Category: ახალი ამბები

  • “ბერძნული მაფიის” წევრების მკვლელობის საქმეზე ორი ქართველი დააკავეს – მედია

    ბერძნული მედიის ინფორმაციით, “ბერძნული მაფიის” ორი ძლიერი წევრის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ორი ქართველი დააკავეს. როგორც ცნობილია  დაკავებულები 29 და 39 წლის პირები არიან.

    საქმე ეხება იანის სკაფტურუს, ვასილი რუბეტისისა და მისი მარჯვენა ხელის, დიონისე მუზაკიტის მკვლელობას, ასევე მკვლელობის მცდელობას პიეირაში. იანის სკაფტურუ 2022 წელს აპრილში მოკლეს, საკუთარ აგარაკზე, მკვლელობის მომდევნო ორი შემთხვევა კი 2023 წლის ივნისში მოხდა. დანაშაული 2023 წლის ივლისით თარიღდება.

    გავრცელებული ცნობით, სამართალდამცველებმა დანაშაულში მონაწილე ორი ქართველის გარდა კიდევ სამი პირის იდენტიფიცირება მოახდინეს. ისინი მაფიოზური ჯგუფის წევრები არიან.

    პოლიციის ცნობით, დაკავებულები და 3 იდენტიფიცირებული პირი დაქირავებული მკვლელები იყვნენ.

  • რუსეთი მიწების ოკუპაციას განაგრძობს, მაგრამ მშვიდობის უზრუნველყოფა შევძელით – ღარიბაშვილი

    რუსეთი მიწების ოკუპაციას განაგრძობს, მაგრამ მშვიდობის უზრუნველყოფა შევძელით – ღარიბაშვილი

    უპირველეს ყოვლისა, უნდა ვახსენო, რაც თქვენ, ალბათ, გახსოვთ – ჩვენი სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს კვლავ ოკუპირებული აქვს ჩვენი მიწების 20%. ომი გადავიტანეთ 2008 წელს, და მას შემდეგ რუსეთმა სამხედრო ბაზები ააშენა ჩვენს ტერიტორიაზე და განაგრძობს ჩვენი მიწების ოკუპაციას. თუმცა, უსაფრთხოების სფეროში ამ გამოწვევის მიუხედავად, შევძელით უპრეცედენტო და უწყვეტი მშვიდობისა და სტაბილურობის ათწლეულის უზრუნველყოფა, რამაც საქართველოს კეთილდღეობა და  ეკონომიკური ზრდა მოუტანა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ არ გვქონია მსგავსი მშვიდობიანი და სტაბილური მდგომარეობა ქვეყანაში.

    ამის შესახებ, საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

  • როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    9-20 იანვარს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა +13, +18 გრადუსამდე მოიმატებს. 21 იანვარს დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.

    ქ. თბილისში უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსამდე მოიმატებს.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +15, +17 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ქუთაისი, ზესტაფონი, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +16, +18 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  21 იანვარს კი იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  ხოლო 21 იანვარს მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  ხოლო 21 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +11, +13 გრადუსი დაფიქსირდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +12, +14 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური, დედოფლისწყარო): 19-20 უნალექო ამინდი იქნება,  ხოლო 21 იანვარს ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +9, +11 გრადუსი დაფიქსირდება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): 19-20 იანვარს უნალექო ამინდი იქნება,  ხოლო 21 იანვარს ზოგან მოთოვს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +2, +7 გრადუსი დაფიქსირდება.

  • “იმის “ერთი ადგილიც” არ ჰქონდა, ჩემი ვიდეო ბოლომდე განეთავსებინა” – კალაძე ხაზარაძეზე

    ხაზარაძის პიროვნება მაგაშიც იკვეთება, თუ რა ადამიანია, როგორი წარსულის მქონე პიროვნებაა. იმის ერთი ადგილიც არ ჰქონდა, ჩემი ვიდეო განათავსა და ის ბოლომდე განეთავსებინა. ისიც მიჭრა, მოჭრა და ისეთი ვიდეო განათავსა. ეს ვიდეო ხომ ყველამ კარგად იცის, რომელი ვიდეოა, სადაც მე ვსაუბრობ, რა კარგი საქმეები კეთდებოდა, ვსაუბრობდი ამაზე და ვსაუბრობდი ასევე იმ პრობლემებზე, გულისტკივილზე და მძიმე ფაქტებზე, რომელიც მაშინ ხდებოდა. ის მეორე ნაწილი მოჭრა და ის პირველი ნაწილი განათავსა, აი აქ იკვეთება და საზოგადოება კარგად ხვდება, ვინ არის მამუკა ხაზარაძე“,

    ასე ეხმაურება, დედაქალაქის მერი, კახა კალაძე “ლელოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის მიერ გაზიარებულ ვიდეოს, არქივიდან, ინგა გრიგოლიას გადაცემიდან, სადაც კალაძე პრეზიდენტ სააკაშვილის საქმიანობას აქებს.

  • კომუნიკაციების კომისიის მორიგი Fake News-ი 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევის შედეგებზე

    ”კომუნიკაციების კომისიის მორიგი Fake News-ი 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევის შედეგებზე” – ნათქვამია “მაგთის” მიერ გავრცელებულ გნაცხადებაში.

    ”კომისია კვლავ იყენებს Fake News-ების გავრცელების კლასიკურ ტექნოლოგიას. 2023 წლის სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ფასების კვლევიდან, მიზანმიმართულად ავრცელებს დეზინფორმაციას – თითქოს საქართველოში არსებული ფასები აღემატება ევროპის ქვეყნების დონეს. აღნიშნული ხორციელდება კვლევაში კონტექსტიდან ამოგლეჯილი ინფორმაციის გამოყენებით, რითაც კომისია ცდილობს საქართველოში ბაზარზე მოქმედი საკომუნიკაციო კომპანიების დისკრედიტაციას და მიზნად ისახავს დარგისთვის შესაძლო დამაზიანებელი ქმედებების გამართლებას.

    რეალურად კვლევის გაცნობის შედეგად:

    ▪️ საქართველოს სატელეკომუნიკაციო მომსახურებების (პაკეტების) ფასები უმეტეს შემთხვევაში ევროპულ ქვეყნებთან მიმართებაში მნიშვნელოვნად იაფია;

    ▪️ მაგთიკომის მომხმარებლების უმრავლესობა სარგებლობს იმ შეთავაზებებით, რომელთა ღირებულება არა თუ აღემატება ევროპის ქვეყნების ანალოგიურ შეთავაზებებს, არამედ მოწინავე პოზიციებზეა სიიაფით;

    ▪️ მაგთიკომის ყველაზე მოთხოვნადი მომსახურების პაკეტები, მაგალითად „ულიმიტო მობილური ინტერნეტი” – ერთ-ერთი ყველაზე იაფია ევროპაში;

    ▪️ კვლევა (კომისიის არასწორი დაკვეთით) ფასების შესადარებლად იყენებს განსხვავებული წლების მონაცემებს/კოეფიციენტებს.

    ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ საკითხებისა, რაც ნათლად ადასტურებს, რომ კომისია ცდილობს მის მიერ გავრცელებული ინფორმაციით შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და დაამახინჯოს რეალური შედეგები.

    მაგთიკომის არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, კომისიის მხრიდან დღემდე არ ხდება კვლევაში გამოყენებული ინფორმაციისა და მასალების გაზიარება, რაც ჩვენი მხრიდან შეუძლებელს ხდის კვლევის სანდოობის დადასტურებას.

    მაგთიკომი რეაგირების გარეშე არ დატოვებს კომისიის მიერ Fake News-ების გავრცელებას და მომავალშიც გააგრძელებს საზოგადოების ინფორმირებას”. – ნათქვამია განცხადებაში.

  • ზოგი ჭირი მარგებელიაო, ეს გაგვიკეთა კოვიდმა, ჯანდაცვის სისტემა ძალიან გაძლიერდა – ცერცვაძე

    რატომ იყო 2009-10 წლებში მეტი სიკვდილიანობა და ახლა პრაქტიკულად არ არის? სამწუხაროდ, მაცნობეს, რომ [გრიპის ვირუსით] ორი ადამიანი, ამ ვთქვათ, ბოლო ერთ კვირაში გარდაიცვალა, მაგრამ, ახლა ძალიან ძნელია, თქვა ადამიანის გარდაცვალებაზე, რომ ეს ზღვაში წვეთია, მაგრამ ეს არის ზღვაში წვეთი, რაც ხდება სხვა ქვეყნებში, რაოდენობრივად ბევრად ნაკლები და ბევრად ნაკლები, ვიდრე იყო 2009-10 წლებში.

    ორი რამეა მიზეზი, რომ ახლა გაცილებით ნაკლები სიკვდილიანობაა, ერთი, როგორც თქვენ ბრძანეთ, კი, H1N1 იყო 2009-10 წლებშიც და ახლაც, მაგრამ მან თვისებები გარკვეულწილად შეიცვალა და უფრო ნაკლებად აგრესიულია, ვიდრე მაშინ იყო და მეორე და უფრო მნიშვნელოვანი, მე ვიტყოდი, რომ ვისწავლეთ უკეთ მართვა.

    ჯანდაცვის სისტემა ძალიან გაძლიერდა, აი, ამ რესპირაციული ინფექციების მართვის კუთხით, სწორედ ამ 2009-10 წლის გრიპის შემდეგ და განსაკუთრებით, ზოგი ჭირი მარგებელიაო, რომ იტყვიან, აი, ეს გაგვიკეთა კოვიდმა, მან უზარმაზარი ზიანი მიაყენა მსოფლიოს და მათ შორის, ჩვენს სახელმწიფოს, რაც გამოიხატა ძალიან დიდი რაოდენობით გარდაცვალებაში: მსოფლიოში 7 მილიონი, ჩვენთან 18 000-მდე. ეკონომიკას უზარმაზარი ზარალი მიაყენა, სხვა ქვეყნები ახლაც ვერ გამოსულან იმ კრიზისიდან, რაც კოვიდმა გამოიწვია ეკონომიკური.

    მაგრამ, ერთი კარგი გააკეთა ის, რომ მან ხელი შეუწყო ჯანდაცვის სისტემის გაძლიერებას, მოდერნიზაციას, დაინერგა მთელი რიგი ახალი მიდგომები, გადამზადდა მთელი სამედიცინო პერსონალი, განსაკუთრებით, ოჯახის ექიმები, შეიცვალა ელექტრონული სისტემები, შემოტანილი იქნა ახალი მედიკამენტები, უბრალოდ, ვისწავლეთ უკეთ მართვა რესპირაციული ინფექციების.

    ამბობს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე ტელეკომპანია იმედის ეთერში.

  • დასავლეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის – ლავროვი

    „შორი დისტანციის იარაღის გამოყენება ყირიმზე დასარტყმელად, იმ მიზნით, რომ ის საცხოვრებლად გამოუსადეგარი გახდეს, ასევე დარტყმები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის სიღრმეში და არა მხოლოდ წაქეზება, არამედ შესაბამისი იარაღის გადაცემა, მეტყველებს იმაზე, რომ დასავლეთს არ სურს რაიმე კონსტრუქციული გადაწყვეტა, რომელიც რუსეთის ფედერაციის ლეგიტიმურ შეშფოთებას გაითვალისწინებდა.[…]დასავლეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის კრიზისის ესკალაციისთვის; ეს ახლა დამატებით სტრატეგიულ რისკებს ქმნის.[….]2022 წლის აპრილში დასავლეთმა უკრაინას აუკრძალა ხელშეკრულებების ხელმოწერა, ასევე დასავლეთი ახლაც არაა დაინტერესებული მოლაპარაკებების დაწყებით. ბრძანებას ვაშინგტონი გასცემს“

    ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

  • ქვეყანაში კვალიფიციური მუშახელის პრობლემაა – კალაძე წერეთელზე

    „სამწუხაროა, რომ კონტრაქტორმა კომპანიებმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები ვერ შეასრულეს. ეს არ არის პირველი შემთხვევა და ეს მხოლოდ მერიას არ ეხება. ზოგადად, პრობლემაა კვალიფიციური მუშახელის. გარკვეული დრო დასჭირდება, რომ ამ მიმართულებით განვვითარდეთ. ასეთი მასშტაბის პროექტების განხორციელებისას კონტრაქტორ კომპანიებს ხშირად აქვთ ხარვეზები, პროცესში უამრავი ჯარიმა იწერება. ჩვენ ვითხოვთ უსაფრთხოების უზრუნველყოფას, ხარისხს და დათქმული ვადებში დაცვას“,

    ამბობს კახა კალაძე და ირწმუნება, რომ წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა დათქმულ ვადაში აღდგება.

  • მიუნხენის აეროპორტში არნოლდ შვარცნეგერი დააკავეს

    ცნობილი მსახიობი და კალიფორნიის ექსგუბერნატორი არნოლდ შვარცნეგერი მიუნხენის აეროპორტში დააკავეს. როგორც CNN წერს შვარცნაგერის დაკავების მიზეზი გერმანიის ტერიტორიაზე არადეკლარირებული ძვირადღირებული საათის შეტანა გახდა.

    CNN წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ მსახიობი Audemars Piguet-ის ძვირადღირებული საათის გაყიდვას ავსტრიაში დაგეგმილ საქველმოქმედო აუქციონზე გეგმავდა, რომელიც ხვალ, 19 იანვარს უნდა გაიმართოს. თუმცა, მიუნხენის აეროპორტის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლის თქმით, მსახიობმა საათს დეკლარირება არ გაუკეთა და არც შესაბამისი საბაჟო გადასახადი გადაიხადა, რასაც ევროკავშირის კანონი ითვალისწინებს.

    საბაჟოს განცხადებით, კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი სამი საათის განმავლობაში იყო დაკავებული, რის შემდეგაც გაათავისუფლეს და ავსტრიაში გამგზავრების ნება დართეს.

    გავრცელებული ინფორმაციით, შვარცნეგერმა გერმანიაში გამართულ კლიმატის ცვლილების აუქციონში უნდა მიიღოს მონაწილეობა, ხოლო შემდეგ გეგმავს ავსტრიაში სათხილამურო ღონისძიებაზე დასწრებას.

  • ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჰყავთ ჩაშვებული – გახარია ოცნების წევრებზე

    “ამ პატარა, მშიშარა ბიჭებს ივანიშვილი უკვე ბევრგან ჩაშვებული ჰყავთ. დეტალებში აქვთ მოყოლილი გადაწყვეტილების მიღების პროცესი როგორ ხდება, ეს ხომ თვითონაც ძალიან კარგად იცის. სამ კაცთან კონსულტაციები აღარ არისო საკმარისი იმისთვის, რომ პროცესი ვმართოო. ეს ნიშნავს იმას, რომ სამ კაცთან კონსულტაციების გარდა, მოსმენებით მიღებული ინფორმაციები და ამ სამი კაცისგან მიტანილი ინფორმაცია აღარ იმსახურებს ნდობას და ვისზეც ამათ მოაქვთ ინფორმაცია და მოსმენები, იმათ პირდაპირ უნდა დაველაპარაკოო. ხომ ხვდებით ახლა ეს რა არის, პირდაპირ დაასახელა ადამიანები, ვის მიმართაც უნდობლობის გამო მოუწია კომფორტის ზონიდან გამოსვლა და გამოჩენა”

    აცხადებს საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრი და ამჟამად პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია.