Category: ახალი ამბები

  • თემურ ქათამაძე, რომელიც უკვე 48 დღეა შიმშილობს, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს – საია

    პატიმრობაში მყოფი, ბათუმელი მედროშე, თემურ ქათამაძე, რომელიც უკვე 48 დღეა შიმშილობს, სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. შესაბამის ინფორმაციას, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ავრცელებს.

    “ამ დროს, მიუხედავად მისი მოთხოვნისა, უარი ეთქვა ჰოსპიტალიზაციაზე და იმავე დღეს დააბრუნეს იგი დროებითი მოთავსების ცენტრში. ამ დღის შემდგომ თემურ ქათამაძე, პროტესტის ნიშნად, უარს ამბობდა ყოველგვარი სამედიცინო გამოკვლევის ჩატარებაზე. არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს ჩვენთვის არ გადმოუცია 9 თებერვლის შემდგომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და არც 15 თებერვალს სამედიცინო დაწესებულებაში ჩატარებული გამოკვლევებისა და მისი შედეგების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია. როგორც თემურ ქათამაძე თავად აღნიშნავს, შიმშილობის ამ პერიოდში მას უკვე დაკლებული აქვს 20 კილოგრამზე მეტი, თავს სუსტად გრძნობს და უჭირს თავისუფლად გადაადგილება, რის გამოც გუშინ ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, კლინიკაში გადაყვანას დათანხმდა. 18 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლო მისთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების საკითხზე იმსჯელებს. თემურ ქათამაძე აღნიშნული დავის ფარგლებში შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის გადაწყვეტილებას ასაჩივრებს, რომლითაც მას განცხადების წარდგენიდან 3 დღის ვადაში დაუსაბუთებლად ეთქვა უარი ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე”, – წერია განცხადებაში.

  • უამინდობის გამო შეჩერებული რეისები 5 მარტიდან განახლდება – საქართველოს რკინიგზა

    ბოლო 1 კვირის განმავლობაში მოვლენილი უამინდობის გამო შეჩერებული რეისები 5 მარტიდან განახლდება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

    “საქართველოს რკინიგზა გაცნობებთ, რომ უამინდობის გამო შეჩერებული რეისები 5 მარტიდან (არსებული განრიგით) განახლდება. მაგისტრალური და საგარეუბნო მატარებლები იმოძრავებენ შემდეგი მიმართულებით:

    • №802/801 თბილისი-ბათუმი-თბილისი
    • №804/803 თბილისი-ბათუმი-თბილისი
    • №870/869 თბილისი-ზუგდიდი-თბილისი
    • №874/873 თბილისი-ფოთი-თბილისი
    • №854/853 თბილისი-ოზურგეთი-თბილისი
    • №6355/6356 ქუთაისი-რიონი-ქუთაისი
    • №6353/6354 ქუთაისი-რიონი-ქუთაისი
    • №684/683 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი
    • №682/681 ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისი
    • №613/614 ბათუმი-ოზურგეთი-ბათუმი
    • №6446/6445 ხაშური-ზესტაფონი-ხაშური
    • №6418/6417 ზაშური-ზესტაფონი-ხაშური
    • №618/617 თბილისი-ბორჯომი-თბილისი
    • №686/685 თბილისი-ბორჯომი-თბილისი
  • ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი არ არის აგრესორი – კონგრესმენი ალ გრინი

     “ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც ამბობს, რომ რუსეთი არ არის აგრესორი. ის აგზავნის მესიჯს, რომ მას მართლა ჰგონია, რომ კანონზე მაღლა დგას. რაც შეიძლება ჩქარა, ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მას არ მივცეთ საშუალება, გახდეს დიქტატორი”

    განაცხადა ამის შესახებ,  კონგრესმენმა ალ გრინმა ტრამპის სიტყვით გამოსვლის შემდეგ.

  • ვენეციის კომისია ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურაა – კობახიძე

    ვენეციის კომისია ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურაა – კობახიძე

    „საერთოდ არავითარი სამართლებრივი საფუძველი არ აქვს მათ მოთხოვნას. ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ ვენეციის კომისია არის ერთ-ერთი ყველაზე არასერიოზული ევროპული სტრუქტურა. იმ არასერიოზულობის ფონზე, რაც ზოგადად არის ევროპულ სტრუქტურებში დამკვიდრებული, ამ ფონზეც კი, ვენეციის კომისია გამოირჩევა განსაკუთრებული არასერიოზულობით. სამართლებრივი ექსპერტიზის ცენტრიდან ეს ინსტიტუცია გარდაიქმნა ჩვეულებრივი პოლიტიკურ ორგანოდ, რომელიც ემსახურება „გლობალური ომის პარტიის“ ინტერესებს. ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე წერს ხოლმე პოლიტიკურ დასკვნებს, რაც საერთოდ არ არის ვენეციის კომისიის საქმე. შესაბამისად, მათ დასკვნებს ჩვენ სერიოზულად ვერ მივიღებთ. კეთილი ინებონ, დადონ სამართლებრივი დასკვნები და განვიხილავთ სერიოზულად, მაგრამ პოლიტიკა არ არის ვენეციის კომისიის საქმე“,

    ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

  • კარგი იქნება დავიწყოთ მუშაობა [სოციალური ქსელის] რეგულირებაზეც..ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად – სოზარ სუბარი

    “დღეს ტელევიზიაზე, რადიოზე შეიძლება გაცილებით მეტი გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა ინფორმაციამ და არსებობს ინფორმაციის სხვა საშუალებებიც, ბეჭდვითი მედია… სოცქსელები დღეს მაინც ყველაზე დიდ აუდიტორიას მოიცავს და ყველაზე ფართო გავლენის მქონეა და უბრალოდ კარგი იქნება დავიწყოთ მუშაობა ამ სფეროში რეგულირებაზეც, რომ ადამიანის ღირსება, ადამიანის პირადი ცხოვრება იყოს დაცული, ადამიანის შეურაცხყოფა იყოს დასჯადი რაღაცნაირად”,

    აცხადებს, სოზარ სუბარი და სოციალურ ქსელში ინფორმაციის გავრცელების რეგულირების იდეით გამოდის.

  • არ ვეთანხმები ბრალს! საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა – მზია ამაღლობელი

    “არა და არ ვეთანხმები ბრალს. უკანონო პატიმრად მივიჩნევ თავს. საბედნიეროდ, ჩვენს სამშობლოში დიქტატურამ საბოლოოდ ფეხი ვერ მოიკიდა. ამიტომ მჯერა, მეც და სინდისის პატიმრებიც შევძლებთ ჩვენი უდანაშაულობის დამტკიცებას”

    ამის შესახებ ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის წერილშია ნათქვამი. ამაღლობელმა მისი პოზიცია წერილობით მას შემდეგ გაავრცელა, რაც ტექნიკური ხარვეზების გამო, სასამართლო დარბაზში მის მიერ გაკეთებული განცხადება არ ისმოდა.

  • აშშ-ის დახმარების შეჩერებამ, შეიძლება კიევს სამშვიდობო პროცესისკენ უბიძგოს – პესკოვი

    “რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობების ნორმალიზება სანქციების მოხსნას უნდა მოიცავდეს. თუ შეერთებულმა შტატებმა ნამდვილად გადაწყვიტა შეაჩეროს უკრაინას სამხედრო დახმარება, ამან შეიძლება კიევს სამშვიდობო პროცესისკენ უბიძგოს”

     

    აცხადებს კრემლის სპიკერი, დიმიტრი პესკოვი.

  • ბაჩიაშვილის საქართველოდან გაქცევა არის შოკი ბიძინა ივანიშვილისათვის.. – რომან გოცირიძე

    “გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოდან გაქცევა არის შოკი ბიძინა ივანიშვილისათვის. გაექცა ადამიანი, რომელმაც ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების ნაღდი ფული გაიტანა კრიპტოვალუტის სახით და რომლის გარკვეული ნაწილი შეიძლება მოახმაროს ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს.” – წერს ამის შესახებ, პოლიტიკოსი რომან გოცირიძე.

    თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი წერს, რომ საქართველო დატოვა.

    ”გიორგი ბაჩიაშვილის საქართველოდან გაქცევა არის შოკი ბიძინა ივანიშვილისათვის. გაექცა ადამიანი, რომელმაც ასეულ მილიონობით დოლარის ღირებულების ნაღდი ფული გაიტანა კრიპტოვალუტის სახით და რომლის გარკვეული ნაწილი შეიძლება მოახმაროს ივანიშვილის რეჟიმის დემონტაჟს.

    ივანიშვილის მიზანი იყო მისი ციხეში გამოკეტვა და ფიზიკური და ფსიქოლოგიური წამებით ამ აქტივების ჩამორთმევა ( კრიპტოკოდების გამოძალვა).

    ეს ფაქტი ძალოვანი სტრუქტურების ფიასკოს მაჩვენებელიცაა.

    რა გადაწყვეტიკებაც უნდა მიიღოს ივანიშვილის სასამართლომ, მისი შედეგები უკვე არავის ადარდებს და სტრასბურგის სასამართლოში გაუქმდება.

    ბაჩიაშვილის საკითხმა დამატებითი როლი ითამაშა ივანიშვილის რეჟიმის მხილებაში და ეს კიდევ უფრო გაძლიერდება საქართველოს გარედან.

    ქოცებში კი ტრაურია. ყველა დროშა დაშვებულია ივანიშვილის კუთვნილი სასახლეებიდან.” – აცხადებს რომან გოცირიძე.

  • Untitled post 171379

    ბიძინა ივანიშვილის თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ბაჩიაშვილი არ აკონკრეტებს, როდის და რა გზით დატოვა საქართველო.

    “უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ
    საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამეტ ერტადერთი საღი გამოსვალია
    ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული, და კანონთან შეუსაბამო პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. ამ უსამართლობას ხელმძღვანელობენ სანქცირებული ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, მათ შორის: მოსამართლე გიორგი გელაშვილი, სასამართლოს ხელმძღვანელები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. თითოეული მათგანი, ვინც ამ პოლიტიკურ რეპრესიაში და გამოძალვაშია ჩართული, უკვე სანქცირებულია ცივილიზებული სამყაროს მთავრობების მიერ. ეს არ არის სამართლებრივი სისტემა, სადაც ჭეშმარიტება იმარჯვებს, და არც სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს—განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჯახები ივანიშვილის კორუმპირებულ მანქანას
    გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ—საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს. ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ… იმ ციხეში სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტვა შემომითვალა
    ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ, და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩემი წასვლა არა დანებება, არამეტ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში, ჩემი გადეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება. სამწუხაროდ, ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს
    ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ჩვენ ვერ გაგვტეხავენ და ვერ შეგვაჩერებენ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არასდროს ექნებათ—ჩვენ გვაქვს სიყვარული!
    გიორგი ბაჩიაშვილი“– წერს გიორგი ბაჩიაშვილი.
    გიორგი ბაჩიაშვილს ამ დროისთვის ბრალი ორ საქმეში აქვს წაყენებული. პირველი ბიტკოინების საქმეა. პროკურატურა და ბიძინა ივანიშვილი ბაჩიაშვილს ედავებიან, რომ მან დიდი ოდენობით, თითქმის 40 მლნ დოლარის ღირებულების ბიტკოინები  მიითვისა. ბრალის მიხედვით, ბაჩიაშვილმა ბიტკოინები ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩადებული ინვესტიციებით შეიძინა, თუმცა მას მოგება არ მისცა. ბაჩიაშვილი კი ამბობს, რომ ივანიშვილმა ქართუ ბანკიდან მას უბრალოდ ფული ასესხა, რომელიც უკან დააბრუნა და ის, რომ ეს სესხი იყო და არა ინვესტიცია, დადასტურებულია აუდიო ჩანაწერებით, რომელიც მისი და ივანიშვილის სატელეფონო საუბრებს ასახავს.

    ცოტა ხნის წინ ბაჩიაშვილს ბრალი წარუდგინეს მტკვარი ჰესის საქმეზე.  საქმეში ბაჩიაშვილს ივანიშვილი და პროკურატურა ედავებიან, რომ მან არ გაითვალისწინა ჰესის საკითხზე ჩატარებული კვლევები და არაჯეროვნად შეასრულა თანაინვესტირების ფონდის ხელმძღვანელის მოვალეობა, რის შედეგადაც მტკვარი ჰესი, რომელშიც მილიონობით დოლარი დაიხარჯა, დღემდე არ არის აშენებული. გიორგი ბაჩიაშვილის და მისი ადვოკატის თანახმად, ბაჩიაშვილისთვის წაყენებულ მეორე ბრალზე ხანდაზმულობის ვადა გასულია. როგორც ბაჩიაშვილის ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განაცხადა, სადავო ხელშეკრულება 2014 წელს გაფორმდა და წარდგენილ ბრალზე ხანდაზმულობის ვადა 2020 წელს გავიდა.

    ბაჩიაშვილი სასამართლოს მიმდინარეობის პროცესში გირაოს საფუძველზე იყო თავისუფლებაზე. არ არის გამორიცხული, მისი საქართველოდან გაქცევის შემდეგ საქართველოს პროკურატურამ მასზე საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს.

     

  • გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა

    გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა

    “მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ” –  აცხადებს თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი და  წერს, რომ საქართველო დატოვა.

    “უდიდესი წუხილით და უსამართლობის განცდით ვაცხადებ საქართველოდან ჩემი იძულებითი წასვლის შესახებ

    საკუთარი სამშობლოს დატოვება არ არის მარტივი არჩევანი. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილის კრიმინალური გეგმა ჩემთვის თავიდანვე ნათელი იყო, მე მაინც გავრისკე და ბოლომდე გავაშიშვლე მისი ნამდვილი სახე. ივანიშვილის რეჟიმი სრულიად გავიდა სამართლის და დემოკრატიის პრინციპებიდან, შესაბამისად ჩემი წასვლა არა უკან დახევა, არამეტ ერტადერთი საღი გამოსვალია

    ჩემს წინააღმდეგ წამოყენებული მორიგი შეთითხნილი, ხანდაზმული, და კანონთან შეუსაბამო პროცესი, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ივანიშვილის საქართველოში სასამართლო აღარ არსებობს. ამ უსამართლობას ხელმძღვანელობენ სანქცირებული ივანიშვილი და მისი კრიმინალური ბანდა, მათ შორის: მოსამართლე გიორგი გელაშვილი, სასამართლოს ხელმძღვანელები მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე, მთავარი პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი და საქმის პროკურორი მიხეილ სადრაძე. თითოეული მათგანი, ვინც ამ პოლიტიკურ რეპრესიაში და გამოძალვაშია ჩართული, უკვე სანქცირებულია ცივილიზებული სამყაროს მთავრობების მიერ. ეს არ არის სამართლებრივი სისტემა, სადაც ჭეშმარიტება იმარჯვებს, და არც სისტემა, რომელიც ადამიანის უფლებებს იცავს—განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როცა ეჯახები ივანიშვილის კორუმპირებულ მანქანას

    გარდა ამისა, მე მივიღე სანდო ინფორმაცია ჩემს უსაფრთხოებაზე რეალური საფრთხეების შესახებ საფრთხის, რომელსაც დღევანდელ საქართველოში შეიძლება სასიკვდილო მნიშვნელობა ჰქონდეს.

    ციხეში, აბსოლუტურად დაუცველი დავრჩებოდი ივანიშვილის ჯალათების პირისპირ იმ ციხეში სადაც ივანიშვილმა გაჭყლეტვა შემომითვალა

    ვუცხადებ სოლიდარობას იმ ათასობით ქართველს, ვინც უკანონოდ არიან რეპრესირებული და დატყვევებული ამ რეჟიმის მიერ, და მათ, ვინც დღეს იბრძვის ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისა და დემოკრატიისთვის. ჩემი წასვლა არა დანებება, არამეტ გააზრებული და სტრატეგიული ნაბიჯია. ამ ბრძოლაში, ჩემი გადეთ ყოფნა გაცილებით უფრო სარგებლიანი იქნება.

    სამწუხაროდ, ამ არჩევანის გაკეთების საშუალება არ აქვს ათასობით ჩვენს თანამოქალაქეს

    ჩვენ ვერ გაგვაჩუმებენ, ჩვენ ვერ გაგვტეხავენ და ვერ შეგვაჩერებენ იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს ის, რაც მათ არასდროს ექნებათ – ჩვენ გვაქვს სიყვარული!” – წერს ბაჩიაშვილი.