Category: ახალი ამბები

  • საქართველოში რეჟიმის ბანდიტები ძალადობრივად სცემენ აქციის მონაწილეებს! – მაიკლ კარპენტერი

    ამაზრზენია, რაც საქართველოს ქუჩებში ხდება, რეჟიმის ბანდიტები ძალადობრივად სცემენ აქციის მონაწილეებს. საქართველო ამ მთავრობით ვერასდროს შევა NATO-სა თუ ევროკავშირში.

    წერს თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს ევროპის მიმართულების ხელმძღვანელი მაიკლ კარპენტერი.

  • შსს-ს თქმით, გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 ადამიანი დააკავეს

    შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, “თბილისი მოლთან” გუშინდელ აქციაზე ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს.

    გუშინ მოქალაქეებმა აქცია აღმაშენებლის ხეივანზე გამართეს. ისინი გზის გადაკეტვას ცდილბდნენ. პოლიცია მოქალაქეებს ძალის გამოყენებით აკავებდა და მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

  • აქციაზე დაკავებულ 5 ადამიანს თავის ტვინის შერყევა აქვს

    გუშინ, 2 თებერვალს რთულ ბილისი მოლთან  დაკავებული და დაშავებული 5 ადამიანი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. კლინიკის გადაუდებელი სამედიცინო დახმარების განყოფილების ხელმძღვანელმა ანი დალაქიშვილმა აღნიშნა, რომ ოთხ მათგანს თავის ტვინის შერყევა აქვს.

    “გუშინ საღამოს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან სულ შემოყვანილია 5 დაშვებული. ძირითადად მათ აღენიშნებოდათ სახის და თავის ტრავმები., ჩაუტარდათ შესაბამისი კონსულტაციები, გამკვლევები და 4 პაციენტი თავის ტვინის შერყევით მოთავსდა ნეიროქირურგიულ დეპარტამენტში. ერთი პაციენტი უარით გაეწერა. ამ ეტაპზე 4 პაციენტი აგრძელებს ჩვენთან მკურნალობას. [პაციენტს, რომელიც გაეწერა] გასინჯვით თავის ტვინის შერყევა ჰქონდა, მაგრამ მგონი, სხვა კლინიკაში წაიყვანეს” – თქვა დალაქიშვილმა “ფორმულასთან”

    კლინიკის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის თქმით, ერთ-ერთ მათგანს ტვინის შერყევა აქვს და სტაციონარშია მოთავსებული, მეორე პაციენტი კი ამბულატორიულ მკურნალობაზე გაეწერა. ამის შესახებ მან ინტერპრესნიუსთან ისაუბრა.

    2 თებერვალს აქციაზე პოლიციამ 31 ადამიანი დააკავა.

     

  • თბილისი მოლთან ნიკა მელია და გიგი უგულავა დააკავეს – დაშავდა “TV პირველის” ოპერატორი

    აღმაშენებლის ხეივანზე, თბილისი მოლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პოლიტიკოსები, გიგი უგულავა და ნიკა მელია დააკავეს.

    მათი  დაკავების მიზეზი უცნობია.

    მსვლელობის დროს “TV პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია დაშავდა. არსებული ინფორმაციით მას სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მუცელში წიხლი მოხვდა.

    ადგილზე საპოლიციო ძალების განსაკუთრებული მობილიზებაა. ისინი მოქალაქეებს გზის გადაკეტვის საშუალებას არ აძლევენ.

    ცოტა ხნის წინ,  პოლიციამ მოქალაქეების დაკავება დაიწყო.

     

  • ბოლომდე! – დღეს, 16 საათზე თბილისის შესასვლელთან, სავაჭრო ცენტრ “თბილისი მოლთან” საპროტესტო აქცია გაიმართება

    დღეს, 2 თებერვალს, უწყვეტი პროტესტის 67 -ე დღეს,  16 საათზე, თბილისის გასასვლელის გადაკეტვა იგეგმება. მოქალაქეები კიდევ ერთხელ მოითხოვენ – ახალი არჩევნების დანიშვნას და აქციების დროს დაკავებულების გათავისუფლებას.

    „გვინდა გავაკეთოთ მკაფიო განმარტება ხვალინდელ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

    ხვალ, 2 თებერვალს, 16:00-ზე ვიკრიბებით თბილისი მოლის მიმდებარედ, მარშების გაერთიანების გზით დავიკავებთ ტერიტორიას და რამდენიმე საათით გადავკეტავთ დიღმის გზას. მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ბევრნი, რაც იქნება წარმატებული პროტესტის საწინდარი!

    ჩვენი მიზანია, კიდევ ერთხელ დავანახოთ არალეგიტიმურ ხელისუფლებას, რომ პროტესტი არის სახალხო, მძლავრი და უკომპრომისო და თუ ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება, ის კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი და მრავლისმომცვლელი გახდება!

    ვთვლით, რომ მიზანი ახლაც ნაწილობრივ მიღწეულია. არალეგიტიმური მთავრობის წარმომადგენლებს სრული პანიკა აქვთ. მოქალაქეთა დაშინების მიზნით ავრცელებენ ინფორმაციას დასაკავებელთა სიების შესახებ, სახლებში უვარდებიან და აკავებენ აქტივისტებს, ადგილზე ამონტაჟებენ კამერებს, ცდილობენ შეკრების ადგილების კიდევ უფრო შეზღუდვას. ჩვენი უკომპრომისო ბრძოლით არაერთხელ დავამტკიცეთ, რომ დაშინებია მცდლობები მხოლოდ გვაძლიერებს. ეს შეკრებაც იქნება მკაფიო მესიჯი რეჟიმისთვის, რომ მზად ვართ კიდევ უფრო ფართო მასშტაბებზე გავიყვანოთ პროტესტი!

    ვითხოვთ რეჟიმის ტყვეების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას!

    ვითხოვთ ახალ არჩევნებს!

    შევხვდებით 2 თებერვალს. 16:00-ზე თბილისი მოლთან!”, – ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

    შინაგან საქმეთა სამინისტრო ეხმაურება 2 თებერვალს „თბილისი მოლთან” დაგეგმილ აქციას და მოქალაქეებს მოუწოდებს, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო ქმედებისაგან.

  • პოლიციამ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავა

    პოლიციამ სახლში ჩატარებული ჩხრეკის შემდეგ აქტივისტი ისაკო დევიძე დააკავა ინფორმაციას ოჯახის წევრები ავრცელებენ.

    რის საფუძველზე დააკავეს და რომელ იზოლატორშია გადაყვანილი, ჯერ-ჯერობით უცნობია.

    ასევე პოლიციაა შესული, ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებლებთა, ნენსი ვოლანდთან და ილია ღლონტთან.

  • ”კარს თუ არ გააღებთ იძულებით შემოვალთო”- ჯგუფ „დაიტოვეს“ დამფუძნებლებთან პოლიციაა მისული

    ფეისბუქ ჯგუფ “დაიტოვეს” დამფუძნებლებთა, პოლიციაა მისული.სამოქალაქო აქტივისტი ნენსი ვოლანდტი წერს, რომ პოლიციელები ჩხრეკის ჩატარებას ადვოკატის დასწრების გარეშე აპირებენ.

    ”ჩემს კართან მოვიდა პოლიცია. კარს თუ არ გააღებთ, იძულებით შემოვალთო” – წერს აქტივისტი ნენსი ვოლანდი

    პარალელურად, პოლიცია იმყოფება, ილია ღლონტის სახლთანაც

    • ჩემთანაც პოლიციაა მოსული!!!” – წერს ილია ღლონტი. 

    მასალა განახლდება

  • კახეთის გზატკეცილზე მამაკაცი მანქანაში ჩაცხრილეს

    ლილოში, კახეთის გზატკეცილზე, რესტორან კახელებთან ცეცხლსასროლი იარაღით მანქანაში კაცი ჩაცხრილეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ და აცხადებენ, რომ გამოძიება სსკ-ის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.

    თვითმხილველების თქმით, დამნაშავე შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

     

  • “მერიის თანამშრომლებმა, ჩვენი აივნიდან გადაკიდებული ბანერი -“თავისუფლება თანამებრძოლებს” თვითნებურად ჩამოგლიჯეს” -“მტკვარზე”

    “მერიის თანამშრომლებმა, ჩვენი აივნიდან გადაკიდებული ბანერი -“თავისუფლება თანამებრძოლებს” თვითნებურად ჩამოგლიჯეს” – აცხადებს ამის შესახებ, კლუბი “მტკვარზე”.

    “ღია კლუბში, რომელშიც მხოლოდ ჩვენი ხელოსანი იმყოფებოდა, მერიის რამდენიმე ფორმიანი წარმომადგენელი, ყოველგვარი ოქმის წარდგენის გარეშე შემოიჭრა და აივანზე გადაკიდებული ბანერი ჩამოგლიჯა. რეჟიმი უკან არაფერზე იხევს და ყველა ხერხით ცდილობს არსებული პროტესტის ტალღის ჩახშობას, მაგრამ, ჩვენ უკან დახევას არ ვაპირებთ და ბოლომდე ვიბრძოლებთ. თავისუფლება თანამებრძოლებს! თავისუფლება მზიას!”, – წერია ინფორმაციაში.

  • მზია ამაღლობელი დღეს უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ, ნელა მოძრაობს და ლაპარაკობს – ადვოკატი

    „მზია ამაღლობელი ვიზუალურად უფრო გამხდარია, ვიდრე 2 დღის წინ იყო. უფრო ნელა ლაპარაკობს. ნელა მოძრაობს. შეხვედრის ოთახში როცა შემოვიდა, დაჯდა და რაღაც პერიოდი დასჭირდა, რომ დამშვიდებულიყო და საუბარი გაგვეგრძელებინა. დამშვიდებულიყო იმ თვალსაზრისით, რომ დაღლილი იყო.ძალიან წუხს მის მიმართ მაღალი ყურადღებით და ყოველ ჯერზე გვეუბნება, მე არ ვარ მთავარი თემა, არაერთი უკანონოდ დაპატიმრებული, ნაცემი ადამიანია და არ მინდა, მე ვიყო მთავარი ამბავიო”.

    განაცხადა ადვოკატმა მაია მწარიაშვილმა, რომელმაც მზია ამაღლობელი საპატიმროში ცოტა ხნის წინ მოინახულა.