Category: ახალი ამბები

  • Reuters/Ipsos-ის კვლევით, ტრამპს ამომრჩევლის 42%, ხოლო ჰარისს 44% უჭერს მხარს

    Reuters/Ipsos-ის 22-23 ივლისს ჩატარებულ ონლაინ გამოკითხვის  შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც,  აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი 2%-ით უსწრებს რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს.

    ჰარისს ამერიკელების 44% უჭერს მხარს, ტრამპს – 42%.

    გამოკითხვაში მონაწილეობა აშშ-ს 1,241-მა მოქალაქემ მიიღო, რომელთაგან 1,018 რეგისტრირებული ამომრჩეველია.

    Reuters/Ipsos-ის წინა კვლევაში, 15-16 ივლისს, ჰარისს და ტრამპს 44%-იანი მხარდაჭერა ჰქონდათ, ხოლო თვის დასაწყისში რესპუბლიკელი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ერთი პროცენტით უსწრებდა.

    Reuters აღნიშნავს, რომ ეროვნული გამოკითხვები აჩვენებს მნიშვნელოვან ტენდენციებს ამერიკის მოსახლეობაში, მაგრამ საპრეზიდენტო არჩევნების ბედი ჩვეულებრივ წყდება რამდენიმე საკვანძო შტატში, რომლებიც მუდმივად მერყევი არიან.

     

     

  • წყენებზე მაღლა დადგომის, შერიგების და გამარჯვების დროა – ელისაშვილი

    წყენებზე მაღლა დადგომის, შერიგების, ერთობისა და გამარჯვების დროა.

    წერს ამის შესახებ პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი და მისი და მამუკა ხაზარაძის ერთობლივ ფოტოს ავრცელებს.

  • დონალდ ტრამპს კამალა ჰარისთან დებატები სურს

    დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას კამალა ჰარისთან დებატები სურს.

    „მე ჯო ბაიდენთან დებატებს დავთანხმდი, მაგრამ მე მასთან (კამალა ჰარისი) დებატები მსურს. მათ მსგავსი პოლიტიკა აქვთ. ვფიქრობ, დებატები საპრეზიდენტო რბოლისთვის მნიშვნელოვანია“, – განაცხადა ტრამპმა.

    21 ივლისს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ საარჩევნო მარათონს ეთიშება, კენჭს აღარ იყრის და მხარს კამალა ჰარისის კანდიდატურას უჭერს. იმავე დღესვე, 59 წლის კამალა ჰარისმა პრეზიდენტობის პოტენციური კანდიდატის სტატუსით დაიწყო მზადება დემოკრატიული პარტიის ყრილობისთვის, რომელზეც კანდიდატი ოფიციალურად უნდა დასახელდეს.ყრილობა 19 აგვისტოს ჩიკაგოში გაიხსნება.

  • დროგამოშვებით წვიმა – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    დროგამოშვებით წვიმა – როგორი ამინდი იქნება უახლოეს დღეებში

    გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 28 ივლისამდე საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი.

    თბილისში 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე დროგამოშვებით იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31, +33, ხოლო 26-27 ივლისს +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

    სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 26 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან და 27 ივლისს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი დაფიქსირდება.

    დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი): 25 ივლისის დილამდე იწვიმებს, დღისით კი გამოიდარებს. 26 ივლისს დღის მეორე ნახევრიდან და 27 ივლისს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივლისს დღისით +30, +32 გრადუსი დაფიქსირდება, ხოლო 27 ივლისს აგრილდება.

    დასავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივლისს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება, ხოლო 27 ივლისს დაიკლებს.

    დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (მესტია, ბახმარო): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25-26 ივლისს დღისით +26, +28 გრადუსი იქნება, ხოლო 27 ივლისს დაიკლებს.

    ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +31, +33 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 ივლისს აგრილდება.

    კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 25 ივლისს, დღის მეორე ნახევრიდან 28 ივლისამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +26, +28 გრადუსი იქნება.

    აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რეგიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა 25 ივლისს დღისით +28, +30 გრადუსი იქნება, ხოლო 26-27 ივლისს დაიკლებს.

    აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმიანი ამინდი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +22, +24 გრადუსი იქნება.

  • ხელისუფლების ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს – კახა ოქრიაშვილი

    ხელისუფლების ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს – კახა ოქრიაშვილი

    სამწუხარო რამ ხდება ჩვენს ქვეყანაში. “ოცნებამ“ პრაქტიკულად გაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, რაც პირველ რიგში, გამოიხატა ანტიდემოკრატიული, მათ შორის, ე.წ. რუსული კანონების მიღებით. არადემოკრატიული მმართველობის ქვეშ მყოფი ქვეყნები, სადაც ირღვევა ადამიანის უფლებები, ავიწროებენ ოპოზიციას, არ ტარდება სამართლიანი არჩევნები, არ არის თავისუფალი სასამართლო და შედეგად, ყველაფერი შიშით იმართება, არასდროს მოხვედრილან და ვერც მოხვდებიან ევროკავშირში. მაგრამ ამავდროულად, “ოცნების“ მთელი პროპაგანდა, პრემიერიდან რიგით დეპუტატამდე, იმაზეა აგებული, რომ საქართველო 2030 წელს  ევროკავშირის წევრი გახდება.

    თუ ოცნება დარჩება ხელისუფლებაში, ვერასდროს გავხდებით დასავლეთის ნაწილი.

    დღეს “ოცნება“ ორმაგ თამაშს თამაშობს და არსებობს დიდი საშიშროება, ამ ორმაგი თამაშით ქვეყანა ომში გახვიოს. ამ ხელისუფლების სიტყვას არ ენდობა არც დასავლეთი და აღარც რუსეთი. რუსეთმა იცის, რომ ქართული ოცნება “აფერისტი“ პოლიტიკური ძალაა, რომელმაც 2012 წელს მიცემული დაპირება არ შეუსრულა. ისევე, როგორც არ შეუსრულა დაპირებები დასავლეთს და ახლა ჩინეთის მოტყუებას ცდილობს. სამწუხაროდ, ისეთი თამაშები, როცა არ გაგაჩნია არც ეკონომიკა, არც თავდაცვისუნარიანობა და აღარც შენს სიტყვას აქვს ფასი, ცუდად მთავრდება. “ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე და კატასტროფამდე მიგვიყვანს.

    მე მხოლოდ ქართველი ხალხის იმედი მაქვს.

    ეს არჩევნები, ერთის მხრივ, იქნება – “ოცნება“, ომი, ემიგრაცია, ძალადობა, სიტყვის გატეხა, რეგრესი, ხოლო მეორეს მხრივ, ხალხი და კოალიციური ხელისუფლება, მშვიდობა, განვითარების პერსპექტივა, პროგრესი და შესაძლებლობების ფანჯარა ყველა მიმართულებით!

    აცხადებს დეპუტატი კახა ოქრიაშვილი.

  • 2012 წლიდან, საფრანგეთი საქართველოს 945 მილიონი ევროთი დაეხმარა

    2012 წლიდან, საფრანგეთი საქართველოს 945 მილიონი ევროთი დაეხმარა – შესაბამის ანგარიშს,  საფრანგეთის საელჩო აქვეყნებს.  €724 მლნ. საბიუჯეტო სესხებს მოხმარდა, სესხების ოდენობამ კერძო სექტორში185 მილიონი ევრო შეადგინა, ხოლო გრანტებში დაიხარჯა – 35 მლნ. ევრო.

    თანხები საელჩოს ცნობით, შემდეგნაირად გადანაწილდა:

    • 415 მლნ. ევრო ჩაიდო ენეგრეტიკაში;
    • 201 მლნ. ევრო – სოციალურ დაცვაში;
    • 185 მლნ. ევრო – კერძო სექტორში;
    • სასმელი წყალი და წყალარინება – 96 მლნ. ევრო;
    • სარწყავი სისტემა – 49 მლნ. ევრო.
  • დემოკრატები თუ გაიმარჯვებენ ომი 1 წელიწადში მორჩება, თუ რესპუბლიკელები – 6 თვეში – კობახიძე

    დემოკრატები თუ გაიმარჯვებენ ომი 1 წელიწადში მორჩება, თუ რესპუბლიკელები – 6 თვეში – კობახიძე

    ჩვენ ველოდებით, რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში დამთავრდება ომი უკრაინაში. თუ რესპუბლიკელები გაიმარჯვებენ, როგორც უკვე ითქვა, ვფიქრობთ, რომ უკვე იანვარშიც შეიძლება ომი დასრულდეს. როგორც კი ომი დასრულდება, როგორც რეგიონში ვითარება დამშვიდდება, მაშინვე  შეიცვლება მიდგომები საქართველოს მიმართ. ეს არის ჩვენი ოპტიმისტური მოლოდინი. […]

    ურთიერთობების გადატვირთვა არ არის აპრიორი დამოკიდებული რესპუბლიკელების გამარჯვებაზე. კიდევ ერთხელ გავიმეორებ: თუ დემოკრატები გაიმარჯვებენ, სავარაუდოდ, ერთ წელიწადში დასრულდება ომი, თუ რესპუბლიკელები – სავარაუდოდ, ნახევარ წელიწადში. ორივე შემთხვევაში, ომი დასრულდება, ვითარება დამშვიდდება რეგიონში და შეიცვლება დამოკიდებულება საქართველოს მიმართ. ანუ აპრიორი რესპუბლიკელების გამარჯვებაზე არ არის დაფუძნებული ჩვენი ოპტიმიზმი და ჩვენი იმედები. […]

    მე ვარ დარწმუნებული, რომ მაქსიმუმ ერთ წელიწადში, შეიძლება 6 თვეშიც, დაიწყება არსებითად, თვისებრივად [აშშ-საქართველოს] ურთიერთობების გადახედვა.

    განაცხადა პრემიერმინისტრმა და ქართული ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე.

  • გამოძიება ტერაქტის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, ივანიშვილის მკვლელობას ამზადებდნენ – სუსი

    “გამოძიება ტერაქტის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს, ივანიშვილის მკვლელობას ამზადებდნენ” – ამის შესახებ, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    “სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური იძიებს უკრაინაში მყოფი, საქართველოს ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნებისა და ძალოვანი უწყებების ყოფილი თანამშრომლების ორგანიზებით და დაფინანსებით, საქართველოში დანაშაულებრივი ქმედებების, მათ შორის, პარტია ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტებს.

    ხსენებული დანაშაულებრივი ქმედებების მიზანია, ქვეყანაში არეულობის მოწყობის და ხელისუფლების დასუსტების ფონზე, დესტრუქციული ძალების მიერ სახელმწიფო ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობა.

    სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარეობს აქტიური საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები, რომლის ფარგლებში ხდება კონკრეტულ პირთა საგამოძიებო ორგანოში დაბარება მათი მოწმის სახით გამოკითხვის მიზნით” – აცხადებს სუს-ი.

    გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 18-323-ე მუხლის პირველი ნაწილით და 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც 10-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწიმებს.

  • ტრამპზე თავდასხმის შემდე, აშშ-ს საიდუმლო სამსახურის პრეზიდენტი თანამდებობიდან გადადგა

    დონალდ ტრამპზე თავდასხმის შემდეგ, აშშ-ის საიდუმლო სამსახურის დირექტორი, კიმბერლი ჩიტლი თანამდებობიდან გადადგა. ჩიტლიმ ამ გადაწყვეტილების მიზეზად უსაფრთხოების სამსახურის შეცდომები დაასახელა.

    გადადგომის შესახებ განცხადება უკვე დაწერა.

    22 ივლისს, ჩიტლის,  გამოსვლისას, კონგრესმენებმა ტრამპზე თავდასხმასთან დაკავშირებით მწვავე შეკითხვები დაუსვეს. მან 13 ივლისს მომხდარ ფაქტს საიდუმლო სამსახურის “ბოლო ათწლეულში ყველაზე მნიშვნელოვანი ოპერატიული წარუმატებლობა” უწოდა. ამასთანავე  მან თქვა, რომ მომხდარით საიდუმლო სამსახურმა მარცხი განიცადა და სრულ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე იღებდა, თუმცა მიუხედავად კონგრესმენების მოწოდებებისა მის მიმართ, თანამდებობა დაეტოვებინა, აღნიშნა, რომ “საკუთარ თავს საუკეთესო ხელმძღვანელად მიიჩნევს”.

    კიმბერლი ჩიტლი ამ თანამდებობაზე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2022 წელს წარადგინა. ბაიდენმა ჩიტლის წარდგენაზე თქვა, რომ ის და მისი ოჯახი მის განსჯას და რჩევებს სრულად ენდობა. კიმბერლი ჩიტლი უსაფრთხოების სამსახურში სამი ათწლეულის განმავლობაში მუშაობდა.

  • ლელოს, დოლიძის პარტიისა და ცუცქირიძის მოძრაობას, პარტია მოქალაქეებიც შეუერთდა

    პარტია “ლელოს”, ანა დოლიძის პარტიისა და ლევან ცუცქირიძის პოლიტიკური მოძრაობის გაერთიანებას პარტია მოქალაქეებიც შეუერთდა.

    ალეკო ელისაშვილისა და მამუკა ხაზარაძის ფოტო ხაზარაძის Facebook გვერდზე გავრცელდა.

    “ძლიერი საქართველოსთვის”, – წერს ხაზარაძე.