Category: ახალი ამბები

  • საქართველოს გზა ევროპაშია, სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია – ქოჩორაშვილის მამა

    “ძალიან ბევრი ჟურნალისტი რეკავს, ბოდიში, რომ არ გპასუხობთ, ჩვენი პოზიცია აქ დაფიქსირებულია, ჩემი სიცოცხლით ვაგებ პასუხს, პოზიცია შეუცვლელია” – წერს ამის შესახებ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში.

    გუშინ, 9 აპრილს, რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე, “თავისუფლების მარში” გაიმართა, სადაც მოქალაქეები რუსული კანონის ხელახლა ინიცირებას აპროტესტებდნენ. გიორგი ქოჩორაშვილმა, Instagram-ზე აქციის მხარდასაჭერი ფოტო გაავრცელა, რომლის შემდეგაც ქოჩორაშვილის ანგარიში საერთოდ გაქრა სოციალური ქსელიდან. არსებობს ვარაუდი, რომ ფეხბურთელის ანგარიში ტროლ–ბოტების შემოტევის შედეგად დაიბლოკა, რომელიც სწორედ აღნიშნულ პოსტს უკავშირდება.

    ანგარიშის დაბლოკვის შემდეგ,  რუსული კანონის საწინააღმდეგო მარშიდან იგივე ფოტო მისმა მამამ, როინ ქოჩორაშვილმა Facebook-ზე გაავრცელა. მოგვიანებით კი დაწერა, რომ “საქართველოს გზა ევროპაშია”.

  • თბილისის ქუჩები, რომლებსაც 10 აპრილს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება. თელასი მიზეზად სხვადასხვა სამუშაოს ასახელებს.

    დიდუბის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის, დიღმის მასივის I, II კვარტლების, შალვა გოგიძის, ნოდარ ბოხუას, ჭიაურელის, მიხეილ ბერძენიშვილის, გიორგი ტერევერკოს, იუნკერ შალვა ერისთავის, ლუბლიანას, ჯორჯ ბალანჩინის, აკაკი ბელიაშვილის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), ბელიაშვილის, ბალანჩინის და ბოცვაძის ქუჩების მოსახლეობას.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო „ახმეტელი“-ს მიმდებარე ტერიტორიის, გლდანის მასივის „ა“, II მიკრორაიონების, გლდანის ხევის დასახლების, დავით სარაჯიშვილის, ილორის, ზარზმის, შეშელიძის, ხევძმარის, გობრონიძის, კორინთას, რამაზ შენგელიას, მარკ ბრონშტეინის, ქერჩის, კარლო მორეტის, გმირ კურსანტთა, ტაბიძის და აკაკი ვასაძის ქუჩების მოსახლეობას.

    საბურთალოს რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ვაშლიჯვრის დასახლების II ზონის, ვაშლიჯვრის დასახლების, მარშალ გელოვანის გამზირის, გოძიაშვილის, ირაკლი ფარჯიანის, არზაყან (დიმიტრი) ემხვარის, გელოვანის, თოფურიძე ვალენტინის, გაბაშვილის, მაჭავარიანის, მუხრანის და პეტრე სარაჯიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), სოფელი ლისის, სოფელი თხინვალას, ნუცუბიძის პლატოს IV მიკრორაიონის, ავთო ვარაზის და ფერმწერთა ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნუცუბიძის პლატოს I მიკრორაიონის, ვაჟა-ფშაველას V კვარტლის, ელიზბარ მინდელის, ზურაბ ანჯაფარიძის, ანა პოლიტკოვსკაიას, შავგულიძის და ერმილე ბედიას ქუჩების   მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის, ცაცხვების დასახლების, ნუცუბიძის, ნიკოლოზ დგებუაძის, ივანე გვარამაძის, მზია ერისთავის, ლეო კვაჭაძის და ერისთავის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის, სულხან ცინცაძის, ბახტრიონის და შარტავას ქუჩების მოსახლეობას.

    ნაძალადევის რაიონი

    ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილურიძის, სვერის, ავთანდილ ღოღობერიძის, ეკა ბეჟანიშვილის, ქართლის, ლომთათიძის, ქსოვრელის, თმოგვის, დიდი ჯიხაიშის, დაისის, ზედაზენის, იმერეთის, კოკინაკის, ჯავის და მუხრანის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭყონდიდელის და წიწამურის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხევსურეთის ქუჩის მოსახლეობას.

    ისნის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბოჭორმის და დოლაბაურის ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პირველი ხეივნის, დიდი ხეივნის, ბადაგის, ვლადიმერ წითლანაძის და საბატონოს ქუჩების    მოსახლეობას.

  • 9 აპრილს მართავენ მსვლელობას დამოუკიდებლობის წინააღმდეგ! – რატი იონათამიშვილი “თავისუფლების მარშზე”

    9 აპრილს მართავენ მსვლელობას დამოუკიდებლობის წინააღმდეგ! – რატი იონათამიშვილი “თავისუფლების მარშზე”

    “ამაზე მეტი სიმბოლიზმი, ამაზე მეტი ლუსტრაცია რა უნდა იყოს და ამაზე მეტი მტრობა რა უნდა ჩაიდინონ – 9 აპრილს მართავენ მსვლელობას გამჭვირვალობისა და დამოუკიდებლობის წინააღმდეგ!”,

    აცხადებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი.

    “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ამ სახელწოდებით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს. მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

  • “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – პარლამენტთან აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს

    “კი ევროპას! არა რუსულ კანონს!” – ამ სახელწოდებით რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტის შენობამდე აქცია-მსვლელობა მიმდინარეობს.მსვლელობაში მონაწილეობას იღებენ პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრები, სამოქალაქო აქტივისტები, სტუდენტები და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები.

    “მნიშვნელოვანია, რომ ადამიანებმა გაიაზრონ, რას ნიშნავს ამ კანონის მიღება და რა ნაბიჯია ეს ივანიშვილის ხელისუფლების მხრიდან. ამ კანონის მიღება ნიშნავს უარის თქმას რეფორმებზე, რომელიც გვჭირდება, უარს ევროპულ გზაზე და უარს ყველა იმ სიკეთეზე, რომელიც ჩვენ შეიძლება მივიღოთ 2030 წელს, თუ გავხდებით ევროკავშირის წევრები. ასეთი შესაძლებლობა ამ ქვეყანას არ ჰქონია არასდროს და ამ ფანჯარას გვიხურავენ ესენი საკუთარი ინტერესების გამო. ამის გააზრება, გამოსვლა და გაპროტესტება არის მნიშვნელოვანი”- თქვა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ მსვლელობისას.

  • ”საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია” – ზურა ჯაფარიძე „ალტ-ინფოს“ პარტიის გაუქმებაზე

    ”საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია” – ასე ეხმაურება, პარტია “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, საჯარო რეესტრის გადაწყვეტილებას. „ალტ-ინფოს“ პარტიის, „კონსერვატიული მოძრაობის“ გაუქმებას.

    ”ალტ-ინფოს პარტია რეესტრმა გააუქმა 3 წლის წინ რეგისტრაციის დროს რაღაც ფორმალური დარღვევების არსებობის გამო, რომლებიც თურმე ახლა აღმოაჩინეს, 3 წლის შემდეგ
    ცხადზე ცხადია რომ მოტივი პოლიტიკურია და ბიძინა პრო-რუსულ ველს ისუფთავებს რათა ხმების გაყოფა არ მოუწიოს არაფერი ამაში სასიხარულო არაა, საშიში პრეცედენტია და დაუშვებელია ნებისმიერ პარტიასთან მიმართებაში, როგორი მიუღებელიც არ უნდა იყოს მისი ხედვები
    მსგავსი თითიდან გამოწოვილი საბაბით მიადგებიან ნებისმიერ არასასურველ პარტიას
    და ის რომ ალტ-ინფოს ლიდერები ციხეში უნდა იჯდნენ 5 ივლისის ორგანიზებისთვის, ამასთან არაფერ შუაშია”. – წერს ჯაფარიძე.

     

  • ოცნებას ეს იმისთვის დასჭირდა, რომ საზოგადოება 2 ნაწილად გაყოს – გახარია რუსულ კანონზე

    9 აპრილიდან 35 წელი გავიდა და ჩვენ, ქართველებს, ის დიდი ეროვნული მოძრაობა, რომელიც ამ ადამიანებმა დაიწყეს, დასამთავრებელი გვაქვს – ყველას ერთად. ამისთვის ყველაზე კარგი მომენტი ახლაა – საქართველოს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობა მშვიდობითა და წინსვლით დავასრულოთ.

    ქართულ ოცნებას ეს [რუსული კანონი] იმისთვის დასჭირდა, რომ ქართული საზოგადოება ერთმანეთს დაუპირისპიროს და ის 2 ნაწილად გაყოს – ვიღაცას უკვე ფორმალურად, იურიდიულად დაარქვას აგენტი, მოღალატე – ვიღაცას კი პატრიოტი. ეს ურთიერთდაპირისპირების მხოლოდ ის გარემოა, რომელშიც, შესაძლებელია, რომ ოცნებამ არჩევნებზე თავი გადაირჩინოს.

    თქვა პარტია საქართველოსთვის ლიდერმა, გიორგი გახარიამ 9 აპრილის მემორიალთან.

  • უკრაინის ტერიტორიის 26% პოტენციურად საშიშია რუსული ნაღმების გამო – შმიგალი

    „ვცდილობთ შევქმნათ ეფექტური ბაზარი ნაღმების გაწმენდისთვის, მოვიზიდოთ მაქსიმალური ინოვაციები და დავიწყოთ აღჭურვილობის მასობრივი წარმოება, რათა რუსული ნაღმების განეიტრალებას წლები დასჭირდეს და არა ათწლეულები.[…] წლის დასაწყისიდან 80 ათას ჰექტარზე მეტი მიწის ფართობი უკვე გამოკვლეულია, საიდანაც 74 ათასი ჰექტარი დავაბრუნეთ ექსპლუატაციაში, სერტიფიცირებულია 34 დანაღმული ოპერატორი, ათობით საწარმო გადის ამ პროცედურას. 750-მდე პიროტექნიკური ჯგუფი დაკავებულია განაღმვით, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ რიცხვი მუდმივად მზარდი იყოს“

    აცხადებს, უკრაინის პრემიერ-მინისტრი დენის შმიგალი.

  • არა რუსულ კანონს კი არა, საერთოდ რუსეთს არა! – გიული ჩოხელი

    ”1989 წლის 9 აპრილის შემდეგ, მე რუსეთისა და რუსის არ მწამს. ხსენებაც არ მინდა. ამ თარიღის მერე, მოსკოვში არც ჩავსულვარ და არც არასოდეს ჩავალ. ჩემი შვილი იქ არის დასაფლავებული, მაგრამ მე რუსეთში მაინც არ მივდივარ. თუ საქართველოს მთავრობას სინდისი შერჩენილი აქვს, ჩემი შვილი ჩვენთან უნდა გადმოასვენონ, მაგრამ არავინ ინძრევა. ასეთ უბედურებაში ვარ.

    ახალგაზრდებს ვეტყვი, რომ რუსეთთან დამოკიდებულებაში ძალიან ფრთხილად უნდა იყვნენ. არა რუსულ კანონს კი არა, საერთოდ რუსეთს არა. სანამ ისინი არ შეიცვლებიან, ბოდიშს არ მოიხდიან და ჩვენს მიწებს არ დაგვიბრუნებენ, ისინი არ არსებობენ”.

    ამბობს ქართველი ჯაზ-მომღერალი, გიული ჩოხელი ფორმულასთან სატელეფონო საუბარში.

  • ამერიკა-საქართველოს დამოუკიდებლობა, თავისუფლება, დემოკრატია გვაერთიანებს – აშშ-ის საელჩო

    აპრილს ვიხსენებთ საბჭოთა არმიის ხელით დაღუპულ 21 ადამიანსა და ასობით დაშავებულსრომელიც მშვიდობიანი დემონსტრაციით თავისუფლებას ითხოვდაპატივს მივაგებთ მათ ხსოვნასვინც ვერ მოესწრო იმ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობასრომლისთვისაც ყველაზე ძვირფასისიცოცხლე გაიღო.

    ასეთ დღეებში ყველაზე მძაფრად ვგრძნობთრატომ გვაერთიანებს ამერიკასაქართველოს ასე მჭიდროდ ჩვენი თანაზიარიუმაღლესი ღირებულებებიდამოუკიდებლობათავისუფლება და დემოკრატია”,

    საქართველოში, აშშ-ის საელჩო 9 აპრილის ტრაგედიიდან 35 წლის გასვლას ეხმაურება.

  • ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან, ან სანქციებს ელოდებიან – გოცირიძე

    ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან, ან სანქციებს ელოდებიან – გოცირიძე

    ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან, ან სანქციებს ელოდებიან – ასე ეხმაურება,  დეპუტატი რომან გოცირიძე ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც  სავალუტო რეზერვებს მონეტარული ოქრო დაემატა.

    “ქვეყნის რეზერვების 11 პროცენტი, 500 მილიონი დოლარი ჩაყარო ისეთ აქტივში, ოქროში, რომლის ფასი მკვეთრად მერყევია, იყიდო ღირებულების პიკზე, ჩამოიტანო თბილისში და დაასაწყობო, არის  უაზრობა. ამ ხუთას მილიონ დოლარს ყოველწლიურად რამდენიმე მილიონი დოლარი შემოსავალი მოჰქონდა.
    ბოლო პერიოდში, ოქროს საკუთარ საცავებში ის ქვეყნები აბრუნებენ, რომლებიც დასანქცირებული არიან ან სანქციებს ელოდებიან.
    ეროვნულმა ბანკმა უნდა ახსნას 7 ტონა ოქროს შეძენის  მიზანშეწონილობა და ის დანაკარგები თუ შემოსავლები, რაც გრძელვადიან პერიოდში ამას შეიძლება მოჰყვეს.
    როგორც გახდა ცნობილი, არც სავალუტო ფონდი მიესალმებოდა ამ ფაქტს.”- წერს გოცირიძე.