Category: ახალი ამბები

  • თბილისის ქუჩების ჩამონათვალი რომლებსაც 24 ივლისს ელექტრომომარაგება შეუწყდება

    ხვალ, 24 ივლისს თბილისის ნაწილს ელექტრომომარაგება დროებით შეუწყდება.

    გლდანის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, დავით სარაჯიშვილის გამზირის, გურამიშვილის გამზირის, რომან ჭელიძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ზარზმის, ხევძმარის, შეშელიძის, ხიზაბავრის, ევგენი ხარაძის, ილორის, ხიზამბარელის და ქერჩის ქუჩების მოსახლეობას.

    ჩუღურეთის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნინოშვილის, კონსტიტუციის, ყანჩელის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    სამგორის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის IV კვარტლის, მოსკოვის გამზირის, ქინძმარაულის და ზურაბ იარაჯულის ქუჩების მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 დასახლების II მიკრორაიონის, ვარკეთილის მასივის ზემო პლატოს II მიკრორაიონის და საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩის მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კახეთის გზატკეცილის, ორხევის დასახლების, ზემო ალექსეევკის დასახლების, აეროპორტის დასახლების, საქსოფმანქის დასახლების, კაკაბეთის, ამირანაშვილის, გოკიელის, სააკაძის, თენგიზ ჩანტლაძის, ესენინის, გიორგი მუხაძის, ჩანტლაძის, ბანეთიშვილის, ფრისის, აბზიანიძის, პეტრიწის, წუწუნავას, ნიკო ფიროსმანის, ახვლედიანის, სააკაძის და მერაბ კოსტავას ქუჩების მოსახლეობას.

    ვაკის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დაბა  წყნეთის (ნაწილობრივ) მოსახლეობას.

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წყნეთის გზატკეცილის და ტაბლიაშვილის ქუჩის მოსახლეობას.

    დიდუბის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის II, III კვარტლების, რობაქიძის გამზირის, აკაკი წერეთელის გამზირის, ნონა გაფრინდაშვილის და აკაკი ბელიაშვილის ქუჩების მოსახლეობას.

    კრწანისის რაიონი

    გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჯვარედინის, თონეთის, ასკანის, ქვემო გომის, ვიწრო ჩიხის, ჰოვანეს თუმანიანის, ბეთლემის, იერუსალიმის და კოტე აფხაზის ქუჩების მოსახლეობას.

  • სასამართლომ დავით ქაცარავა 2 ათასი ლარით დააჯარიმა და იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა

    თბილისის საქალაქო სასამართლომ აქციაზე სამართალდამცავების მიერ ნაცემი “ანტისაოკუპაციო მოძრაობის” ლიდერი, დავით ქაცარავა 2 000 ლარით დააჯარიმა. ხოლო სანქციის სახით, მას ჩამოერთვა იარაღის ტარების უფლება 2 წლის ვადით.

    მის წინააღმდეგ საქმე აღძრული იყო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით, რაც პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას გულისხმობს.

    მოსამართლე  კობა ჩაგუნავამ წვრილმან ხულიგნობასთან დაკავშირებით საქმის წარმოება შეწყვიტა, ხოლო ქაცარავა სამართალდამრღვევად სცნო სამართალდამცავებისთვის შეურაცხყოფისა და წინააღმდეგობის გაწევის ნაწილში.

  • ყველაფერზე არიან წამსვლელი, მათ შორის ტერორისტული აქტების მომზადებასა და ადამიანის მოკვლაზეც კი – იონათამიშვილი ოპოზიციაზე

    რადიკალური ოპოზიცია კარგად აცნობიერებს, რომ არჩევნები წაგებული აქვთ, ამიტომ ყველაფერზე არიან წამსვლელი, მათ შორის ტერორისტული აქტების მომზადებასა და ადამიანის მოკვლაზეც კი – დარწმუნებული ვარ, სუს-ში მიმდინარე გამოძიება ყველა საკითხს ნათელს მოჰფენს!.[…]რადიკალური ოპოზიციის მედია საშუალებები, გამოკითხული პირები და მათი ადვოკატები საზოგადოებას უმალავენ, რომ გამოძიება ტერორისტული აქტის მომზადების მუხლითაც მიმდინარეობს.აქ არის მთავარი კითხვა, რაც საზოგადოებას გააჩნია – მეექვსე დღეს რატომ წამოსცდათ ან აღიარეს ამ ადამიანებმა, რომ ამ უმძიმესი მუხლით მიმდინარეობს გამოძიება?!”

    ეს განცხადება მედიასთან “ქართული ოცნების” წევრმა რატი იონათამიშვილმა გააკეთა.

  • მდინარაძე ამბობს, რომ ტრამპს ომის პარტიამ ესროლა და ოცნებაზე “ტერაქტსაც” ის გეგმავს

    “ერთადერთი [ტერაქტთან დაკავშირებული გამოძიება] მახსენდება გივი თარგამაძის აფეთქების ფაქტი. არ ააფეთქეს თავისიანი იმისათვის, რომ ქვეყანაში არეულობა მოეხდინათ? არ ააფეთქეს? მოგვეჩვენა გივი თარგამაძის აფეთქებაც? თუ ბოლო პერიოდში მოეჩვენა ირაკლი კობახიძეს მინიშნება მკვლელობაზე? თუ ტრამპის ყურთან ჩაწუილებული ტყვია მოგვეჩვენა, და გაკაწრული და არა გარდაცვლილი, საბედნიეროდ, ტრამპი, ესეც მოგვეჩვენა? ფიცოს მკვლელობის მცდელობა მოგვეჩვენა? არ ხდება ეს გლობალური ძალების და გლობალური ომის პარტიის მიერ, რაღაც ძალის მიერ, რომელზეც სულ სპეკულირებთ, რომ არ არსებობს თითქოს? თავისით ემთხვევა?.[…] ტრამპის მკვლელობის მცდელობა, ფიცოს მკვლელობის მცდელობა, ორბანი რომ ავარიას გადაურჩა, კობახიძეს რომ რაღაცაზე მიუთითეს და ა.შ. ეს ყველაფერი შემთხვევით, აგერ მაინცდამაინც 2-3 თვეში დაემთხვა ერთმანეთს? დამთხვევების გჯერათ თქვენ? მე არ მჯერა ასეთი დამთხვევების და თქვენ დაიჯერეთ”

    განაცხადა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

     

  • ივანიშვილისა და ოცნების წევრების მიმართ ტერორისტული აქტის მომზადებაზე გვკითხეს – მიხეილ რამიშვილი

    “კითხვებიდან გამომდინარე, თითქოსდა იგეგმება მაღალჩინოსანი პოლიტიკოსების წინააღმდეგ ტერორისტული აქტის მომზადება. მათ შორის გამომძიებელმა ახსენა კონკრეტული სახელი და გვარი. იყო საუბარი ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარეზე, დასახელდა ბიძინა ივანიშვილი. კითხვები იყო, ხომ არ აპირებ ტერორისტულ აქტში მონაწილეობასო, რასაც ჰქვია სახელმწიფო გადატრიალება.[…]ჰკითხეს, თუ ჰქონდა კომუნიკაცია ისეთ ადამიანთან, როგორიც არის მამულაშვილი და ეგეთ ადამიანებთან. ძირითადად მათთან, ვინც უკრაინაშია და ხომ არ აქვთ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ურთიერთობები სხვა ქვეყნის სადაზვერვო სამსახურის წევრებთან. დარწმუნებული ვარ, საქართველოში არანაირი ტერორისტული აქტი არ მოხდება”

    განაცხადა ამის შესახებ, სუს-ის მიერ ტერორიზმის და შეთქმულების მომზადების საქმეზე დაბარებულის, აგვისტოს ომისა და აფხაზეთის ომის ვეტერანის, გელა კახაბრიშვილის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

  • განაწილების პრინციპი და კონსტიტუცია დაირღვაო, ხომ ამბობენ, თან სისულელეა, თან ტყუილი – მდინარაძე

    განაწილების პრინციპი და კონსტიტუცია დაირღვაო, ხომ ამბობენ, თან სისულელეა, თან ტყუილი – მდინარაძე

    “განაწილების პრინციპი და კონსტიტუცია დაირღვაო, ხომ ამბობენ, თან სისულელეა, თან ტყუილი. რატომ, იმიტომ, რომ სახელმწიფო განაწილების პრინციპი დაირღვეოდა იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს განსჯადი საქმე არ იქნებოდა და განიხილავდა სასამართლო, მარტივი იურიდიული კაზუსია, უმარტივესი, უპრიმიტიულესი. სასამართლოს არ შეეძლო განეხილა და განიხილა?! რადგან შეეძლო, ესე იგი მეორე და მესამე არის ტყუილი და სისულელე და პირველ არგუმენტს რაც შეეხება, დამოკიდებულია სამართლებრივად რამდენად სწორია, თუ ის ამბობს, რომ სამართლებრივად არასწორია, თქვას არგუმენტი”.

    ამბობს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრად კახა წიქარიშვილის დანიშვნის სასამართლოს მიერ შეჩერებაზე.

  • უკრაინელებმა დონეცკში კიდევ ერთი რუსული “სუ-25” ჩამოაგდეს

    უკრაინული მხარის ცნობით, გენერალ მარკ ბეზრუჩკოს სახელობის 110-ე ცალკეული მექანიზებული ბრიგადის მებრძოლებმა 23 ივლისს კიდევ ერთი რუსული სუ-25 ჩამოაგდეს.

    ოპერატიულ-სტრატეგიულ ჯგუფი “ხორტიცას” ცნობით,  საბრძოლო თვითმფრინავი  დონეცკის რეგიონში, პოკროვსკის მიმართულებით ჩამოაგდეს.

    აღნიშნულმა ბრიგადამ ამ თვეში მეორე სუ-25 გაანადგურა.

  • გვინახავს რუსეთის ჩარევა მსოფლიო არჩევნებში.. ქართველების გადასაწყვეტია მომავალი – სახ.დეპი

    გვინახავს რუსეთის ჩარევა მსოფლიო არჩევნებში.. ქართველების გადასაწყვეტია მომავალი – სახ.დეპი

    “ჩვენ გვინახავს რუსეთის არა მხოლოდ არაერთი მცდელობა, არამედ არჩევნებში პირდაპირი ჩარევა როგორც რეგიონში, ასევე მთელ მსოფლიოში და ყოველთვის ყურადღებით ვართ და ვაკვირდებით ამას. როგორც ჩვენგან არაერთხელ გსმენიათ, მნიშვნელოვანია, რომ ქართველმა ხალხმა და მხოლოდ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს მათი ქვეყნის მომავალი”,

    სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა მეთიუ მილერმა.

  • უკრაინამ რუსულ პორტზე დრონებით იერიში მიიტანა

    კრასნოდარის ოლქის გუბერნატორის, ვენიამინ კონდრატიევის თქმით, უკრაინამ უპილოტო საფრენი აპარატებით, ქერჩში მდებარე პორტ კავკაზზე იერიში მიიტანა.

    “დღეს დილით კავკაზის პორტში საბორნე გემს დრონები დაესხნენ თავს. შემთხვევის ადგილზე ამ დროისთვის სასწრაფო დახმარების ბრიგადებია მობილიზებული. ხანძარი ლოკალიზებულია, ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს. სამწუხაროდ, ეკიპაჟის წევრებსა და პორტის თანამშრომლებს შორის არიან დაშავებულები და გარდაცვლილები. გულწრფელ სამძიმარს ვუცხადებ ოჯახს და მეგობრებს”, – დაწერა მან.

    გუბერნატორის მტკიცებით, იერიშის შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა ხუთი ადამიანი.

    გარდა ამისა, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც 23 ივლისის ღამეს საჰაერო თავდაცვის სისტემებმა 75 უკრაინული დრონი გაანადგურა.

  • დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნაზე.. ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინებაა – ხმალაძეს გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი

    “დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნაზე.. ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინებაა ” – აცხადებს ამის შესახებ, უკრაინაში რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლი და რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების მონაწილე ნადიმ ხმალაძე, რომელიც მაგისტრ მოსამართლესთან გამოიკითხა. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კითხვები ტერორიზმის და “სახელმწიფო ამბოხის” საქმეებს ეხებოდა.

    “დაისვა კითხვები ჩემს ოჯახურ მდგომარეობაზე. ჩემს საქმიანობაზე წარსულში. ოღონდ ძალიან შორს წარსულში. დაისვა კითხვა უკრაინაზე, ჩემს იქ ყოფნასთან დაკავშირებით და ჩვეულებრივი, რაღაც ყოფითი კითხვები. არც შენობაზე ყოფილა საუბარი, არც კონკრეტულად ვინმე პირზე, ზოგადი საუბარი იყო – ხომ არ მაქვს ვინმესთან უცხოეთში კავშირი. ეს არის ჩვეულებრივი წინასაარჩევნო დაშინება, შეშინება თუ რაღაც ასეთი”, – განაცხადა ნადიმ ხმალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

    ამასთანავე, დღეს უსაფრთხოების სამსახურში იმყოფებოდა კიდევ ერთი ვეტერანი კონსტანტინე ჯღამაია, რომელმაც მას შემდეგ, რაც გაიგო რა საქმეზე იბარებენ, გადაწყვიტა რომ მანაც მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა მოითხოვოს.

    სუს-სგან შეტყობინება გამოკითხვის შესახებ მიიღეს ომის სხვა ვეტერანებმაც – ვაჟა ცეცაძემ,  ბესო ბენდელიანმა და ლაშა ჭიღლაძემ.