Category: ახალი ამბები

  • 2008-ში NATO-ს ჩანაწერი გარკვეულწილად მაპროვოცირებელი იყო ომის პროცესის დაწყების – წილოსანი

    “მთელი დილაა ვხედავთ ჟრიამულს ოპოზიციურ ველში, განსაკუთრებით თვალში მომხდა ბუკა პეტრიაშვილის პოსტი, სადაც ის პარალელს ავლებს 2008 წელს NATO-ს სამიტზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელსაც ნამდვილად (შეიძლება, ასე დადასტურებულად არა, მაგრამ არაერთი შეფასებით) მოყვა 2008 წლის საომარი პროცესები საქართველოში. ამიტომ, როდესაც ოპოზიციონერი პოლიტიკოსები პარალელს ავლებენ 2008 წლის NATO-ს ჩანაწერზე, რომელსაც მოყვა ესკალაცია და საომარი დაძაბულობა, რაც ქვეყნისთვის უმძიმესი დაღია და ამას ისურვებენ და ამას უჭერენ მხარს, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება შეფასებული.[…]არაერთი შეფასებით, 2008 წლის NATO-ს ჩანაწერით და იმ პირობებში, როცა NATO-ს შემადგენლობაში საქართველო ვერ იქნა შეყვანილი და სამწუხაროდ, განსაკუთრებული მოწყვლადობა ჰქონდა ქვეყანას, გარკვეულწილად იყო მაპროვოცირებელი და რუსეთის მხრიდან გავხდით მსხვერპლი ამ ძალადობის და რეალურად, ომის პროცესების დასაწყისის”

  • ”ოცნება” ანადგურებს ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას – ლექსმანი

    2008 წელს ჩვენ ისტორიული შეცდომა დავუშვით, რომელიც ჩვენმა მოწინააღმდეგეებმა გამოიყენეს. დღეს საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის ბრძანებებს ასრულებს და ანადგურებს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას. იმედი მაქვს, რომ ქართველი ხალხი ამ დამანგრეველ ტენდენციებს შემოაბრუნებს.

    წერს ევროპარლამენტარი მირიამ ლექსმანი X-ზე.

  • პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

    პრეზიდენტმა 13 მსჯავრდებული შეიწყალა

    პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სალომე ზურაბიშვილმა დღეს, 11 ივლისს, 13 მსჯავრდებული შეიწყალა.

    “საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 13 მსჯავრდებული შეიწყალა. 6 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, ხოლო 5 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის, 1 ქალ მსჯავრდებულს. შეწყალების აქტი შეეხო ასევე 2 მსჯავრდებულს, რომელთა სასჯელები თავისუფლების აღკვეთასთან არ არის დაკავშირებული” – წერია ადმინისტრაციის გავრცელებულ განცხადებაში.

  • ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც პუტინი საქართველოში შეიჭრა – ბორელი

    “ჩვენ ვნახეთ პუტინის მიერ ხალხის ხოცვა ჩეჩნეთში, სირიაში. ჩვენი რეაგირება რბილი იყო, როდესაც ვლადიმირ პუტინი საქართველოში შეიჭრა 2008 წელს და ნახევარი გულით გამოვეხმაურეთ პუტინის ქმედებას, როდესაც ის 2014 წელს ყირიმის ანექსიას ახორციელებდა. არ გვინდოდა იმის დანახვა, რაც აშკარა იყო. პუტინს სურს, რუსეთი კვლავ დომინირებდეს სამეზობლოში. პუტინი არ თმობს რუსეთის იმპერიალისტურ ამბიციებს, ეს არის პრობლემა. რუსეთი კვლავ იმპერიასავით იქცევა და პუტინს სურს, აღადგინოს იმპერია – იქნება ეს მეფის იმპერია თუ საბჭოთა იმპერია. 2022 წლის თებერვალში, როდესაც მათ დაიწყეს კიევის დაბომბვა, ჩვენ გამოვფხიზლდით ამ საშინელ რეალობაში და ცუდად მომზადებულნი აღმოვჩნდით. გავიღვიძეთ და შემდეგ მივხვდით, რომ არ ვიყავით მზად ამ გამოწვევისთვის. 75 წლის წინ საბჭოთა კავშირი წარმოჩინდა, როგორც საფრთხე ევროპაში თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის, ჩვენ ვუპასუხეთ ერთიანობითა და ძალით. დღეს კი ერთადერთი, რისი გაკეთებაც შეგვიძლია, არის იმავე გზის გაგრძელება”.

    აცხადებს, საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი.

  • ბუქარესტის შემდეგ გაწეული მძიმე შრომა რუსული კანონის წყალობით წყალში ჩაიყარა – კოფი

    NATO-ს დეკლარაციიდან საქართველოს NATO-ს მისწრაფებების ნებისმიერი ხსენება ამოღებულია. 2008 წელს ბუქარესტის შემდეგ გაწეული მთელი მძიმე შრომა “რუსული კანონის” წყალობით წყალში ჩაიყარა. ეს იმის ნათელი, ტრაგიკული და უდავო მტკიცებულებაა, რომ ქართულმა ოცნებამ საქართველოს ევროატლანტიკური გზა შეაფერხა

    წერს ჰადსონის ინსტიტუტის უფროსი მკვლევარი, ლუკ კოფი X-ზე.

  • გენერალური პროკურორობის კანდიდატად პარლამენტს გიორგი გაბიტაშვილი წარედგინება

    საპროკურორო საბჭო პარლამენტს გენერალური პროკურორის კანდიდატად გენერალური პროკურორის მოქმედ მოადგილეს, გიორგი გაბიტაშვილს წარუდგენს.

    საბჭომ გადაწყვეტილება ფარული კენჭისყრის გზით მიიღო. კენჭისყრაში მონაწილეობა საბჭოს 11-მა წევრმა მიიღო, ყველა მათგანმა ხმა გაბიტაშვილის კანდიდატურას მისცა.

    გიორგი გაბიტაშვილი ამჟამად გენპროკურორის მოადგილის პოსტს იკავებს.

  • სახელმწიფოს წლებია საბავშვო ატრაქციონები რუსეთიდან ჩამოაქვს – ფლანგვის დეტექტორი

    სახელმწიფოს წლებია, პარკებისთვის და სკვერებისთვის საბავშვო ატრაქციონები და ტრენაჟორები რუსეთიდან ჩამოაქვს. ინფორმაციას “ფლანგვის დეტექტორი” ავრცელებს. მხოლოდ 2014-2024 წლებში, შპს ჯეო პარკს თითქმის ₾17 მილიონი გადაუხადეს რუსეთიდან ტრენაჟორებისა და ატრაქციონების ჩამოსატანად.

    “საქართველოს მთავრობას არც მაშინ შეუჩერებია რუსული პროდუქციის ყიდვა, როდესაც რუსეთმა უკრაინაში ომი დაიწყო. ომის დაწყების შემდეგ რუსული ტრენაჟორებისა და ატრაქციონების ჩამოსატანად ბიუჯეტიდან ₾2.5 მილიონი დაიხარჯა. სიმბოლურია, რომ რუსული პროდუქციის შემომტანი კომპანია 2008 წლის 8 აგვისტოს დაფუძნდა”, – წერია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

  • ქართველების მისწრაფებების პასუხად ოცნებამ მიიღო რუსული, ორაზროვანი კანონი – უილსონი

    “ქართველმა ხალხმა ცხადყო, რომ მათ სურთ იცხოვრონ თავისუფალ და დემოკრატიულ საქართველოში. ომის დამნაშავე პუტინმა უკანონოდ მოახდინა საქართველოს სუვერენული ტერიტორიების ოკუპაცია 2008 წლის შემდეგ, სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი. ეს გააკეთა ომის კრიმინალმა პუტინმა და არ ყოფილა შთაგონებული რაიმე სხვა ალიანსის მიერ. მე მოვინახულე ქართული ქალაქი გორი, ჩემი თვალით ვნახე პუტინის უკანონო ძალები. მე ასევე ძალიან აღფრთოვანებული ვიყავი დედაქალაქ თბილისში ვიზიტით, როგორი შესანიშნავი ხალხი ცხოვრობს იქ.

    მე მყავს 4 ვაჟი, რომლებიც ოკეანის გადაღმა მსახურობდნენ ქართველ სამხედროებთან ერთად. დავადგინეთ, რომ ისინი ძალიან გამბედავები და მოქნილები არიან. ქართველი ხალხის მიზანდასახულობის პასუხად ქართულმა ოცნებამ მიიღო რუსული სტილის ორაზროვანი კანონი, რომელიც თვითნებური დაკავებისა და სიტყვის თავისუფლების კრიმინალიზაციის საშუალებას იძლევა. სამწუხაროდ, პუტინის უცხოელი აგენტის კანონი თავდაპირველად მიღებული იყო იმისთვის, რომ შეეზღუდათ რუსი ხალხი. ომის კრიმინალი პუტინი არეკლამებს ამ ღალატს, პარალელურად ცდილობს დანგრეული საბჭოთა კავშირის აღდგენას, რათა ისარგებლონ ოლიგარქებმა.”

    განაცხადა რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯო უილსონმა წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა კომიტეტის სხდომაზე

  • “გავხდი თაღლითი პოლიტიკოსების მსხვერპლი… მან ჩემსკენ გამოიწია დასარტყამად” – რას წერს ნანა ლეჟავა TV24-დან წამოსვლის შემდეგ

    “გავხდი თაღლითი პოლიტიკოსების მსხვერპლი… მან ჩემსკენ გამოიწია დასარტყამად, მე ლამის წყლის ბოთლი დავალეწე თავზე” – წერს ამის შესახებ ტელეკომპანია TV24-ის ყოფილი დირექტორი და მთავარი საინფორმაციო გამოშვების თანაწამყვანი, ნანა ლეჟავა. გავრცელებული ინფორმაციით, ნანა ლეჟავამ ტელევიზია ფინანსური საკითხების გამო დატოვა, თუმცა რეალურ მიზეზებზე მან ახლახან სოციალურ ქსელში ისაუბრა.

    “ამბავი იმაზედ, როგორ გავხდი თაღლითების მსხვერპლი

    სათაურში შემძლო გამეტანა – როგორ გავხდი თაღლითი პილიტიკოსების მსხვერპლი, მაგრამ პოლიტიკოსებად ამ ადამიანების მოხსენიება ცოტა ხმამაღლი განაცხადი მგონია. ამიტომ დავტოვებ როგორც არის. მოკლედ, გიყვებით: ეს ორი ადამიანი – შოთა შალელაშვილი და მისი ნდობით აღჭურვილი პირი და მონა-მორჩილი, ვინმე სანდრო თოფურია თვეების განმავლობაში ცდილობდნენ ჩემთან კონტაქტს , თუმცა უშედეგოდ. საერთო მეგობრის ჩარევის შემდეგ კონტაქტი შედგა. სწორედ იქ გავიგე, რომ პარტიაც ჰქონიათ, ორკაციანი, და დიდი გეგმები ტელევიზიის შექმნასთან დაკავშირებით. ითქვა, რომ 2024 არჩევნებში მონაწილეობას არ აპირებდნენ, უფრო შორეული პერსპექტივის ამბავი იყო ეგ. მათი მხრიდან დაიდო უამრავი პირობა, რომ სურდათ ეხილათ ყველა პარტიისგან დამოუკიდებელი ტელევიზია. დაგვეწყო მცირე ბიუჯეტით, შემდეგ გავიზრდებოდით. ნუ, პატარა ბავშვი არ ვარ და ვიცი, რომ ასე უმიზნოდ ამ საცოდავ ქვეყანაში ტელევიზიას არავინ ხსნის. გარკვევით ავუხსენი, რომ თუ ჰქონდათ იმედი, ეს ტვ მათ ოქტომბრის არჩევნებში რამე დივიდენდებს მოუტანდა, დაევიწყებინათ ეს ამბავი. რა თქმა უნდა, უარყვეს.

    ამის შემდედ იწყება მუშაობა ტვს გასახსნელად: ოფისი, ტექნიკა, სტაფი . რა თქმა უნდა, როგორც მომავალმა დირექტორმა ვიკითხე, რა იქნებოდა ტელევიზიის ბიუჯეტი, რომ განმესაზღვრა მომავალი. ნუ, ამაზე პასუხი იყო – რაც დაგჭირდება -იქნება. გაიწერა სტრუქტურა – პირველ ეტაპზე რამდენი თანამშრომელი გვჭირდებოდა, რა ტექნიკა – და შევუდექით საქმეს. ტელევიზიის ტექნიკური აღჭურვა სანდრო თოფურიას ჩააბარეს, ვინაიდან მე ფინანსებში გარევა არ მოვინდომე. ეს ადამიანი შოთა შალელაშვილის მარჯვენა ხელია და ყველაზე სანდო კაცი, როგორც მივხვდი. საბოლოოდ,თვენახევარში ამ ხალხმა მომთხოვა სასწრაფოდ ეთერში გასვლა, თუმცა ჩვენ არ გვქონდა საეთერო ბადე შევსებული. მხოლოდ საინფორმაციო გამოშვებებისთვისაც კი არ ვიყავით ტექნიკურად მზად! (ლაივუები ბოლო დღეს ჩამოვიდა, ბოლო დღემდე არ გვქონდა შიდა ქსელი, ხმის ჩამწერი ოთახი და მილიონი რამ), მაგრამ მფლობელს ეთერში გასვლა ისტერიულად ეჩქარებოდა. ამიტომ, ზუსტად თვენახევარში პირველი ეთერიც შედგა და, პროფესიონალების დამსახურებით, კარგი ეთერი – ამას ვიტყვი ხმამაღლა და თავაწეული. 10 ივნისს გავდივართ ეთერში და მანამდე ვიღებ სანდრო თოფურიას პირობას, რომ ოღონდ ეთერში გავიდე და მექნება ყველაფერი ნორმალური ფუნქციონირებისათვის! არ დაგვიწყდეთ, რომ არ მყავს ფროდაქშენი (ძვირი ჯდებოდა), შესყიდვები, ანუ ჯერ ვერც ვოცნებობ რომ ბადეში საინფორმაციოს გარდა სხვა გადაცემა მექნება, მაგრამ მპირდებიან, რომ, აი, მე ეთერში გავიდე და ოქროს სარაიას ამიშენებენ!

    არც ერთი თანამშრომელი, რომელიც მუშაობს ტვ 24 ში, არ მიმიღია ბატონ სანდროსთან შეთანხმების გარეშე! თუმცა მუდმივად მიწევდა ახსნა, მაგალითად , რაში მჭირდება ორი ვიზაჟისტი ! რეგიონებში სტრინგერები (ბიუროები ძვირი სიამოვნებაა), სამ სამონტაჟოზე მეტი, ხუთ კამერაზე მეტი. ვინც ტვ-ში მუშაობთ, ხომ იცით ინჯესტი რას აკეთებს? (ყველა მასალას იღებს) და მე მიწევდა ხმალაობა ამ ორ, ტელევიზიაში დილეტანტ ადამიანთან, რომ ეს ყველაფერი აუცილებელი იყო. მოკლედ, სადღაც 20 ივნისიდან დამოკიდებულება რადიკალურად იცვლება. ბატონმა შოთამ, როგორც ჩანს, მიიჩნია, რომ ძალიან ბევრს ხარჯავდა (როიტერზე ჯერ თანხმობა მომცეს, მერე გამაუქმებინეს – ძვირიაო) და სანდრო თოფურიას მხრიდან დაიწყო ყველა იმ შეთანხმების და დაპირების უტიფრად უარყოფა და დარღვევა, რაც მანამდე არსებობდა.

    ასე, მაგალითად, სანდრო თოფურია ერთი თვის წინ შეხვდა იურისტს, რომელზეც მთხოვა მიმეყვანა და გამეცნო მისთვის, მოელაპარაკა ხელფასზე, გრაფიკზე. ორი შეხვედრის შემდეგ დაითანხმა (ისიც ჩემი ფაქტორის გათვალისწინებით). ერთ თვეში, როცა ორი იურისტი უკვე აყვანილია და მუშაობს – სანდრო ამას იკვირვებს. ამბობს, რომ მანევრი ჩაუტარეს ! და რატომ უნდა უხადოს ხელფასი!ანუ ის ორი შეხვედრა, შეთანხმება, პირზე კოცნა, ვაუ რა მაგარია, რომ დაგითანხმე – გაქრა ხალხო!!იგივე ხდება ფილმების შესყიდვაზე – ელაპარკაება ერთ-ერთ კომპანიას, სადაც შუამავალი ასევე ვარ მე. მეილზე მე ვუფორვარდებ ფილმების სიას. თავად არჩევს სათითაოდ ფილმებს. 7 ივნისს თავად უკავშირდება ამ კომპანიის ხელმძღვნელს და ტელეფონით უდასტურებს, რომ უნდა ეს ფილმები და ლიცენზიების მოპოვებას თხოვს. ერთ კვირაში ფილმების ნაწილზე ლიცენზია მზადაა. ვაკეთებთ ანონსებს, ვაჩვენებ ამ ანონსებს ბატონ სანდროს. ის უკვე სიხარულით ჭყლოპინებს – ვაუ, რა მაგარი ანონსია (მიმოწერა არსებობს) და როცა უკვე უნდა გაფორმდეს ხელშეკრულებები, ნურას უკაცრავად! როგორც ჩანს, ბატონ შოთას არ მოსწონს ფასი – ძვირია- და ზარია ჩემთან სანდროსი: მე ამ ფილმებზე არ მითქვამს თანმობა! რატომ იყიდეთ?? ვინ იყიდა??რატომ გადის??

    ბოდიშიიიიიი???? მოკლედ,გადააგდეს ის კომპანიაც! სანდრო მის ბატონთან კატეგორულარ უარყოფს რომ ფილმები მისი არჩევანი იყო)))რომელი ერთი მოვყვე კიდევ??? საბოლოოდ რა დამბრალდა მე: უი,რამხელა სტაფია, ვინ გითხრა – ამდენი თანამშრომელი აიყვანეო? როცა ყველა მათგანი გავლილი იყო ბატონ სანდროსთან იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე დამოუკიდებლად ამ ხალხს ვერ გადავუხდიდი ხელფასს! მანიპულატორი ვარ და ფილმებზე გადაწყვეტილება მიმიმიღია დამოუკიდებლად! ვასაქმებდი ნათესავ -მეგობრებს. დიახ, ბატონო შოთა და ბატონი სანდრო, ამ სფეროში ბევრი მეგობარი მყავს მაგრამ ყველა ადამიანი, ვინც მე მოვიყვანე, არის პროფესიონალი და თითოეულ მათგანზე საკუთარი თავით ვაგებ პასუხს. რასაც ვერ ვიტყვი თქვენს მიერ მოყვანილი თანამშრომლების ნაწილზე, რომლებიც იყვნენ არაკომპეტენტურები და მათი საქმე მხოლოდ “დანოსების” წერა იყო.

    ურთიერთობა შევიდა ჩიხში და მივიღე გადაწყვეტილება, ბატონი შოთა ჩამეყენებინა საქმის კურსში. მე ეთერში გავსლამდე მისი ტელეფონის ნომერიც კი არ ვიცოდი, იმდენად არ მქონდა მასთან ურთიერთობა და არც მჭირდებოდა. ბატონ შოთას შევხდვი ხუთშაბათს 4 ივლისს, პირისპირ და მოვუყევი ყველა იმ უტიფარი და გაუგონარი ტყუილის შესახებ, რასაც მისი ნდობით აღჭურვილი პირი კადრულობდა! პასუხად მივიღე, რომ ვერ დაიჯერებს!და უარესი ამბები მოვისმინე: მაგალითად, ბატონი შოთა არ აპირებს საშემოსავლოს გადახდას და ეს თანამშრომლებმა უნდა გადაიხადონ. კიდევ ერთხელ, ბოდიშიიი?? კონტრაქტებში რომ სხვანაირად წერია?? ნუ, ეს სანდროს პრობლემააო, რატომ ჩაიწერა ასე თურმე. იქვე დავაფიქსირე,რომ ასე ვერ ვიმუშავებდი და წავიდოდი. ნუ იჩქარებო, იყო პასუხი და შემდეგი შეხვედრა შაბათს 6 ივლისს დაინიშნა, უკვე სანდროსთან ერთად.

    ვინაიდან საბოლოოდ დავრწმუნდი,რომ თაღლითებთან მქონდა საქმე, მომზადებული წავედი და საუბარი ჩავიწერე ტელეფონით . ნუ ისინი ორი ტელეფონით მწერდნენ! ძალიან რომ არ გამიგრძელდეს, ხალხო, თმა ყალყზე დამიდგა იმ უტიფარი ტყუილების მოსმენით რასაც ეს ხალხი კადრულობდა!! პირველი ჩემი შეკითხვა შეეხებოდა რას ნიშნავს, რომ თანამშრომლებმა უნდა გადაიხადონ საშემოსავლო?? როცა წინა თვეში მათ დაგვიანებით, მაგრამ მაინც აიღეს ხელფასი დაუბეგრავად – ის, რაც ეწერათ კონტრაქტებში!! პასუხი ???? წინა თვეში საერთოდ არ ეკუთვნოდათ მათ ხელფასები -ეთერში არ გადიოდით და მე რა ვალდებულება მქონდა, ხელფასები მეხადა??? შენი პატივისცემით დავარიგე მაშინ!!! ანუ, ხალხო, კონტრაქტების თავზეც გავიარეთო, მე ვარ ის დირექტორი, ვისი ხათრითაც ხელფასები რიგდება! მოკლედ საუბარი არ შედგა ბატონი სანდრო თოფურიას უტიფარი ტყუილების გამო. ბოლოს ყველაფერი იმით დასრულდა, რომ მან ჩემსკენ გამოიწია დასარტყამად, მე კი, ამ თაღლითების შემხედვარე, ლამის მოძალადედ ვიქეცი და ლამის წყლის ბოთლი(პლასტმასის :დდ ) დავალეწე თავზე ამ მონას . მადლობა ღმერთს, არსებობს ჩანაწერი, სადაც ყველაფერი გარკვევით ისმის. მე ეს ჩანაწერი მოვასმენინე ყველა თანამშრომელს, რომლებიც ამ დრომდე ელოდებიან კუთვნილ ხელფასს . ისინი შეხვდნენ სანდრო თოფურიას. ბატონმა შოთამ არ იკადრა ნიუსრუმთან შეხვედრა და ამ შეხვედრაზე მონამ უარყო საშემოსავლოს პრობლემაც, წინა თვის ხელფასის ახსნაც და ყველაფერი, ყველაფერი რაც ჩანაწერშია!!მოკლედ, შემიძლია ბევრი რამ მოვყვე. მათ შორის სანდროს და შოთას მოყვანილ და შემდეგ “ატკატების”მიზეზით სანდროს მიერვე გაგდებულ და უკან მობრუნებულ თანამშრომლებზე (საუბარია ტექ-დირექტორზე, რომელიც მე უკვე დამახვედრეს და ბატონი სანდროს დაქვემდებარებაში იყო სტაფიანად, ასე უნდა ყოფილიყო სანამ საბოლოოდ არ დავლაგდებოდით) ხოდა “ატკატებს” და ფულის შეჭმას რომ აბრალებდა, ის კაცი ორ კვირაში უკან დააბრუნა!

    და ბოლოს:
    მივმართავ პრეზიდენტს, რომლის მხარდაჭერითაც თურმე იქმნება კოალიცია და იქ ეს ბატონები უნდა იყვნენ გაერთიანებულნი! არ გირჩევთ თაღლითების პოლიტიკურ ველზე შემოყვანას, თუნდაც მათ დიდი ფინანსური რესურსი ჰქონდეთ!! ისედაც ბევრი ნაგავია ქართული პოლიტიკიდან გასატანი და საქმეს ნუ გაგვირთულებთ ამომრჩეველს. გითხრათ, რად უნდოდათ ტელევიზია? წონას იმატებდნენ – აი ობიექტური ტვ გვაქვს, ფული გვაქვს – ასე დადიოდნენ კარდაკარ :)) დანამდვიილებით ვიცი მათი შეხვედრები “ახალთან” როგორ სთავაზობდნენ თავს :)) თუმცა ორივე ნიკასგან უარი მიიღეს! ხოდა ბატონო შოთა, ხელფასები ჩაურიცხეთ ხალხს! მათ შორის მეც! წინა თვეში ჩემი,ამ კომპანიაში პირველი ხელფასის ნაწილიც გააქრეთ, ისე რომ უწყისზე ხელი არ მომიწერია, არ მომიტანა თქვენმა მონამ და არც საშემოსავლო გადაგიხდიათ როგორც მე მაბოლებდით. კომპენსაციასაც გადაიხდით !!!აქ უტვინო არავინაა)) ყველა სიტყვაზე, რაც აქ დავწერე, პასუხს ვაგებ. წარვადგენ აუდიო ჩანაწერსაც და ყველა ადამიანი, ვისთანაც სანდრო თოფურიას ჰქონდა პირადი შეთანხმება და შემდეგ გადააგდო, ასევე მზადაა სალაპარაკოდ.

    ბოდიში ყველასთან, რომ ასეთი მიამიტი აღმოვჩნდი. ბოდიში ყველა იმ ადამიანთან, ვინც დავასაქმე, ვინც ჩემს გამო დატოვა სამსახური და ტვ 24-ში კარგი საქმეების საკეთებლად წამოვიდა. დიდი მადლობა ტვ 24 ის გუნდს , თითოეულ თანამშრომელს, ისინი არიან პროფესიონალები და მადლობა მათ ერთად გატარებული ყველა წუთისთვის! ჩვენ შევძელით შეგვექმნა ისეთი გუნდი და გარემო, სადაც ყოველი სამუშაო დღე ადამიანებს ბედნიერებას ანიჭებდა! ბატონო შოთა, ბატონო სანდრო, აი თქვენ კი პირობას გაძლევთ, რომ თქვენი გვარები ამ ქვეყანაში არასოდეს არც ერთ საარჩევნო ბიულეტენში არ იქნება!!”-წერს ნანა ლეჟავა სოციალურ ქსელში.

  • “F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლები გზაშია! ზაფხულში უკრაინის ცაზე იფრენენ!” – ბლინკენი

    ”თქვენ მოისმინეთ პრეზიდენტ ბაიდენის გუშინდელი გამოსვლა, სადაც მან ისაუბრა იმ სამუშაოზე, რომელიც ჩვენ და ჩვენმა მოკავშირეებმა გავწიეთ, რათა უკრაინისთვის მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემა მიგვეწოდებინა. კონკრტულად პეტრიოტები, მაგრამ ასევე სხვა სისტემებიც. ეს არის მნიშვნელოვანი უკრაინის ინფრასტრუქტურის, ხალხისა და დასაცავად. ეს ასევე არის საშუალება, რომ ჩვენ გავხსნათ უკრაინაში ინვესტიციების გზა, რაც ასევე მნიშვნელოვანია უკრაინის წინსვლისთვის. ასე რომ, ეს საჰაერო თავდაცვის სისტემები არის ნომერ პირველი პრიორიტეტი. თუმცა, ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი იმ ყოვლისმომცველი პაკეტისა, რომელიც ჩვენ მივიღეთ და ახლა დიდი სიამოვნებით ვაცხადებ, რომ F-16 ტიპის გამანადგურებლები უკვე გზაშია, ისინი მიდის ნიდერლანდებიდან, დანიიდან და უკრაინის ცაში იფრენენ უკვე ამ ზაფხულს”.

    ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვაშინგტონში, NATO-ს სამიტის ფარგლებში საუბრობს.