Category: ახალი ამბები

  • მკაცრად ვგმობ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს კიევზე! – ზურაბიშვილი

    მკაცრად ვგმობ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს კიევზე! – ზურაბიშვილი

    მკაცრად ვგმობ დღევანდელ სარაკეტო თავდასხმებს კიევზე. აგრესიის კიდევ ერთი სასტიკი აქტის შედეგად უდანაშაულო სიცოცხლეები დაიკარგა, 70-ზე მეტი დაშავდა. ჩვენი აზრები და სოლიდარობა უკრაინასთანაა.

    წერს X-ზე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი რუსეთის მიერ კიევზე მორიგ თავდასხმასთან დაკავშირებით.

  • ”საჯარო სამსახურიდან 800-ზე მეტი ადამიანი გაათავისუფლეს… რეპრესიები უფრო ფართოვდება” – დამოუკიდებელი პროფკავშირი

    ”დღეის მდგომარეობით, საჯარო სამსახურიდან გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა 800-ს ადამიანს აჭარბებს.” – ამის შესახებ, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირის “კონსტიტუციის 78-ე მუხლის” თავმჯდომარე, კახი სამხარაძე აცხადებს.

    “საჯარო სამსახურში მიმდინარე რეპრესიები კიდევ უფრო ფართოვდება და იზრდება რეპრესირებული საჯარო მოხელეების რიცხვი. მხოლოდ ერთი უწყებიდან, საჯარო რეესტრიდან განთავისუფლდა უკვე 200-ზე მეტი საჯარო მოსამსახურე და ზოგად მთელ საჯარო სექტორში გათავისუფლებული თანამშრომლების რაოდენობა 800-ს ადამიანს აჭარბებს.

    განათლების სამინისტროში 16 აპრილს გამოცხადდა რეორგანიზაცია, რომელიც ამ ეტაპზე ეხება უშუალოდ სამინისტროს ცენტრალურ აპარატს და როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, უკვე გაუშვეს რამდენიმე თანამშრომელი – მიუხედავად იმისა რომ რეორგანიზაცია კიდევ 2 თვე გაგრძელდება. ასევე, არსებობს მოლოდინი, რომ რეორგანიზაციის პროცესი შეეხება განათლების სამინისტროს სისტემაში არსებულ სსიპებს, მათ შორის სასწავლი დაწესებულებებს. ჩვენი ინფორმაციით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა კიდევ უფრო აქტიურად დაიწყო ჩარევა განათლების სისტემაში და ცდილობს წინასაარჩევნოდ მოასუფთაოს ეს სივრცეც.

    მიმდინარე მოვლენების გამოძახილად საქართველოში მოქმედი 10 დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი და სხვა საზოგადოებრივი გაერთიანებები ვგეგმავთ პირველ მაისს კოლმეურნეობის მოედნიდან მსვლელობას, რათა გამოვხატოთ პროტესტი საჯარო მოხელეების მიმართ რეპრესიებისა და ზოგადად ქვეყანაში არსებული უსამართლო სოციალური პოლიტიკის გამო”, – თქვა სამხარაძემ.

  • რატომ არ შეხვდნენ ეუთო-ს გენერალურ მდივანს – ”კოალიცია ცვლილებისთვის” განმარტება

    კოალიცია ცვლილებისთვის განმარტავს, რატომ არ შეხვდნენ ეუთო-ს გენერალურ მდივანს ფერიდუნ ჰ. სინირლიოღლუს, რომელიც ქართული ოცნების მთავრობის წარმომადგენლებს შეხვდა.

    “დღეს საქართველოში მძიმე პოლიტიკური კრიზისია, რაც “ქართული ოცნების” ანტიდემოკრატიული ქმედებებით – კონსტიტუციური ჩარჩოებიდან გასვლით, არჩევნების ტოტალური გაყალბებით, მშვიდობიანი დემონსტრანტების წამებითა და უდანაშაულო ადამიანების დაკავებებით არის გამოწვეული.

    აღნიშნულ ვითარებაში ეუთოს გენერალური მდივანი შეხვდა არალეგიტიმური ხელისუფლების წარმომადგენლებს და არც ერთი სიტყვით არ შეხებია ქვეყანაში არსებულ კრიზისს, რაც რეჟიმის მხრიდან რუსული პროპაგანდის სტილში უკვე გამოიყენება მათი ანტიდემოკრატიული, ანტიდასავლური ქმედებების ლეგიტიმაციისთვის. ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც ეუთო/ოდირის ოფიციალური დასკვნით 26 ოქტომბრის არჩევნებზე დაფიქსირებულმა დარღვევებმა ძირი გამოუთხარეს საზოგადოების ნდობას პროცესისადმი.

    სწორედ ამიტომ, ჩვენ უარი ვთქვით აღნიშნულ პროცესში მონაწილეობაზე, რადგან მიგვაჩნია, რომ რეჟიმის დამარცხებისთვისა და ქართველი ხალხის ისტორიული მიზნის მიღწევისთვის მნიშვნელოვანია სიცხადე და თანმიმდევრულობა. აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის ეუთოს წევრი სახელმწიფოები, რომლებმაც ივანიშვილის რეჟიმის მიმართ ე.წ. ვენის მექანიზმი აამოქმედეს, რომელიც მანამდე ბელორუსისა და რუსეთის მიმართ იქნა გამოყენებული”, – ნათქვამია კოალიციის განცხადებაში

  • “ვფიქრობ, რუსეთთან შეთანხმება გვაქვს, ახლა ზელენსკისთან უნდა მივაღწიოთ” -ტრამპი

    “ვფიქრობ, რუსეთთან შეთანხმება გვაქვს, ახლა ზელენსკისთან უნდა მივაღწიოთ” -ტრამპი

    “ვფიქრობ, რუსეთი მზადაა. ბევრმა თქვა, რომ რუსეთი ყველაფრისთვის მზადაა. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ რუსეთთან შეთანხმება გვაქვს. ზელენსკისთან შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ… მეგონა, მასთან მოლაპარაკება უფრო ადვილი იქნებოდა, მაგრამ ჯერჯერობით ეს უფრო რთული აღმოჩნდა”,

    აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი.  ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკისთან შეთანხმების მიღწევა “მოსალოდნელზე უფრო რთული” აღმოჩნდა.

  • კლანის ზედა ეშელონი რასაც დაავალებს, იმას გააკეთებს, შემეცოდა –  ვაშაძე მისთვის გირაოს შეფარდებაზე

    კლანის ზედა ეშელონი რასაც დაავალებს, იმას გააკეთებს, შემეცოდა – ვაშაძე მისთვის გირაოს შეფარდებაზე

    ”ზუსტად ვიცი, რისთვის ვიბრძვი და ჩვენ ყველამ ზუსტად ვიცით, რისთვის ვიბრძვით. მე ვიბრძვი, რომ საქართველო იყოს ძლიერი, ერთიანი ქვეყანა, თავისუფალი ადამიანების ქვეყანა, გვქონდეს დემოკრატიული სისტემა, სადაც არ არიან პოლიტპატიმრები და რომელიც მიდის სწრაფად ევროკავშირისკენ. ვებრძვით რეჟიმს, რომელსაც უნდა დაგვტოვოს მარტო მეგობრებისა და პარტნიორების გარეშე. ჩავთვალოთ, რომ ეს არის ამ ბრძოლის მორიგი, კიდევ ერთი ხაზი და ყველა ასეთი ნაბიჯი რეჟიმის მხრიდან ჩვენ მხოლოდ გვაძლიერებს, გვაერთიანებს და უფრო მეტად გვარწმუნებს იმაში, რომ სწორ გზაზე ვდგავართ. მერწმუნეთ, ძალიან მალე ჩვენ ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას.[…]ე.წ. სასამართლომ ე.წ. პროკურატურის პოზიცია, რა თქმა უნდა, 100%-ით გაიზიარა იმიტომ, რომ მოსამართლე არის უუფლებო – კლანის ზედა ეშელონი რასაც დაავალებს, იმას გააკეთებს, შემეცოდა”.

    ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა.

  • ”ტრამპის სამშვიდობო გეგმის ფარგლებში დღეს დაგეგმილი ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებები ჩაიშალა უკრაინის მიერ თავისი ტერიტორიების დათმობაზე უარის თქმის გამო”. – WASHINGTON POST

    დასავლური მედია ცდილობს გამოიცნოს რა შეიძლება მოხდეს რუბიოს ვიზიტის გაუქმების შემდეგ? ისინი განიხილავენ  მოვლენების განვითარების შესაძლო ვარიანტებს მას შემდეგ, რაც მარკო რუბიოს ლონდონში ვიზიტი გაუქმდა.

    კიევის ქმედებები „ამერიკულ გეგმასთან“ დაკავშირებით საკმაოდ გასაგებია, მაგრამ რჩება კითხვა — რა მოხდება შემდეგ?

    ნამდვილად ჩამოშორდებიან ამერიკელები „უკრაინულ მიმართულებას“ და ამით აღიარებენ ტრამპის პირველ საგარეო პოლიტიკურ მარცხს, ამავე დროს კი გამოკვეთენ აშკარა სიმართლეს, რომ ის არ არის მსოფლიოში ყველაზე დიდი მომლაპარაკებლები? თუ მაინც დაბრუნდებიან უფრო რაციონალური შეთავაზებით კიევისთვის?

    ევროპელები — ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ ჩაანაცვლონ აშშ უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხში თუ შეეცდებიან დააწყნარონ ურთიერთობები კიევსა და ვაშინგტონს შორის? ან იქნებ ჩაიკეტებიან საკუთარ თავში და დაიწყებენ მზადებას ქარიშხლისთვის, რომელიც ევროპას ელოდება ამერიკის ძველი კონტინენტიდან გასვლის შემდეგ?

    ამ ეტაპზე, სიუჟეტის ყველაზე მოულოდნელი შემობრუნებებიც კი შესაძლებელია.

    მაგალითად, არ არის გამორიცხული, რომ ევროპული უსაფრთხოების ყველაზე მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები გაიმართოს არა ლონდონში, არა საუდის არაბეთში, არამედ… რომში, პაპი ფრანცისკეს დაკრძალვაზე, სადაც შაბათს ჩავლენ დონალდ ტრამპი, ევროპელი ლიდერები და ვოლოდიმირ ზელენსკი.

    ანალიზი: უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია უთხრას აშშ–ს „არა“

    ბიბისის კორესპონდენტი უკრაინაში წერს აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს ლონდონის სამიტში მონაწილეობაზე უარის თქმის შესახებ, რაც კიევის მხრიდან ტერიტორიული დათმობების განხილვის სურვილის არქონის ფონზე მოხდა:

    შესაძლოა, ვიღაცას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ ოვალური კაბინეტის უცნაური სცენისა და ამის შემდეგ განვითარებული უკრაინულ-ამერიკული ურთიერთობების კრიზისის ფონზე, კიევი გააცნობიერებდა, რომ ვაშინგტონთან მოლაპარაკებებში სიჯიუტის გამოჩენა მხოლოდ ზიანს მოუტანს და მომავალში ყველანაირად ეცდებოდა კონფრონტაციის თავიდან არიდებას ამ ხაზზე.

    თუმცა, ლონდონში მაღალ დონეზე მოლაპარაკებების ჩაშლამ აჩვენა, რომ უკრაინას ჯერ კიდევ შეუძლია უთხრას შტატებს „არა“.

    „ტრამპის გეგმა,“ რომლის პრეზენტაციასაც, სხვათა შორის, მისი პრეზიდენტობის პირველი 24 საათის განმავლობაში ელოდნენ, როგორც ჩანს, უფრო მეტად ჰგავს რუსული „საომარი მოქმედებების სპეცოპერაციის“ მიზნების რეფერატს, ვიდრე ურთიერთშეთანხმებების ნუსხას.

    ამიტომ კიევის რეაქცია სულაც არ არის გასაკვირი.

    უკრაინისთვის ამ „გეგმაზე“ თანხმობის შემთხვევაში ზარალი აშკარაა — როგორც სახელმწიფოსთვის მთლიანობაში, ისე ვლადიმირ ზელენსკისთვის პირადად.

    სარგებელი კი,  როცა უსაფრთხოების გარანტიები ამ გეგმაში საერთოდ არ არის გათვალისწინებული, ხოლო ამერიკელები, როგორც ჩანს, ნებისმიერ შემთხვევაში ამცირებენ უკრაინისთვის სამხედრო დახმარებას — ფაქტობრივად ძნელად საპოვნელია.

    საერთოდაც, თუნდაც უკრაინა დათანხმდეს ტრამპის გეგმას, რა გარანტიაა, რომ მოსკოვი ანალოგიური თანხმობით უპასუხებს?

    ვინ უნდა დაგვარწმუნოს, რომ პუტინი არ დაუბრუნდება თავის ჩვეულ ფორმულას: „ჩვენ კი არ ვართ წინააღმდეგი, მაგრამ…,“ რასაც მოჰყვება ახალი მოთხოვნების სია — დაწყებული უკრაინის მიერ ოთხი ოლქის უარყოფით, დამთავრებული ისევ იმ დემილიტარიზაციით?

    Washington Post: რუბიოს ვიზიტი ლონდონში გაუქმდა კიევის მხრიდან ტერიტორიული დათმობების განხილვის სურვილის არქონის ფონზე

    აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ, ლონდონში დაგეგმილი ვიზიტი, რომელიც უკრაინის ომზე სამშვიდობო მოლაპარაკებებს ეხებოდა, გააუქმა — წერს Washington Post ანონიმურ ამერიკელ ჩინოვნიკებზე დაყრდნობით.

    გამოცემის წყაროების თქმით, ვაშინგტონში უკმაყოფილება გამოიწვია იმან, რომ უკრაინა არ არის მზად, მიიღოს ამერიკული წინადადებები ტერიტორიული დათმობების შესახებ. კიევის პოზიციაა: „პირველ რიგში უნდა მოხდეს სრული ცეცხლის შეწყვეტის განხილვა, დანარჩენი საკითხები კი ამის შემდეგ“.

    ამავე დროს, Washington Post ციტირებს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ წარმომადგენელს, რომლის თქმითაც, რუბიოს ვიზიტის გაუქმება მხოლოდ ტექნიკური საკითხია და არა პოლიტიკური განცხადება.

    „სახელმწიფო მდივანი რუბიო დაკავებული ადამიანია, — აღნიშნა აშშ-ის საგარეო პოლიტიკის უწყების წარმომადგენელმა. — მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში შეხვედრები მაინც იმართება, იგი მათში მონაწილეობას არ მიიღებს. თუმცა, ეს არაფერს ამბობს შეხვედრების შინაარსზე. ეს გადაწყვეტილება დაკავშირებულია მის გრაფიკში ლოგისტიკურ საკითხებთან“.

    მედიის ინფორმაციით, ამერიკული სამშვიდობო ინიციატივები მოიცავს ვაშინგტონის მხრიდან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ოფიციალურად აღიარებას, ასევე ფრონტის ხაზის არსებული მდგომარეობის გაყინვას.

    სამშაბათს, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ კიევი არანაირ ტერიტორიულ დათმობებზე არ წავა, ხოლო ლონდონში უკრაინული დელეგაცია მხოლოდ სრული ცეცხლის შეწყვეტის პირობებზე ისაუბრებს.

    ლონდონში დაიწყო უკრაინისა და ბრიტანეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკებები

    როგორც „РБК-Украина“ წერს, შეხვედრაში მონაწილეობენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, რომლებიც ბრიტანელ კოლეგებს — დევიდ ლამის და ჯონ ჰილის — ესაუბრებიან.

    უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მხარეები განიხილავენ გზებს უკრაინის გაძლიერებისა და გრძელვადიანი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის.

    ამავდროულად, ლონდონში ჩაიშალა მოლაპარაკება, რომელიც უნდა გამართულიყო ბრიტანეთის, საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინისა და აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე. ბრიტანეთის მთავრობამ აღნიშნა, რომ მოლაპარაკებების დონე დაქვეითდა. როგორც მოსალოდნელი იყო, ბრიტანეთის დედაქალაქში უნდა განხილულიყო დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმა, რომელიც რუსეთის მიერ ყირიმის კონტროლის აღიარებას ითვალისწინებს, თუმცა კიევი ამ ვარიანტს გამორიცხავს.

    უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა ლონდონში ჩასვლის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინული დელეგაცია მზად არის განიხილოს „სრული და უპირობო ცეცხლის შეწყვეტის მიღწევის გზები, როგორც პირველი ნაბიჯი სრულფასოვანი მშვიდობიანი დარეგულირების პროცესისკენ და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებისკენ“.

    აშშ-ს ლონდონში ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი, კიტ კელოგი წარმოადგენს. სახელმწიფო მდივანი მარკ რუბიო მოლაპარაკებებზე არ ჩასულა.

    ვენსი: უკრაინამ და რუსეთმა უნდა დათმონ გარკვეული ტერიტორიები . წინააღმდეგ შემთხვევაში აშშ გამოვა მოლაპარაკებების პროცესიდან

    აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა, განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა „ძალიან მკაფიო წინადადება“ გააკეთა რუსეთისა და უკრაინის მშვიდობიანი შეთანხმების გზაზე, და დასძინა, რომ „დროა, ან თქვან ‘კი’, ან აშშ გამოვა ამ პროცესიდან“ — წერს Bloomberg.

    „ამჟამინდელი ხაზები, სადღაც მათთან ახლოს არის — ვფიქრობ, იქ გავატარებთ საბოლოო ზღვარს“, — განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს ინდოეთში. საუბარი შეეხებოდა უკრაინაში ომის ფრონტის ხაზს და ამ ხაზის გაყინვას არსებული მდგომარეობის დონეზე,  რაზეც წინა დღეს Financial Times-მა დაწერა.

    Financial Times-ის ცნობით, სამშაბათს ვლადიმირ პუტინმა სანკტ-პეტერბურგში დონალდ ტრამპის სპეციალურ წარმომადგენელ სტივ უიტკოფთან შეხვედრისას შესთავაზა შეჩერებულიყო ოკუპაცია ამჟამინდელ ფრონტის ხაზზე და უარი ეთქვა მოთხოვნებზე უკრაინის ოკუპირებული რეგიონების სრულ ტერიტორიაზე.

    ვენსმა ჟურნალისტებთან აღნიშნა, რომ როგორც უკრაინამ, ისე რუსეთმა, უნდა დათმონ გარკვეული ტერიტორიები, რომლებზეც პრეტენზიას აცხადებენ.

    Bloomberg-ს კომენტარით, კონფლიქტის გაყინვა არსებული ფრონტის ხაზის გასწვრივ უაღრესად მძიმე დათმობა იქნება უკრაინისთვის, რომელიც ცდილობს დაიბრუნოს ყველა ტერიტორია ქვეყნის აღმოსავლეთსა და სამხრეთში, რომელიც რუსეთმა 2014 წლიდან დაიკავა, მათ შორის ყირიმი.

    მანამდე სააგენტოს წყაროები იუწყებოდნენ, რომ აშშ მზად არის აღიაროს რუსეთის კონტროლი ყირიმზე და გააუქმოს მოსკოვზე დაწესებული სანქციების ნაწილი პოტენციური სამშვიდობო შეთანხმების ფარგლებში. თუმცა, უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ სამშაბათს განაცხადა, რომ მისი ქვეყანა არასდროს აღიარებს რუსეთის ოკუპაციას ყირიმში.

    „დაპირისპირებული მხარეებს მოუწევთ გარკვეული ტერიტორიული გაცვლების განხორციელება“, — დასძინა ვენსმა, თუმცა აღნიშნა, რომ საბოლოო საზღვარი შესაძლოა ფრონტის ხაზს სრულად არ დაემთხვეს.

    ლონდონში უკრაინის საკითხზე გამართულ შეხვედრას დონე დაუქვეითდა — ბრიტანეთის მთავრობა

    ბრიტანეთის მთავრობამ განაცხადა, რომ ლონდონში დაგეგმილი სამშვიდობო მოლაპარაკებები უკრაინის თემაზე, საგარეო საქმეთა მინისტრების მონაწილეობით, რომელიც ოთხშაბათს უნდა ჩატარებულიყო, გადაიდო, თუმცა დაბალი რანგის ოფიციალურ პირებს შორის შეხვედრა მაინც გაიმართება — იუწყება AFP.

    „სამშვიდობო მოლაპარაკებების შეხვედრა უკრაინის საკითხზე, საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე, დღეს გადაიდო. თუმცა, ოფიციალურ დონეზე მოლაპარაკებები გაგრძელდება,“ — განუცხადა სააგენტოს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

    „ამ ეტაპზე სიტუაცია ასეთია: ჩვენი დელეგაცია გზაშია შეხვედრისკენ, შეხვედრა შუადღისთვის იყო დაგეგმილი, ორგანიზატორი ბრიტანეთია და სწორედ ლონდონმა შეკრიბა ყველა მხარე,“ — განუცხადა „РБК-Украина“-ს ინფორმირებულმა წყარომ.

    ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი, რომ ლონდონის შეხვედრას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო არ დაესწრება. თუმცა, წყაროს თქმით, უკრაინული გუნდი მზად არის „ყველა ფორმატისთვის და ყველა ტიპის საუბრისთვის“.

    Reuters: ლონდონში მოლაპარაკებების წარმატების შანსი მცირეა — ევროპა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მოხსნას ეწინააღმდეგება

    მსოფლიო მედია კვლავ ავრცელებს კომენტარებსა და ანონიმური ინფორმირებული წყაროების განცხადებებს ლონდონში დაგეგმილ სამშვიდობო მოლაპარაკებებზე, რომლებიც ოთხშაბათს უნდა გამართულიყო.

    შეხვედრის დონე დაქვეითდა: თავდაპირველად ვარაუდობდნენ, რომ მასში მონაწილეობას მიიღებდნენ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი, საბოლოოდ კი ამერიკულ დელეგაციას პრეზიდენტის წარმომადგენელი კიტ კელოგი ხელმძღვანელობდა.

    როგორც Reuters აღნიშნავს, „ჯერ კიდევ გაურკვეველია, რუბიოს არყოფნა ნიშნავს თუ არა, რომ აშშ-მ მოლოდინები შეამცირა მოლაპარაკებების მიმართ მას შემდეგ, რაც ტრამპმა კვირას იმედი გამოთქვა, რომ ამ კვირაში შესაძლებელი იქნებოდა შეთანხმების მიღწევა მოსკოვსა და კიევს შორის“.

    „თუმცა, ცოტა დიპლომატი თვლის, რომ ასეთი სცენარი რეალისტურია არსებული უთანხმოებების გათვალისწინებით, — წერს სააგენტო. — ტრამპის ზეწოლის მიუხედავად, მოლოდინი საგრძნობი გარღვევისთვის დაბალია“.

    მედიის ინფორმაციით, ვაშინგტონის გეგმაში რამდენიმე პირობაა, რომლებიც კიევსა და მის ევროპელ პარტნიორებს მიუღებლად მიაჩნიათ — მათ შორის რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ოფიციალური აღიარება და სანქციების მოხსნა.

    „ყირიმის გარდა, რჩება სხვა უთანხმოებებიც — მათ შორის რუსეთის მცდელობა, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები მოლაპარაკებების დასრულებამდე გაუქმდეს. ევროპა ამას კატეგორიულად ეწინააღმდეგება“, — ნათქვამია პუბლიკაციაში ევროპელ დიპლომატებზე დაყრდნობით.

    ამასთან, ცოტა იმედი მაინც რჩება, რომ ლონდონში „შეიძლება მიღწეულ იქნას შეთანხმების რაიმე ფორმა, რათა სერიოზული მოლაპარაკებების პროცესი დაიწყოს“, — წერს Reuters.

    „საბოლოო ჯამში, უკრაინას მოუწევს მოლაპარაკებების მაგიდაზე რაღაც დააყენოს“, — ციტირებს სააგენტო ერთ-ერთ ევროპელ დიპლომატს.

    Daily Telegraph: აშშ-ის „მშვიდობის გეგმა“ შვიდი პუნქტისგან შედგება და ითვალისწინებს სანქციების მოხსნასა და ყირიმის ანექსიის აღიარებას

    ბრიტანული გამოცემა Daily Telegraph წყაროებზე დაყრდნობით იუწყება, რომ აშშ-ის ხელისუფლების მიერ უკრაინისთვის შეთავაზებული სამშვიდობო  გეგმა შვიდ პუნქტს მოიცავს და სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის ოფიციალურ აღიარებას, უკრაინის NATO-ში გაწევრებაზე უარის თქმას და რუსეთის მიმართ დაწესებული ამერიკული სანქციების სრულ მოხსნას გულისხმობს.

    დასავლურ მედიაში გავრცელებული მრავალი პუბლიკაციის მიხედვით, ეს დოკუმენტი ლონდონში დაგეგმილ შეხვედრაზე უნდა განხილულიყო ოთხშაბათს, რომელშიც მონაწილეობენ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა და აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კიტ კელოგი.

    თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ ბრიტანეთის დედაქალაქში აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო და დონალდ ტრამპის წარმომადგენელი სტივენ უიტკოფი ჩავიდოდნენ, თუმცა სამშაბათს მათ შეხვედრაში მონაწილეობაზე უარი თქვეს.

    ამასთანავე, კრემლმა დაადასტურა, რომ უიტკოფი ამ კვირაში რუსეთში გაემგზავრება.

    Daily Telegraph-ის ინფორმაციით, აშშ-ის მშვიდობის გეგმა შემდეგნაირად გამოიყურება:

    1. დაუყოვნებლივი ზავი.
    2. უკრაინასა და რუსეთს შორის პირდაპირი მოლაპარაკებების დაწყება.
    3. უკრაინის უარი NATO-ში გაწევრებაზე, თუმცა ევროკავშირში გაწევრიანების შესაძლებლობა რჩება.
      4-5. ტერიტორიებთან დაკავშირებული პუნქტები:

      • აშშ-ი დე იურე აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას.
      • ფრონტის ხაზი გაყინულია არსებული მდგომარეობით.
      • დოკუმენტი არ ითვალისწინებს უკრაინის ოკუპირებული რეგიონების რუსეთის ტერიტორიად ოფიციალურად აღიარებას, თუმცა Daily Telegraph-ის ცნობით, ფაქტობრივად ამ კონტროლის ვაშინგტონის მიერ მიღებას გულისხმობს.
      • ხერსონის ოლქის ნაწილი უნდა დაუბრუნდეს კიევს, ხოლო ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლი აშშ-ს გადაეცემა.
    4. უკრაინა აშშ-სთან ხელს მოაწერს შეთანხმებას ბუნებრივი რესურსების ერთობლივი მოპოვების შესახებ.
    5. აშშ-სა და რუსეთს შორის შეიძლება ჩამოყალიბდეს ახალი ეკონომიკური ურთიერთობები, რაც სანქციების სრულ მოხსნასა და ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის დაწყებას მოიცავს.

    Daily Telegraph აღნიშნავს, რომ გეგმაში არ არსებობს მკაფიო უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის აშშ-ის მხრიდან, მათ შორის არც „მსურველთა კოალიციის“ (ევროპული ქვეყნების ჯგუფის, რომელიც მზად არის უკრაინაში სამშვიდობო ძალები გაგზავნოს) მხარდაჭერა.

    გამოცემის შეფასებით, კიევს გაუჭირდება ამერიკული წინადადებების მიღება, რადგან ეს მოიცავს ტერიტორიულ დანაკარგებს უსაფრთხოების მექანიზმების გარეშე.

    „კიევის ოფიციალურმა პირებმა Telegraph-ს განუცხადეს, რომ მშვიდობის შეთანხმების პერსპექტივებში ეჭვი ეპარებათ“, — აღნიშნულია პუბლიკაციაში.

    გამოცემის წყაროების თქმით, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ელოდებიან, რომ ლონდონის მოლაპარაკებებში რაიმე შეთანხმება გაფორმდება. მათი შეფასებით, ეს შეხვედრა უკრაინისთვის შესაძლებლობაა, საკუთარი ხედვა წარმოადგინოს მომავალი  სამშვიდობო შეთანხმების შესახებ.

  • ქართველებს მათი მთავრობის გადაწყვეტილებებში არ ვადანაშაულებთ. ვწუხვართ, რომ საქართველო ევროპულ გზას შორდება – პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

    “უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგი მომავალი წლებისთვის განსაზღვრავს ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებას. ის განსაზღვრავს, მაგალითად, საბოლოოდ ჩაეფლობა თუ არა ბელარუსი “რუსკი მირში”, თუ მოახერხებს თავისი ავტონომიის ბოლო ნაკუწების შენარჩუნებას. ის ასევე ამოსავალი წერტილი იქნება მოლდოვის, საქართველოსა და სომხეთის ევროპული მისწრაფებებისთვის…

    ვწუხვართ, რომ საქართველოს ევროპულ გზას შორდება. ქართველ ხალხს მათი მთავრობის გადაწყვეტილებებში არ ვადანაშაულებთ. რეპრესიებისთვის პასუხისმგებელ პირებს სანქციები დავუწესეთ. თუმცა, [ევროპული] საზოგადოების წევრობა პრივილეგიაა, არა ვალდებულება. ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა, რომელსაც ქვეყანა და მისი თავისუფალი მოქალაქეები იღებენ,”

    მის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ პოლონეთის პარლამენტის (სეიმის) წინაშე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

  • საჯარო რეესტრმა „ალტ-ინფოს“ პარტია დაურეგისტრირა

    პრორუსულ  „ალტ-ინფოს“ ახალი პარტია  „კონსერვატორები საქართველოსთვის“ დაურეგისტრირეს – გადაწყვეტილება საჯარო რეესტრმა 22 აპრილს მიიღო. ინფორმაციას სოციალურ ქსელში შოთა მარტინენკო ავრცელებს.

    “ბევრს აღარ სჯეროდა, რომ კონსერვატორები პარტიის რეგისტრაციას მივაღწევდით.
    მაგრამ მნიშვნელოვანია ერთი რამის გაცნობიერება – პოლიტიკურ ბრძოლაში თუ არ ჩერდები და, მიღებული დარტყმების მიუხედავად, ჯიუტად აგრძელებ ბრძოლას, ადრე თუ გვიან მოწინააღმდეგეს აიძულებ, უკან დაიხიოს.

    ამ ბრძოლაში ჩვენი ყველაზე დიდი საფრთხე და სისუსტე შეიძლება იყოს უიმედობის განცდა, ხელების ჩამოყრა, იმ აზრის გაჩენა, რომ არაფერს აზრი არ აქვს და უნდა შევეშვათ.

    ხოლო ყველაზე დიდი ძალაა საკუთარი ბრძოლის სიმართლის განცდა, სიჯიუტე და მოუსვენრობა.
    ამ ბრძოლაში არაფერი მარტივი არ იქნება, მოწინააღმდეგე არაფერს იოლად არ დაგვითმობს, ცხადია, კიდევ გველის წინ იმაზე არანაკლები წინაღობები, ვიდრე აქამდე გვქონია და გამოსავალი აქ მხოლოდ ის არის, რომ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ თუ ამ ბრძოლაში ჩავებით, ასე მოგვიწევს ცხოვრება კიდევ დიდხანს და სირთულეები და უსამართლო წინაღობები ამ ცხოვრების ჩვეულებრივი ყოველდღიური შემადგენელია. მხოლოდ მაშინ, როცა ასე ცხოვრებისთვის მზად ხარ და მოწინააღმდეგეს ნებისყოფაში აღემატები, ხანგრძლივი ბრძოლების შედეგად აღწევ ცვლილებებს, რომლებიც მთელ ქვეყანას ეტყობა.

    რისთვისაც ჩვენს დიდ გუნდს ბოლო წლების მანძილზე არაერთხელ მიუღწევია და კიდევ ბევრჯერ მიაღწევს.

    კიდევ ერთხელ მადლობა ყველას, ვინც იბრძვით და არ ჩერდებით და ვისი სიჯიუტის შედეგია, რომ დღეს კონსერვატორებს პოლიტიკურ ველზე არსებობის და პოლიტიკურ ბრძოლაში მონაწილეობის უფლება უღიარეს!

    შემდეგი ბრძოლა უკვე არჩევნებზე გვექნება.” წერს სოციალურ ქსელში შოთა მარტინენკო.

     

  • აქციაზე დაკავებულ ლევან ზაზაძეს 12-დღიანი პატიმრობა შეეფარდა, დავით გუნაშვილს – 7

    21 აპრილს რუსთაველის გამზირზე  დაკავებულ  ლევან ზაზაძეს 12-დღიანი,  დავით გუნაშვილს კი 7-დღიანი პატიმრობა შეეფარდა

    ლევან ზაზაძის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილებას თბილისის საქალაქო სასამართლოში ხმაური მოჰყვა. ადგილზე შეკრებილმა მოქალაქეებმა გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რის შემდეგაც მანდატურის სამსახურმა აქტივისტებს დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინა.

    ლევან ზაზაძე და დავით გუნაშვილი პოლიციამ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 21 აპრილს დააკავა. აქცია დღის განმავლობაში მიმდინარეობდა, მას შემდეგ, რაც წინა ღამეს, გიორგი ორთოიძე და მიხეილ სამხარაძე დააკავეს.

  • ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტის კამპანია არ მოდის ევროპიდან, მოდის ამ რეჟიმიდან – ზურაბიშვილი

    ვიზალიბერალიზაციის თემა ორი მხრივ არის გამოყენებული რეჟიმის მიერ. ერთი ეს არის დაშინების კამპანიის ნაწილი, რომ ყველაფერს დაკარგავთ, აღარაფერი დაგრჩებათ და გამოყენებულია საზოგადოებაზე მორალური წნეხი. მაგრამ, მთავარი რაც არის, ეს კამპანია არ მოდის არც ბრიუსელიდან, არც რომელიმე ევროპული დედაქალაქიდან, ეს მოდის თბილისიდან, ამ რეჟიმიდან, რომლის მიზანია შეწყდეს ვიზალიბერალიზაცია.

    ეს არ არის გადაწყვეტილება, რომელზეც წუხან და შეჩერება სურთ, არა, ეს მოყვება მათ მოქმედებებს. ხან ყოველდღიურად ლანძღავენ ევროპის დედაქალაქებს, აქაურ ელჩებს, მუქარის ტონით ესაუბრებიან. ეს არის პირდაპირი გაგრძელება იმ გადაწყვეტილების, რომელიც მიღებულ იქნა გასული წლის 28 ნოემბერს და მივდივართ იქითკენ, რომ ამ რეჟიმს სურს საქართველოს სრული იზოლაცია.

    […] არანაირად ევროპა არ სჯის საზოგადოებას. გავიხსენოთ ის, რომ კან დიდატის სტატუსი მიენიჭა საქართველოს, რადგან ევროპამ დაინახა, რამდენად იყო ქართული საზოგადოება მონდომებული და იცაცვდა კბილებით ევროპული ინტეგრაციის გზას. საზოგადოების მიმართ არანაირად არ არის სურვილი შეწყდეს ის შეღავათები, რასაც ჰქვია ვიზალიბერალიზაცია, მაგრამ თუ რეჟიმი ასე გააგრძელებს ყველა მხრივ, ყველა გზით საქართველოს პარტნიორებისგან ჩამოშორებას, ქვეყნის იზოლაციას, ამაზე არის პასუხისმგებლობა ივანიშვილის და იმ კლანის, რომელიც მართავს ამ ქვეყანას რუსული წესებით. ამიტომ, ამ საკითხზე პროპაგანდას არ უნდა მოუსმინოთ.

    თქვა მე-5 პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.