მოვუწოდებ [საფრანგეთის დიპლომატიურ] ქსელს, განაგრძოს ჩართულობა საქართველოს თავისუფლების მებრძოლების, მამაცი პრეზიდენტისა და მანიფესტანტების მიმართ, რომლებიც იბრძვიან არჩევნებისთვის. თუ კრიზისის გადასაჭრელად საჭირო იქნება არჩევნების ხელახალი ორგანიზება, მაშინ ეს უნდა შესრულდეს.
Category: ახალი ამბები
-
“თუ კრიზისის გადაჭრა [საქართველოში] მოითხოვს არჩევნების რეორგანიზებას, ეს უნდა გაკეთდეს” – მაკრონი
-
ლაგოდეხში, სოფელ კაბალში კაცის ცხედარი იპოვეს
ლაგოდეხში, სოფელ კაბალში 40-წლამდე კაცის ცხედარი იპოვეს. ცხედარი კაბალის ახალი სასაფლაოს მიმდებარედ ადგილობრივებმა აღმოაჩინეს.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი მესაფლავედ მუშაობდა. მას რამდენიმე თვის წინ მოსახლეობის ნაწილთან კონფლიქტი ჰქონდა, რის შემდეგაც კაცი გაუჩინარდა, ხოლო ოჯახი დაკარგულს ეძებდა.
ადგილობრივების თქმით, რამდენიმე დღის წინ ჯერ კაცის ტელეფონი და პირადობის მოწმობა აღმოაჩინეს, ხოლო მოგვიანებით კი მისი ცხედარი.
შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
-
სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით ! გაუქმდა, „მეფე ლირი“, „ალუბლის ბაღი“, „მე გადმოვცურავ ზღვას“ – ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრი
ვასო აბაშიძის სახელობის ახალ თეატრში დაგეგმილი სპექტაკლები, რომლებშიც საპროტესტო აქციებზე, დაკავებული მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე მონაწილეობდა, გაუქმდა. განცხადებას ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრი „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
”ძვირფასო მაყურებლებო, სამწუხაროდ
8,9,20,21 / 01 “მე გადმოვცურავ ზღვას”
13 / 01 ” ალუბლოს ბაღი”
22 / 01 ” მეფე ლირი”
❗️გ ა უ ქ მ დ ა ❗️
ჩვენ სცენას ანდროს გარეშე ვერ დავუბრუნდებით❤️
ბილეთები შეგიძლიათ დააბრუნოთ საიტზე ტკტ ჯი ( ხვალ გაიხსნება დაბრუნების ღილაკი )
გილოცავთ შობას ??
იმედია მალე შევხვდებით თეატრში ანდროსთან ერთად✊?❤️” – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. -
საქართველოს საკითხზე მაკრონის მუშაობას დონალდ ტრამპთან მოუთმენლად ველი – უილსონი
“მადლობელი ვარ, რომ ემანუელ მაკრონმა საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების შესახებ ქართველი ხალხისა და სალომე ზურაბიშვილის მოწოდებას მხარი დაუჭირა. მის მუშაობას დონალდ ტრამპთან მოუთმენლად ველი, რადგან ეს რეალობად იქცეს”.
წერს ამის შესახებ, ჰელსინკის კომისიის თავჯდომარე, რესპუბლიკელი კონგრესმენი ჯო უილსონი.
-
ტიბეტში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა
ტიბეტის ავტონომიურ რეგიონში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 95-მდე გაიზარდა, 130 ადამიანი კი დაშავებულია. ინფორმაციას ჩინეთის სახელმწიფო მედია ავრცელებს.
აშშ-ის გეოლოგიური სამსახურის მონაცემებით, მიწისძვრის სიმძლავრე 7.1 მაგნიტუდის იყო, ხოლო ჩინეთის სეისმური ცენტრის ინფორმაციით, მაგნიტუდა 6.8-ს შეადგენდა.
ამ დრომდე ათობით ადამიანი ნანგრევებშია მოყოლილი – ადგილზე 1 500-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს.
ჩინეთის სახელმწიფო მედიის მიერ გამოქვეყნებულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს, რომ მიწისძვრის შედეგად საცხოვრებელი სახლები და შენობები ჩამოინგრა.
მედიის ცნობით, დაზიანებულია 1 000-ზე მეტი სახლი.
-

ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის – კობახიძე მაკრონზე
თუ სადმე ერევა რუსეთი, როდესაც მეზობელ ქვეყნებზეა საუბარი, ის ერევა უკრაინაში და ყველას ურჩევნია, მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის.
საფრანგეთის პრეზიდენტმა მიხედოს უკრაინას, რომელიც გაწირეს განადგურებისთვის. მე ვსაუბრობ იმაზე, რაც არის რეალური პრობლემა. ტყუილებზე ვერ გავაკეთბ კომენტარს. კომენტარს ვაკეთებ იმ პრობლემაზე, რომელიც დგას ყველას წინაშე – ეს არის განადგურებული უკრაინა.
-

პია კაუმამ თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი – კობახიძე
“უპირველეს ყოვლისა, მინდა, მადლობა გადავუხადო ქალბატონ პია კაუმას მისი მონდომებისთვის, მისი სურვილისთვის, დაეხმაროს ქვეყანას. მისი დამოკიდებულება ჩვენი ქვეყნის მიმართ ყოველთვის ასეთი იყო. ამას უკავშირდებოდა პია კაუმას მზაობა საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით, თუმცა, ხედავთ, როგორი იყო კონკრეტული სუბიექტების დამოკიდებულება ამ განზრახვის მიმართ, რაც აბსოლუტურად გამაოგნებელია.
ჩვენ თავის დროზე ქალბატონ პია კაუმასთან გვიწევდა საუბარი იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მუშაობს ლიბერალური ფაშიზმი, მაგალითად, საქართველოში და, რეალურად, თვითონ შეიგრძნო ყველაზე კარგად ლიბერალური ფაშიზმის ეფექტი. ვფიქრობ, ქალბატონმა კაუმამ დაინახა ისიც, რომ ეს არის კოორდინირებული საკმაოდ მასშტაბურად. ეს არ არის ქართული მოვლენა, ეს არის საერთაშორისოდ კოორდინირებული მოვლენა. ლიბერალური ფაშიზმი არის ის, რასაც ყველა უნდა ვებრძოლოთ და ეს მიმდინარეობა, ეს იდეოლოგია არის დასამარცხებელი ჩვენს ქვეყანაში”,
“ქართული ოცნების” პრემიერი, ირაკლი კობახიძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას მიერ საქართველოში ვიზიტის გადადებას ეხმაურება.
-

“რუსეთი მეზობლების მიმართ უფრო აგრესიული გახდა – ეს საქართველოში ვნახეთ, საარჩევნო პროცესის დესტაბილიზაციის გზით – მაკრონი
“ბოლო წლების განმავლობაში რუსეთმა გაზარდა აგრესია და შეცვალა ამ აგრესიის ხასიათი ევროპელებისა და მსოფლიოს სხვა ნაწილების მიმართ, მოხდა რადიკალური ცვლილება რუსეთის ქცევაში ბირთვული დოქტრინის თვალსაზრისით, რომელიც უფრო მკაცრი გახდა. ასევე, მან გაცილებით უფრო აგრესიული დამოკიდებულება შემოიღო მეზობელი ქვეყნების მიმართ. ჩვენ ამას ვხედავთ სომხეთში, სადაც რუსეთმა უეცრად შეცვალა თავისი მოკავშირეობა და აზერბაიჯანის მოკავშირე გახდა მხოლოდ იმიტომ, რომ სომხები მათ წინააღმდეგობას უწევდნენ, საქართველოში საარჩევნო პროცესების დესტაბილიზაციითა და ბიულეტენების ყუთებში ჩაყრით. ასევე მოლდოვაში, სადაც იგივე სცადეს და ვერ შეძლეს. მინდა, პრეზიდენტ მაია სანდუს გამბედაობა და სიმტკიცე შევაქო. ასევე, შემიძლია ვახსენო რუმინეთის არჩევნები, სადაც რუსეთი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოში საარჩევნო პროცესის მანიპულირებას არ მოერიდა”,
ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის ელჩების ყოველწლიურ შეხვედრაზე განაცხადა.
-
ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიენიჭოს ! – უილსონი
“ივანიშვილის რეჟიმს მოჩვენებითი ლეგიტიმაციაც კი არ უნდა მიენიჭოს. საქართველოს სჭირდება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები!”,
აცხადებს რესპუბლიკელი კონგრესმენი, აშშ-ის ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარე ჯო უილსონი.
-
რითია დაკავებული სუსი: გუდაურში შემხვდა არაფორმალი ზონდერი; მოდის პოსტვ და მიყვება ჩემი ვიზიტის ისეთ დეტალებს, რაც პერსონალური ინფორმაციაა – მეზვრიშვილი
“რითია დაკავებული სუსი: ამერიკიდან სტუმრად მყავს უნივერსიტეტის ჯგუფელი. გუშინ ამოვედით გუდაურში. შემხვდა ერთ-ერთი არაფორმალი ზონდერი. ახლა ჩაბარგებული ვსხდებით მანქანაში და მოდის პოსტვ ბედნიერი სახით და მიყვება ჩემი ვიზიტის ისეთ დეტალებს, რაც პერსონალური ინფორმაციაა. ერთხელ არ მოსულა პოსტვ აქციაზე კომენტარისთვის. გუდაურში ამომაკითხეს. დავპატიჟე შობის ღამეს რუსთაველზე.
სტუმარი გაოგნებული უყურებდა და ვიდეო არ გვაქვს”წერს სოციალურ ქსელში „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილი.