Category: ახალი ამბები

  • “უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით, ტრამპმა ფართოდ გაუღო კარები პუტინს” – სენატორი შაჰინი

    “ეს შურისძიების აქტი ჩვენი მოკავშირის წინააღმდეგ, რომელიც წინა ხაზზე იცავს თავისუფლებასა და დემოკრატიას, არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ სახიფათოცაა. უკრაინის სამხედრო დახმარების გაყინვით, პრეზიდენტმა ტრამპმა ფართოდ გაუღო კარები პუტინს, უდანაშაულო უკრაინელების წინააღმდეგ მისი ძალადობის ესკალაციისკენ. შედეგები უდავოდ დამანგრეველი იქნება. ამ შეურაცხყოფას ისიც ემატება, რომ პრეზიდენტმა ტრამპმა ვერაფრის მოპოვება ვერ შეძლო, პუტინის ასე გულუხვი დახმარების სანაცვლოდ. მე მოვუწოდებ ადმინისტრაციას, რომ შეცვალოს აღებული კურსი და გაიხსენოს, რომ ამერიკული ღირებულებები თანხვედრაშია თავისუფალ სამყაროსთან და არა ავტოკრატებთან და მკვლელ დიქტატორებთან”,

    ამერიკელი სენატორი, საგარეო საკითხთა კომიტეტის წევრი, ჯინ შაჰინი აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას ეხმაურება.

  • ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას.. სიცხადის ნაკლებობა ზრდის ბოროტად გამოყენების რისკს – ვენეციის კომისია “ოცნების” რეპრესიულ კანონებს აკრიტიკებს

    “ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით მასობრივი პოლიტიკური მიტინგების უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.[..]სიცხადის ნაკლებობა ზრდის ბოროტად გამოყენების რისკს” -ვენეციის კომისია ერთპარტიული, არალეგიტიმური პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და შეკრება-მანიფესტაციის შესახებ კანონში დრაკონულ და რეპრესიულ ცვლილებებზე კრიტიკულ შეფასებას აქვეყნებს.

    “საკანონმდებლო პროცესის ანალიზისას, მოსაზრებაში ნათქვამია, რომ კანონპროექტები მიღებულ იქნა ნაჩქარევად, შესაბამისი დაინტერესებული მხარეების ჩარევის გარეშე. ეს ძირს უთხრის ცვლილებების ლეგიტიმურობას, განსაკუთრებით მასობრივი პოლიტიკური მიტინგების უფრო ფართო პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით.

    ცვლილებები შეიცავს უამრავ ბუნდოვან და ფართო ჩარჩო მქონე დებულებებს, რომლებიც ხელისუფლებას ანიჭებს ზედმეტად ფართო დისკრეციას მათ გამოყენებაში. ეს ძირს უთხრის საკანონმდებლო ბაზის განჭვრეტადობას და აზიანებს სამართლებრივ უსაფრთხოებას ძირითადი თავისუფლებების განხორციელებისას. საკანონმდებლო ჩარჩოში სიცხადისნაკლებობა ზრდის ბოროტად გამოყენების რისკს.

    უფრო მეტიც, ცვლილებებში სხვადასხვა შემაკავებელი ზომების შემოღების აუცილებლობა და პროპორციულობა ადეკვატურად არ იყო დასაბუთებული. ახალი მკაცრი პატიმრობა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის ჯარიმების არსებით ზრდასთან ერთად, გადაჭარბებულია… ამიტომ კომისია მიიჩნევს, რომ აუცილებელია ხელისუფლებამ გადახედოს ამ ცვლილებებს და განახორციელოს სათანადო კანონშემოქმედებითი პროცესი. ” – ნათქვამია განცხადებაში.

    ვენეციის კომისიის რეკომენდაციებია:

    • სანქციების ხასიათისა და სიმძიმის გადახედვა
    • ადმინისტრაციული დაკავების დანიშვნამდე ინდივიდუალური შეფასების მკაფიო კრიტერიუმების შემოღება, რომელიც შეესაბამება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის (ECHR) მე-5 მუხლის 1-ელ პუნქტს
    • ადმინისტრაციული დაკავების წინააღმდეგ ეფექტური პრევენციული საშუალების უზრუნველყოფა
    •  კონკრეტული ვიწრო მნიშვნელობის განსაზღვრა ლაზერის და სინათლის სხვა მოწყობილობების აკრძალვაზე
    • სახის დაფარვის აკრძალვის დაზუსტება
    • “პოლიციის ფორმის მსგავსი ტანსაცმლისა და ატრიბუტიკის” მნიშვნელობის ზუსტი განსაზღვრა

     

  • ერთადერთი, ვინც პუტინის რუსეთს უკრაინის არცერთი ნაწილი არ გადასცა, ვარ მე! დაიმახსოვრეთ ეს – ტრამპი

    ერთადერთი, ვინც პუტინის რუსეთს უკრაინის არცერთი ნაწილი არ გადასცა, ვარ მე! დაიმახსოვრეთ ეს – ტრამპი

    “ერთადერთი პრეზიდენტი, რომელმაც პუტინის რუსეთს უკრაინული მიწის ერთი ნაჭერიც არ დაუთმო, არის დონალდ ტრამპი. დაიმახსოვრეთ ეს, როცა სუსტი და არაეფექტური დემოკრატები აკრიტიკებენ და ყალბი მედია სიხარულით ავრცელებს მათ რომელიმე სიტყვას!”

    დაწერა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა საკუთარ სოციალურ ქსელში.

  • იმედია სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან ბალტიისპირეთის მაგალითს – იუკნევიჩიანე სანქციებზე

    იმედია სხვა ქვეყნებიც მიჰყვებიან ბალტიისპირეთის მაგალითს – იუკნევიჩიანე სანქციებზე

    “იმედი მაქვს, რომ სხვა ქვეყნები მიჰყვებიან ბალტიისპირეთის ქვეყნების მაგალითს”

    ასე ეხმაურება, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე ლიეტუვის,ლატვიისა და ესტონეთის გადაწყვეტილებას.

  • ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა 50-ზე მეტ ქართველ მაღალჩინოსანს ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს

    ლიეტუვამ, ლატვიამ და ესტონეთმა ქართველ დეპუტატებს, მოსამართლეებს, პროკურორებს და სხვა მაღალჩინოსნებს ქვეყნებში შესვლა აუკრძალეს. სანქციების სიაში დამატებით 50-ზე მეტი ადამიანი მოხვდა, მათი ზუსტი ვინაობა ჯერ უცნობია. საუბარია სამოგზაურო შეზღუდვებზე – სანქცირებულებს ბალტიისპირეთის ქვეყნებში შესვლა აეკრძალათ.

    ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კესტუტის ბუდრისი წერს:“ლიეტუვამ 74 ქართველი მაღალჩინოსანი დაამატა პირთა სიაში, რომლებსაც ეკრძალებათ ქვეყანაში შემოსვლა ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევისა და საქართველოში რეპრესიებისთვის.ჩვენ მხარს ვუჭერტ ქართველ ხალხს მათ მისწრაფებაში დემოკრატიასა და ევროპული მომავლისკენ”, – წერს ის.

    ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი ბაიბა ბრაჟე:“მე დავამატე 16 საქართველოს მოქალაქე ლატვიის პერსონა ნონ გრატას სიაში, აეკრძალებათ მათ ლატვიაში შემოსვლა განუსაზღვრელი ვადით”, – წერს ის.

    ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა:  “მე ხელი მოვაწერე ბრძანებას, რომლის თანახმადაც ესტონეთი აწესებს ქვეყანაში შემოსვლაზე შეზღუდვებს 55 ქართველი პროკურორისთვის, მოსამართლისთვის, პოლიციელისთვისვის, დეპუტატისთვის და სხვებისთვის.ევროკავშირი თანმიმდევრულად აჩვენებს ქართველ ხალხს, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ მათ ძალისხმევას დემოკრატიული საქართველოს აღდგენისთვის”, – წერს ის.

    • ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა იმ ქართველი დასანქცირებული მაღალჩინოსნების სია:

    მოსამართლეები: ირაკლი ხუსკივაძე, თამარ მჭედლიშვილი, ლელა მარიდაშვილი, ლევან ყოლბაია, დავით მგელიაშვილი, ნანა შამათავა, თეონა ეპიტაშვილი, არსენ კალატოზიშვილი, ლელა კალიჩენკო, დავით კურტანიძე, ირმა ტოგონიძე, გულიკო კეჟაშვილი, გიორგი გელაშვილი, ნათია გუდაძე, ნატო ხუჯაძე, ზვიად შარაძე, ირაკლი დგებურაძე, ეკა ბარბაქაძე

    პროკურორები: ვაჟა თოდუა, შმაგი გობეჯიშვილი, ზვიად გუბელაძე, ანა მეტრეველი, გიორგი მუკბანიანი, როინ ხინთიბიძე, თამარ იაკობიძე, ვლადიმერ თურმანიძე, ნუგზარ ჩიტაძე, თორნიკე გოგეშვილი, პაატა ცეცხლაძე, ზაზა მეტონიძე, ნინო სახელაშვილი, მალხაზ ოქროპირიძე, ვერა დოლიძე

    პოლიციის თანამშრომლები: გიორგი ჩარექაშვილი, თორნიკე მენაბდე, სულხან კიკნაძე, რევაზ წურწუმია, ზვიად მარგველანი, ზურაბ ჭარიბაშვილი, დავით მარუაშვილი, ოთარ გელაშვილი, ნოდარ ზენაიშვილი, ბერდია ფერაძე

    აჭარის პოლიციის უფროსები: გრიგოლ ბესელია, დავით ათაბეგაშვილი

    ბათუმის პოლიციის უფროსი: გოჩა ვანაძე

    პარლამენტის დეპუტატები: ლაშა ტალახაძე, ირაკლი ზარქუა, ვიქტორ სანიკიძე, გელა სამხარაული, ბექა ოდიშარია

    პრო-რუსული, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრები: კონსტანტინე მორგოშია, ზურაბ მახარაძე

  • ვინც მოლაპარაკებებს ეძებს, ბალისტიკური რაკეტებით არ ესხმის თავს მოსახლეობას – ზელენსკი

    “უკრაინა იბრძვის ნორმალური და უსაფრთხო ცხოვრებისთვის, რომელსაც იმსახურებს, სამართლიანი და საიმედო მშვიდობისთვის. ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს, მაგრამ რუსეთი ამას არ აკეთებს და აგრძელებს თავის საჰაერო ტერორს: გასული კვირის განმავლობაში, 1050-ზე მეტი თავდასხმის დრონი, თითქმის 1300 საჰაერო ბომბი და 20-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს უკრაინაში ქალაქების გასანადგურებლად და ადამიანების მოსაკლავად.

    ისინი, ვინც მოლაპარაკებებს ეძებენ, ბალისტიკური რაკეტებით არ ესხმიან თავს მშვიდობიან მოსახლეობას. იმისათვის, რომ ვაიძულოთ რუსეთი შეაჩეროს თავდასხმები, ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი კოლექტიური ძალა მსოფლიოსგან.

    ჩვენი საჰაერო თავდაცვის გაძლიერება, ჩვენი არმიის მხარდაჭერა და უსაფრთხოების ეფექტური გარანტიების უზრუნველყოფა, რაც შეუძლებელს გახდის რუსული აგრესიის დაბრუნებას – ეს არის ის, რაზეც ჩვენ უნდა გავამახვილოთ ყურადღება. სამართლიანობამ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ გვჯერა ერთიანობის ძალის და ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ხანგრძლივ მშვიდობას”.

    წერს უკრაინის მეთაური, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე და მხოლოდ ბოლო 1 კვირის რუსული თავდასხმელის ამსახველ ვიდეომასალას აქვეყნებს.

  • ”გამოაშკარავდა, ვის სურდა მეორე ფრონტი” – კალაძე ზელენსკის და ტრამპის შეხვედრაზე

    ”გამოაშკარავდა, ვის სურდა მეორე ფრონტი” – კალაძე ზელენსკის და ტრამპის შეხვედრაზე

    „ზელენსკის და ტრამპის პოლემიკის, შეხვედრის შემდეგ, კიდევ უფრო გამოაშკარავდა, თუ ვინ იყვნენ ის ძალები და ადამიანები, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე გარეთ, რომელთაც სურდათ ომი, მეორე ფრონტის გახსნა ქვეყანაში; სურდათ, რომ ქვეყანა ეკონომიკურად ჩამოშლილიყო; მიერთებოდა სანქციებს, რაც, რა თქმა უნდა, პირდაპირ გამოიწვევდა ეკონომიკის ჩამონგრევას, რისი სურვილიც ჰქონდა მავანს, მაგრამ გონივრული პოლიტიკით, მიუხედავად იმისა, რომ მივიღეთ ძალიან ბევრი შეურაცხყოფა, კრიტიკა, ცილისწამება, მუქარები – ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, დავდექით მოსახლეობასთან ერთად და გადავდგით ისეთი ნაბიჯები, რომლებიც, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ეკონომიკური განვითარებისთვის იყო მნიშვნელოვანი. რა თქმა უნდა, მშვიდობას არ აქვს ალტერნატივა

    ქვეყნის გარეთ არსებობენ ძალები, რომლებიც პირდაპირ მიუთითებენ ამ უსამშობლო რადიკალებს, თუ როგორ უნდა იმოქმედონ, რა განცხადებები გააკეთონ, რა არის მათი მთავარი მიზანი და მოტივაცია, როგორ დააზიანონ ქვეყანა, მშვიდობა. ეს ყველაფერი, რასაც ვხედავთ და ვხედავდით, იმართებოდა გარედან – პირდაპირ მითითებები კეთდებოდა, უზარმაზარი თანხები იხარჯებოდა ამ ყველაფერში, მაგრამ მოსახლეობის უმრავლესობა დადგა იქ, სადაც სჭირდებოდა ჩვენს ქვეყანას და მის მომავალს”.

    ამბობს თბილისის მერი, კახა კალაძე.

  • ერთთვიანი ზავი შეამოწმებს, იმოქმედებს თუ არა პუტინი კეთილსინდისიერად – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

    ”რუსეთ-უკრაინის ომში „ნაწილობრივი ზავი“, რასაც საფრანგეთისა და გაერთიანებული სამეფოს ლიდერების მიერ შემოთავაზებული იდეა ითვალისწინებს, შეიძლება გახდეს უფრო ხანგრძლივი შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების წინაპირობა და ასევე საშუალებას მოგვცემს დავინახოთ მზად არის თუ არა მოსკოვი რაიმე შეთანხმების განსახორციელებლად”

     

    ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ RTL Radio-ს განუცხადა.

  • ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ პუტინზე დარდს – ტრამპი

    ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ პუტინზე დარდს – ტრამპი

    ნაკლები დრო უნდა დავუთმოთ პუტინზე დარდს და მეტი უნდა ვიდარდოთ მოძალადე მიგრანტებზე, ნარკობარონებზე, მკვლელებზე და ადამიანებზე ფსიქიატრიული დაწესებულებებიდან, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში შემოდიან, რათა ისე არ დავასრულოთ, როგორც ევროპამ

    წერს  ამის შესახებ, შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში Truth Social.

  • “დედებს ვერავინ, ვერასოდეს ვერ გვაჯობებს, ვერ გაგვაჩუმებს” – ზურაბიშვილი დღეს დაგეგმილ დედების მსვლელობას შეუერთდება

    საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს დაგეგმილ დედების მსვლელობას შეუერთდება.

    “დედებო, გილოცავთ დედის დღეს. გილოცავთ თქვენ, ვისი შვილებიც უსამართლოდ პატიმრობაში იმყოფებიან და თქვენთან ვიქნები დღეს ფილარმონიასთან! დედებს ვერავინ, ვერასოდეს ვერ გვაჯობებს, ვერ გაგვაჩუმებს”, – წერს პრეზიდენტი Facebook-ზე.

    დღეს, 3 მარტს, დედების დღეს,  20:00 საათზე, ფილარმონიიდან დედები მსვლელობით პარლამენტამდე მივლენ.