მგზავრებით სავსე თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა

    ტოკიოს ჰანედას აეროპორტში იაპონიის ავიახაზების (Japan Airlines)-ის სამგზავრო თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა. მსოფლიო მედია პირდაპირ ეთერში გადასცემდა ცეცხლმოდებული თვითმფრინავის კადრებს ასაფრენი ბილიკიდან, რომელშიც 379 მგზავრი და ეკიპაჟის წევრები იმყოფებოდნენ.

    ავიაკომპანიის ინფორმაციით ალმოდებული თვითმფრინავიდან  ყველა მგზავრის და ეკიპაჟის წევრების ევაკუაცია მოხდა.

    კადრებში ჩანს უზარმაზარი ცეცხლი, რომელიც თვითმფრინავს მოედო. მეხანძრეები ცეცხლს დიდხანს ებრძოდნენ, თუმცა თვითმფრინავი პრაქტიკულად მთლიანად დაიწვა.

    სამგზავრო თვითმფრინავი, რომელსაც ცეცხლი გაუჩნდა,  2021 წელს გამოშვებული  Airbus A350–ია. ის რეისს კუნძულ ჰოკაიდოზე მდებარე ნიუ ჩიტოზის აეროპორტიდან ტოკიოს მიმართულებით ასრულებდა.

    იაპონური მაუწყებლის კადრებში ჩანან მგზავრები, რომლებიც ალმოდებული თვითმფრინავიდან გასაბერ პანდუსზე ხტებოდნენ გადასარჩენად.

    ხანძრის გამომწვევი მიზეზი ოფიციალურად არ არის დადასტურებული, თუმცა სააგენტო Reuters-მა და იაპონურმა მაუწყებელმა განაცხადეს, რომ იაპონიის ავიახაზების რეისი შესაძლოა ჰანედაში დაშვების შემდეგ იაპონიის სანაპირო დაცვის თვითმფრინავს შეეჯახა .

    იაპონური მედიის ინფორმაციით, სანაპირო დაცვის თვითმფრინავის ბორტზე მყოფი ერთი ადამიანი გადაარჩინეს, დანარჩენი ხუთი კი დაკარგულად ითვლება.

    სანაპირო დაცვა ამბობს, რომ მისი თვითმფრინავი, რომელიც სავარაუდოდ  სამგზავრო თვითმფრინავს შეეჯახა,  ნიიგატას აეროპორტისკენ უნდა გაფრენილიყო, რათა დახმარება მიეწოდებინა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთათვის  ნოტოს ნახევარკუნძულზე.

    Flightradar-ის ვებგვერდის ცნობით, თვითმფრინავი ჰანედას აეროპორტში ადგილობრივი დროით 17:47 საათზე დაეშვა.

    ჰანედას აეროპორტმა ინციდენტის შემდეგ  ყველა ასაფრენი ბილიკი დახურა.

  • უკრაინაზე რუსეთის მორიგი თავდასხმის შედეგად დაიღუპა 4 და დაშავდა 92 ადამიანი – ზელენსკი

    „ჩართულია ყველა საჭირო სერვისი, 500-ზე მეტი მაშველი უკრაინის სახელმწიფო საგანგებო სამსახურიდან. კიევსა და ხარკოვის ოლქში ამჟამად 92 დაშავებულის შესახებ არის ცნობილი. სამწუხაროდ, დაიღუპა 4 ადამიანი. თანავუგრძნობ მათ ოჯახებსა და მეგობრებს“

    ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. მისი თქმით, ამჟამად რუსეთის მორიგი დარტყმის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება.

  • საქართველოში მიწისძვრა მოხდა

    საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა 12:44 საათზე მოხდა და მისი ეპიცენტრი ქალაქ ამბროლაურიდან დასავლეთით 14 კილომეტრში, სოფელ ბაჯში იყო.

    მიწისძვრის სიძლიერე 4,3 მაგნიტუდას შეადგენდა.

  • რუსეთმა კიევი და ხარკოვი დაბომბა – არის მსხვერპლი

    რუსეთმა კიევსა და ხარკოვზე მასიური შეტევა განახორციელა, არის მსხვერპლი, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

    ხარკოვის მერმა, იგორ ტერეხოვმა განაცხადა, რომ ქალაქის საცხოვრებელ უბნებში რუსების მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და 20-ზე მეტი დაშავდა.

    კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს ინფორმაციით  დედაქალაქის 5 რაიონში რაკეტების ნამსხვრევების ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაშავდა.

    უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, რუსებმა კიევის მიმართულებით ჰიპერბგერითი რაკეტა „კინჟალი“ გაუშვეს.

  • რუსებმა უკრაინას 35 დრონით შეუტიეს – უკრაინელებმა ყველა დრონის მოგერიება შეძლეს

    რუსული ძალები უკრაინას წუხელ Shahed-ის 35 დრონით დაესხნენ თავს, უკრაინელებმა ყველა დრონის მოგერიება შეძლეს, – ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებზე დაყრდნობით ავრცელებს.

    მანამდე ცნობილი გახდა, რომ ჩამოგდებული დრონების ნამსხვრევებმა კიევსა და მიკოლაივში ხანძრები გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.

  • წელს მტერი საკუთარ თავზე იგრძნობს უკრაინული იარაღის რისხვას – ზელენსკი

    წელს მტერი საკუთარ თავზე იგრძნობს უკრაინული იარაღის რისხვას. ჩვენი აღჭურვილობა, ტექნიკა, არტილერია, ჩვენი ჭურვები, ჩვენი დრონები, ჩვენი საზღვაო “მისალმება” მტერს და უკრაინული წარმოების სულ მცირე მილიონი FPV ტიპის დრონი, რასაც ჩვენ გულუხვად გამოვიყენებთ ხმელეთზე, ცაში და, რა თქმა უნდა, ზღვაზე. ჩვენს შავ ზღვაზე. წელს მტერი ისე, როგორც არასდროს იგრძნობს, რომ მისი ადგილი იქ არ არის. ჩვენი ქმედებები შავ ზღვაში გახდება შავი ფურცელი რუსული ფლოტის ისტორიაში

    განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

  • დანიის დედოფალმა მოულოდნელად სამეფო ტახტზე უარი თქვა

    დანიის დედოფალმა მარგრეტე II-მ ერისადმი საახალწლო სატელევიზიო მიმართვის დროს მოულოდნელად სამეფო ტახტიდან გადადგომის შესახებ გამოაცხადა.

    ტახტიდან ოფიციალური გადადგომა 14 იანვარს შედგება. სწორედ ამ დღეს შესრულდება 52 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც ის დედოფალი გახდა.

    მარგრეტეს წასვლის შემდეგ, დანიის მეფე მისი უფროსი ვაჟი, პრინცი ფრედერიკი გახდება.

    ”მე ტახტს ჩემს შვილს, გვირგვინოსან პრინც ფრედერიკს დავუტოვებ,” – თქვა მან.
    83 წლის მარგრეტე II დანიის ისტორიაში სამეფო ტახტს ყველაზე ხანგრძლივი დროით იკავებდა.  ის ტახტზე ავიდა მამის, მეფე ფრედერიკ IX-ის გარდაცვალების შემდეგ 1952 წელს.

    ბრიტანეთის სამეფო ტრადიციისგან განსხვავებით, 55 წლის პრინცი ფრედერიკის ოფიციალური კორონაციის ცერემონია არ გაიმართება. სამაგიეროდ, სასახლე იმავე დღეს გამოაცხადებს მის ტახტზე ასვლას.

    დედოფალი მარგრეტე პოპულარული ფიგურაა დანიაში და ბევრი დანიელი ელოდა, რომ ის ტახტზე სიკვდილამდე დარჩებოდა.

    ყოველწლიურად საახალწლოდ ის დანიელებს სატელევიზიო ეთერში სიტყვით მიმართავს.

    წელს, გარდა ტახტზე უარის თქმის მოულოდნელი განცხადებისა, მარგრეტე II-მ ისაუბრა ახლო აღმოსავლეთსა და უკრაინაში ომებზე, ასევე კლიმატის ცვლილებაზე რეაგირების მნიშვნელობაზე.

    დანიის სამეფო ოჯახმა ევროპის სხვა სამეფო ოჯახების მსგავსად, თანამედროვე საზოგადოებაში არსებული პრობლემების წინაშე აღმოჩენის გამო დანიის სამეფო ოჯახმა გადაწყვიტა შეემცირებინა სამეფო ოჯახის წევრებთა რაოდენობა.

    ამან გამოიწვია საჯარო განხეთქილება სამეფო ოჯახში გასულ წელს მას შემდეგ, რაც მეფისნაცვლის ფრედერიკის უმცროსი ძმის, პრინც იოაკიმის შვილებს სამეფო ტიტულები ჩამოართვეს.