დიქტატურაში არცერთი ადამიანი არ არის დაცული, ადამიანის უფლებების დაცვა ზოგადად ნიველირებულია და ამას ვხედავთ დღეს ჩვენ, მაგრამ, რა თქმა უნდა, ყოველთვის განსაკუთრებული საფრთხის წინაშე დგებიან მოწყვლადი ჯგუფები.
ჩვენ არაერთხელ გვიხილავს ივანიშვილის რეჟიმის დამოკიდებულება ზოგადად ქალების მიმართ. ქალი აქტივისტები იქნებიან ეს, სამოქალაქო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებზეც პირადად თავდასხმებს ახორციელებდა, ქალი ჟურნალისტები, რომლებზეც თავზეხელაღებით, დამიზნებით, მიზანმიმართული სისასტიკით უსწორდებოდნენ მათ შორის, TV პირველის ჟურნალისტებს სწორედ ივანიშვილის სახელით და ხელით მის მიერ დაქირავებული მოძალადე დაჯგუფებები და ე.წ. ტიტუშკები და სინამდვილეში კრიმინალები და დამნაშავეები.
ასევე ქალი პოლიტიკოსები, მე ძალიან არ მიყვარს ხოლმე საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ მეც არაერთხელ გავმხდარვარ მსხვერპლი ძალადობის ივანიშვილის რეჟიმის კაცი წარმომადგენლების მხრიდან. არამხოლოდ სექსუალური შევიწროების და თავდასხმის და ვერბალური შეურაცხყოფის, რაც ასევე ძალიან ხშირად გვიხილავს.
მე პირველი დღეც კი მახსენდება ჩემი პარლამენტის სხდომათა დარბაზში 2012 წელს, როდესაც 29 წლის ვიყავი და სწორედ გენდერული ნიშნით გამომარჩია იმდროინდელმა რუსული ოცნების დეპუტატმა და მას მერე ყოფილა უამრავი ამგვარი შემთხვევა, ფიზიკურ ძალადობასაც კი არ მორიდებიან. მათ შორის, სამარცხვინო, დეფაქტო, არალეგიტიმური პარლამენტის თავმჯდომარე, ბატონი პაპუაშვილი, რომელიც მაშინ რიგითი დეპუტატი იყო და ჩემს მიმართ ძალადობის შემდეგ დააწინაურა ივანიშვილმა.
ქვეყანაში, სადაც ქალთა მიმართ ძალადობა არის სერიოზული პრობლემა, სადაც ფემიციდი არის სერიოზული და სამწუხაროდ მზარდი პრობლემა და ნაცვლად იმისა, რომ დღეს პოლიცია გადიოდეს კვალიფიკაციას, ტრენინგებს, იმისთვის, რომ, რა თქმა უნდა, განსაკუთრებული ზომები გამოიყენებოდეს, იქნება ეს ჩხრეკისა თუ სხვა, კანონიერი მოთხოვნისა, პირიქით, ჩვენ ვხედავთ, რომ ისევე, როგორც ყველა სხვა მიმართულებით ადამიანთა უფლებების სფეროში, ამ მიმართულებითაც უკან და უკან მივდივართ და კიდევ უფრო დაუცველი ხდება თითოეული ქალი, საქართველოს მოქალაქე რეჟიმის პირისპირ.
Category: ახალი ამბები
-
მეც ვყოფილვარ ”ოცნების” რეჟიმის კაცი წარმომადგენლებისგან ძალადობის მსხვერპლი – ბოკუჩავა
-
“მზია ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ, უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ” – კაია კალასი და მარტა კოსი
“მზია ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ, უსამართლოდ დაკავებულები გათავისუფლდნენ” – ამის შესახებ ვკითხულობთ, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი / ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტის კაია კალასისა და გაფართოების საკითხებში ევროკავშირის კომისარი მარტა კოსის ერთობლივ განცხადებაში.
“გავხდით მოწმენი იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება დემოკრატიულ სტანდარტებს უფრო მეტად შორდება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების დაჩქარებული მიღება საქართველოს საზოგადოებაზე სერიოზულ ზეგავლენას მოახდენს. ეს ცვლილებები არსებითად გამოუთხრის ძირს გამოხატვის თავისუფლების და შეკრების თავისუფლების უფლებებს, ისევე როგორც მედიის თავისუფლებას.
ეს მოვლენები საქართველოს დემოკრატიული განვითარების სერიოზულ რეგრესს ასახავს და არ ამართლებს არანაირ მოლოდინს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის მიმართ.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას შეაჩეროს ეს ზომები, თავი შეიკავოს დაძაბულობის შემდგომი გაზრდისგან და დაელოდოს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE / ODIHR) დასკვნას, სახალხო დამცველის მოთხოვნის შესაბამისად.
საქართველოს ხელისუფლებამ განსხვავებული აზრის ჩასახშობად დაშინების ტაქტიკასა და ძალადობას მიმართა. მშვიდობიანი საპროტესტო აქციების მონაწილეები, ჟურნალისტები და ოპოზიციონერი პოლიტიკოსები თავიანთი ფუნდამენტური უფლებების განხორციელების გამო დევნის სამიზნე გახდნენ. დაკავებული ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის საქმე კიდევ ერთი მაგალითია იმისა, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება ჟურნალისტებს და ყველას, ვინც აზრს თავისუფლად გამოხატავს. ამჟამად მოშიმშილე მზია ყველა უსამართლოდ დაკავებულის გამბედაობის სიმბოლოა. ძალადობაზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას გაათავისუფლოს ყველა უსამართლოდ დაკავებული ჟურნალისტი, აქტივისტი და პოლიტიკური ნიშნით დაკავებული. მოვუწოდებთ ხელისუფლებას უზრუნველყოს დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და ასევე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. ნდობისა და დიალოგის აღსადგენად არც ერთი ვარიანტი არ უნდა გამოირიცხოს. ბოლო არჩევნების შესახებ ეუთო/ოდირის ანგარიშის რეკომენდაციები სასწრაფოდ უნდა განხორციელდეს. ევროკავშირი მზად არის მხარი დაუჭიროს საქართველოს დემოკრატიული, სტაბილური და ევროპული მომავლისკენ მიმართულ ყველა ძალისხმევას.” – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
-
ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე ნათია თურნავა დანიშნა
“ოცნების” მიერ დანიშნულმა პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტად ნათია თურნავა დანიშნა.
ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას წარდგენასთან დაკავშირებით დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ეროვნული ბანკის საბჭოს მიერ სებ-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე წარდგენილი ნათია თურნავა დანიშნა.
ეროვნული ბანკის საბჭომ გადაწყვეტილება სებ-ის პრეზიდენტობის კანდიდატად ნათია თურნავას წარდგენასთან დაკავშირებით დღეს გამართულ სხდომაზე ერთხმად მიიღო.
ნათია თურნავა 2023 წლის ივნისიდან ამ დრომდე სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.
ნათია თურნავას პროფესიით ეკონომისტია, ფლობს ეკონომიკის დოქტორის სამეცნიერო ხარისხს, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიენიჭა, დიდი ბრიტანეთის ქამბრიის უნივერსიტეტში კი ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი მიიღო. გავლილი აქვს სწავლება ჰარვარდის უნივერსიტეტის ჯონ კენედის სახელობის სამთავრობო სკოლაში, ვენის გაერთიანებულ ინსტიტუტში (JVI) და სხვა ინსტიტუტებში. იყო თბილისის რამდენიმე უმაღლესი სასწავლებლის ლექტორი.
წლების განმავლობაში ნათია თურნავას მაღალი თანამდებობები ეკავა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში. იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, მანამდე კი მინისტრის პირველი მოადგილე. ის ასევე გახლდათ სახელმწიფო „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე და შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციის“ გენერალური დირექტორი და დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე.
აღსანიშნავია, რომ სებ-ის ისტორიაში ნათია თურნავა გახდა პირველი ქალი, რომელიც პრეზიდენტის პოსტს დაიკავებს.” ნათქვამია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ნათია თურნავა 2023 წლის ივნისიდან ამ დრომდე სებ-ის პირველი ვიცე-პრეზიდენტისა და პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოზიციებს იკავებდა. 2022 წლის ივნისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრია.
-
მუდმივად ითხოვს უკან დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში..მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს – მზია ამაღლობელის ადვოკატი
“ეს ადამიანი წევს. მისი სიცოცხლე რომ შენარჩუნებული იქნას, ამ ტიპის გადასხმები მიმდინარეობს. მისი პოზიცია არის, სამწუხაროდ, და ეს დღეები მუდმივად ითხოვს უკან დაბრუნებას სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.
მისი ამოცანაა, რომ პროცესამდე გაძლოს. მას აქვს სურვილი, რომ პროცესზე იყოს თავად. პროცესი დანიშნულია 4 მარტს. არ ვიცი, რამდენად ეს შესაძლებელი იქნება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ ის ამბობს, რომ სანამ ამ კლინიკაში კვლევები უტარდებოდა და ეს აუცილებელი და სავალდებულო გადასხმები, ვთქვათ, ეს გააძლებინებს კიდევ რაღაც პერიოდი მის ორგანიზმს იმისთვის, რომ პროცესისთვის შეძლოს ფეხზე დგომა”,
აცხადებს მზია ამაღლობელის ადვოკატი, მაია მწარიაშვილი.
-
მოითხოვეს ჩემი სამსახურიდან გაშვება ან დარჩენა, გაჩუმების სანაცვლოდ; არ გავჩუმდი და გამიშვეს ჩოგბურთის ფედერაციიდან – ნინო დვალი
“ეს მახინჯი რეჟიმი მომწვდა და მოკლედ დავწერ, რა ულტიმატუმის წინაშე დამაყენეს.
თუ სამსახურის შენარჩუნება მინდა, უნდა გავჩუმდე და ხმა არ ამოვიღო. წინააღმდეგ შემთხვევაში, პრობლემებს შეუქმნიან ორგანიზაციას, სადაც ვმუშაობ. ანუ, მოითხოვეს ჩემი სამსახურიდან გაშვება ან დარჩენა , გაჩუმების სანაცვლოდ.
ხოდა, მე არ გავჩუმდი და გამიშვეს
ჩოგბურთის ფედერაციაში, სადაც 13 წელია ვმუშაობ, მუშაობენ ჩემთვის ძალიან ძვირფასი ადამიანები, ხელმძღვანელიდან დაწყებული, დარაჯით დამთავრებული.
რადგან ქართული ოცნება და სპორტის სამინისტრო ასე აკვირდება
რიგითი მოქალაქეების ფეისბუქ პოსტებს და მათ გადადგილებას, ამ დაკვირვების შედეგად უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ სამსახურის დაკარგვის შიში უსამართლობაზე თვალს არ დამახუჭინებს და ჩირგვში არ დამსვამს, მაგრამ იმასაც უნდა მიმხვდარიყვნენ, რომ ჩემთვის ძვირფას თანამშრომლებს პრობლემებს არ შევუქმნიდი. ჩემი ცხვირის და ჯიბის მიღმაც ვიყურები და მიღმა დაუჯერებელ უსამართლობას და ბოროტებას ვხედავ. წარმომიდგენია, ჩემსავით რამდენს მიადგნენ ასე, ულტიმატუმებით, დაშინებით.
სოლიდარობა ყველას, ვინც შეძლებს და შეეწინააღმდეგება ამ რეჟიმს და მათაც, ვისაც სურვილი დიდი, მაგრამ ძალა არ აღმოაჩნდება . ეს რეჟიმი ქვეყანას სწრაფი ტემპით მიაქანებს ჯოჯოხეთისკენ და ახლა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი საშიში პერიოდია, რომელიც ძალიან ჰგავს 1937 წელს.
ამ რეჟიმს ჩემი მტერი შეეგუა .
ამ რეჟიმს ჩემი მტერი გაურიგდა.
ოლიგარქიულ ცეცხლში დაიწვება ყველა, ვინც ქვეყანას ვნებს.
დამხობა რეჟიმს, თავისუფლება ტყვეებს, ცეცხლი ოლიგარქიას! “წერს ამის შესახებ, სოციალურ ქსელში ნინო დვალი.
-
ჩემი პასუხია “შეტევაზე -შეტევით” – რეჟიმის პატიმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა ისევ შიმშილობა დაიწყო
რეჟიმის პატირმარმა, ნიკოლოზ ჯავახიშვილმა შიმშილობა დაიწყო – ის უკვე მე-4 დღეა შიმშილობს. ადვოკატი ელგუჯა ავსაჯანიშვილი რეჟიმის პატიმრის, ნიკოლოზ ჯავახიშვილის წერილს აქვეყნებს.
“ჩემს ერთგულ თანამებრძოლებს:
მე ნიკოლოზ ჯავახიშვილი სრულ დაუმორჩილებლობას ვაცხადებ არალეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ. ვგმობ ძალადობას სტუდენტებზე, ჟურნალისტებზე, ქალებზე და ქართველ ხალხზე.
ვშიმშილობდი არაადამიანურ პირობებში (ჯანმრთელობის მდგომარეობა დამიმძიმდა მომიწია ისევ დაბრუნება) საბოლოოდ მოვედი სრულ მზადყოფნაში და ისევ დავიწყე შიმშილობა ყველა მოშიმშილეს და რეჟიმის ტყვეს ვუცხადებ სოლიდარობას.
განა რამდენს დაგვიჭერენ?!
არ ვიცი რამდენად შევძლებ დაუმორჩილებლობას აქედან მაგრამ ვეცდები შიმშილობით მაინც!
მადლობას გიხდით ყველას თქვენი გულშემატკივრობისთვის და სამშობლოს ერთგულებისთვის ჯანმრთელობას გისურვებთ მოშიმშილეებს.
ჩემი პასუხია “შეტევაზე – შეტევით”.
არ დავიხევთ არცერთი ნაბიჯით უკან. დავეხმაროთ ერთმანეთს და ბოლოს ვიცი, ჩვენ, ქართველი ხალხი გავიმარჯვებთ,
ჩამოინგრევა ეს რეჟიმი, ჩვენც გამოვალთ და სამართალი იზეიმებს.
მინდა თხოვნით მოგიწოდოთ, სრული დაუმორჩილებლობისკენ და არდანებებისკენ, გავიმარჯვებთ სახელოვნად,” – წერია წერილში.
ნიკოლოზ ჯავახიშვილმა შიმშილობა მეორედ დაიწყო მანამდე მან შიმშილობა 5 დღით შეძლო, 16 კილო დაიკლო და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო შეწყვიტა.
-
რეჟიმის პატიმარი ვეფხია კასრაძე კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს
პარტია “ლელოს” წევრი ვეფხია კასრაძე სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან კლინიკა “ვივამედში” გადაიყვანეს – ინფორმაცია მისმა ადვოკატმა კახა კოჟორიძემ დაადასტურა.
როგორც ცნობილია, ვეფხია კასრაძემ ორშაბათს, 3 თებერვალს გაიკეთა ცხვირის ოპერაცია და იმავე დღეს დააბრუნეს საკანში. კასრაძეს ნაოპერაციევი გაურთულდა და მისი კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო.
პროევროპული აქციების მონაწილე ვეფხია კასრაძე 4 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალდება წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას გულისხმობს. მას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
-
შესაძლოა, დიპ.ფოსტა გამოიყენება შავი ფულის გადასატანადაც – ”საქართველოსთვის” უტა ივანიშვილზე
”შესაძლოა, დიპ.ფოსტა გამოიყენება შავი ფულის გადასატანადაც ”- იაპონიაში საქართველოს ელჩისა და ოლიგარქის შვილის უტა ივანიშვილის შეხვედრასთან დაკავშირებით, იაპონიურ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას პარტია გახარია საქართველოსთვის ესმაურება.
“ჟურნალისტური გამოძიებიდან ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქართველოს დიპლომატიური სამსახური და დიპლომატები ჩართულები არიან ივანიშვილისა და მისი ოჯახის პირადი ინტერესების მსახურებაში. ასევე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ადგილი აქვს დიპლომატიური ფოსტისა და დიპლომატიური იმუნიტეტის გამოყენებას პირადი მიზნებისთვის. შესაძლოა, ფოსტა გამოიყენება სანქციების თავის არიდებისა და შავი ფულის გადასატანადაც. ეს არამარტო საქართველოს კანონმდებლობის, არამედ საერთაშორისო კონვენციების უხეში დარღევაა და დიდი დიპლომატიური სკანდალიც შეიძლება მოჰყვეს”. – ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
-

“კოჭო”, “კარატე”, “ბუძგა”…- შსს-მ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 26 პირი დავაკა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, იმერეთსა და სამეგრელოში 26 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, აქედან 3 “კანონიერი ქურდია“.
„ქურდული სამყაროს“ წევრობის ფაქტზე დაკავებული არიან: – წარსულში ნასამართლევი 1982 წელს დაბადებული ლ.ჩ., 1967 წელს დაბადებული მ.პ. (მეტსახელად „პაჭო“), 1987 წელს დაბადებული ზ.მ. და წარსულში ნასამართლევი პირები: 1981 წელს დაბადებული დ.კ. (მეტსახელად „მესტო“), 1980 წელს დაბადებული ვ.ბ. (მეტსახელად „კოჭო“), ხოლო, ერთ პირს – 1985 წელს დაბადებულ რ.მ.-ს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
„ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის” ფაქტზე დაკავებული არიან: 1977 წელს დაბადებული მ.გ. მეტსახელად „კარატე“, 1985 წელს დაბადებული გ.ჩ., 2001 წელს დაბადებული ბ.ს., 1970 წელს დაბადებული მ.უ. მეტსახელად „ბუძგა“, ასევე, წარსულში სხვადასხვა მძიმე დანაშაულისთვის ნასამართლევები: 1968 წელს დაბადებული გ.ა. მეტსახელად „ტეკია“, 1967 წელს დაბადებული გ.ს., 2001 წელს დაბადებული ა.კ., 2001 წელს დაბადებული ს.ბ., 1963 წელს დაბადებული გ.გ., 1974 წელს დაბადებული მ.მ. და 1979 წელს დაბადებული ზ.ბ.
„ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის ფაქტზე დაკავებული არიან: 1997 წელს დაბადებული ს.გ., 1995 წელს დაბადებული მ.ქ. და წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევები: 1974 წელს დაბადებული ს.ქ., 1980 წელს დაბადებული კ.ჩ., 1997 წელს დაბადებული ი.ბ. და 1989 წელს დაბადებული რ.გ.
„ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დაკავებული არიან წარსულში ნასამართლევი პირები: 1985 წელს დაბადებული ს.ს., 1978 წელს დაბადებული კ.ჩ. და 1986 წელს დაბადებული შ.ვ.
“ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის“ ფაქტზე დაკავებულია: წარსულში ნასამართლევი 1991 წელს დაბადებული ქ.დ.
„კანონიერი ქურდობის“ ფაქტზე ბრალი დაუსწრებლად წარედგინათ ამჟამად საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფ: 1977 წელს დაბადებულ ჯეირან კინწურაშვილს, 1987 წელს დაბადებულ კაკო ტუღუშს მეტსახელად „ენცო“ და 1976 წელს დაბადებულ მამუკა ჩხაბერიძეს მეტსახელად „მამუკა ხონსკი“.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
სამართალდამცველების მიერ, მოსამართლის განჩინების საფუძველზე რამდენიმე თვის განმავლობაში განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებული “ქურდული სამყაროს” წევრები და „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერები, მოქალაქეებს შორის არსებული ფინანსური დავების მოგვარებაში იყვნენ ჩართული. ბრალდებულები პირადი სარგებლის მიღების მიზნით, საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ და „ქურდულ გარჩევებს“ აწყობდნენ.
გამოძიების მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ბრალდებულები ე.წ. ქურდული ტრადიციების შესაბამისად, გადაწყვეტილებებს იღებდნენ და ერთ-ერთ მოდავე მხარეს მეორის, ასევე, თავიანთ სასარგებლოდ თანხის გადახდას აკისრებდნენ.
პოლიციამ, ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ, ასევე ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, მჭიდები, ვაზნები და ნარკოტიკული საშუალება “მარიხუანა”.
„კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს“ წევრობის, „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერის, „ქურდულ შეკრებაში მონაწილეობის” და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით, 223-ე ტერცია მუხლის მე-2 ნაწილით, 223-ე სეკუნდა მუხლით, 223-ე კვარტა მუხლის პირველი ნაწილით და 236-ე მუხლით მიმდინარეობს.” – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
-
მივდივარ პოლიტიკიდან, ვრჩები ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად – თამარ კორძაია
“მინდა საჯაროდ გავაკეთო განმარტება ჩემ მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ – მივდივარ პოლიტიკიდან. 2013 წელს დავიწყე პოლიტიკური საქმიანობა და ეს იყო ჩემი ცხოვრების ძალიან საინტერესო პერიოდი. მუდმივად ვცდილობდი ვყოფილიყავი ქვეყნის ინტერესების, საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებების დამცველი.
ზოგჯერ გამომდიოდა, ზოგჯერ – არა. მაგრამ ერთი რამ ნამდვილად შემიძლია დაბეჯითებით ვთქვა, ყველა გადაწყვეტილება ამ სამი მთავარი ღირებულებით იყო ნაკარნახევი. ბევრი კრიტიკა მიმიღია, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც თანადგომა და მხარდაჭერა მახსოვს და მადლობა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამას მაგრძნობინებდა. მადლობა ყველა იმ ადამიანს, ვისთან ერთადაც ვიბრძოდი. ცხოვრება ღირს ამ გამოცდილებად. საკმაოდ ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ შევწყვიტო პოლიტიკური საქმიანობა. რთულია, ვიცი ამასაც არაერთგვაროვანი შეფასება მოყვება, ესეც გასაგებია. ვრჩები აქტიურ მოქალაქედ და ქვეყნის ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ადამიანად”,
წერს ამის შესახებ, ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი, თამარ კორძაია.