აბსოლუტურად თამამად შემიძლია გითხრათ, რომ დღეს ჩვენი საფინანსო სექტორი მყარია და სტაბილურია, იმიტომ, რომ აქ მარტო ჩემი სიტყვები კი არა, ემპირიულად ჩანს, რომ ეს ასეა.
რა არ მოხდა, როგორი შეძახილები არ იყო, რომ “ჩამოიქცევა ახლა ჩვენი საფინანსო სექტორი, დეპოზიტები გაიტანეთ, გაიფიცეთ, გააჩერეთ და პარალიზება მოახდინეთ”. ყველაფერს უძლებს ჩვენი საფინანსო სექტორი. რა თქმა უნდა, ყველაფერს აქვს თავისი საზღვრები, მაგრამ დღესდღეობით, ჩვენი საფინანსო სექტორი არის საკმაოდ მყარი, საკმაოდ განვითარებული, მენეჯმენტიც თავის მოწოდების სიმაღლეზეა.
Category: ახალი ამბები
-
დღეს ჩვენი საფინანსო სექტორი მყარია და სტაბილური – ნათია თურნავა
-

“მზია ამაღლობელზე პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა” – კობახიძე
“როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი. მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არც ერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად. თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, პირველ რიგში მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისათვის. რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, მე კიდევ ერთხელ შემიძლია ვთქვა, რომ მზად ვარ შეხვედრისთვის, მთავარია, ეს შეხვედრა იყოს საქმიანი და დეტალებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ”
ამბობს ივანიშვილის პრემიერი კობახიძე.
-
“EU სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს” – საელჩო
“EU სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს” – საქართველოში ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი მიმდინარე საპროტესტო აქციებზე დაკავებულების ოჯახის წევრებსა და მეგობრებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაცია X-ზე ევროკავშირის დელეგაციამ გამოაქვეყნა.
ყოველი დაკავებულის უკან ოჯახები და მეგობრები დგანან, რომლებიც ასევე უზარმაზარ სირთულეებს განიცდიან. ჩვენი საერთო დემოკრატიული ღირებულებების დაცვის გამო არავინ არ უნდა ისჯებოდეს. ევროკავშირი სრულ სოლიდარობას უცხადებს ყველა უსამართლოდ დაკავებულს და მათი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. დაუსჯელობა უნდა დასრულდეს.” -წერია განცხადებაში.
-
მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს! – 14 ქვეყნის საელჩო
„მედიის თავისუფლების კოალიციის“ წევრი 14 ქვეყნის საელჩო მზია ამაღლობელის შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს და მისი საქმე გადაიხედოს. განცხადების ავტორების თქმით, შეშფოთებულები არიან, რომ აქციის მონაწილეების მიმართ სისტემურ ძალადობის შემდეგ, არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება.
„მედიის თავისუფლების კოალიციის” წევრები უკიდურესად შეშფოთებულნი არიან მზია ამაღლობელის მდგომარეობით, რომელიც უკვე 19 დღეა შიმშილობს. როგორც ადამიანის უფლებათა საკითხებში ევროპის საბჭოს კომისარმა აღნიშნა, მისი წინასწარი პატიმრობა დაუსაბუთებელია. ეს კიდევ ერთი შემაშფოთებელი მაგალითია საქართველოში ჟურნალისტების დაშინების, რაც ზღუდავს მედიის თავისუფლებისა და გამოხატვის უფლებას. მზია დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, ხოლო მისი საქმე გადაიხედოს.
ამასთანავე, ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ სისტემური ძალადობის შემდეგ აქციების მონაწილეების მიმართ, ჯერ კიდევ არც ერთ პოლიციელს არ შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება ან მიცემულა პასუხისგებაში. შეგახსენებთ, „მედიის თავისუფლების კოალიციის“ 20 დეკემბრის განცხადებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას უზრუნველყოს იმ ჟურნალისტთა უფლებები, რომლებმაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს პროტესტის გაშუქებისას პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება განიცადეს”.
ხელმომწერები:
ავსტრიის;
ჩეხეთის;
დანიის;
ესტონეთის;
საფრანგეთის;
გერმანიის;
ლატვიის;
ლიეტუვას;
ნიდერლანდების;
ნორვეგიის;
შვედეთის;
შვეიცარიის;
გაერთიანებული სამეფოს;
უკრაინის საელჩოები. -
ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტი, შალვა ესართია დააკავეს
ზუგდიდში სამოქალაქო აქტივისტი, შალვა ესართია დააკავეს. ინფორმაციას “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრი მარიამ სიჭინავა ავრცელებს.
“ზუგდიდში დაკავებულია შალვა ესართია, ჩვენი მეგობარი, სამოქალაქო აქტივისტი და ზუგდიდის აქციების მედროშე. ჯერ არ ვიცით მუხლი, არ გვეუბნებიან,” – წერს მარიამ სიჭინავა.
-
”ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი” – კახა კალაძე
„კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ ყველას, რომ ვართ დამოუკიდებელი ქვეყანა, თავისუფალი, სუვერენული სახელმწიფო. თავისუფლების მოყვარული ხალხი ვართ და არავის მივცემთ შესაძლებლობას, შეურაცხყოფა მოგვაყენოს, ყოველთვის გვაშანტაჟონ და გაკეთდეს ისეთი განცხადებები, რომლებიც ტყუილზე, სიცრუეზეა დაფუძნებული. ბოლო თვეების, წლების განმავლობაში, ვხედავთ: ყველგან ბრიუსელის ბიუროკრატია, არსად სამართალი. ეს არის დღევანდელი მოცემულობა. არავის მიეცემა შესაძლებლობა, ჩვენი სამშობლო, სხვადასხვა მიზეზითა და მიზნით, აშანტაჟოს და შეურაცხყოფა მიაყენოს. ეს იყო ღირსეული ნაბიჯი. ყოველთვის დავიცავთ ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას. კეთილი უნდა ინებოს ყველამ, არ აქვს მნიშვნელობა, ბრიუსელი იქნება თუ რომელიმე სხვა ქვეყანა, პატივი სცეს საქართველოს სახელმწიფოს და ქართველ ხალხს“,
განაცხადა ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ.
-
მზია, გვთხოვს ხოლმე, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ მის შიმშილობაზე – ნონა ქურდოვანიძე
მზია ამაღლობელი რაც არ უნდა ცუდად გრძნობდეს თავს, ადვოკატებს სულ გვეუბნება, რომ არის კარგად, მხნედ. მაგრამ როგორ შეიძლება ადამიანი კარგად იყოს 19 დღიანი შიმშილობის მერე? ის ასევე გვთხოვს ხოლმე, რომ ზედმეტი აჟიოტაჟი არ ავტეხოთ მის შიმშილობაზე, არაფერი გავაზვიადოთ და გავაბუქოთ. ჩვენ სრულიად ვეთანხმებით მის ამ პრინციპულ დამოკიდებულებას და ეთიკას.
თუმცა, როდესაც სამედიცინო დოკუმენტებსაც კი არ გვაძლევენ, სიმშვიდის საფუძველს არაფერი გვაძლევს.ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე სოციალურ ქსელში წერს.
-

”მარიონეტმა პრეზიდენტმა სანქცირებული, ძალადობაზე პასუხისმგებელი შსს-ს მაღალჩინოსნები, დააჯილდოვა” – ზურაბიშვილი
“გუშინ, PACE-მ მოითხოვა ძალადობის შეწყვეტა პოლიციის მხრიდან, დღეს კი მარიონეტმა პრეზიდენტმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სანქცირებული მაღალჩინოსნები, რომლებიც ძალადობასა და წამებაზე არიან პასუხისმგებელნი, მათ შორის ცნობილი ხარებაც, დააჯილდოვა”,
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ოლიგარქის პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მიერ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მოძალადე, სანქცირებული მაღალჩინოსნების დაჯილდოებას ეხმაურება.
-

“როგორ შეიძლება ასობით ადმინისტრაციული და 53 სისხლის სამართლის საქმიდან პროკურატურა ყოველთვის მართალი იყოს? – ზურაბიშვილი
“როგორ შეიძლება რომ ასობით ადმინისტრაციული და 53 სისხლის სამართლის საქმიდან პროკურატურა ყოველთვის მართალია? ეს დიქტატურაა. ეს არის საქართველოს დღევანდელი სასამართლო და მოსამართლეები – რუსეთის ახლო მეგობრები და ივანიშვილის მონები”.
წერს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი X-ზე.
-
ივანიშვილს ბრიტანეთში უზარმაზარი ქონება აქვს, დარწმუნებული ვარ, მასზე ზეწოლა იქნება – ტუიგი
“ყველაფერი უნდა გავაკეთოთ თავისუფალი საზოგადოებების დასაცავად, სადაც არსებობენ ადამიანები, რომლებსაც აქვთ უზარმაზარი ქონება და ამ ქონებას ბოროტად იყენებენ, ქვეყნის გასაკონტროლებლად და ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მათ ამის შესაძლებლობა არ მივცეთ. […]მე არ ვამბობ, რომ უბრალოდ ქონება უნდა ჩამოვართვათ – ჩვენ ეს ქონება უნდა გამოვიყენოთ. მაგალითად, უკრაინასთან დაკავშირებით დისკუსიებში მივედით დასკვნამდე: საკმარისი არაა რუსული აქტივების მხოლოდ კონფისკაცია – ეს აქტივები უნდა გადავცეთ უკრაინელ ხალხს, რათა თავიანთ ქვეყანას თავისუფლება შეუნარჩუნონ და ხელახლა ააშენონ.[…] ბატონ ივანიშვილს ბრიტანეთში უზარმაზარი ქონება აქვს და იმედი მაქვს, რომ ჩვენი მთავრობა ამას გააცნობიერებს. დარწმუნებული ვარ, მასზე ზეწოლა იქნება. […]აქ, PACE-ში, დიდი დელეგაცია გვყავს, მეტწილად ახალი წევრებით დაკომპლექტებული, და ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც აქ მოისმინეს, ისინი დაბრუნდებიან სახლში და მინისტრებსა თუ პარლამენტს ეტყვიან: ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ადამიანები ბრიტანეთს იყენებენ სიმდიდრის მოსახვეჭად, სიმდიდრისა, რომელსაც შემდეგ თავიანთი ქვეყნის ხელში ჩასაგდებად იყენებენ. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ – და არა უბრალოდ ჩამოვართვათ ეს ქონება, არამედ გამოვიყენოთ იგი”
ლორდთა პალატის წევრი, ლორდი დონ ტუიგი, რომელიც ამავე დროს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში ბრიტანეთის დელეგაციის თავმჯდომარეა, ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე საუბრობს.